წმინდა აბბა პიტირუნი, ეგვიპტელი (IV-V)
წმინდა აბბა პიტირუნი, ეგვიპტელი (IV-V)
წმინდა აბბა პიტირუნი ცხოვრობდა IV-V საუკუნეების მიჯნაზე. ის იყო ანტონი დიდის მოწაფე და რიგით მესამე ბერი წმინდა აბბა ამონის შემდეგ, ვინც ეგვიპტის უდაბნოში გაჩაღებულ სამონასტრო ცხოვრებას ხელმძღვანელობდა. ნეტარი ბერი მკაცრი მმარხველი იყო, მხოლოდ ხუთშაბათს და კვირას იხმევდა პურსა და წყალს. იმჟამად თებაიდის უდაბნოს მახლობლად იყო ტაბენისის დედათა მონასტერში, სადაც ცხოვრობდა ქალწული, რომელიც ჭკუასუსტად და ეშმაკეულად წარმოაჩენდა თავს. მას იმდენად უკადრისობდნენ, რომ არც კი ჭამდნენ მასთან ერთად. ამიტომ, შედიოდა სამზარეულოში და თავის მსახურებას იქ აღასრულებდა; შეიძლება ითქვას, საქმით აღასრულებდა დაწერილს: "უკუე¬თუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაჲთა იყოს იგი ბრძენ" (1 კორ. 3,18). თავზე ნაჭერი ჰქონდა შემოკრული (სხვები, ყველანი აღკვეცილები იყვნენ და ბარტყულებს ატარებდნენ) და ასე ემსახურებოდა. ოთხასი მონაზვნიდან არცერთს არასოდეს უხილავს, რომ მას ეტრაპეზა. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ის ტრაპეზთან არ მჯდარა, არ აუღია პურის ნაჭერი, როცა მაგიდას ასუფთავებდა ნამცეცებისგან და რეცხავდა ქილებს, ამით კმაყოფილდებოდა (ანუ ამ მცირედი ნარჩენებით იკვებებოდა - მთარგმნ. შენ.). არავისთვის უწყენინებია რაიმე, არაფერი უთქვამს, არც დიდი, არც მცირე, არ დასცდენია დრტვინვა, იმის მიუხედავად, რომ მუშტებით სცემდნენ და დასცინოდნენ.

ერთხელ წმინდა პიტირუნს გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა: "რას ფიქრობ დიდად საკუთარ თავზე, როგორც კეთილკრძალული და ამგვარ ადგილას განმარტოებით მყოფი? გინდა გიჩვენო დედაკაცი, რომელიც შენზე მეტად კეთილკრძალულია? წადი ტაბენისის დედათა მონასტერში და ნახავ იქ ერთს, თავზე ნაჭრით. ის შენზე უმჯობესია, რადგან ასეთ გასაჭირს ებრძვის და გულით ღმერთს არასოდეს განშორებია. შენ კი აქ რომ იჯექი, გონებით ქალაქებში დაეხეტებოდი, თითქოს არც კი გამოსულხარ იქიდან".

პიტირუნი ადგა, მივიდა იმ ადგილას, სადაც მონასტერი იყო და სთხოვა მოძღვრებს, შეეშვათ დედათა მონასტერში. მათ გაბედეს მისი შეშვება, როგორც ყველასგან პატივცემულის და მოხუცებულის. ამგვარად, როცა შევიდა, მოითხოვა ყველას ხილვა. მაგრამ სალოსი არ ჩნდებოდა. ბოლოს უთხრა მათ: "ყველა წარმომიდგინეთ, რადგან კიდევ ვიღაც აკლია". უთხრეს: "გვყავს მონასტერში, სამზარეულოში, ერთი სულელი (სალოსი); რადგან ასე ეძახიან ჭკუასუსტებს". ბერი ეუბნება: "ისიც მოიყვანეთ და მანახეთ". ისინი მივიდნენ და ეძახდნენ, მაგრამ ის არ პასუხობდა, შეიძლება ხვდებოდა რაშიც იყო საქმე, ანდა გამოცხადებით იცოდა. დებმა ძალით წაიყვანეს, ეუბნებოდნენ: "წმინდა პიტირუნს სურს შენი ხილვა"; და ის სახელოვანი კაცი იყო.

ამგვარად, როცა ის მოვიდა და პიტირუნმა მის თავზე ნაჭერი დაინახა, ფეხებში ჩაუვარდა და მაღალი ხმით უთხრა: "მაკურთხე, ჩემო დედაო". ისიც ჩაუვარდა ფეხებში ამ სიტყვებით: "შენ მაკურთხე, ბატონო აბბა". ყველას გაუკვირდა და უთხრეს პიტირუნს: "არ გეწყინოს, აბბა, რადგან ის სულელია". ბერი ეუბნება მათ: "სულელები თქვენ ხართ; ის კი თქვენთვისაც და ჩემთვისაც დედაა (ასე ეძახიან სულიერ დედებს). და მე მსურს მისი ღირსი გავხდე სამსჯავროს დღეს". ეს რომ მოისმინეს, ყველა მის ფეხებთან დაემხო, სხვადასხვა შეურაცხყოფას აღიარებდნენ მის მიმართ: ერთი, რომ შეასხა ჭურჭლის ნარეცხი, მეორე, რომ მუშტებით სცემდა, სხვა, რომ ცხვირში მდოგვს აყრიდა. ერთი სიტყვით, ყველა აცხადებდა, რომ მას სხვადასხვაგვარ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამრიგად, პიტირუნმა ილოცა მათთვის და რამდენიმე დღეში წავიდა მონასტრიდან. იმან (სალოსმა) კი ვერ აიტანა დიდება და პატივი დებისგან და მათი ბოდიშებით შეწუხებული მონასტრიდან წავიდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა აბიბოს ნეკრესელის ხსენებას ახალი სტილით 12 დეკემბერს ვდღესასწაულობთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat