იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) სათნოებათა კიბის აღწერისას, ერთ-ერთ საფეხურზე როდესაც მორჩილებისა და მოთმინებით მოღვაწეობის მაგალითებზე გვიყვება, იხსენებს ერთ მონასტერში, მორჩილი აკაკის ცხოვრებას.
ეს იყო "ჭაბუკი... წრფელი ბუნებითა და ბრძენი გონებითა", - წერს იოანე სინელი. მონასტერი მდებარეობს ასიის ტერიტორიაზე.
მორჩილ აკაკის ძალიან ზარმაცი და ფიცხი ბერი შეხვდა მოძღვრად, რომელიც "არათუ ოდენ გინებითა და შეურაცხებითა, არამედ ცემითა და გვემითა მარადღე სტანჯვიდა მას", მაგრამ მორჩილი აკაკი მოთმინებით იტანდა ყოველივეს და ასე გაგრძელდა 9 წლის განმავლობაში. წმინდა იოანე საბაწმინდელი ამბობდა: "მე ვხედევდ მას მარადდღე გვემასა შინა ფრიადსა და ჭირსა მსგავსად მონისა, სყიდულისა".
ცხრაწლიანი მკაცრი ასკეტური ცხოვრებისა და მორჩილების შემდეგ, წმინდა აკაკი გარდაიცვალა. დაკრძალეს ძმათა სასაფლაოზე.
ხუთი დღე იყო გასული, როდესაც აკაკის უდები მოძღვარი, იმავე მონასტერში დაყუდებულ ბერთან მივიდა და მეტად მწუხარემ ამცნო სულიერი შვილის გარდაცვალების ამბავი. ბერმა უპასუხა:
- გრწმენინ, ბერო, არა მრწამს, თუმცა მომკვდარ იყო იგი.
ეს რომ მოისმინა წმინდა მორჩილის მოძღვარმა, წამოიყვანა დაყუდებული ბერი და ახალ საფლავთან მიიყვანა. წმინდა მამამ აკაკის ჩასძახა:
- ძმაო აკაკი, მოკვედაა?
სიკვდილის შემდეგაც მორჩილებით მოისმა პასუხი:
- ვითარ შესაძლებელ არს, მამაო, სიკვდილი მორჩილისა.
როცა ეს მოისმინა მრისხანე მოძღვარმა, დიდმა სინანულმა მოიცვა მისი გული და გონება "დავარდა პირსა ზედა თვისსა დიდითა ტირილითა". ამის შემდეგ იგი აკაკის სამარესთან დამკვიდრდა და ყველა მნახველს სიმდაბლით ეუბნებოდა: "კაცის კვლა მიქმნიეს".
..................................
აქვე ნახეთ:
ღირსი აკაკი სინელი (VI) - 29 (12.12) ნოემბერი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი