ფილოსოფია ჰგავს გაჭენებულ ცხენს, ლაგამი კი ქრისტიანული რწმენა უნდა იყოს
ფილოსოფია ჰგავს გაჭენებულ ცხენს, ლაგამი კი ქრისტიანული რწმენა უნდა იყოს
"რუსი ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევი წერდა: "რელიგიას ძალუძს იარსებოს ფილოსოფიის გარეშე, ხოლო ფილოსოფია ვერ იარსებებს ურელიგიოდ, რელიგია სჭირდება მას როგორც საკვები, როგორც წყარო ცხოველი".

ფილოსოფიისა და რელიგიის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი დემურ ჯალაღონია.

- ბატონო დემურ, რამ შეუწყო ხელი თქვენში სარწმუნოების გაღვივებას?

- ბაბუაჩემი ღრმად მორწმუნე იყო. უყვარდა სახარების იგავების მოყოლა. როცა პატარებს დაგვაწვენდნენ, მეორე ოთახიდან მესმოდა - დედაჩემი უფალს და წმინდა გიორგის შესთხოვდა ჩვენს მფარველობას. ოთხი და-ძმა ვიყავით. ყველანი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ვართ მონათლულები. ჩვენი ოჯახი ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ, გიორგობას, მივემგზავრებოდით 100 კილომეტრით დაშორებული ილორის მოსალოცად. მიგვყავდა ყელზე წითელბაფთაშებმული ბატკანი, რომელსაც სამგზის შემოვატარებდით ტაძარს და მერე ეზოში ვუშვებდით. მენატრება ილორი. ვოცნებობ, ჩემი შვილი წავიყვანო ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში და აღვადგინო ოჯახის ტრადიცია.

16 წლისას თბილისში ჩემმა უფროსმა მეგობარმა, აწ განსვენებულმა ღვთისო გოგოჭურმა, საიდუმლოდ წამაკითხა სახარება, რომელიც მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ აჩუქა. მან გამაცნო უწმინდესი და უნეტარესი, სამჯერ ვიყავით მასთან სტუმრად რეზიდენციაში. დავდიოდი სიონის ტაძარში, ქაშვეთში, მთაწმინდაზე, შიომღვიმეში, ბეთანიაში. მე და ჩემი მეგობარი, პირველ კურსზე როცა ვიყავით, ბერობასაც კი ვაპირებდით, მაგრამ ეს უფრო რომანტიზმით იყო გამოწვეული, ვიდრე რწმენით.

1989 წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სტუდენტებთან ერთად მოვახერხეთ წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოს გახსნა. უწმინდესმა და უნეტარესმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამლოცველოში მოავლინა დეკანოზი ტარიელი (სიკინჭილაშვილი). შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის წინ წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარი გაიხსნა. მამა ტარიელი გახდა ჩემი მოძღვარი, აქედან დაიწყო ჩემი ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება, რისთვისაც ვმადლობ უფალს.

- ფილოსოფიური მოძღვრებები ადამიანური აზროვნების ნაყოფია. ურწმუნონი ხშირად ამ მოძღვრებების ლაბირინთებში იბნევიან. რამდენად საშიშია ე.წ. ფილოსოფიური ამპარტავნება, ადამიანური გონების გაამაყება?

- წუთისოფელში ყოფნა - ესაა დაბადებასა და გარდაცვალებას შორის არსებული დრო. ამ დროში "ამპარტავნული გონება" ცდილობს წუთისოფლიდან გასვლას და მარადისობაში დამკვიდრებას. თუ რამდენადაა ეს შესაძლებელი ადამიანური ყოფიერებისათვის, ყოველივე ამას უნდა უპასუხოს ფილოსოფიამ. იგი სხვა არაფერია, თუ არა სიბრძნის სიყვარული, სიბრძნისკენ მიმავალი გზა ანუ საფეხური და არა თვით სიბრძნე. თუ ეს ვერ გააცნობიერა, ადამიანს შეიძლება დაეუფლოს ფილოსოფიური ამპარტავნება, რომელიც რწმენის გარეშე ძნელი დასაძლევია.

- ფილოსოფოსთაგან ბევრი მივიდა ღმერთამდე, მაგრამ მათ ძიების საკმაოდ რთული გზა განვლეს.

- ბლეზ პასკალი ამბობდა: "ადამიანთა სამი გვარია: ერთნი ემსახურებიან ღმერთს, იმიტომ რომ უკვე იპოვეს; მეორენი ეძებენ ღმერთს, იმიტომ რომ არ უპოვიათ; მესამენი არც ეძებენ და არც უპოვიათ. პირველნი ბედნიერნი არიან და კეთილგონიერნი; მეორენი - უბედურნი და კეთილგონიერნი; მესამენი - უბედურნი და უკეთურნი".

XX საუკუნის ყველაზე გავლენიანმა მოაზროვნემ, მარტინ ჰაიდეგერმა 1972 წელს საჯაროდ განაცხადა: "ჩემი ფილოსოფია არის ღმერთის ლოდინი". ზოგს რთული გზის გავლა უხდება სულში ნათლის შემოსასვლელად. ფილონ ალექსანდრიელი ამბობს, რომ მორწმუნე არის მონა ღვთისა, მეცნიერი მორწმუნე - მეგობარი ღვთისა. მეცნიერისთვის ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

- რამდენად დაგეხმარათ პროფესიულ საქმიანობაში ეკლესიური ცხოვრება და აზროვნება და, საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ფილოსოფოსთა ნააზრევის დანახვა ქრისტიანული მოძღვრების შუქზე?

- ჩვენი წინაპრების ცხოვრება და მოღვაწეობა - ეს იყო ქრისტიანული ცხოვრების წესი. მახსოვს, ბაბუაჩემი შეშის დასაპობად ნაჯახს ხელს არ მოკიდებდა, პირჯვარი რომ არ გადაეწერა და არ ეთქვა: "უფალო, შემიწყალე". ჭამის წინ ლოცულობდა, ადგომის თუ დაჯდომის დროს უფალს მადლობას სწირავდა. ეს ჩემთვის მაგალითი იყო. ახლა რომ ვუფიქრდები, უფალი მას ყოველთვის ახსოვდა. ამ შემთხვევაში ჩემს თავზე საუბარი უხერხულია, მაგრამ იმას კი ვიტყვი: რწმენა - ესაა გულის თვალით განხორციელებული ხედვა. ღმერთი მას გაეხსნება, ვინც მისკენ თავისი სიყვარულის თვალს მიმართავს. უფალს შევთხოვ, შემაძლებინოს მისი სიყვარული, მაშინ შუქი თავისთავად შემოვა გულში და ნებისმიერ ჩემს საქმიანობას გაანათებს.

- როგორ გეხმარებათ ცხოვრებაში ქრისტიანული იდეალები, სახარებისეული სიბრძნე?

- ქრისტიანობამ სხვა სიმაღლით წარმოაჩინა ადამიანის ღირსება. ქრისტიანული ღირსება - ეს არის თავმდაბლობის, თავგანწირვის, შენდობის, სიყვარულის, მოთმინების უნარი. თუ ეს შეგვაძლებინა ღმერთმა, არათუ ადამიანებთან ურთიერთობაში დაგვეხმარება, არამედ გზა გაგვეხსნება უფლისაკენ, ცათა სასუფევლისაკენ. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები ლაზარეზე: "მეგობარმან ჩემმან დაიძინა". თვით უფალსაც ჰყავდა მეგობარი. ჩვენც უნდა შეგვეძლოს მეგობრობა ადამიანებთან. მეგობრობა სიყვარულია, სიყვარული კი ღვთაებრივი მადლია, რადგანაც "ღმერთი სიყვარული არს".

- დღეს მიდის პროცესი ე.წ. გლობალიზაციისა და ინტეგრაციისა. ქართველი ერის წინაშე მწვავედ დაისმის საკითხი - როგორ გადავარჩინოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ტრადიციები. თქვენ რას გვეტყოდით ამაზე?

- ბუნებრივია, გლობალიზაციის პროცესს თავს ვერავინ აარიდებს, მაგრამ ჩვენ მას უნდა დავუპირისპირდეთ ტრადიციებით, თვითმყოფადი კულტურით, შევქმნათ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებული სახელმწიფო. უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სპეციფიკა და იგი ერთ-ერთ პატიოსან თვლად ჩავსვათ მსოფლიო მოზაიკაში. უნდა გვახსოვდეს წმინდა ილია მართლის დევიზი: მამული, ენა, სარწმუნოება. ეს არის ჩვენი საუნჯე, საგანძური, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ვილოცოთ, რათა გადავრჩეთ.

თვითონ გლობალიზაცია და ქრისტიანობა გასააზრებელი და დასამუშავებელი საკითხია. წავიკითხოთ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებები, რომლებიც ძალიან ბევრს მოგვცემს, დაგვანახებს, თუ როგორ ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ XXI საუკუნეში.

- ჩვენი პატრიარქი თავად ბრძანდება რწმენისა და ცოდნის ერთიანობის, გელათური აზროვნების ტრადიციის აღმდგენი და გამგრძელებელი...

- ჩვენი პატრიარქი თითქმის 30 წელია ერის სულიერი წინამძღოლია. მან აღსაყდრების პირველივე დღიდან დაიწყო ეკლესიისა და მეცნიერების დასაახლოებლად, "ერისა და ბერის" გასამთლიანებლად ზრუნვა, რომელიც არის სასოების და რწმენის "ახალი ნიმუში".

- ჭეშმარიტებისკენ სავალ გზაზე ფილოსოფია რა შემთხვევაში შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი და რა შემთხვევაში - გზის გამკვლევი?

- ერთხელ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბრძანა: ფილოსოფია ჰგავს გაჭენებულ ცხენს, რომელიც ხრამში გადაიჩეხება, თუ მას ლაგამს არ ამოვდებთ. ლაგამი კი ქრისტიანული რწმენა უნდა იყოსო.

რადგან ადამიანი და ფილოსოფია დაუცილებელია, მომავალშიც ისევე საჭირო იქნება ფილოსოფია, როგორც დღეს არის. თუ ამ "მღელვარე ეპოქას" შევუქმნით ისეთ მსოფლმხედველობრივ სათვალეს, რომელიც რწმენით დაფუძნდება, ადამიანური გონება მუდამ ჭეშმარიტების პოვნით იქნება გართული.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat