ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში უნახავს ორი ხატი წარწერით
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში უნახავს ორი ხატი წარწერით
გურიაში, ოზურგეთიდან 18 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ჯუმათში, მდებარეობს ჯუმათის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი , რომელიც, სავარაუდოდ, VI საუკუნეშია აგებული. ტაძარი განუახლებიათ XII, ხოლო მოუხატავთ XVIII საუკუნეში. ცნობები ჯუმათის მონასტრის შესახებ გვხვდება იოჰან ანტონ გულდენშტედტის, ჟაკ ფრანსუა გამბას, მარჯორი უორდროპის თხზულებებში... ჯუმათის მონასტრის ისტორიასა და მის სიწმინდეებზე გვესაუბრება ისტორიის დოქტორი, პროფესორი ცაცა ჩხარტიშვილი:

- ჯუმათის მონასტერი მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს გეოგრაფიაში: ".ლანჩხუთის სამხრით წარმოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად, და სადაცა დასწყდების მთა ესე, არს მთის მაღალს თემსა ზედა ეკლესია ჯუმათს, დიდი გუმბათიანი, დიდშენი, მჭვრეტი ზღვისა და გურია-ოდიშისა. არამედ ზამთარ არს გაუსაძლისი და ზაფხულ საამო, მშვენი, კეთილი ჰავოვანია, ზის ეპისკოპოსი, მწყემსი სუფსის მდინარეს და რიონს შორის ადგილთა და არს მთა ესე ჯუმათის ტყიანი, ვენახ-ხილ-მოსავლიანი და ნადირ-ფრინველიანი".

ჯუმათის მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. იგი ჯუმათის საეპისკოპოსოს მთავარი ტაძარი იყო. თავად ჯუმათის საეპისკოპოსო, როგორც სხვა ეპარქიები გურიაში (შემოქმედი, ხინო), XV საუკუნეში დაარსებულა. საეპისკოპოსო მდინარე სუფსის სოფლებსა და აქ არსებულ ეკლესიებს აერთიანებდა. ჯუმათში საეპისკოპოსო კათედრის დაარსებამდე, როგორც ამბობენ, იყო მონასტერი, რომელიც ოდესღაც ეპისკოპალურ ტაძარს და მამათა მონასტერს წარმოადგენდა.

- როგორც ცნობილია, ჯუმათი იყო მდიდარი საკათედრო ადგილი გურიის ეპისკოპოსთა, ის იყო აგრეთვე ბევრი მამულისა და ძვირფასი ხატების მფლობელი. რუსი მოხელეებისა და საეკლესიო პირების, შემდეგ კი კომუნისტი მმართველების მიერ მონასტერი პირწმინდად გაიძარცვა. რა განძეულობა და სიწმინდეები გაიტანეს ჯუმათის მონასტრიდან და დღეისათვის რაღაა შემორჩენილი?

- მოგეხსენებათ, რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ შემცირდა ეპარქიათა რიცხვი, დაიხურა ეკლესია-მონასტრები. ამის გამო სერიოზული საფრთხე შეექმნა ეკლესია-მონასტრებში დაცულ სიწმინდეებსა და სიძველეებს. ბევრი მათგანი უკვალოდ დაიკარგა, ბევრი კი - საზღვარგარეთელ კოლექციონერთა ხელში აღმოჩნდა. ამ ვითარებას ვერც გურია გადაურჩა. გურიის მხარის არქეოლოგიური კვლევა-ძიების ერთ-ერთ პირველ სერიოზულ მკვლევარს, ცნობილ ისტორიკოსს, დიმიტრი ბაქრაძეს, 1873 წელს გურიასა და აჭარაში მოგზაურობისას ბევრი რამ უკვე განადგურებული და დაკარგული დახვდა. მათ შორის ჯუმათის მონასტრის მთავარანგელოზთა ხატების კუთვნილი მინანქრის მედალიონები. ისინი ჯერ რუსი კოლექციონერების, შემდეგ კი ნიუ-იორკის, სანქტ-პეტერბურგის, კლუნისა და სხვა მუზეუმების საგანძურებში აღმოჩნდა. 1880 წელს ჯუმათის მონასტრიდან სარესტავრაციოდ წაუღიათ ორი ძვირფასი ხატი და უკან აღარ დაუბრუნებიათ. ასევე საყურადღებოა წმინდა გიორგისა და მიქაელ მთავარანგელოზის ხატები, რომელთა შესახებაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ცნობები შემოგვრჩა. წმინდა გიორგის ხატი 1889 წლამდე ჯერ კიდევ ადგილზე იყო. იგი ძველი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიწმინდე ყოფილა. თვითმხილველის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ "სიმაღლე წმინდა გიორგის ხატისა ერთ არშინამდეა, სიგანე - ნახევარ არშინზე მეტი. იგი გაკეთებულია ოქროსაგან. სავარაუდოდ, განეკუთვნება XI-XII საუკუნეების ხელოვნებას". მთავარმოწამე ხატზე სრული ტანით, ფარით ხელში იყო გამოსახული, ცხენის გარეშე. წარწერის მიხედვით, ხატი ერისთავთერისთავის ვარდან ვარდანის ძის შეწირულობას წარმოადგენდა. ხატის სტილი წინ უსწრებს გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგის კომპოზიციას. ეს ხატი 1921 წელს, სხვა სიძველეებთან ერთად, მონასტრის გაძარცვისას დაიკარგა. მისი ორი ფრაგმენტი თბილისის ბაზარზე კერძო პირისაგან იქნა შეძენილი და ამჟამად ერმიტაჟში ინახება. ჯუმათის სიძველეებს შორის უნდა დავასახელოთ მამია გურიელისა და დედოფალ თინათინის მიერ შეწირული გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ოქროს ხატი; გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული უამრავი ძვირფასი თვლით შემკული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი თავისივე ვერცხლის კუბოთი; მათივე შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, რომელსაც შარავანდის ირგვლივ 7 ძვირფასი თვალი და 12 მარგალიტი ჰქონდა. ხატის კარედზე მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა მოღვაწეობის სცენები იყო გამოხატული; მარეხ ანთიძის შეწირული მაცხოვრის მოოქრული ვერცხლის ხატი, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა რელიეფური გამოსახულებით; გიორგი გურიელის, მისი ძმის ლომასა და მეუღლის ადასუჯანის მიერ შემკული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი; კახაბერ გურიელის მიერ შეწირული გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი; ეს ორი ხატი განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო. ჯუმათის მონასტრის კუთვნილი ერთი ხატი 1910 წლის ექსპედიციისას უნახავს წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს სვანეთში. წმიდა გიორგის ქვის ეკლესიაში ძველი ხატები და ჯვრები ერთ კუთხეში ყოფილა მიყრილი. წმინდა ექვთიმეს თითოეული მათგანი გამოუტანია გარეთ, გაუსინჯავს და ფოტოები გადაუღია. მათ შორის ყოფილა ერთი ხატი ჯუმათის მონასტრიდან: "ხატი მთავარანგელოზ მიქაელისა, ოქროთი დაფერილი ვერცხლისა, ნაჭედი, 16X12 სანტიმეტრი ლამაზი ხელობისა. მთავარანგელოზი რომაული საომარი ტანისამოსით არის წარმოდგენილი, მარჯვენა ხელში ქარქაშიდან ამოწვდილი ხმალი უჭირავს, მარცხენაში - ქარქაში, თმა შუბლს ჰფარავს და კიკინებად ჩამოსდის ყელთამდის; ფრთები ზომიერი აქვს. აშიები მოგრძო უჯრედებადაა დაყოფილი, ბალახოვანი, ლამაზი ორნამენტით არის შემკობილი." ალ. ხახანაშვილის ცნობით, ჯუმათის მონასტრის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვეებერთელა, 2 მ სიმაღლის საწინამძღვრო ჯვარს, ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაც გუმბათიანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. მასზე გამოსახული იყო ნათლისღების, ხარების, ჯოჯოხეთის დათრგუნვის კომპოზიციები, ასევე მთავარანგელოზი მიქაელი. ჯვარი ძვირფასი თვლებით გახლდათ შემკული. იგი მონასტრისთვის გიორგი გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს შეუწირავთ XVIII საუკუნეში. ისტორიკოსს ჯიბო ლომაშვილს 1966 წელს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში უნახავს ორი ხატი წარწერით: "ხატი ჯუმათიდან", რომლებიც ფოტოგრაფს საბან გუსს მოუპარავს. დღეისათვის ტაძარში აღარც ძველი წარწერებია შემორჩენილი. არსებობს მხოლოდ გურიელის ფრესკები, რომლებიც ნაწილობრივ წაშლილია.

- ცნობილია, რომ ჯუმათის მონასტერი აგრეთვე საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა...

- ჯუმათის მონასტრის მამასახლისს ნიკოლოზს უმოგზაურია კლარჯეთში და იქიდან ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთ-კანონი, მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. მეცნიერები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ნიკოლოზ ჯუმათელი XV-XVI საუკუნეების მოღვაწე უნდა იყოს. კლარჯეთის მონასტრიდან წიგნების წამოღება გამოწვეული უნდა ყოფილიყო ამ მხარეში თურქთა განუწყვეტელი თარეშით. 1873 წელს დ. ბაქრაძემ ჩოხატაურის რაიონში, უდაბნოს მონასტრის ბიბლიოთეკაში ნახა ადიშის მრავალთავი, რომელიც, როგორც ჩანს, XVII საუკუნეში გადმოუტანიათ აქ სვანეთიდან. მასთან ერთად მეცნიერს უნახავს იოანე ოქროპირის თარგმანება და მეტაფრაზი ანუ წმინდანთა ცხოვრება, მაღალხარისხოვან ეტრატზე მთავრული და ხუცური ანბანით შესრულებული ხელნაწერი. 1920 წელს მრავალთავი უდაბნოს მონასტრის ბერებმა დაუთმეს ა. შანიძეს. ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის. ჯუმათის მონასტერთან გახსნილი იყო სასულიერო და ჭედური ხელოვნების სკოლები. აქვე იმართებოდა ბაზრობა. თვით სახელწოდება ჯუმათი - ბაზრობით განთქმულ ადგილს ნიშნავს.

- როგორც ცნობილია, ჯუმათის მონასტერი არაერთ უცხოელ მოგზაურს მოუნახულებია. რა შთაბეჭდილება დატოვა მათზე მონასტერმა?

- რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა, მედიცინის დოქტორმა იოჰან ანტონ გულდენშტედტმა 1768-1774 წლებში იმოგზაურა საქართველოში. თავის "მოგზაურობაში" იგი ასახელებს ჯუმათის მონასტერს და საეპისკოპოსოს: "შემოქმედის მონასტრის გარდა მნიშვნელოვანი ადგილები გურიაში არის ჯუმათი და ხინო... ქვეყანას ჰყავს ორი ეპისკოპოსი; სახელდობრ, ეპისკოპოსი შემოქმედელი და ჯუმათელი, რომელთაგან პირველი ზის შემოქმედის მონასტერში, მეორე კი - ჯუმათის მონასტერში". გურიის სოფლების ჩამოთვლისას ის ისევ ასახელებს ჯუმათს: "მთის დასავლეთ ძირში, ზღვაზე, ფოთიდან სამხრეთით: ჯუმათი, მონასტერი და ჯუმათელი ეპისკოპოსის საჯდომი".

ქართველი ხალხის, მისი სულიერი და მატერიალური კულტურის დიდი თაყვანისმცემელი, ინგლისელი მთარგმნელი მარჯორი უორდროპი ძმასთან - ოლივერთან ერთად ორჯერ ეწვია საქართველოს - 1894 და 1896 წლებში. პირველი მოგზაურობის შთაბეჭდილებები ოქსფორდის ბიბლიოთეკაში ინახება - "შენიშვნები 1894-95 წლებში საქართველოში მოგზაურობის შესახებ". ისინი გურიაშიც იყვნენ. მარჯორი იმდენად მოიხიბლა გურიის, შემოქმედის მონასტრის სილამაზით, რომ აქ სიკვდილი უნატრია და ანდერძიც დაუტოვებია, მონასტრის გალავანში დამმარხეთო. უორდროპებს ჯუმათის მონასტერიც მოუნახულებიათ: "ნიგოეთიდან ექსკურსიით წავედით ჯუმათში, - წერს მ. უორდროპი, - ჯუმათის მონასტერი მაღალ მთაზე მდებარეობს, იქ დაკრძალულია გურიის ზოგი მმართველი. იანვრის დასაწყისი იყო, მაგრამ ყველგან გაშლილიყო შხამას ყვავილების, ენძელებისა და ფურისულების მდიდარი ხალიჩა. დაბლობში, გზებსა და ბილიკებზე ხუთი მილი რომ გავიარეთ, აღმართი დაიწყო: მთებში ორი საათის სიარულის შემდეგ პანორამა თანდათან გაფართოვდა. ჯუმათი მდებარეობს ჩოხატაურის მთების ჯაჭვის ერთ-ერთ შტოზე... მთების იმ ხედს, ჯუმათიდან რომ იშლება, არაფერი შეედრება: ჩრდილოეთით გადაჭიმულია კავკასიონის მთების მთავარი ჯაჭვი, რომლის ყოველი ყინულოვანი მწვერვალი მკაფიოდ იხატება ლაჟვარდ ცაზე; ამ მთებს შორის მდებარეობს ენგურის, ხობის, რიონისა და წყალწითელას მდიდარი ველები; აღმოსავლეთით ქართლ-იმერეთის ქედია აღმართული, სამხრეთით - თოვლით დაფარული აჭარა-ახალციხის მთები, რომლებიც კედელს უქმნის გურიის მობიბინე მდელოებს; ქვემოთ მოჩანს ბათუმის ყურე და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ტრაპიზონამდე გრძელდება ეს მშვენიერი სანაპირო; დასავლეთით შორეულ ბურუსში ინთქმება შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო თავისი ყურეებით. კარგად ჩანს ფოთიც, რომელიც პალიასტომის ტბის ნაპირზე მდებარეობს". მარჯორი უორდროპმა თავის ჩანაწერებში აღწერა ჯუმათის მონასტრის სიმდიდრე და ის ფაქტიც, რომ შენობა 1874-1875 წელს ნაცრისფრად მოუპირკეთებიათ.

- როდის გაუქმდა ჯუმათის საეპისკოპოსო კათედრა და შემდეგ როდის დაიბრუნა კვლავ თავისი ფუნქცია ჯუმათის მონასტერმა?

- 1827 წელს მიიცვალა უკანასკნელი ჯუმათელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი (იგი გურიის ეპარქიას განაგებდა 1814-1827 წლებში, რადგან 1794 წლიდან შემოქმედის ეპარქია დაქვრივებული იყო), რის შემდეგაც მონასტრის ძმობამ კლება დაიწყო. ბერები "მონასტრიდან გავიდნენ და დარიგდნენ სამრევლოს ეკლესიებზედ". 1833 წლის მონაცემებით, "ჯუმათის ეპარქიაში ითვლებოდა ორი არქიმანდრიტი, ერთი იღუმენი, 11 ბერ-მონაზონი, 77 მღვდელი, 40 დიაკონი და 32 ეკლესია-მონასტრის საერთო დაქვემდებარებაში ყოფილა 240 კომლი". 1844 წელს, ეგზარქოსის გადაწყვეტილებით, ჯუმათის საეპისკოპოსო კათედრა დახურეს. ამავე წელს შეიქმნა გურიის ეპარქია. ეგზარქოსის ბრძანებით, გურიის საეპისკოპოსო კათედრად დადგენილ იქნა ჯუმათის მონასტერი. გურიის მწყემსმთავარი 1886 წლამდე იჯდა ჯუმათში. კომუნისტური რეჟიმის დროს ჯუმათის მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი - მღვდელმონაზონი იოანე (გოგუა) ცხოვრობდა. იგი 1959 წელს გარდაიცვალა. მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წელი სამხედრო ნაწილი იყო განლაგებული; საწვრთნელი ვარჯიშისას თუ სპეციალურად გასროლილი ქვემეხის ჭურვით დაინგრა მონასტრის სამრეკლო. XX საუკუნის 80-იან წლებში აქ პიონერთა ბანაკიც იყო. სამონასტრო ცხოვრება ჯუმათში 1990 წლის 21 ნოემბერს აღდგა. მონასტერი აკურთხა ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე). ჯუმათის მონასტერმა თავისი ფუნქცია დაიბრუნა და ძველი კულტურის ძეგლიდან კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო კერად იქცა, კვლავ აღორძინდა ბერმონაზვნური ცხოვრება. ჯუმათის სამონასტრო კომპლექსი ამჟამად შედგება: მთავარანგელოზთა მთავარი ტაძრისაგან, რომელზე მიდგმული მცირე ზომის ეკვდერიც დღეს ხარების სახელზეა ნაკურთხი. 1998 წელს არქიმანდრიტ ანდრიას (კბილაშვილი) თაოსნობითა და შემოქმედელი მთავარეპისკოპოსის იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით, აიგო მირქმის პატარა, ცილინდრული ტაძარი. 1998 წლიდან ჯუმათის მონასტრის წინამძღვარი მამა მიქაელია (მეგენეიშვილი). მან ჯუმათში დიდი მადლი და სულიერება მოიყოლა, ბევრი ბერ-მონაზონი აღზარდა. მონასტერში ცხოვრობენ მღვდელმონაზვნები და მორჩილები, რომელთა მიმართ ჯუმათის მოსახლეობა დიდი სიყვარულით, იმედითა და პატივისცემით არის განმსჭვალული. მონასტერი მოსახლეობის მფარველია. თავის მხრივ, სოფელიც მხარში უდგას, ეხმარება მონასტერს. მამა მიქაელი მადლიერებით საუბრობს თავის მრევლზე, მათზე, ვინც ჯუმათის მონასტერს თანადგომას არ აკლებს, ძეგლთა დაცვის სამსახურზე, ბიძინა ივანიშვილის ფონდზე, რომან მელიაზე და სხვებზე.

- გვიამბეთ ჯუმათის მონასტრის ეზოში უახლოეს წარსულში მომხდარი აღმოჩენების შესახებ...

- 2006 წლის ივლისში, სამრეკლოს რესტავრაციის დროს, აღმოაჩინეს თხუთმეტი ადამიანის ნეშტი. საოცარი ის არის, რომ ძვლებს დაზიანების არავითარი ნიშანი არ აქვს. არ ჩანს რაიმე ნივთი ან სამოსის ნაშთი, რომელიც ნათელს მოჰფენდა წარსულს, გაარკვევდა ეპოქას. ერთ-ერთი მიცვალებულის ჩონჩხი დამჯდარ მდგომარეობაშია აღმოჩენილი. სავარაუდოა, რომ ეს იყო მოულოდნელი თავდასხმა, რაც, შესაძლოა, ძარცვას და მონასტრიდან განძის გატანას უკავშირდებოდეს. მაგრამ ეს მხოლოდ დილეტანტური ვარაუდებია. საჭიროა ადგილზე სპეციალისტთა ჩასვლა. არქეოლოგები და ანთროპოლოგები თავდაპირველად საუკუნეს დაადგენენ, რაც, თავის მხრივ, ისტორიის აღდგენას გააიოლებს. უხუცესთა გამოკითხვამ შედეგი ვერ გამოიღო. სოფელში გადმოცემითაც არავის ახსოვს მონასტერში ხალხის დაღუპვის ამბავი. დღეს განსაკუთრებით სჭირდება ჯუმათის მონასტერს მეცენატთა დახმარება, რათა დაფინანსდეს არქეოლოგთა და ანთროპოლოგთა ექსპედიცია, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს ქართული სულიერების ამ ერთ-ერთ უძველეს კერაში დატრიალებულ ტრაგედიას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat