ეს ხილული სასწაულია! უბრალოდ, ჩვენ მას შევეჩვიეთ, ამიტომაც ჩვეულებრივი რამ გვგონია...
ეს ხილული სასწაულია! უბრალოდ, ჩვენ მას შევეჩვიეთ, ამიტომაც ჩვეულებრივი რამ გვგონია...
ვინ შექმნა ეს კანონზომიერება?
"რწმენა და შემეცნება ორი იარაღია, რომელთა საშუალებითაც ადამიანი აღიქვამს ჭეშმარიტებას. ორივე სჭირდება ადამიანს, როგორც ორი ფეხი, რომლებითაც გარკვეული მიმართულებით მიდის, როგორც ორი ფრთა, რომელთა მეოხებითაც სინათლისაკენ მიფრინავს" (ლაგურია).

ჩვენი სტუმარია მორწმუნე მეცნიერი მარინა კაჭარავა, რომელიც პროფესიით ბიოლოგი გახლავთ. ქალბატონი მარინა წლების განმავლობაში მოღვაწეობდა მოსკოვის ფსიქიატრიის ცენტრში, სადაც ადამიანის თავის ტვინსა და ფსიქიკურ დაავადებებს იკვლევენ. "როდესაც მიკროსკოპით ათვალიერებ ადამიანის თავის ტვინს, ნერვულ სისტემას, შეისწავლი სისხლს, შეუძლებელია არ იწამო ღმერთი - ამ ყოველივეს შემოქმედი. თუნდაც უჯრედი ავიღოთ. როგორი იერარქიული წესრიგი და ჰარმონიაა მასში, როგორი მესაზღვრეები დგანან მის სადარაჯოზე, როგორ ხდება ინფორმაციის გადინება, დამუხრუჭება, აგზნება... ეს ხილული სასწაულია! უბრალოდ, ჩვენ მას შევეჩვიეთ, როგორც მზის ამოსვლას და ჩასვლას, გაზაფხულს, ზაფხულს... ამიტომაც ჩვეულებრივი რამ გვგონია..."

იდუმალების ღრმა განცდა ეუფლება ადამიანს, როდესაც ნაწილობრივ მაინც შეიცნობს გონებამიუწვდომელ ღვთაებრივ ლოგიკას, გამოვლენილს მის შემოქმედებაში. ქალბატონი მარინასთვის ეს განცდა აღმოჩნდა გზა იმ სამყაროსთან მიახლებისა, რომელსაც ღვთაებრივი ჭეშმარიტება, ბიბლიური სიბრძნე ჰქვია. ცოდნას ახლა ახალგაზრდა თაობასაც უზიარებს - სკოლაში საღვთო სჯულსა და რელიგიათა წარმოშობის ისტორიას ასწავლის და ამავდროულად, ყოველ ოთხშაბათს, 5 საათზე, საპატრიარქოს რადიოში უძღვება საუბრებს პიროვნების ფსიქოლოგიაზე.

- ყველა ადამიანში, ცნობიერად თუ არაცნობიერად, დევს მისწრაფება სრულქმნილებისკენ, მარადიული ღირებულებებისკენ, ღმერთისკენ. "ღმერთი ყველაშია". თქვენ როგორ იპოვეთ შემოქმედი?

- მორწმუნე ბებია მყავდა. ლოცულობდა, წესებს აღასრულებდა. მახსოვს, საბარძიმე ღვინოს საგანგებოდ უკვეთდა ხოლმე კახეთში. თუმცა პატარები მის საქციელს სერიოზულად არ ვუყურებდით, მაგრამ ტაძრისადმი მოწიწების გრძნობა იმთავითვე დაგველექა სულის სიღრმეში.

ჩემს აღზრდაში ლომის წილი მამას მიუძღვის, რომელიც საქართველოს ისტორიით სულდგმულობდა. ზღაპრების ნაცვლად ჩვენი ტანჯული ერის თავგადასავალს მიყვებოდა. ბრძოლების ამბების მოსმენისას მებრძოლი სული ყალიბდებოდა ჩემში. საქართველო სათაყვანებელ საგნად მექცა. სამშობლოდან ღმერთამდე კი ერთი ციცქნა ნაბიჯია; ვისაც სამშობლო უყვარს, ღმერთიც უყვარს.

მახსოვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების დღე. მაშინ პირველად წავიკითხე სახარება, რომელიც იმხანად ქსეროასლების სახით ვრცელდებოდა. ვეცნობოდი პარიზში გამოცემულ არალეგალურ ჟურნალებსაც ("ოქროს საწმისი" და სხვა). ამ აკრძალული ლიტერატურის მეშვეობით ვეზიარე დაფარულ და იდუმალ სამყაროს. თუმცაღა ეკლესიურად ჯერ კიდევ არ ვაზროვნებდი, უფრო ეკუმენისტურ შეხედულებებს ვიზიარებდი. ვფიქრობდი, ღმერთი ხომ ნამდვილად არსებობს და რა მნიშვნელობა აქვს, სად და როგორ ილოცებს კაცი, მთავარია, პატიოსნად ცხოვრობდეს და კარგი ადამიანი იყოს-მეთქი.

და აი, მოხდა ისე, რომ ღმერთის დაშვებით დიდ განსაცდელში აღმოვჩნდი. ჭეშმარიტად, უფალი არასოდეს გვტოვებს. თავიანთი რჩევებით ძალიან დამეხმარნენ ჩემი მორწმუნე მეგობრები. დავიწყე გზის ძიება. ხშირად შევდიოდი დიდუბის ეკლესიაში და ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს შევთხოვდი, სულიერი ლაბირინთისგან თავის დაღწევასა და სწორი გზის პოვნაში შემწეოდა. მოძღვარიც ავირჩიე და დიდუბის ეკლესიის მრევლი გავხდი.

- ათეისტებს სურდათ, მეცნიერება, მათ შორის ბიოლოგია, ღმერთთან ბრძოლის საშუალებად ექციათ. სკოლაში გვასწავლიდნენ დარვინის ევოლუციის თეორიას, რომელიც უარყოფს ღვთის განგებულებას, ბუნებას ღვთიურ შემოქმედებად არ განიხილავს. ასეთი მეცნიერება პროგრესისკენ ვერასოდეს წავა, რადგან, როგორც ფ. ფრანკი ამბობდა: "ყოველგვარი მეცნიერული პროგრესი არის პროგრესი იმის შემეცნებაში, თუ როგორ მართავს სამყაროს ღმერთი". გთხოვთ გვიამბოთ, როგორ დაგეხმარათ თქვენს პროფესიულ წინსვლაში ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან ზიარება.

- ბიოლოგია სიცოცხლეს, სიცოცხლის მექანიზმებს სწავლობს. ამ სფეროში ბევრი რამ მართლაც მცდარად, მატერიალისტურად ისწავლებოდა. თუ დარვინის ევოლუციის თეორიას ვასწავლით, მის გვერდით კრეაციონისტული თეორიაც უნდა გავაცნოთ ბავშვს, რათა უკეთ დაინახოს განსხვავება და შემდგომ თავად გააკეთოს არჩევანი.

სამყაროში ყველაფერი კანონზომიერად ხდება. ვინ შექმნა ეს კანონზომიერება? მატერიალისტურ სწავლებებზე აღზრდილი მეცნიერისთვის ძნელია ღვთის დანახვა და სასწაულის რწმუნება; მეცნიერებს ყველაფრის ექსპერიმენტულად შესწავლა, საკუთარი თვალით დანახვა სურთ. როგორც კი ადამიანი მორწმუნე ხდება და მის აზროვნებაში შემოდის ბიბლიური მიზეზშედეგობრიობა, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. მეცნიერება რელიგიას ეხმარება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეცნიერი გაითავისებს ბიბლიის დაშიფრულ სიბრძნეს.

ბიბლია ადამიანის აზროვნების ისტორიაა. თუ ადამიანი სულიერად აზროვნებს, იგი შემთხვევითი მოვლენების ქაოსურ სამყაროში ღვთიურ წესრიგს, ლოგიკას განჭვრეტს. თუმცა ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდება ღვთის განგებულებას, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა კაცს საოცრად განვითარებული გონება და თავისუფალი ნება მისცა. ადამიანი მართლაც ღვთიური შემოქმედების გვირგვინია, შექმნილი "ხატად და მსგავსად ღვთისა". ხატება მოცემულობაა ყველა ადამიანისთვის, უფალთან მსგავსების მიღწევა კი - დაუსრულებელი პროცესი, რომელიც დიდ ღვაწლს მოითხოვს და ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, ვის მიემსგავსება - ღმერთს თუ პირუტყვს.

- საპატრიარქოს რადიოზეც ვისაუბროთ...

- როდესაც რადიო შეიქმნა, ბატონმა გიორგი ანდრიაძემ და მისმა მეუღლემ ირმა ხურციამ შემომთავაზეს, წამეყვანა გადაცემა "საუბრები ფსიქოლოგთან". ჩემს გარშემო შემოიკრიბნენ ფსიქოლოგები: ნინო კანდელაკი, თეა გოგოტიშვილი, ლელა ტყეშელაშვილი და ნანა ჯმუხაძე. ხუთმა დავიწყეთ ეს გადაცემა. ვმუშაობდით ამა თუ იმ თემაზე. ერთ-ერთი პირველი გახლდათ ნევროზები, ამას მოჰყვა კომპლექსები, ფსიქოზები და ა.შ.

ნერვულ სისტემაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ჩემთვის მაინც ძნელი აღმოჩნდა ფსიქიკურ ფენომენებთან დაკავშირებული თემატიკის განხილვა. ბევრს ვკითხულობდი, რათა უკეთ გავცნობოდი ამ სფეროს. უამრავი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. მაგალითად, სულ სხვა თვალით შევხედე ჩვენზე მოწეულ სნეულებებს, რომლებიც ღვთის განგებულების ხელში ჩვენი ხსნის საშუალებაა, ჩავწვდი მათ სულიერ არსს. "თუ როგორ გვეხმარება ხსნის საქმეში ის, რასაც ღმერთი მოგვივლენს, არც კი უნდა გამოვიძიოთ, - გვასწავლის თეოფანე დაყუდებული, - რადგან შესაძლოა, მაინც ვერ მივხვდეთ. ავადმყოფობას ღმერთი ზოგს სასჯელად უვლენს, ზოგს - ეპიტიმიად, ზოგს - განსასწავლად, იმისთვის, რომ გონს მოვიდეს, ზოგს - რათა იხსნას უბედურებისაგან, რომელშიც ჯანმრთელი აუცილებლად ჩავარდებოდა, ზოგს - იმისთვის, რომ ღვთის წინაშე მოთმინება აჩვენოს და ამით უმეტესი ჯილდო დაიმსახუროს, ზოგს - ყოველგვარ ვნებათაგან განსაწმენდად..." წმინდა მამათა სწავლებით, სნეულებებთან შეჯახება აფხიზლებს, სულიერი ძილისაგან აღვიძებს ადამიანს, საშუალებას აძლევს, მცირე ხნით მაინც გათავისუფლდეს თავბრუდამხვევი ყოველდღიური ქაოსისაგან, რომელიც მას საკუთარ თავთან აშორებს.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ზნეობრივ და ფიზიკურ დაავადებებს შორის კავშირის აღმოჩენაც. ის, რაც მეცნიერებმა მხოლოდ XIX საუკუნეში "აღმოაჩინეს" ექსპერიმენტების მეშვეობით, წმინდა მამები საუკუნეებით ადრე გვასწავლიდნენ. მაგალითად თუნდაც ერთი საკითხი ავიღოთ: ადამიანი ანთროპოლოგიურად სულის, სხეულისა და სამშვინველისაგან შედგება. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებამ ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, ჩამოყალიბება განაპირობა. თანდათან ფსიქოლოგიური ფენომენების კლასიფიკაციაც ჩამოყალიბდა, რაც საბოლოოდ სამ: შემეცნებით, ემოციურ და ნებელობით - კატეგორიაში გაერთიანდა. თითქმის ყველა გამოკვლევაში გამოყოფილია სამი ძირითადი ფენომენი: გონება, გული და ნება. ასე რომ, ფსიქოლოგია XIX საუკუნეში მივიდა ფსიქოლოგიური ფენომენების კლასიფიკაციის იმ ფორმამდე, რომელიც ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში იმთავითვე არსებობდა.

ვიდრე ფსიქოლოგიაში არაცნობიერის ცნება განჩდებოდა, ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში უკვე იყო უნებლიე ცოდვის გაგება, რომლის მონანიება ისევეა საჭირო, როგორც სხვა ცოდვებისა, რადგან ის პიროვნების აქტივობად ითვლება.

გადაცემათა ციკლი მივუძღვენით ბავშვის ფსიქოლოგიის განვითარების თემას. ეთნოფსიქოლოგიის შესახებ ვისაუბრეთ ლიტერატორებთან, ისტორიკოსებთან, სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტებთან...

ეს რადიოგადაცემები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების თვალსაზრისით. 3 შვილის დედა ვარ და აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ არ მცოდნია ბავშვების შესახებ. ვფიქრობ, მშობლებს დიდ სამსახურს გაუწევს გამოცდილ სპეციალისტთა თვალსაზრისის გათვალისწინება. მსმენელთან ცოცხალი ურთიერთობა გვაქვს - პირდაპირ ეთერში უამრავი ადამიანი გვირეკავდა და გვირეკავს დღესაც, რჩევას გვეკითხებიან. მადლობა ღმერთს, რომ ამ გადაცემის მომზადების საშუალება მომეცა.

- ადამიანის ზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ოჯახთან და ეკლესიასთან ერთად უდიდესი როლი სკოლასაც ენიჭება. დღეს ძალიან უჭირს სკოლას, პედაგოგს, ბავშვს... მოზარდ თაობაში იმატა აგრესიამ, დაუნდობლობამ. ამდენად, უკიდურესად მწვავედ ისმის კითხვა: როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები?

- უფროსკლასელებს საღვთო სჯულსა და რელიგიათა წარმოშობის ისტორიას ვასწავლი. გამუდმებით მჭირდება ცოდნის გაღრმავება, რადგან ბავშვებს უამრავი კითხვა უჩნდებათ, რომლებზეც პედაგოგმა არგუმენტირებული, მეცნიერულად დასაბუთებული პასუხები უნდა გასცეს. მეცნიერებმა უამრავი ბიბლიური სასწაულის რეალურობა დაადასტურეს. ამ ფაქტების გაცნობა ბავშვებს რწმენის განმტკიცებაში ეხმარება. ბიბლიის გარეშე, სულიერების გარეშე, ჩემი აზრით, წარმოუდგენელია ბავშვის აღზრდა. ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საღვთო სჯული, ოღონდ ძალიან ფრთხილად, სიყვარულით, რათა პატარა არ დაბრკოლდეს.

დღეს თითქმის ყველა ბავშვს ინფორმაციული ნევროზი აქვს - პატარები ხმაურში იზრდებიან, ყოველი მხრიდან აგრესია იღვრება. აგრესიაა მოზარდშიც და ეს არცაა გასაკვირი, ის ხომ ადამიანის ბუნებრივი, თავდაცვითი რეაქციაა. გასაკვირი ისაა, რომ უფროსებმა ამ აგრესიას კალაპოტი ვერ მივუჩინეთ. ბავშვმა ეკლესიური ცხოვრება უნდა დაიწყოს: მარხვა, ლოცვა, საიდუმლოებებში მონაწილეობა... ნებისყოფის გამოსაწვრთნელად ბავშვი თავიდანვე უნდა შეეჩვიოს თავშეკავებას. წესრიგის გრძნობა იმთავითვე უნდა გაუჩნდეს, ოღონდ ეს რბილად, სიყვარულით უნდა გავაკეთოთ. ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ ბავშვებს იდეალები ჰქონდეთ, ღმერთი, სამშობლო, ოჯახი უყვარდეთ... ჩვენ, უფროსებმა, ზნეობრივი ცხოვრების მაგალითიც უნდა მივცეთ პატარებს; ოდენ სიტყვიერი დარიგება შედეგს ვერ გამოიღებს. ასე რომ, ჯერ აღმზრდელები უნდა აღვზარდოთ.

პატარებს უზარმაზარი ენერგია აქვთ და ეს ენერგია სწორად უნდა წარვმართოთ. უარყოფითი ემოციების დახარჯვის ერთ-ერთი საშუალება ორთაბრძოლების სწავლებაა. არსებობს ქართული საბრძოლო ხელოვნების სკოლა "ხრიდოლი", რომელსაც ნუკრი მჭედლიშვილი ხელმძღვანელობს. მან მითხრა, ის ბავშვები, რომელთაც ჩხუბის წესები იციან, უფრო ინდობენ ერთმანეთსო. ქართველი კაცი ყოველთვის მეომარი იყო. ვასწავლოთ ჩვენს ბიჭებს სამშობლოს დაცვა, დაჩაგრულის გამოქომაგება... რაც შვენოდა ოდითგანვე ქართველს და რითაც მოვედით დღემდე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat