ნამდვილი ლიტერატურა სულის ცის გახსნაა
ნამდვილი ლიტერატურა სულის ცის გახსნაა
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას, სკოლისა და მასწავლებლის დანიშნულების საკითხს. "...მოგვეცით მართალი სკოლა, ქართულის სულის და გულის ამამაღლებელი, გონების გამხსნელი!" - წერდა ილია ჭავჭავაძე.

დღეს საქართველოში სასკოლო რეფორმა მიმდინარეობს. როგორი უნდა იყოს ქართული სკოლა? როგორი პიროვნება უნდა აღზარდოს მან? როგორი უნდა იყოს განათლების ხარისხი? როგორ იზრუნოს სკოლამ პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე? საფიქრალი ბევრია. ბევრია გასაკეთებელიც...

რუბრიკის სტუმარი გახლავთ საქართველოს პედაგოგიური აკადემიის წევრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გია მურღულია. წოდებათა ჩამოთვლა რომ ვთხოვე, ბატონმა გიამ მომიგო: ჩემთვის ყველაზე საპატიო ტიტული ის არის, კლასში რომ შევდივარ და ბავშვებს ვასწავლიო. ბატონი გია წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ამჟამად იგი 24-ე სკოლის დირექტორის მოვალეობას ასრულებს. ინტერვიუც სწორედ ამ სკოლაში ჩავიწერე.

- ბატონო გია, თქვენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბრძანდებით. ქართული ლიტერატურა ქართული სულის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა. როგორია ქართული ლიტერატურის ქრისტიანობასთან მიმართება?

- მაგალითად, მთელ ქართულ მწერლობას ლაიტმოტივად გასდევს ადამიანის თავისუფლების პრობლემა, ასევე - "არასდროს გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ". ესეც ქრისტიანობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. ჩვენ ვიცით, რომ ჯვარს რამდენიმე სიმბოლური ახსნა აქვს. ერთ-ერთის მიხედვით, ჯვრის ვერტიკალური ღერძი ღვთის სიყვარულია, ხოლო ჰორიზონტალური - მოყვასისა. სიყვარულის თემა კი ქართული მწერლობისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ქრისტიანული სიყვარულის თემაზეა აგებული "ვეფხისტყაოსანი", "დავითიანი"...

ქართული მწერლობისთვის ორგანულია სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის მარადიული თემა.

არათუ ლიტერატურა, არამედ ჩვენი ისტორიოგრაფიაც ქრისტიანულია თავისი არსით. მაგალითად, ისტორიული ობიექტურობით, შეფასების კულტურით გამოირჩევა ჟამთააღმწერელი, XIV საუკუნის მოღვაწე, ავტორი ასწლოვანი მატიანესი. სამწუხაროა, რომ სახელიც კი არ ვიცით ამ ისტორიკოსისა, რომელიც ისტორიზმის, ისტორიული კულტურის ეტალონად შეიძლება მივიჩნიოთ. ეს არის ადამიანი, რომელიც ხედავს ისტორიის საზრისს, ისტორიის მიზნობრიობას (ტელეოლოგიურობას). ბიბლიური მოდელის თანახმად, სამყარო შეიქმნა, ვითარდება, მიედინება თავისი მიზნობრივი, ლოგიკური დასასრულისკენ. ესე იგი ადამიანთა მოდგმის ისტორიას თავისი საზრისი და მიზანდასახულობა აქვს და ამ მიზნობრივ მდინარებაში ნათლად წარმოიდგინება ადამიანის ცხოვრების აზრის პრობლემა. ჩვენ, ბიბლიურ ხალხებს, და, ბუნებრივია, ქრისტიანებს, გვაქვს განცდა, რომ ვმონაწილეობთ უზარმაზარ მოვლენათა მდინარებაში და ჩვენი წილი გზა უნდა გავიაროთ ამ დიდ კაცობრიულ სწრაფვაში დასაწყისიდან დასასრულამდე. მაგალითად, "მერანი" მე ადამიანის მუდამ წინმსწრაფი, შემმეცნებელი სულის სიმბოლოდ მიმაჩნია. თუ ადამიანი თავის წილ გზას არ გაივლის წუთისოფელში, მის უკან მომავალს მოუწევს იმ გაუკვალავი გზის გავლა. "მერანი" არის ღვთის წმინდა ძახილი ჩვენში, ხოლო ყორანი - ამ ძახილის საპირისპირო იმპულსი ადამიანში. "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება..." ადამიანი დროსა და სივრცეშია განსაზღვრული, ამდენად, მხოლოდ ის შეიძლება იყოს განწირული, ღვთიური სულისკვეთება კი განწირული ვერ იქნება. ის ყოველთვის გამოიღებს შედეგს.

- რას უნდა ემსახურებოდეს ნამდვილი ლიტერატურა, საით უნდა მიჰყავდეს მას მკითხველი?

- მე ვფიქრობ, ნამდვილი ლიტერატურა სულის ცის გახსნაა. სხვადასხვაგვარი ლიტერატურა არსებობს, მათ შორის ისეთიც, რომელიც უბრალოდ დროს კლავს, მაგრამ ის, რაც ნამდვილად ფასეულია, ყოველთვის მიგვიყვანს ყველაზე მაღალ ღირებულებასთან. თუმცა განსხვავებული თვალსაზრისიც არსებობს. მაგალითად, გვეუბნებიან, ლიტერატურა კარგად წერის ხელოვნებააო. თავისთავად ცხადია, ასეც არის. ძალზე მნიშვნელოვანია, გადმოცემის როგორი კულტურა აქვს მწერალს, რამდენად საინტერესოდ შეუძლია თხრობა, მაგრამ როდესაც იმაზე ვფიქრობ, თუ რა შევძინო ჩემს თავს, ცხადია, ვკითხულობ ისეთ ლიტერატურას, რომელიც კიდევ უფრო ახალი წახნაგით, ახალი ნიუანსით დამანახებს იმ უმაღლეს ღირებულებებს, რომელთათვისაც ვარსებობთ. მაგალითად, ხშირად ვუბრუნდები ნეტარი ავგუსტინეს "აღსარებანს". განსაკუთრებით მომწონს ერთი ფრაზა: "ღმერთო, მომეცი სიბრძნე და თავშეკავება, ოღონდ ახლა არა". ადამიანს სისუსტეები აქვს, იგი ვერ იცხოვრებს უშეცდომოდ, მაგრამ განცდა იმისა, რომ თუკი სინანული გაქვს, ეს ცოდვები მოგეტევება, მართლაც შესანიშნავია.

არსებობს ლიტერატურული ოსტატობა და არსებობს ღირებულებები, რომელთაც ლიტერატურა უნდა გამოხატავდეს. უმაღლესი ოსტატობით გადმოცემული ყალბი, ცრუ ღირებულებები მავანს ლიტერატურა ჰგონია... ლიტერატურა უნდა იყოს გზა უფლისაკენ, ზნეობრივი ზეაღსვლისკენ, სიკეთისკენ... არ შეიძლება, ადამიანს სამყაროს დამახინჯება ჰქონდეს მიზნად; ადამიანის მიზანი სამყაროსა და საკუთარი თავის გაკეთილშობილება უნდა იყოს. სხვაგვარად ის ვერ მიუბრუნდება თავის ბიბლიურ სახლს, მშობლიურ წიაღს.

ფასდაუდებელია წარმართული ლიტერატურაც. ამბობენ, რომ არსებობს ე.წ. ქრისტიანობამდელი ქრისტიანობა. გულისხმობენ პლატონს, არისტოტელეს... კონფუცის ნათქვამია: "ცა და დედამიწა ერთმანეთისგან შორი-შორს არიან, მაგრამ ერთ საქმეს აკეთებენო". თუნდაც ლაო-ძი გავიხსენოთ, რომელიც ამბობდა: "ო, ბედნიერებავ, შენ ხარ საწყისი უბედურებისა და ო, უბედურებავ, შენ ხარ საწყისი ბედნიერებისა". ცხადია, მათ მსოფლაღქმაში ბევრი რამ მიუღებელია ქრისტიანობისთვის, მაგრამ ბევრი რამ საგულისხმოა. სხვათა შორის, წმინდა ბასილი დიდი ერთგან წერს, როგორ უნდა იკითხოს ქრისტიანმა წარმართული ლიტერატურა და აღიქვას ქრისტიანობამდე შექმნილი ღირებულებები.

- რას გვეტყოდით რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართებაზე?

- საუკუნეების განმავლობაში ლაპარაკობდნენ რელიგიისა და მეცნიერების დაპირისპირებაზე. მე მგონია, არავითარი წინააღმდეგობა მათ შორის არ არსებობს. მეცნიერება არის სამყაროს თანდათანობითი შემეცნება, რელიგია კი მოცემულობაა იმისა, რისკენაც მეცნიერება მიისწრაფვის. ბიბლიამ იცის ის, რასაც მეცნიერება ნაბიჯ-ნაბიჯ იკვლევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეცნიერება - ეს არის დროში განფენილი პროცესი, რომლის შედეგიც წინასწარ იცის რელიგიამ. ცხადია, მეცნიერება ამ გზაზე შეცდომებსაც უშვებს, ხანდახან განზე გაუხვევს, მერე ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და ისევ უკან ბრუნდება... ეს არ გახლავთ არსებითი. მთავარი ის არის, რომ რელიგიაში ახსნა აქვს ყველაფერს, რასაც მეცნიერება იკვლევს და მოიძიებს.

მეორე მომენტია ის, რაც წმინდა ილია მართალმა ბრძანა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვის დროს: "არის რაღაც, რაც თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ და პირუკუ, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავო". თუ დაინახე და ირწმუნე, ეს დაბალი ხარისხის რწმენაა. ფაქტობრივად, რწმენა კი არა, ცოდნა. მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რასაც, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. მთელი მეცნიერების ისტორია ამის დასტურია.

გააზრება ადამიანის პრობლემისა, რაც XX საუკუნის ფილოსოფიისა და მეცნიერების წამყვან თემად იქცა, წარმოუდგენელია ქრისტიანული რელიგიის გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა თავისი პათოსით და არსით მჭვრეტელობა და მეტაფიზიკაა, უნდა ვაღიაროთ, რომ წმინდა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქრისტიანული ქვეყნები არიან ყველაზე დაწინაურებული ქვეყნები თანამედროვე მსოფლიოში. ეს იმიტომ, რომ ქრისტიანობამ უკიდურესად გაამახვილა ყურადღება ადამიანის განუმეორებლობაზე, მის პიროვნულ ღირებულებებზე. მართლმადიდებელ ქრისტიანს აქვს პოტენციალი, სტიმული ახლის ძიებისა. როდესაც ქრისტიანულ სამყაროზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ ევროპულ საზოგადოებას, ევროპულ ცივილიზაციას. როდესაც არჩევანის საშუალება გვქონდა, ჩვენ ყოველთვის ამ გზას ვირჩევდით. წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ანდერძი გავიხსენოთ: "ნუ დაკარგავთ გზასა ბერძენთასა".

- თქვენ არაერთი ნაშრომი მიუძღვენით მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე თავისი თანამედროვე სკოლის მთავარ ნაკლად ცოდნისა და ზნეობის გათიშვას, მოზარდთა მხოლოდ გონების "გამდიდრებით" დაინტერესებას და სულიერების უგულებელყოფას მიიჩნევდა. როგორი ღირებულებები უნდა მისცეს თანამედროვე განათლების სისტემამ მოზარდ თაობას? სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვინ უნდა აღზარდოს თანამედროვე სკოლამ?

- ადამიანმა უნდა გააცნობიეროს თავისი მიმართება ღმერთთან, კაცობრიობასთან, სამშობლოსთან, სახელმწიფოსთან, საზოგადოებასთან, საკუთარ ოჯახსა და საკუთარ თავთან (სულ 7 მიმართებაა). ჩემთვის აქსიომურ ჭეშმარიტებად იქცა დავით გურამიშვილის სიტყვები "დავითიანიდან": "ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო: ვინ არის, სიდან მოსულა, სად არის, წავა სადაო". ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად. თუ სადმე ჩანს წმინდა სამება, ჩვენში უნდა ჩანდეს. ყოველი ჩვენგანი, ერთი მხრივ, განუმეორებელი ინდივიდია; მეორე მხრივ - ამა თუ იმ ერის წარმომადგენელი; მესამე მხრივ - ზოგადად ადამიანი ანუ კაცობრიობის წარმომადგენელიც. სამივე ამ თვალსაზრისით, - როგორც ინდივიდმა, როგორც ერის შვილმა და როგორც კაცობრიობის შვილმა, - ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, ვინ არის, საიდან მოდის, სად არის ამჟამად და საით მიდის. როგორც ინდივიდი, თითოეული წარმოვადგენთ საკუთარ ოჯახს, მოვდივართ ჩვენი წინაპრებისგან, ამჟამად ჩვენი ცხოვრებისეული განვითარების გარკვეულ ეტაპზე ვართ და გაცნობიერებული უნდა გვქონდეს, რას ვაპირებთ, საით მივდივართ. მეორე შემთხვევაში, თითოეული ადამიანი არის ამა თუ იმ ერის შვილი. მან უნდა იცოდეს, რა არის მისი სამშობლო, როგორია მისი ისტორია, განვითარების რა ეტაპზეა ახლა მისი ქვეყანა და საით მიდის მისი ერი. მესამე შემთხვევაში, ადამიანი არის ზოგადად ადამიანი და უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანის სამშობლო სამოთხეა; რომ ჩვენ ვართ წუთისოფელში და მივდივართ მარადიულ სოფელში. სამივე ამ განზომილების განცდას, გააზრებას სჭირდება აღზრდა სკოლაში.

მკითხეთ, ვინ უნდა აღზარდოსო სკოლამ. მოგიგებთ: ბავშვს უნდა განვუვითაროთ რელიგიური, ფილოსოფიური, ისტორიული, ეკოლოგიური, ზნეობრივი, ესთეტიკური, შემოქმედებითი ხედვა.

- ალბათ, იმის გაცნობიერებაც არის საჭირო, თუ რა დროში ვზრდით ბავშვებს...

- ჩვენს საუკუნეს ორი ფუნდამენტური ნიშანი ახასიათებს. ერთი მხრივ, ეს არის საუკუნე, რომელსაც აქვს დღემდე არნახული შესაძლებლობები; მეორე მხრივ, ეს უსასტიკესი ეპოქაა. კონკურენცია მაქვს მხედველობაში. თუ ძალიან ძლიერი არ ხარ, ეს საუკუნე გაგთელავს, მარგინალურ სივრცეში მოგაქცევს. ამიტომ ჩვენს ქვეყანას, სკოლას, პიროვნებას უნდა ჰქონდეს მკაფიო ამოცანა, კონკურენტუნარიანი იყოს. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რა და რისთვის კეთდება.

- საბჭოთა სკოლას უამრავი ნაკლი ჰქონდა, რომელთა შედეგებიც საკმაოდ ვიწვნიეთ. დღეს ვითარება არსებითად შეიცვალა. რა ამოცანები დგას თანამედროვე სკოლის წინაშე?

- საბჭოთა სკოლა, უკეთეს შემთხვევაში, ასწავლიდა ფიზიკას, ქიმიას, ქართულს, ისტორიას... მაგრამ აღზრდის სისტემა სრულიად არაადეკვატური გახლდათ. ეს სკოლა ზრდიდა "ჰომო სოვეტიკუსს", რაც ადამიანურ ბუნებაზე ძალდატანებაა. ჩვენ მოწაფეებში უნდა აღვზარდოთ ნებისყოფა, რომლის გარეშეც პიროვნება არ არსებობს; ასევე საჭიროა ყურადღების კონცენტრაციის უნარი; გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; ალგორითმი ამ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის (რა უნდა გააკეთოს პირველად და რა - შემდეგ); შრომის კულტურა, დროის გაფრთხილება, - ბევრი რამ, რასაც საბჭოთა სკოლა არ აკეთებდა და ეს იქცა მისი დიდი მარცხის საფუძვლად, იმიტომ რომ იგი რეალური, პრაქტიკული ცხოვრებისთვის არ ამზადებდა ადამიანს.

კონკურენტუნარიანი პიროვნება რომ აღვზარდოთ, კარგად უნდა ვიცნობდეთ ქართულ ბუნებას, ქართულ ხასიათს. უნდა შევისწავლოთ ჩვენი ხასიათის ღირსებები, რათა ბავშვობის ასაკიდანვე განვავითაროთ ისინი და კარგად უნდა შევისწავლოთ ისიც, რაც არ მოგვწონს ჩვენს თავში, რათა როგორმე მოვთოკოთ, შევზღუდოთ, თუ მთლიანად ვერ მოვსპობთ. ეს არის პედაგოგიკის არსი.

- რა არის საჭირო, სასკოლო რეფორმა წარმატებით რომ განხორციელდეს?

- სახელმწიფომ თავისი წილი საქმე გააკეთა და შემოგვთავაზა სარეფორმო დოკუმენტები: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ეროვნული სასწავლო გეგმა, პედაგოგის პროფესიული განვითარების უწყვეტი სისტემის კონცეფცია და ა.შ. რეფორმის მეორე ფაზა გულისხმობს ყოველივე ამის რეალურ განხორციელებას სკოლებში. თეორიული ზოგადი გააზრება პრაქტიკულ წარმატებას, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს. ამისთვის ბევრი რამ არის საჭირო. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ ასრულებს ამას, როგორია ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, შეუძლიათ თუ არა მათ სახელმწიფოს მიერ სკოლის წინაშე დასმული ამოცანების გადაწყვეტა და ა.შ. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორი სკოლების კავშირი და გადავწყვიტეთ, განათლების ხარისხზე ვიყოთ ორიენტირებულნი. მშობლები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათი შვილი ჩვენს სკოლებში მაღალი ხარისხის განათლებას მიიღებს. ყოველივე ამის განხორციელებას სჭირდება კარგი პროგრამა, კარგი სტანდარტი, კარგი სახელმძღვანელო, კარგი მასწავლებელი, კარგი გარემო... ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ჯერ კიდევ გრძელი გზის გავლა მოგვიწევს.

- გისურვებთ წარმატებებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat