მაშინ იყო სახელმწიფო ძლიერი, როცა ეროვნულ და საეკლესიო ხელისუფლებას საერთო ენა ჰქონდათ და შეთანხმებულად მართავდნენ ქვეყანას
მაშინ იყო სახელმწიფო ძლიერი, როცა ეროვნულ და საეკლესიო ხელისუფლებას საერთო ენა ჰქონდათ და შეთანხმებულად მართავდნენ ქვეყანას
ქრისტიანობა უაღრესად წიგნიერი რელიგიაა, ჩვენში საღმრთო წერილის თარგმნა ძალიან ადრე დაიწყო (V-VIსს-ში). ამავე დროს აღმოსავლეთსა (სირიასა და პალესტინაში) და დასავლეთში (ათონის მთაზე, პეტრიწონში) შეიქმნა ქართული ქრისტიანული ცენტრები. დასავლეთში ჩვენი ეკლესია-მონასტრები ასრულებდნენ კულტურულ და დიპლომატიურ მისიას. აქ იწერებოდა, ითარგმნებოდა და მრავლდებოდა ქრისტიანული მოძღვრებისთვის საჭირო ლიტერატურა, რისთვისაც ჩვენი მეფეები სახსრებს არ იშურებდნენ. ეკლესია-მონასტრებში იყო მდიდარი ბიბლიოთეკები. სწორედ საღვთისმეტყველო ლიტერატურა ქმნიდა ქართული მწერლობის, წიგნიერებისა და კულტურის განვითარების უმტკიცეს საფუძველს. თუ როგორ გამოიკვეთა ქრისტიანობის როლი საქართველოს ისტორიაში, - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ქალბატონ მარიამ ლორთქიფანიძეს.

- ქალბატონო მარიამ, თქვენი აზროვნებისა და მსოფლგაგების ჩამოყალიბებაზე როგორი გავლენა მოახდინა ოჯახურმა გარემომ?

- დავიბადე და გავიზარდე ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ ოჯახში, სადაც ბავშვებს წესისამებრ დროულად ნათლავდნენ. დედას ოთახში ირიბად იდგა კარადა. მის უკან დაბრძანებული იყო ორი ხატი, რომელთაც დედა სანთლებს უნთებდა. დედა უმეტესად დიდუბის ეკლესიაში დადიოდა. ბავშვობაში ვერაზე ვცხოვრობდით, მლეთის ქუჩაზე. იქვე, ახლოს, რუსულ ეკლესიაში (ლურჯი მონასტრის გვერდით) ბებიას ხშირად მივყავდი კვირის წირვებზე. მერე მაფრთხილებდა, - ხვალ სკოლაში არავისთან დაგცდეს, რომ დღეს ეკლესიაში ვიყავითო. ვიცოდი, რომ ამისი ხმამაღლა თქმა არ შეიძლებოდა... ჩვენს ოჯახში აღინიშნებოდა დიდი ქრისტიანული დღესასწაულები - შობა, აღდგომა, ნინოობა (დედაჩემს ნინო ერქვა), მარიამობა და სხვა. ამ დღეებში უახლოესი ნათესაობა სუფრასთან ვიკრიბებოდით. ასე რომ, სარწმუნოების მიმართ მოწიწება ოჯახიდან გამომყვა. შემდეგ უკვე მეც ჩემი შვილები დროულად მოვნათლე. ეს მაშინ მაინცდამაინც სასურველი არ იყო, მაგრამ სხვანაირად ვერც წარმომედგინა. ასე რომ, ოჯახში არსებულმა სულისკვეთებამ გარკვეული გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებასა და პირად განწყობაზე.

- ისტორიის მეცნიერება ვინ შეგაყვარათ და როგორ გადაწყვიტეთ, ისტორიკოსი გამხდარიყავით?

- სკოლაში ისტორიას თითქმის არ გვასწავლიდნენ. ამ საგანს იმ დროს "საზმეცი" ერქვა. მეათე კლასში რომ ვიყავით, გამოვიდა წიგნი "საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ისტორია". ამ წიგნით ვსწავლობდით ისტორიას. საუცხოო გეოგრაფიის მასწავლებელი გვყავდა - ოლღა ჭეიშვილი, რომელსაც მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ რადგან ქმარი 1924-ში დაუხვრიტეს, ისტორიის სწავლების ნებას არ აძლევდნენ. ქ-მა ოლღამ ჩამახედა ისტორიის სიღრმეებში და ეს საგანი შემაყვარა. ოჯახში მიღებული განათლებაც დამეხმარა. დედაჩემის მამა რუსეთის არმიის გენერალი იყო და მან გვაზიარა რუსულ კულტურას. მამის დედა თავდგირიძის ქალი გახლდათ. მას ნამდვილი ქართული ფეოდალური ოჯახისთვის შესაფერისი განათლება ჰქონდა მიღებული. მშვენივრად იცოდა ქართული მწერლობა, ზეპირად ჰქონდა დასწავლილი "ვეფხისტყაოსანი". ამ ორი კულტურის (რუსულისა და ქართულის) სინთეზი ღრმად აღიბეჭდა ჩემს აზროვნებაზე. ისტორიას ოჯახში პატივს სცემდნენ, მაგრამ ბევრ რამეზე საუბარი მაინც არ შეიძლებოდა.

სკოლა 1939 წელს დავამთავრე. უნივერსიტეტში გამოცხადდა მიღება ისტორიის ფაკულტეტზე - ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით. მე და ჩემს ამხანაგებს: აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძეს, გივი კიღურაძეს, ნიკო ქანთარიას, ნუგეშა მაყაშვილს და სხვებს - ძალიან გვიყვარდა მუსიკა, ოპერა, თეატრი. ამიტომაც ამ სპეცილობაზე შევედით. შემდგომ დაიწყო ომი. 5-წლიანი სწავლებიდან 4-წლიანზე გადაგვიყვანეს და ასე დავამთავრეთ ისტორიის ფაკულტეტი. ჩემს და ზოგიერთ მომდევნო თაობასაც წილად გვხვდა ბედნიერება იმისა, რომ გვასწავლიდნენ შესანიშნავი პროფესორები: სიმონ ჯანაშია, ნიკო ბრძენიშვილი, გიორგი ნიორაძე, გიორგი ჩიტაია, ალექსანდრე ნამორაძე და სხვები. მათი წყალობით ჩამოვყალიბდით ისტორიკოსებად. ჩვენი მასწავლებლები, რეჟიმის პირობებშიც ახერხებდნენ მინიშნებით, ალეგორიულად ეჩვენებინათ ჩვენთვის, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანობას საქართველოსთვის. ცდილობდნენ, ჩვენთვის შეეყვარებინათ ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა. ამას გვიან მივხვდი, როდესაც უკვე თავად მომიწია აუდიტორიაში შესვლა და ზოგიერთი რამის ნართაულად თქმა. ყველა ლექციაზე ვგრძნობდი, რომ დანის პირზე მიხდებოდა გავლა.

- იქნებ გვითხრათ, როგორ გამოიკვეთა ქრისტიანობის როლი ქართლის ცხოვრებაში?

- უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ქრისტიანობის აღმოფხვრა ვერანაირმა ძალამ ვერ შეძლო. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით მწვავედ დაუპირისპირდა ერთმანეთს ქალკედონური (დიოფიზიტური) და გრიგორიანული (მონოფიზიტური) მრწამსი. ამ ბრძოლაში ჩართული იყო პოლიტიკური მომენტიც, საგარეო ფაქტორიც. საქართველომ ქალკედონური მრწამსი ანუ მართლმადიდებლობა რომ აირჩია, ამის მიზეზად, ქართველი ხალხის სულიერ მიდრეკილებასთან ერთად, მიმაჩნია მოწინავე კულტურული სახელმწიფოს - ბიზანტიისკენ სწრაფვა. მონოფიზიტობა კი უფრო სპარსეთისაკენ სვლას ნიშნავდა. ამ ნიადაგზე სომხეთი უფრო ძლიერად იყო მოქცეული ირანის გავლენის ქვეშ. როდესაც ირანის ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ამიერკავკასიის ქვეყნებში ქრისტიანობას ვერ აღმოფხვრიდა, გარკვეულ დათმობაზე წავიდა, რათა მონოფიზიტობის გამო სამხრეთ ამიერკავკასიის ქვეყნები ბიზანტიისგან გაემიჯნა. სომხეთში ეს მოახერხა, საქართველოში კი ვერა, რადგან აქ ძლიერად იყო განმტკიცებული მართლმადიდებლური მრწამსი.

ქრისტიანობამ ძალიან დიდი როლი შეასრულა ქართველთა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების საქმეში. ეროვნული თვითშეგნება საქართველოში ადრეული საუკუნეებიდანვე, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულიდან მოდის, მაგრამ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ იგი განსაკუთრებით განმტკიცდა. მე-9 საუკუნის ცნობით, სინას მთაზე ქართველი ბერები "ყოველთა ქართველთათვის" ლოცულობდნენ. ცნება "ყოველნი ქართველნი" - ქრისტიანები, მართლმადიდებლები, ძლიერად იყო დამკვიდრებული. თუნდაც გიორგი მერჩულეს ცნობილი ფორმულა გავიხსენოთ: "ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი აღესრულების". ეს ის დრო იყო, როდესაც ეკლესიურად საქართველო ერთ მთლიან ორგანიზმს წარმოადგენდა და ჩვენთან ბიზანტიელებისა და არაბების წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში ახალი ქართული სახელმწიფოები ყალიბდებოდა.

არაბებმა თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრეს, ყველგან ისლამი გაავრცელეს, მაგრამ საქართველოში მათ ეს ვერ მოახერხეს. ამას, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი განსაზღვრავს: სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური. მაგრამ უპირველესად - ქართველთა ძლიერი მართლმადიდებლური სულისკვეთება.

ჩვენი ეკლესია ყოველთვის ჩვენს მეფეებს ედგა გვერდით. მაშინ იყო სახელმწიფო ძლიერი, როცა ეროვნულ და საეკლესიო ხელისუფლებას საერთო ენა ჰქონდათ და შეთანხმებულად მართავდნენ ქვეყანას. საქართველოს ეკლესიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩვენი ისტორიის ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებში, როგორიც იყო ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შექმნა. საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას გარკვეულწილად წინ უსწრებდა მისი საეკლესიო გაერთიანება მცხეთის ტახტის იურისდიქციის ქვეშ. ეკლესიისა და სახელმწიფოს შეთანხმებულ ურთიერთობას საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ვხვდებით. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს: "წესსა და განგებასა საეკლესიოსა ეკლესიანი და მონასტერნი მეფის კარიდგან მიიღებდიანო". დავით აღმაშენებელმა კანონად აქცია, რომ მწიგნობართუხუცესად ყოფილიყო მხოლოდ ჭყონდიდის ეპისკოპოსი. ეს იყო საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთად მოქმედებისა და გაერთიანების გენიალური პროგრამა.

სანამ საქართველო ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო იყო, სარწმუნოების საკითხი არ იდგა, სხვა სარწმუნოების მიმდევრები ყოველთვის ნორმალურად გრძნობდნენ ჩვენს ქვეყანაში თავს. მაგალითად, დავით აღმაშენებელმა მაჰმადიანებით დასახლებულ უბნებში აკრძალა ღორის დაკვლა, რათა მათი სარწმუნოება არ შებღალულიყო. ასევე აკრძალა მეჩეთების დარბევა და მათ ღვთისმსახურების სრული უფლება მიანიჭა. ქართველი მეფეები შემწყნარებელნი იყვნენ სხვა სარწმუნოების მიმდევრების მიმართ. გაჭირვებისა და უბედურების ჟამს ქრისტიანული რწმენა იყო ის ბაირაღი, რომელიც ქართველ ხალხს უცხოელ დამპყრობლებთან საბრძოლველად რაზმავდა.

- პატრიარქი ხშირად ბრძანებს, - საჭიროა განვითარდეს სახელმწიფოებრივი აზროვნებაო, რასაც ქართველი ერი წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა. რა იყო ამის მიზეზი და როგორ უწყობს ხელს სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარება ქვეყანაში სულიერი მდგომარეობის გაჯანსაღებას?

- სახელმწიფოებრივი აზროვნება, პირველ რიგში, იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი დოქტრინა, თავისი წესი - "მამული, ენა, სარწმუნოება". ეს არის ის, რისთვისაც ადამიანმა, თუ საჭიროა, თავიც უნდა გაწიროს, დღე და ღამე იშრომოს, რათა სახელმწიფო თავის დონეზე იდგეს.

როდესაც ირანსა და ოსმალთა იმპერიას ვებრძოდით, მაშინ ქრისტიანობის დაცვის საკითხი მწვავედ იდგა. მართლმადიდებლური რწმენის ერთიანობამ, რა თქმა უნდა, დიდად განსაზღვრა ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან. რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოებრიობა გააუქმა, მერე ასევე გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ქრისტიანობამ, რწმენამ უკვე დაკარგა მებრძოლი სული. ადრე ჯვრითა და ხმლით ხელში ვებრძოდით ისლამის შემოტევას და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდით გამაჰმადიანებას. ვერც ერთმა დამპყრობელმა მეფის ხელისუფლება ვერ გააუქმა (საქართველოში მეფე სახელმწიფოს სიმბოლო იყო). რუსეთმა კი ეს ერთი ხელის მოსმით შეძლო. სამეფო სახლის უკლებლივ ყველა წევრი საქართველოდან გადაასახლეს, რადგან რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იცოდა მათი ძალა და მნიშვნელობა. მოიშალა სახელმწიფოს მართვის გამოცდილება და სახელმწიფოებრივი აზროვნება. ერმა ფუნქცია დაკარგა. ფუნქციადაკარგული ერი კი ყველაზე დიდი უბედურებაა. რა თქმა უნდა, იყო აჯანყებები, რომლებიც 1804 წლიდან დაიწყო. შემდეგ ილია ჭავჭავაძისა და იმდროინდელი 60-იანელების მეთაურობით დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. მაგრამ სახელმწიფოებრივი გამოცდილება უკვე აღარ გვქონდა. 1917 წელს რუსეთის იმპერია დაიშალა, ჩვენ დამოუკიდებლობა მივიღეთ. შემდეგ რუსეთში ახალი რევოლუცია მოხდა. 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა ბოლშევიკური რუსეთის ხელისუფლებამ. 1921 წლის 25 თებერვალს ფაქტობრივად დასრულდა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, თუმცა მოხდა კოჯრის, იუნკრების აჯანყებები, 1922 წელს იყო მზადება შეთქმულებისათვის. 1924 წელს მოხდა დიდი აჯანყება, რომელიც სისხლში ჩაახშვეს. ამ დროს დაიღუპნენ ერის საუკეთესო ძალები. ასე ნელ-ნელა დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. მერე დაიწყო რეპრესიები. დამოუკიდებლობის სამი წლის მანძილზე ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივი შეგნება ცოტათი ამაღლდა, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების დროს ეს ისევ დავკარგეთ. თანამდებობებზე კი ისხდნენ ქართველები, მაგრამ ისინი ქვეყანას არ მართავდნენ. ჩვენ, ფაქტობრივად, 170 წლის განმავლობაში საკუთარი ხელისუფლება არ გვყოლია. ამიტომაც ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივი აზროვნება. ამიტომაც გამოვიარეთ ამდენი უბედურება. პატრიარქი რომ ბრძანებს, აუცილებელია სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებაო, სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ ეს მარტივი არ არის. ამას დრო უნდა.

- დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ე.წ. გლობალიზაციის პროცესი. ქართველ ერს უძველესი, მრავალსაუკუნოვანი კულტურა აქვს. ჩვენს ერს ყოველთვის შესწევდა უნარი, არ დაეკარგა თვითმყოფადობა. როგორ უნდა შევძლოთ დღეს ჩვენი უმდიდრესი ეროვნული ფასეულობების შენარჩუნება?

- სამი საუკუნე იყვნენ საქართველოში არაბები, მაგრამ ისლამი ვერ მიგვაღებინეს. არაბებისგან ზოგი რამ კიდეც ვისწავლეთ და მივიღეთ. საქართველო არასოდეს ყოფილა ჩაკეტილი ქვეყანა. ჩვენ ძალიან მჭიდრო და ფართო კავშირები გვქონდა ახლობელ თუ შორეულ ქვეყნებთან. ბიზანტიურმა კულტურამაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ქართულ კულტურაზე, მაგრამ ჩვენ მაინც ყოველთვის ჩვენი გზით მივდიოდით. მეზობლებისაგან (მტრებისგანაც და მეგობრებისგანაც) ვიღებდით იმას, რაც ჩვენს კულტურას გაამდიდრებდა, რაც არა, - იმას უკუვაგდებდით. მოგეხსენებათ, საქართველო რა მაგისტრალზეც მდებარეობს, ერთი მიდიოდა, მეორე მოდიოდა, მაგრამ ჩვენს წინაპრებს რაღაცნაირად ჰქონდათ გამომუშავებული თავდაცვის მექანიზმები.

ახლა მიდის ეს გლობალიზაციის პროცესი. ძალიან მძიმე და რთული მდგომარეობაა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი სახელმწიფო კი არ გვებრძვის და მისგან კი არ ვიცავთ თავს, არამედ მოდის, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო კულტურათა გაერთიანების დროშით. ჩვენ ამ პროცესს ვერ შევაჩერებთ. ეს კანონზომიერი პროცესია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. თავის დაცვა მხოლოდ და მხოლოდ კულტურის, მეცნიერების განვითარებით შეგვიძლია. ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლება მტკიცედ უნდა დადგეს და ხელი შეუწყოს ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებას.

- სამწუხაროდ, დღეს შეიმჩნევა ახალგაზრდების მისწრაფებათა იაფფასიან გასართობებზე, ცხოვრების გაიოლებაზე შეგნებულად გადართვის ტენდენცია... ახალგაზრდებს ჯერ არ აქვთ ზნეობრივი ორიენტირები, ამიტომ სწორი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთება უჭირთ...

- დიახ, მეთოდური მუშაობა მიდის ახალგაზრდების მომსახურე პერსონალად აღსაზრდელად. თითქოს ჩვენ არ გვინდა მაღალი იდეალები. აქ უნდა იყოს ტურისტული ბაზები, სასტუმროები, რათა უცხოელებს მოვემსახუროთ. ამიტომ თურმე საჭიროა ვიცოდეთ მხოლოდ ინგლისური და კომპიუტერი. ეს ძალიან მძიმე ფაქტორია. მთელი ინტერესი გართობისკენ უნდათ გადართონ. ეს შემთხვევით არ ხდება. დიდი ძალა, დიდი მანქანა მუშაობს იმისათვის, რომ ახალგაზრდამ გვერდი აუაროს მთავარს, ძალიან ძვირფასს, რისი არსებობაც ცოტასღა თუ ახსოვს. სხვათა შორის, ნიშანდობლივია ჩვენი პატრიარქის ბოლო სააღდგომო ეპისტოლე, სადაც იგი მეტად მწვავედ და კონკრეტულად ეხება ამ საკითხს.

- ქალბატონო მარიკა, თქვენ 1948 წლიდან მუშაობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მრავალმა თაობამ გაიარა თქვენს ხელში. დღეს როგორ ინტერესს ავლენენ ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის ისტორიის მიმართ?

- სხვათა შორის, 50-იანი წლების თაობა მაღალი განათლების დონით გამოირჩეოდა. 60-იანი წლების შემდეგ ინტელექტუალურმა დონემ დაწევა დაიწყო. ბოლო წლებში ცოტანი, მაგრამ მაინც არიან ძლიერი გონების, ღრმა პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდები. და ჩვენც მათზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია. ჩემთვის უნივერსიტეტი არ არის არც სამსახური და არც საქმე. ეს ჩემი ცხოვრება. რაც შემეძლო, ძალა არ დამიშურებია. უნდა ვთქვა, რომ რაც დრო გადის, მით ნაკლები ახალგაზრდა ეტანება ჰუმანიტარულ ფაკულტეტებს. ამასაც თავისი მიზეზები აქვს. უპირველესი პერსპექტივის უქონლობაა. ახალგაზრდა ფიქრობს იმაზე, რომ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჰქონდეს სამუშაო ადგილი და ცხოვრება შეძლოს.

- თქვენ დაარსების დღიდანვე ლექციებს კითხულობთ თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. რამდენად საინტერესო და ნაყოფიერია თქვენთვის აქ მუშაობა?

- სასულიერო აკადემიაში არიან კარგი ახალგაზრდები, ნამდვილი მორწმუნეები. ამავე დროს მათ ძალიან უნდათ, ღრმად შეისწავლონ საქართველოს ისტორია. ხანდახან დისკუსიებიც იმართება ხოლმე ჩვენ შორის. ჩემთვის მეტად სასიამოვნოა აქ მუშაობა, რადგან, გულწრფელად რომ გითხრათ, ხანდახან ლექცია ისე გაივლის, რომ საპროგრამო მასალის წაკითხვას ვერ ვასწრებ. იმდენ შეკითხვას მისვამენ და თანაც ისეთი ინტერესით, რომ მირჩევნია, საპროგრამო მასალა შევამოკლო, ვიდრე მათ არ ვუპასუხო.

საგულისხმოა, რომ პატრიარქის რექტორად დანიშვნამ სასიკეთო კვალი დაამჩნია სასულიერო აკადემიის შემოქმედებით ცხოვრებას, მეცნიერულ წინსვლას. მის უწმინდესობას შესანიშნავად ესმის მეცნიერების ადგილი და როლი. ხშირად იმართება სამეცნიერო კონფერენციები, შეხვედრები ჩვენი ერის კულტურისა და მეცნიერების გამოჩენილ მოღვაწეებთან, რაც ძალიან საინტერესოა ყველასთვის და პირადად ჩემთვისაც.

- დიდი მადლობა, ქალბატონო მარიკა, საინტერესო საუბრისათვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat