წყლის ქიმიურმა ფორმულამ შესაძლოა დააკმაყოფილოს გონების წყურვილი, მაგრამ მას არ ძალუძს, მოგვიკლას ის წყურვილი, რისთვისაც თვით წყალია საჭირო
წყლის ქიმიურმა ფორმულამ შესაძლოა დააკმაყოფილოს გონების წყურვილი, მაგრამ მას არ ძალუძს, მოგვიკლას ის წყურვილი, რისთვისაც თვით წყალია საჭირო
შეიმეცნე, რომ გწამდეს და გწამდეს, რათა შეიმეცნო
რწმენა ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სულიერ სფეროს მოიცავს, ცოდნა - ფიზიკურს. ისინი კი არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, არამედ განუყოფელ ერთიანობას ქმნიან.

ჩვენ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ადამიანის გონებამ იმდენს მიაღწია, რომ უჭირს მიხვდეს, სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი. ამიტომაც ვინმემ უნდა ითავოს და ამ ურთულეს დროში ადამიანის გონებას სწორი გეზი მისცეს, რათა მეცნიერულმა წინსვლამ ხელი არ შეუშალოს პიროვნების სულიერ განვითარებას.

მაინც, საიდან იღებს სათავეს მოარული შეხედულება, თითქოს მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება? ამის მიზეზი ორივე სფეროს ზედაპირული ცოდნაა - მეცნიერებისაც და რელიგიისაც. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. წმინდა მამები არ უარყოფენ მეცნიერულ შემეცნებას, რომელიც, ფაქტობრივად, სამყაროს შემეცნების გზაა.

შუა საუკუნეების ფილოსოფიაში მთავარი ადგილი რწმენისა და ცოდნის, თეოლოგიისა და ფილოსოფიის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემას ეკავა. ეკლესია არ უარყოფდა იმ ფასეულობებს, რომელთაც მის გარეთ, ანტიკური კულტურის წიაღში პოულობდა. ის სარგებლობდა ბერძნული მეცნიერებისა და ფილოსოფიის მემკვიდრეობით, მაგრამ მათ "გაეკლესიურებას", "განწმენდას" ახდენდა.

რწმენისა და ცოდნის ჰარმონიული თანაარსებობისა და ურთიერთთანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითი გახლდათ გელათის აკადემია. შემთხვევით როდი უწოდებდნენ მას მეორე იერუსალიმსა და სხვა ათენს: იერუსალიმი უმაღლესი სულიერების სიმბოლო გახლდათ, ათენი კი - მეცნიერული სიბრძნის იდეალი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამბობს: "ასკეტიზმი და მეცნიერება - ორივე რჩეულთა ხვედრია და მათი შერწყმა იდეალურ პიროვნებაში ხდება. ასეთი რჩეულნი მრავლად ჰყავდა საქართველოს: პეტრე იბერი, ეფრემ მცირე, ათონელი მამანი, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, მიქაელ მოდრეკილი, იოანე მინჩხი... თვით დავით აღმაშენებელი". ასეთივეა XX ს-ის წმინდა მამა გაბრიელ ეპისკოპოსი, რომლის შესახებაც ილია მართალი წერდა: "მე არ ვიცი იმისთანა სხვა კაცი, - საერო თუ სამღვდელო, რომლის გულშიაც მომეტებულის მშვიდობის-ყოფით, მომეტებულის და-ძმობით ერთად დაბინავებულიყოს სამოქმედოდ მეცნიერება და სარწმუნოება..." ეს იყო კაცი, რომელიც "მეცნიერებას ასარწმუნოებდა და სარწმუნოებას ამეცნიერებდა".

ქრისტიანობა ცოცხალი და დაუნაწევრებელი მთლიანობაა, მაგრამ შემოქმედების ცალკეული სფეროები: მეცნიერება, ფილოსოფია, კულტურა - შეიძლება განვითარდნენ და გასცდნენ ეკლესიის წიაღს და თავიანთი ავტონომია შექმნან. ეკლესიისგან, მისი სულიერი წყობისგან გამოყოფას სეკულარიზაცია ჰქვია.

მეცნიერებაცა და ხელოვნებაც ჩიხში მაშინ ექცევა, როცა ქრისტიანულ საფუძველს სწყდება და საკუთარი საფუძვლის შექმნაზე იწყებს ფიქრს. ამ ჩიხს ჰქვია ხელოვნება ხელოვნებისათვის, მეცნიერება მეცნიერებისათვის... ასეთი მეცნიერება და ხელოვნება კი სიკეთეს ვერასოდეს მოიტანს.

შუა საუკუნეებში რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართება სხვადასხვაგვარად ესმოდათ. წმინდა მამათა ერთი ნაწილი რწმენის უპირატესობას აღიარებდა, მეორე კი ამ ორი დარგის განუყოფლობას ქადაგებდა და მათ საერთო მიზანს უქვემდებარებდა. მაგალითად, II-III საუკუნეების თეოლოგი ტერტულიანე მკვეთრად მიჯნავდა რწმენასა და ცოდნას და მათ ორ ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელ ღირებულებად მიიჩნევდა. ის ამტკიცებდა, რომ სულის სიღრმიდან წამოსული არაცნობიერი განცდა გონების საბუთზე უფრო ძლიერია. მასვე მიეწერება გამოთქმა: "მწამს, რადგან აბსურდია", - რაც ისე უნდა გავიგოთ, რომ რელიგიური რწმენა გონებისმიერ ანალიზს არ ექვემდებარება. ამის საპირისპიროდ, IVს-ის ღვთისმეტყველი ნეტარი ავგუსტინე მიიჩნევდა, რომ ცოდნა და რწმენა განუყრელად არიან დაკავშირებულნი. "არ არსებობს გონებითი შემეცნება რწმენის გარეშე და არც რწმენა არსებობს გონების გარეშე", - ამბობდა ის. ნეტარი ავგუსტინეს ცნობილი ფრაზაა: "შეიმეცნე, რომ გწამდეს და გწამდეს, რათა შეიმეცნო".

II ს-ის თეოლოგი კლიმენტი ალექსანდრიელიც რელიგიისა და ფილოსოფიის ჰარმონიას ქადაგებს. მისი აზრით, მარტოოდენ რწმენა არ არის სრულყოფილების ნიმუში. ეს სრულყოფილება ადამიანს ცოდნით ეძლევა, მაგრამ მაშინაც კი, როცა რწმენა მოსდევს ცოდნას, ამოსავალი წერტილი მაინც რწმენაა, ვინაიდან ყოველგვარი ცოდნა თავისთავად გულისხმობს რწმენას სარწმუნო საფუძვლისადმი. კლიმენტი ალექსანდრიელის სიტყვით, "რწმენა არის რაღაც შინაგანი, სულიერი და სულში საიდუმლოდ არსებული მადლი. იგი ღმერთს ეძებს არა შორეული გზებით, არამედ უბრალოდ". მასვე ეკუთვნის გამოთქმა: "რწმენითა ცოდნა და მცოდნელობითა რწმენა".

IV საუკუნის კაბადოკიელი მამა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "განსწავლულობა სასარგებლოც შეიძლება იყოს და საზიანოც; მისი მნიშვნელობის დამცირების უფლება არ გვაქვს. სულელი და უგუნურია ის, ვინც ასე ფიქრობს და სურს, სხვებიც აიყოლიოს, რათა მათი უმეცრებით საკუთარი დაფაროს და უცოდინრობაში მხილებას გადაურჩეს".

ადამიანისთვის ერთნაირად აუცილებელია ცოდნაცა და რწმენაც. თუ რომელიმე მათგანს აბსოლუტურ ღირებულებად გამოვაცხადებთ, უთუოდ ჩიხში აღმოვჩნდებით. ეკლესია ყოველგვარ უკიდურესობას გმობს. ის ყველაფერში ოქროს შუალედს ეძიებს.

XX საუკუნის წმინდანი, მეცნიერი, ეპისკოპოსი ლუკა ვოინო-იასენეცკი, ამბობს: "მარტოოდენ ცოდნამ ჩვენ შეიძლება მწიგნობრებად, თეორეტიკოსებად, ჰამლეტებად გვაქციოს, რომელთაც ხელეწიფებათ მსჯელობა, მაგრამ არა - შექმნა... სწორედ ასევე, რწმენა, რომელმაც არ იცის, რისი სწამდეს, რომელსაც არ გააჩნია ქრისტეში განცხადებული ნათელი ხატი ღმრთისა, - ბრმა რწმენაა. ასეთმა რწმენამ შეიძლება აანთოს დონ კიხოტი, მაგრამ... მხოლოდ ქარის წისქვილებთან საბრძოლველად".

ადამიანი ცრუმორწმუნეობიდან გაცნობიერებული რწმენისაკენ უნდა იზრდებოდეს. დიდი ღვაწლია საჭირო, რათა კაცმა თავისი სარწმუნოება შეიმეცნოს. სწორედ ამაში მდგომარეობს ადამიანის როგორც ღვთის ხატების, აზრი და მიზანი. ამის შესახებ გვეუბნება წმინდა წერილიც.

ის, რომ კაცობრიობა ფილოსოფიასა და მეცნიერებას უსაზღვრო თავისუფლებას ანიჭებს, თუმცა კი მისი გონება პირველქმნილ ცოდვასაა დაქვემდებარებული, ქრისტიანული ცხოვრების უძლურების დასტურია. ეკლესიის წიაღში ადამიანის გონება ფერისცვალებას განიცდის - ქრისტესმიერი ცხოვრება უწინარეს ყოვლისა "გონების განახლებას", მის განწმენდასა და ხელახლა შობას გულისხმობს. პავლე მოციქული ამბობს, რომ ვისაც უყვარს ღმერთი, მიცემული აქვს ცოდნა მის მიერ (I კორ. 8:31). რწმენა ანიჭებს ცოდნას ძალას. "ღმერთმა მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, - ამბობს სოლომონ ბრძენი, - რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება" ("სიბრძნე სოლომონისა").

მეცნიერული და თეოლოგიური ცოდნის ხარისხები, რაღა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავდება. თეოლოგიური ცოდნა უფლის გამოცხადებას ეყრდნობა, მეცნიერული კი - ფიზიკური სამყაროს ფაქტებს და აქსიომებსაც, რომელთა საფუძველიც რწმენაა. რწმენის სფერო გაცილებით ფართოა, ვიდრე ცოდნისა. როგორც ლაპლასი იტყოდა, "რაც ვიცით, ძალიან ცოტაა, რაც არ ვიცით - განუზომელი". ზუსტი მეცნიერების სფერო, ისევე, როგორც მეცნიერული შემეცნების გზები, დასაზღვრულია. წმინდა გრიგოლ ნოსელი წერს: "ბუნებისა ჩვენისა სიგლახაკე ქმნილსა ხედავს, ხოლო თუ ვითარ იქმნების, ვერცა ხილვად შემძლებელ არს და ვერცა ქებად" - ჩვენი უძლური ბუნება მხოლოდ ქმნილებებს ამჩნევს, მათი პირველმიზეზისა კი არც დანახვა შეუძლია და არც მისი სიდიადის წვდომაო. მეცნიერება შეისწავლის აუცილებლობის სამყაროს, რომელიც მხოლოდ ხუთი გრძნობის (ისინი ხშირად არაადეკვატურნი არიან რეალობისა) საშუალებით შეიმეცნება. მაგრამ ადამიანს სურს, იცოდეს ისიც, რაც მეცნიერების სამანს მიღმაა. ამ სამყაროსთან კი სწორედ რელიგია გვაკავშირებს. მეცნიერება ეძიებს, მაშინ როცა რელიგია უკვე ფლობს ჭეშმარიტებას; მეცნიერება სვამს იმავე კითხვებს, რომლებზეც პასუხს სცემს რელიგია. ნილს ბორის თქმით, "მეცნიერი კი არ ქმნის კანონებს, არამედ მხოლოდ იმას აღმოაჩენს, რაც უკვე ჩადებულია ბუნებაში ღმერთის მიერ". მეცნიერული აზროვნება ამტკიცებს, რომ ღმერთი აუცილებლად უნდა არსებობდეს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგი ღვთის არსებობის აუცილებლობას ლოგიკურად გვისაბუთებს, ხოლო რელიგია ღმერთთან ურთიერთობას გვამყარებინებს. წმინდა მამა ლუკა ვოინო-იასენეცკი წერს: "წყლის ქიმიურმა ფორმულამ შესაძლოა დააკმაყოფილოს გონების წყურვილი, მაგრამ მას არ ძალუძს, მოგვიკლას ის წყურვილი, რისთვისაც თვით წყალია საჭირო. ჩვენ გვჭირდება არა ღმერთის არსებობის დასაბუთება, არა ღმერთის იდეა, არამედ თვით ღმერთი, ცოცხალი, მოყვარული, მოწყალე ღმერთი. და, ბოლოს და ბოლოს, ღვთის არსებობის დამტკიცება თავად ღმერთს შეუძლია თავისი არსებობით, ადამიანის სულში შემოსვლით. ეს არის სასწაული, რომელიც სწყურია ყველა ცოცხალ არსებას". წმინდა ეფრემ ასური კი ამბობს: "ნებისმიერი გონებისთვის მიუწვდომელი რამ გულში შემოდის და მასში დაივანებს". სოლომონ ბრძენიც ქადაგებს, რომ სიბრძნე გონიერ გულშია დავანებული (იგავნი 7:12). დაბოლოს, ამასვე ამბობს ფრანგი მეცნიერი პასკალი: "გული ფლობს მიზეზებს, სრულიად უცნობს გონებისათვის. ღმერთს გული გრძნობს და არა გონება".

ადამიანს სურს ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან, რაც მხოლოდ განწმენდილი გულით მიიღწევა. XIX საუკუნის რუსი ფილოსოფოსი როზანოვი შენიშნავდა, რომ "ცხოვრების ტკივილი ცხოვრებისადმი ინტერესზე გაცილებით ძლიერია. აი, რატომ არის, რომ რელიგია ყოველთვის გადასძლევს ფილოსოფიას". რელიგია ადამიანს აკავშირებს იმ მადლის სამეფოსთან, იმ ძალასთან, რომელმაც შექმნა სამყარო და თავად ადამიანი. მაცხოვარი ამბობს: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება". სწორედ ღმერთთან ურთიერთობის ცოცხალი გამოცდილების მოპოვება წარმოადგენს რელიგიის არსს. შემოქმედებით ცხოვრებას რწმენით ფრთაშესხმული ბრძენი ხალხი ქმნის. ამიტომაც არის, რომ დიდი აღმოჩენები ეკუთვნით იმ ადამიანებს, რომლებიც ერთდროულად მეცნიერებიც იყვნენ და დიდი ქრისტიანებიც.
ბეჭდვაელფოსტა
31.10. 2018
ზაირა
მართალი, ბრძნული და ლაკონური! დაგელოცოს კალამი, ავტორო!
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat