მთავარია რწმენა, განათლებულობა და არა მხოლოდ განსწავლულობა, წიგნიერება
მთავარია რწმენა, განათლებულობა და არა მხოლოდ განსწავლულობა, წიგნიერება
ფრენსის ბეკონი წერდა: "მხოლოდ მცირე ფილოსოფია გვაშორებს ღვთისგან, დიდ ფილოსოფიას კი კვლავ ღმერთისკენ მივყავართ". ცხადია, ფილოსოფიურად განწყობილი გონება კრიტიკულია, ეჭვის მეტ შესაძლებლობას უშვებს და, შესაბამისად, ანალიტიკური აზროვნების საფუძველიცაა. ცოდნა, რომელიც ლოგიკურ დასაბუთებას მოითხოვს, ეჭვის, უარყოფის და დადგენის მეთოდით მიიღება. მაგრამ სხვაა მეცნიერული გონებით მოპოვებული და დადგენილი ჭეშმარიტება და სხვა - ღვთაებრივი რწმენით მიღებული. "რწმენა ადამიანს ჭეშმარიტებას დაანახვებს, მასთან მიიყვანს, ხოლო შემეცნება, გონება მას მოაპოვებინებს. ამ შემთხვევაში ფილოსოფია სრულებით არ უშლის ხელს, რათა ადამიანი ღვთაებრივ ჭეშმარიტებას ეზიაროს, შესაძლოა პირიქით, იგი მას მისთვის განაწყობს. ჩემს შემთხვევაში ფილოსოფიამ ღვთაებრივ ჭეშმარიტებაში კი არ დამაეჭვა, პირიქით, გარკვეული მოსაზრებით, მის პოვნაში დამეხმარა", - გვესაუბრება სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლექსო კუკანია. ბატონი ლექსო მუშაობს მეცნიერების, ფილოსოფიის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს 35-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ამჟამად მუშაობს ცოდნისა და რწმენის ურთიერთობის პრობლემებზე.

ბატონი ლექსო გახლავთ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტთან არსებული წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის მრევლის წევრი. დეკანოზ ბასილ ჟორჟიკაშვილს ერთგულად უდგას მხარში, არის ეკლესიის დიდი მოამაგე.

- ბატონო ლექსო, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ეკლესიასთან?

- ჩემი შეგნებული ცხოვრების გარკვეული ნაწილი ათეიზმის ეპოქას დაემთხვა, რაც, შესაბამისად, აზროვნებისა თუ მსოფლმხედველობის ორიენტაციაზე აისახა. თუმცა ვრწმუნდები, რომ ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა ერთია და მისი ვერანაირი ტრანსფორმაცია ადამიანის ცხოვრებას არსებითად ვერ ცვლის, თუ იგი ნამდვილად ეძებს მას. სწორედ რომ ძიების ცდებმა, მეგობრებმა, შვილებმა განაპირობეს ჩემი ეკლესიურობა. მთავარი: ჩემი ძმის, ვასოს ამ ქვეყნიდან გასვლა გახდა საჭირო, რათა მე დედაეკლესიის წიაღს მივბრუნებოდი. ამან არსებითად შეცვალა ჩემი ცხოვრება როგორც აზროვნებითი ორიენტაციის, ასევე ადამიანთა ურთიერთობის მხრივ. ეს არის სხვანაირად დანახული სამყარო, განსხვავებული ურთიერთობანი, ჭეშმარიტ სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ცხოვრების წესი. ჩვენ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მცხოვრებ მართლმადიდებლებს, ყველა პირობა გვაქვს, უფლის მადიდებელნი ვიყოთ (ჩვენთან ხომ უდიდესი სიწმინდეებია დაცული), რწმენით ვიცხოვროთ, მაგრამ ამასთან ერთად ყველაზე მეტად მოგვეკითხება, ყველაფრისთვის პასუხს ვაგებთ მაცხოვრის წინაშე.

ქართველობის უდიდესი ნაწილის ღვთისკენ შემობრუნება უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ღვაწლია.

- კანტი რწმენას ზარმაცი გონების ნაყოფს უწოდებდა. მაგრამ ადამიანურ გონებას ხომ არ შესწევს ძალა, მით უფრო - ღვთის დაუხმარებლად, ჩასწვდეს ზეგონიერ საიდუმლოებებს. რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ადამიანის გონება, რომელსაც დიდი პრეტენზიები ახასიათებს, შემოსაზღვრულია?

- კანტი წერს: "გონება სვამს პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მას არ შეუძლია, მაგრამ რომელთა წამოყენების სურვილი მისივე ბუნებიდან მომდინარეობს" და დასძენს: "მე სპეციალურად შემოვზღუდე გონების, ცოდნის სფერო, რათა რწმენისთვის ადგილი დამეთმო". ცხადია, გონება ზეგონიერ საიდუმლოებებს ვერ ჩაწვდება, იგი მათ უახლოვდება მხოლოდ რწმენის მეშვეობით. თანაც ადამიანის გონება ნაკლოვანია, მისი შესაძლებლობები შეზღუდულია, მაგრამ ეს მისი უარყოფითი პრედიკატებით დახასიათების უფლებას არც გვაძლევს. ყოვლისმცოდნე მხოლოდ ღმერთია. რაც შეეხება გონების პრეტენზიას, იგი მიმართულია მხოლოდ ცოდნის, შემეცნების განვითარებაზე და არა ყველაფრის მოპოვებაზე. ადამიანს შეუძლია იცოდეს მხოლოდ იმდენი, რამდენის ცოდნაც მისივე შესაძლებლობის ფარგლებში ეტევა. ადამიანური გონება აუცილებელი, პრაქტიკულად გამოყენებადი ცოდნის შედეგებზეა გათვლილი, რაც ღვთაებრივ ჭეშმარიტებასთან ზიარების შესაძლებლობას სრულებით არ უშლის ხელს. მთავარია რწმენა, განათლებულობა და არა მხოლოდ განსწავლულობა, წიგნიერება. ძველი აღთქმის მწიგნობრები ამის შესანიშნავი მაგალითები არიან.

- შუა საუკუნეებში ფილოსოფია ქრისტიანობის სამსახურში იდგა, მერე და მერე ეს ორი სფერო თითქოს დაშორდა ერთმანეთს. რა მოუტანა სეკულარიზაციამ საკუთრივ ფილოსოფიას?

- შინაგანად ეს ორი სფერო ერთმანეთს არასოდეს დაშორებია. ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანს ასე, უფრო ზუსტად, ხელოვნურად დააშორეს ერთმანეთს. აზროვნების ისტორიიდან ვიცით, რომ უმრავლესი ფილოსოფიური თეორია, დაწყებული ანტიკურობიდან დღემდე, საბოლოოდ ღმერთამდე, ღმერთის აღიარებამდე მიდის და ეს არ არის ხელოვნურად შექმნილი თუ მოგონილი რამ. თვითონ ცოდნის, აზროვნების, გონების გზა ბუნებრივად რწმენის, ღვთაებრივი ჭეშმარიტების, ღმერთთან მიახლოების გზაა და, შესაბამისად, ცოდნის და რწმენის ერთიანობის ნიშნით უნდა ხასიათდებოდეს. ალტერნატივა არ არსებობს.

ცნობილი ფილოსოფოსი და ეკლესიის მასწავლებელი კლიმენტი ალექსანდრიელი ბრძანებს: "არ არსებობს ცოდნა, რომელიც დაკავშირებული არ იყოს რწმენასთან, ისევე როგორც არ არსებობს რწმენა, რომელიც დამოკიდებული არ იქნება ცოდნაზე". უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის განმარტებით: "რწმენა და ცოდნა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არ გამორიცხავს ურთიერთს, არამედ სწორი აღქმისას ავსებს ერთიმეორეს. ისინი ანტიპოდები კი არა, ერთი ნაკადის ორი წყაროა, ერთი მიზნისკენ მიმავალი ორი გზაა" (საახალწლო ეპისტოლე, 1980წ.).

- ცხოვრების აზრისა და დანიშნულების ძიებამ ზოგიერთი ადამიანი ჯერ ფილოსოფიამდე, შემდეგ კი ეკლესიამდე მიიყვანა. თქვენ როგორ დაინტერესდით ფილოსოფიით?

- ფილოსოფიით დაინტერესება ცხოვრებით დაინტერესებაა. იგი ხომ პასუხს გვაძლევს ბევრ ისეთ კითხვაზე, რომელზეც ვერც ერთი მეცნიერება, ცოდნის ვერც ერთი სხვა დარგი ვერ გვიპასუხებს. ამქვეყნიურ ყოფაში ადამიანი უამრავ სირთულეს აწყდება, დაბრკოლებები მისი მუდმივი თანამგზავრია. მათი დაძლევის სურვილიც ადამიანს მუდამ თან ახლავს. ამას იგი რამდენიმე გზით ახერხებს, უფრო ზუსტად, ცდილობს. ერთი არის პრობლემების გააზრება, გაცნობიერება და სწორი აღქმისას - გზის მოძებნა, რომელიც მას დაეხმარება პრობლემების მოგვარებაში; მეორეა ცხოვრებისეული პრობლემებისგან განდგომა, თავის არიდება, შინაგანი დარწმუნებულობის, თვითდაჯერების ილუზიის შექმნა, რომლის გამოგონება მას, შესაძლოა, არც სურდეს, მაგრამ თავს იტყუებს; მესამეა გზა რწმენის, ღმერთის, სიკეთის, სიყვარულის. ეს უკანასკნელი იმდენად დამაჯერებელი, სარწმუნო და შინაგანად მისაღებია უმრავლესობისთვის, რომ მასში დაეჭვების არათუ საფუძველი, სურვილიც კი არ არსებობს. ფილოსოფია სწორედ ამ გზის მოძიებაში ეხმარება ადამიანებს. ალბათ შინაგანად მეც ამან დამაინტერესა ფილოსოფიაში და ამიტომაც გავიხადე იგი ცხოვრების წესად. ფილოსოფიის გზა რთულია, მაგრამ სირთულეები სრულებით არ გამორიცხავს მისგან თავის არიდებას, პირიქით, შესაძლოა იგი უკეთესიც იყოს რწმენაში გაძლიერებისთვის.

- სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში თითქმის 30 წელია მოღვაწეობთ. რა პრობლემების წინაშე დგას თანამედროვე ახალგაზრდობა? რამდენად აინტერესებთ წიგნი, შემეცნება? რა კითხვები უჩნდებათ და სად და როგორ პოულობენ პასუხებს?

- პრობლემებს რა გამოლევს. ისინი ერთნაირად ეხება როგორც ჩემი თაობის ადამიანებს, ასევე ახალგაზრდებს, მით უმეტეს, დღეს. დღეს-მეთქი, ვახსენე და აქვე გეტყვით: კომპიუტერი კარგია, მის გარეშე თითქმის შეუძლებელია ინდუსტრიალიზებულ საზოგადოებაში ცხოვრება, მაგრამ წიგნი აუცილებელია. წიგნი ავტორთან ცოცხალი ურთიერთობაა, მის სამყაროში ჩაძირვაა. ამას ცივილიზაციის სხვა ვერანაირი ნაყოფი ვერ შეცვლის. მით უმეტეს, კომპიუტერი.

- ბატონო ლექსო, თქვენი სტუდენტობა XX საუკუნის 70-იან წლებს დაემთხვა. თქვენს მასწავლებლებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ სარწმუნოებისადმი, ცხოვრებისადმი?

- ჩემი მასწავლებლები იყვნენ ადამიანები, რომელთაც ჩემში (და არა მხოლოდ) ჩამოაყალიბეს, აღზარდეს ცოდნის, სიბრძნის დაუფლების უდიდესი სურვილი, მისწრაფება ადამიანური ცხოვრების არსის, საზრისის გაგებისაკენ, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა ჩემს მიერ ეკლესიური ცხოვრების დაწყება. სხვა ყველაფერთან ერთად, მადლობას ვწირავ ჩემს უპირველეს მასწავლებელს, მამაჩემს, შოთა კუკანიას, რომელიც პროფესიით პედაგოგია, მადლობელი ვარ ჩემი უნივერსიტეტის მასწავლებლების, ბატონების: ნიკო ჭავჭავაძის, ვენორ ქვაჩახიას, ზურაბ კაკაბაძის, თამაზ ბუაჩიძის, გურამ თევზაძისა და სხვების. განსაკუთრებით მადლიერი ვარ ბატონ სერგი ავალიანისა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ჩემი, როგორც სპეციალისტის, ჩამოყალიბებაში. იგი ამჟამად ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, ეწევა დიდ, ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას. დღეგრძელობას ვუსურვებ მას.

ამ ადამიანებმა და კიდევ ბევრმა სხვამ დამანახვეს "ხსნის გზა", მათმა ღვაწლმა შემაძლებინა ჭეშმარიტების გზაზე დადგომა, უფალზე მინდობა, რაც გადარჩენის, ხსნის, მარადიულ ცხოვრებასთან ზიარების ერთადერთი გზაა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat