ჭეშმარიტი მოღვაწეც ის არის, ვინც სიყვარულით აერთიანებს ერს
ჭეშმარიტი მოღვაწეც ის არის, ვინც სიყვარულით აერთიანებს ერს
ეკლესიის მამები წარმართულ ფილოსოფიაში ეძებდნენ "ბუნებითი სჯულის" შესაბამის სიმართლეს, ჭეშმარიტების ნაპერწკლებს, რომელსაც ისინი სახარების შუქზე აცისკროვნებდნენ. მათ საფუძველი ჩაუყარეს ქრისტიანულ ფილოსოფიურ აზროვნებას, რომელმაც დაამარცხა წარმართული ფილოსოფიური აზროვნება. ათონელი ბერი დანიელი წერდა: "დიდი მამები და ეკლესიის მოძღვარნი ორი ფრთით - განათლებითა და კეთილგონიერი ცხოვრებით - მიწიერზე მაღლა აფრინდნენ, ეზიარნენ წმინდა ღვთისმეტყველების საკვირველ საიდუმლოებებს და ქრისტეს მეტყველი ცხოვარი დაიცვეს ერეტიკოსების ცრუ სწავლებისაგან". წმინდა ბასილი დიდმა, წმინდა იოანე ოქროპირმა, წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელმა და სხვებმა შეძლეს ქრისტიანული სწავლების ახსნა, დაცვა და მცდარი მოსაზრებების გაბათილება. მათი მემკვიდრეობა მიზნად ისახავს ქრისტიანების აღჭურვას უმაღლესი ღვთისმეტყველებით: "რამეთუ ყოვლითა განმსდიდრდით მის მიერ ყოვლითა სიტყვითა და ყოვლითა მეცნიერებითა" (I კორ. 1, 4-5). ბიზანტიურ ქრისტიანულ კულტურასა და ქართულ ქრისტიანულ კულტურას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ქრისტიანული მწერლობის ჟანრები: ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია, ეგზეგეტიკა, ჰომილეტიკა და ა.შ. ბიზანტიური კულტურიდან შემოდიოდა ჩვენში. "ამიტომ ვისაც უნდა ქართულ ქრისტიანულ კულტურას ღრმად იცნობდეს, მას წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ბიზანტიურ კულტურაზე", - ამბობს საპატრიარქოს გამომცემლობის თავმჯდომარე, გაზეთ "მადლის" რედაქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის კათედრის ლექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გვანცა კოპლატაძე.

- ქალბატონო გვანცა, რა დაგეხმარათ ჭეშმარიტი სარწმუნოების პოვნაში?

- გულახდილად რომ გიპასუხოთ, ღმერთთან და ეკლესიასთან მიმიყვანა ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების სიყვარულმა. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ადამიანი, რაც უნდა გონიერი და ბრძენი იყოს, არ არის დაცული ამ სამყაროში და არსებობს რაღაც, მაღალი ძალა, რომელიც მას იცავს. ხშირად გამიანალიზებია ჩემთვის ეს და მიფიქრია, რომ ღმერთის არსებობა უწინარესად სიყვარულმა მაღიარებინა. მართლმადიდებელი ეკლესია ბუნებრივად, დაუფიქრებლად ავირჩიე, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი ხალხი საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებელ სარწმუნოებას აღიარებდა, ხოლო ეს ცოდნა, რა თქმა უნდა, ქართული მწერლობისა და საქართველოს ისტორიის შესწავლამ მომცა. ასე რომ, იესო ქრისტეს ეკლესიისკენ მიმავალი გზის პოვნაში ჩვენი ისტორია და ჩვენი მწერლობაც დიდად დამეხმარა.

- თქვენ საპატრიარქოს გამომცემლობას ხელმძღვანელობთ. როდის დაფუძნდა ეს გამომცემლობა და როგორ ვითარდება თქვენი საქმიანობა ამ მიმართულებით?

- რამდენადაც ვიცი, ამ განყოფილების დაარსება საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელს უკავშირდება 70-იანი წლების ბოლოს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, 80-იან წლებში ახალ ქართულ ენაზე ითარგმნებოდა ბიბლია - ძველი და ახალი აღთქმის წიგნები. მე დამევალა ძველი აღთქმისაგან სამი წიგნის - ბარუქის წინასწარმეტყველების, სოლომონისა და ზირაქის სიბრძნის თარგმნა. შემდეგ საპატრიარქოს გამომცემლობაც ჩამაბარა. 1994 წლამდე საპატრიარქოს გამომცემლობა მხოლოდ საეკლესიო კალენდრებს ბეჭდავდა, რომლებშიც სათვეო კალენდართან ერთად ძირითადად ძველი ქართული ტექსტები იბეჭდებოდა, რომელთა წაკითხვაც, ბუნებრივია, საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს ხელეწიფებოდა. არადა ქართველი მკითხველი მიჩვეული იყო იმას, რომ სათვეო კალენდარს საკითხავი ტექსტიც ჰქონდა დართული. ჩვენ დავიწყეთ ახალ ქართულ ენაზე გადმოღებული და შექმნილი ტექსტების ბეჭდვა კალენდარში. 1995 წელს გამოვეცით ჩემს მიერ ბერძნულიდან თარგმნილი ფსალმუნების წმინდა ბასილი დიდისეული კომენტარები. ამას ხელი შეუწყო გაზეთ "მადლის" არსებობამ, რომლის ყველა ნომერში თითო გვერდს ვუთმობდით ძველი აღთქმის კომენტარებს. 2000 წლის კალენდარში დაიბეჭდა წმინდა ბასილი დიდის კომენტარები "ექვსთა დღეთათვის", რომელიც წმინდა გიორგი მთაწმინდელმა თარგმნა, მაგრამ ძველქართულად თარგმნილი ტექსტი ძნელი გასაგებია თანამედროვე მკითხველისთვის. არადა, ეს ისეთი დიდებული ტექსტია, რომ მინდოდა, რაც შეიძლება მეტი ქართველისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ამიტომაც ვთარგმნე. როგორც თვითონ წმინდა გიორგი მთაწმინდელი ამბობს, ეს ტექსტი ძალიან რთული სათარგმნი იყო და უფალმა უწყოდა, რა ტანჯვა განიცადა მისი თარგმნისას. მანამდე არსებობდა სხვა თარგმანიც და "დიდად ხელი აღმიპყრა" ამ ძველმა მთარგმნელმაო. მე კი "დიდად ხელი აღმიპყრა" გიორგი მთაწმინდელის თარგმანმა. თარგმნისას მისი ტექსტი გვერდით მედო და მისით ვხელმძღვანელობდი. რაც შეეხება ფსალმუნების კომენტარებს, იგი ძველქართულად თარგმნილია წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის მიერ, მაგრამ გამოცემული არ იყო, მხოლოდ ხელნაწერის სახით არსებობდა. საეკლესიო კალენდრებში დაიბეჭდა აგრეთვე "წესი ქრისტიანის ცხოვრებისა", "მართლმადიდებლური კატეხიზმო", "საქართველოს ეკლესიის ისტორიის მოკლე კურსი", "რა არის მართლმადიდებლობა", "საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება", "საქართველოს ეკლესია და მისი ავტოკეფალია", წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან გამოკრებილი სწავლანი, "ქრისტიანული ეკლესიის ისტორია", "მცირე საეკლესიო ენციკლოპედია". წლევანდელ კალენდარში ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის "მათეს სახარების კომენტარები" დაიბეჭდა, რომელიც ბერძნულიდან ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.

გარდა კალენდრებისა, საპატრიარქოს გამომცემლობამ, ღმრთის შემწეობითა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მრავალი საჭირო და საინტერესო წიგნის დაბეჭდვა შეძლო, რომელთაგან უწინარესად "ახალი აღთქმის" გიორგი მთაწმინდისეულ რედაქციას დავასახელებდი, რომლის კრიტიკულად დადგენილი ტექსტი სრულად პირველად ჩვენ გამოვეცით, თანაც სამჯერ; ასევე სამჯერ გამოვეცით კრიტიკულად დადგენილი ტექსტი დავითის ფსალმუნებისა; გამოვეცით უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ეპისტოლეთა, ქადაგებათა და სიტყვათა ორტომეული, "ჰაგიოგრაფიის ღმრთისმეტყველება", "დოგმატურ-ისტორიული საკითხები", "რომაული კათოლიციზმი", "ვინ არიან იეღოვას მოწმეები", "მოგონებანი წმინდა ილია მართალზე", "წმინდა მოწამე მეფე ქართლისა არჩილ მეორე", "მე-19 საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა", "ჯუმათის მონასტრის სიძველეები", "ღმრთის შექმნილ და შეუქმნელ ხატთა გაგებისათვის" და სხვა.

- ქალბატონო გვანცა, თქვენ თარგმნეთ ბასილი დიდის და ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის ეგზეგეტიკური ხასიათის თხზულებანი.

- ბიბლიის განმარტებები, თანაც ასეთი დიდი მოაზროვნე ქრისტიანების მიერ შედგენილი, დიდ ცოდნას იძლევა, რაც სარწმუნოებას განამტკიცებს. ჩვენი სარწმუნოება ხომ მეცნიერული სარწმუნოებაა და მოითხოვს განათლებას. ეს ფაქტია, რადგან რომ გადავხედოთ, თუნდაც საზოგადო კალენდარს, წელიწადის ყოველ დღეს მორწმუნეს ევალება წაიკითხოს სახარების და სამოციქულოს რომელიმე თავიდან რამდენიმე მუხლი. ესე იგი, ჩვენი რელიგია მოითხოვს, ადამიანი იყოს წიგნიერი და იკითხოს ძველი და ახალი აღთქმის ტექსტები. ამ წიგნების ჭეშმარიტი ავტორი - სულიწმიდაა. ამიტომ მათი ასე ადვილად გაგება ყველა მკითხველს არ შეუძლია, მათ შორის - არც მე. მე მჭირდება ამ წიგნების განმარტება ისეთი წმინდანების მიერ, როგორებიც არიან წმინდა ბასილი დიდი, წმინდა იოანე ოქროპირი, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი... რა თქმა უნდა, მათ მიერ წაკითხული ტექსტი უფრო სწორია, ვიდრე რიგითი ქრისტიანის მიერ. ამიტომ ისინი გვეხმარებიან, ჩავწვდეთ ბიბლიური სიბრძნის ღვთაებრიობას. მათი კომენტარების გარეშე ადამიანი ვერ განიმტკიცებს რწმენას. მას შეიძლება ჰქონდეს გულწრფელი სარწმუნოება, ღვთის სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ თუ დაუპირისპირდება ვინმე განსწავლული ათეისტი, რომელმაც იცის მწერლობა, ფილოსოფია, შესაძლოა, თავისი რწმენა კამათის დროს ვერ დაიცვას. მორწმუნეს, რომელმაც არ იცის, როგორ დაასაბუთოს სარწმუნოებრივი საკითხები, გაუჭირდება მასთან კამათი.

- რელიგიისა და მეცნიერების სფეროები წლების განმავლობაში ერთმანეთისგან ძალით იყო გათიშული, მაგრამ ქრისტიანული რელიგია მეცნიერებას არ ეწინააღმდეგება. თქვენ როგორ უყურებთ რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართებას?

- წმინდა ბასილი დიდის "ექვსთა დღეთას" კომენტარები რომ ნახოთ, გაგაოცებთ, იმდენად საფუძვლიანად იცის წმინდა მამამ ყველა სახის მეცნიერება: ბოტანიკა, ზოოლოგია, ასტრონომია, გეოგრაფია... რაც კი მეცნიერებას დაგროვილი ჰქონდა IV საუკუნეში, ყველაფერი შეთვისებული აქვს. მისი კომენტარები თითქოსდა სამყაროს შექმნის მთელი სიმფონიაა. მან იცის, მაგალითად, თუ რომელი ზღვა სად მდებარეობს, სად რომელი მდინარეა, რომელ ცხოველს და რომელ მცენარეს რა თვისება გამოარჩევს, როგორ უნდა შევხედოთ ვარსკვლავებსა და მნათობებს. ბასილი დიდმა, ჯერ კიდევ IV საუკუნეში, გააკრიტიკა ჰოროსკოპია, რომლის მიხედვითაც ამ სამყაროს მეუფედ შექმნილი ადამიანის ბედი თითქოსდა უსულო და უგუნურ მნათობებზეა დამოკიდებული. წმინდა ბასილი დიდ პატივს მიაგებდა არა მარტო მეცნიერებას, არამედ ანტიკურ მწერლობასაც და ამბობდა, რომ სადაც კი ზნეობრივი მაგალითი მოიპოვება წარმართულ მწერლობაში, ქრისტიანს მისი შეთვისება მართებსო. ქრისტიანმა უნდა ისწავლოს ის, თუ რას ამბობენ ჰომეროსი, სოლონი და სხვები ზნეობაზე და არ უნდა დაიჯეროს ის, რასაც ლაპარაკობენ მრავალ ღმერთზე. ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში ბასილი დიდმა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოაყალიბა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანს გარეშე მეცნიერებებთან, არაქრისტიანულ მწერლობასა და კულტურასთან. სპეციალური ტრაქტატიც მიუძღვნა ამას - "როგორ ვასწავლოთ ანტიკური მწერლობა ახალგაზრდებს".

ერთიცაა, მეცნიერება არ უნდა გაამპარტავნდეს, ზემოდან არ უნდა შეხედოს სარწმუნოებას. ყველაზე დიდ ფიზიკოსსაც კი არ შეუძლია უპასუხოს კითხვას: სად მთავრდება შექმნილი სამყარო, სად აქვს მას საზღვარი ან როგორ შეიქმნა ეს ყველაფერი? ვთქვათ, შეიქმნა ატომებისა და მოლეკულების ქაოსური მოძრაობის შედეგად, მაგრამ ვინ შექმნა და აამოძრავა ეს ატომები?! მეცნიერებას ამპარტავნება არ მართებს თუნდაც იმიტომ, რომ არსებობს მრავალი კითხვა, რომელსაც იგი პასუხს ვერ სცემს. ამიტომაც ქედი უნდა მოუხაროს სარწმუნოებას. შესანიშნავად ამბობენ ჩვენი მამები - მეცნიერების შემავსებელი რწმენააო. რასაც მეცნიერება პასუხს ვერ სცემს, ის უკვე რწმენის საკითხებია. ამიტომ მეცნიერება და რწმენა ერთმანეთს ავსებს.

- რამდენად გეხმარებათ სარწმუნოება ადამიანებთან, სტუდენტებთან ურთიერთობაში?

- ჩვენი სარწმუნოება ზნეობრივი სარწმუნოებაა. მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს". არსებობს ზნეობის სრულყოფის იერარქიული კიბე და ქრისტიანი მოვალეა, ამ კიბეზე თითო საფეხურით ამაღლდეს კეთილი საქმეებითა და მაღალი ზნეობით. იაკობ მოციქული გვასწავლის: "სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს". თუ მხოლოდ გწამს და არ ავლენ ამ სარწმუნოებას კეთილი საქმეებითა და მაღალი ზნეობით, მაშინ შენი სარწმუნოება მკვდარია. საქმეთაგან უნდა გამოჩნდეს სარწმუნოება. ქრისტიანული რელიგია სიყვარულის რელიგიაა. ეს პედაგოგს ეხმარება, შეიყვაროს აუდიტორია. თუ პედაგოგს აუდიტორია არ უყვარს, რაც უნდა განათლებული იყოს იგი, პედაგოგად მაინც ვერ ივარგებს. სარწმუნოება პედაგოგს ეხმარება ახალგაზრდებთან სწორი ურთიერთობის დამყარებაში, ზოგჯერ მოთმინების შენარჩუნებაშიც, იმიტომ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მაქსიმალიზმისკენ მოწოდებით ზრდიან, მაშინ როცა ახალგაზრდულ ასაკს მაქსიმალიზმისკენ მიდრეკილება ისედაც ახასიათებს. მათი ფსიქიკა ჯერ კიდევ დუღს, ჩამოუყალიბებელია და ასაკის მომატებასთან ერთად მდგრადდება და იწმინდება. ამიტომ მათთან ურთიერთობაში პედაგოგს მოთმინება ჰმართებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდამ ყოველგვარი საზღვარი გადალახოს. ქრისტიანობაში არსებობს დიდი სიბრძნე ზომიერების დაცვისა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, - ყოველგვარი უკიდურესობა ბოროტებააო. ახალგაზრდამაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი. უფროსებთან ურთიერთობისას გამოჩენილი ზრდილობა და კორექტულობა მას მხოლოდ დაამშვენებს.

რწმენა მეცნიერებაშიც ეხმარება ადამიანს, ტექსტის აზრობრივ შრეებში წვდომას უწყობს ხელს. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს სურს, იყოს ჭეშმარიტი მეცნიერი, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორი სარწმუნოება.

- თქვენი აზრით, რითია გამორჩეული დღევანდელი ახალგაზრდობა, რამდენად ავლენენ ახალგაზრდები ქრისტიანული მწერლობის მიმართ ინტერესს?

- მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცდილობენ ახალგაზრდების დაინტერესებას პრაქტიციზმით, საბედნიეროდ, ისინი მაინც ესწრაფვიან ისეთი საკითხების შესწავლას, რომლებიც კარიერას და მატერიალურ კეთილდღეობას კი არ მოუტანს მათ, არამედ სულიერად აამაღლებს და გაამდიდრებს. ბიზანტიური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები ახალგაზრდებს ასწავლის, თუ როგორ ამაღლდნენ სულიერად და არა იმას, თუ როგორ მოიხვეჭონ თანამდებობა და ფული. თუ ახალგაზრდობას რაიმე ნაკლი აქვს, ეს უფროსი თაობის ბრალია. ესე იგი, ჩვენ ვერ ვზრდით მათ სწორად, მაგალითს არ ვაძლევთ. არადა, მათ სურვილი აქვთ, რომ მისაბაძი მაგალითი ჰყავდეთ. ზნეობრივი თავაშვებულობის ამდენი აგიტაცია-პროპაგანდა ახალგაზრდის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე მოქმედებს. ის, რომ ახალგაზრდობის ნაწილი სულიერებისკენ სწრაფვას ინარჩუნებს, ბედნიერებაა. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და შევუწყოთ ხელი, რათა ამგვარი განწყობილება განვუმტკიცოთ. ოღონდ ეს სიყვარულით უნდა გავაკეთოთ და არა განკითხვითა და თითის ქნევით. მხილება, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ სიყვარულის გარეშე იგი უკვე განკითხვაა. განკითხვის უფლება კი ქრისტიანს არა აქვს. მხილებას აუცილებლად უნდა მოსდევდეს ნუგეშისცემა. მას მხოლოდ მაშინ მოაქვს შედეგი, როცა თან ახლავს ადამიანის სიყვარული და წუხილი მისი ცოდვების გამო. საჭიროა, ახალგაზრდობას მეტი მაგალითი ვაჩვენოთ ზნეობისა. სამწუხაროდ, დღეს არც ერთ სატელევიზიო არხს თითქმის აღარ აქვს შემეცნებითი ხასიათის გადაცემები, სადაც ისაუბრებდნენ საქართველოს ისტორიაზე, ქართულ მწერლობაზე, ფოლკლორზე და ა.შ. მათი საეთერო დრო ძირითადად დაკავებულია სერიალებით, შოუებით. ახალგაზრდებს დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რათა ამ მავნე ზემოქმედებისგან ვიხსნათ, იმისკენ წარვმართოთ, რაც მართლაც ლამაზი და მშვენიერია. ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანული ზნეობის სწავლებით, რომელიც საქმეებით იქნება დამოწმებული. ახალგაზრდობამ უნდა დაინახოს, რომ უფროსი თაობაც უძლებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და უზნეობასთან კომპრომისზე უარს ამბობს. რა თქმა უნდა, ზნეობრივად ცხოვრება ძნელია, ტანჯვაა, მაგრამ ტანჯვა ერთადერთი გზაა სულიერი განწმენდისა და ამაღლებისა.

- გაზეთი "მადლი", რომლის რედაქტორიც თქვენ ბრძანდებით, 1990 წლიდან გამოდის. ეს არის 70-წლიანი ტოტალიტარული რეჟიმის შემდეგ პირველი ქრისტიანული გაზეთი. "მადლმა" ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართველ ერს და რელიგიური გათვითცნობიერებისკენ გაკვალა გზა. ამ გაზეთს დღესაც ჰყავს თავისი ერთგული მკითხველი...

- "მადლს" აქვს აკადემიური სახე, რადგან ინტელიგენციის მოთხოვნებს ითვალისწინებს. ინტელიგენციის წარმომადგენლებს რატომღაც ეგონათ, რომ სარწმუნოება მხოლოდ და მხოლოდ პრიმიტიული ადამიანების ხვედრია. "მადლზე" ამბობენ, რომ მასში ყველა დონის მკითხველს შეუძლია, მისი ინტერესების შესაბამისი მასალა იპოვოს. სხვათა შორის, რუბრიკები პირველი ნომრიდანვე პატრიარქმა მიგვითითა: ძველი და ახალი აღთქმის კომენტარები; მასალები ეკლესიის ისტორიიდან, ასევე, საკითხავი ბავშვებისთვის. "მადლში" დაბეჭდილმა ტექსტებმა რამდენიმე წიგნი შეადგინა. შარშან ჩვენს გაზეთს თხუთმეტი წელი შეუსრულდა. უწმინდესმა მოგვილოცა და ბრძანა, - "მადლმა" საქართველოში მადლი მოიტანაო. ამაზე დიდი შეფასება და ჯილდო ვერც კი წარმომიდგენია. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. გაზეთში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი რუბრიკა: "ინტელიგენცია და ქართული ეკლესია". ინტელიგენციის თითქმის ყველა ცნობილი წარმომადგენლისგან გვაქვს აღებული ინტერვიუ. პატრიარქის კურთხევით დავაარსეთ რუბრიკა "ჰოი, გმირნო", რომელშიც ნაკლებად პოპულარული ისტორიული ფაქტებისა და პიროვნებების წარმოჩენა გვინდა (მაგალითად, ხალხურ პოეზიაში შემორჩენილი გმირთა სახეების). გვაქვს ასევე რუბრიკა, რომელშიც იბეჭდება ცნობილ მოაზროვნეთა შეხედულებანი ახალგაზრდობის აღზრდის პრობლემებზე. ასე რომ, "მადლი" მრავალმხრივი გაზეთია.

- დაბოლოს, რას უსურვებთ "კარიბჭის" მკითხველს, ქართველ ხალხს?

- ჩვენი ერი უნათესავო ერია დედამიწის ზურგზე. ხომ არიან, მაგალითად, სლავური მოდგმის, რომანული მოდგმის ხალხები. ქართველი ხალხის მონათესავეს მაინცდამაინც ვერ ასახელებენ მეცნიერები. ამიტომ ჩვენს ხალხს დედამიწაზე არსებობას მხოლოდ ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული შეუნარჩუნებს. ვფიქრობ, მთელი ერი უნდა გაჰყვეს ჩვენს პატრიარქს, რომელიც სიტყვითაც და საქმითაც გვიჩვენებს, რომ არის ქრისტიანული სიყვარულის ცოცხალი ხატი. ჩვენმა ერმა უნდა განიმტკიცოს რწმენა და საქმით გახდეს ქრისტიანი. მე ვლოცულობ, რომ ჩვენმა ხალხმა არ დაკარგოს ღმრთისგან ბოძებული ნიჭი სიყვარულისა. პატრიარქი ხშირად ბრძანებს, - ეს ნიჭი ჩვენ უფალმა გვიბოძა და მას გაფრთხილება სჭირდებაო. ბოლო ხანებში ჩვენს ქვეყანაში თითქოს სიძულვილის ატმოსფერო დამყარდა, ადამიანებმა ერთმანეთი შეიძულეს. დაპირისპირება გამოიკვეთა ინტელიგენციასა და საზოგადოების სხვა ფენებს, ახალგაზრდობასა და ძველ თაობას შორის. რა საჭიროა ეს დაპირისპირებები?! ახალი და ძველი თაობა ერთმანეთის გარეშე ვერ ივარგებს. მარტო ახალ თაობას რომ ჩაბარდეს ქვეყნის ბედ-იღბალი და პატრონობა, გაართმევს ამხელა ტვირთს თავს?! მსგავსი შემთხვევა არც არსებობს ისტორიაში. ათენის დემოკრატიულ სახელმწიფოში ოცდაათ წლამდე ახალგაზრდას ხმის მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდა, რადგან მიაჩნდათ, რომ 30 წლამდე არ შეეძლო დადინჯებული გონებით განსჯა. ყველა ქართველი იმისთვის შრომობს, რომ მომავალ თაობას დაუტოვოს მოწესრიგებული, კულტურულად ამაღლებული საქართველო. დაპირისპირებების გამძაფრება მხოლოდ მტერს აძლევს ხელს. არსებობს ცნობილი გამოთქმა: "უფალი აერთებს, სატანა თიშავს". ჭეშმარიტი მოღვაწეც ის არის, ვინც სიყვარულით აერთიანებს ერს. არც ერთი ადამიანისა და ერის სიძულვილი არ შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ერს დაუთმო შენი სამშობლო. პავლე მოციქულს ისე ძლიერ უყვარდა თავისი ხალხი, რომ მზად იყო მარადიულ სატანჯველში მოხვედრილიყო, ოღონდ მისი ხალხი გადარჩენილიყო. როგორც დედასავით არავინ უყვარს ადამიანს, ასევე სამშობლოსა და მშობლიური ხალხის სიყვარულის გათანაბრება არ შეიძლება სხვების სიყვარულთან.

ვფიქრობ, ჩვენ ყველამ უნდა ვილოცოთ, რომ ვიდრე მეორედ მოსვლამდე დედამიწის ზურგზე არსებობდეს საქართველო თავისი ხალხითა და თავისი სარწმუნოებით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat