აღგიარო შენ უკუნისამდე
აღგიარო შენ უკუნისამდე
ფსალმუნი 51-ე
ორმოცდამეთერთმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

ფსალმუნს ვრცელი სათაური აქვს და მასში მოთხრობილია, რას ეხება ეს ფსალმუნი: "დასასრულისა, გულისხმის-ყოფისათვის დავითისა, რაჟამს მოვიდა დოიკ იდუმიელი და უთხრა საულს და ჰრქუა მას, ვითარმედ მოვიდა დავითი სახლსა აბიმელექისასა". დავით მეფემ ორმოცდამეთერთმეტე ფსალმუნი დაწერა იმ დროს, როდესაც იდევნებოდა საულისგან. საულისგან დევნილი დავითი მიდის მღვდელთა ქალაქში აბიმელექთან. დავითს და მის მხლებლებს შიათ. ისინი ტაძარში იღებენ საღმრთო პურს, შესაწირ პურს. დავითთან აბიმელექს მიაქვს გოლიათის ხმალი, რომელიც თავად დავითმა მოიპოვა გოლიათთან ბრძოლისა და მისი ძლევის შემდეგ. აბიმელექთან მსახურობდა დიოკ სირიელი, იდუმიელი. დოიკი წავიდა საულთან და დავითის მღვდელთა ქალაქში მისვლის შესახებ აუწყა, დააბეზღა მეფესთან, მაგრამ ის კი არ უთქვამს, რაც მოხდა, არამედ გააფორმა - თითქოს აბიმელექმა და სამღვდელოებამ ილოცა დავითისთვის, იმისათვის, რომ დავითი მეფე გამხდარიყო და ისინი შეთქმულებას აწყობდნენ საულის წინააღმდეგ. საული ისე განრისხდა, რომ ერთიანად გაანადგურა მღვდელთა ქალაქი, არათუ ადამიანი, პირუტყვიც კი არ დაუტოვებია ცოცხალი. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით წერს დავით წინასწარმეტყველი ამ ფსალმუნს, თუმცა მას აქვს ასევე სულიერი, წინასწარმეტყველური მნიშვნელობაც...

1. "რადმე იქადინ უკეთურებითა ძლიერნი უშჯულოებასა მარადღე?" - უკეთურებით ძლიერი რატომ იქადისო, კითხულობს დავითი. აქ საუბარია დოიკის სიქადულზე. მან სიქადულით გააკეთა, როდესაც წავიდა და საულს შეატყობინა, დავითი აბიმელექთან არის მისულიო. ასევე აქ შეიძლება ვიგულისხმოთ დაცემული ანგელოზები, რომლებიც აღძრავენ ადამიანს, რომ ბოროტება ჩაიდინოს, ისევე, როგორც დოიკი აღძრეს უკეთურების ჩასადენად; თუკი ძლიერთან არ არის ღვთის სიყვარული და ღვთის შიში, ყოველთვის თავისი უსჯულოებით იქადის - თუ კაცი თავისი ძალით იქადის, თავის ძალაზეა მინდობილი, უსჯულოებით იქადის. საკუთარ ძალაზე მინდობა უკვე უსჯულოებაა.

2. "სიცრუვითა ზრახავს ენაი შენი; ვითარცა მახვილი, აღლესული ჰყავ შენ ზაკვაი" - ამ სიტყვებს დავითი დოიკს მიმართავს პირდაპირ. როდესაც დოიკი საულთან მივიდა, სიცრუე, ტყუილი უთხრა. მას რომ საულისთვის სიმართლე ეთქვა, რაც სინამდვილეში მოხდა, საული არ განრისხდებოდა. ამიტომაც მიმართავს დავითი დოიკს, რატომ ზრახავს სიცრუეს შენი ენაო. "ვითარცა მახვილი აღლესული ჰყავ შენ ზაკვაი" - შენი ენა ისე გამიოყენე, როგორც ალესილი მახვილი. ტყუილი, სიცრუე უთხარი მეფეს და შენი ენა ისეთივე ალესილი მახვილი გახდა, როგორიც შენი ტყუილის შემდეგ საულის მიერ აღმართული მახვილი, რომელმაც მთლიანად მოსრა და ამოწყვიტა მღვდელთა ქალაქიო.

3. "შეიყუარე სიბოროტე უფროის სახიერ და სიცრუვე უფროის სიმართლისა სიტყვისა" - ამ სიტყვებითაც დოიკს მიმართავს დავით წინასწარმეტყველი. დოიკმა უამრავი ტყუილი უთხრა საულ მეფეს, მისი ნათქვამიდან მართალი მხოლოდ ის იყო, რომ დავითი აბიმელექთან იყო მისული, დანარჩენი ყველაფერი სიცრუე უთხრა. დოიკს ამით სურდა, საულისთვის დაემტკიცებინა თავისი ერთგულება. ეგონა სანაცვლოდ მიწიერ პატივს მოიპოვებდა და განდიდდებოდა. სინამდვილეში ეს იყო არა ერთგულება მეფისა, არამედ სიძულვილი დავითისა და სამღვდელოებისა.

4. "შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაი დაქცევისა და ენაი მზაკუარი" - როგორც ვთქვით, დოიკის ნათქვამმა, მისმა სიტყვებმა მღვდელთა ქალაქის მთლიანად განადგურება, სამღვდელოების ერთიანად ამოხოცვა გამოიწვია. შენ რომ მზაკვრობა არ გყვარებოდა, ამ ქალაქის დაქცევა არ გდომებოდა, ასე არ მოიქცეოდიო, - მიმართავს დავითი დოიკს. მას სწორედ ეს სურდა. დოიკი იყო სირიელი, იდუმიელი და რადგან თვითონ არ იყო ჭეშმარიტი ღვთისმსახური, ჭეშმარიტი ღვთისმსახურების განადგურება სურდა და აღასრულა კიდეც თავისი მზაკვრობით. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, დავითის ეს სიტყვები მიმართულია იუდას მიმართაც, რომელმაც თავისი მზაკვრობით გასცა მაცხოვარი. ასევე ყველა იუდეველის მიმართ, რომლებმაც მიიყვანეს პილატეს წინაშე მაცხოვარი და ამბობდნენ: "ეს გარდამაქცეველი ერისაი" ხალხს კეისრის მმართველობის წინააღმდეგ აღძრავდაო, ანუ სიცრუით მიიყვანეს მაცხოვარი განსასჯელად.

5. "ამისათვის დაგამხუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხვრას და გაგხადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთაი" - დავითი კვლავ მიმართავს დოიკს - ამისათთვის ღმერთი დაგამხობს, აღგმოგფხვრის იქიდან, სადაც დამკვიდრებული ხარ და გადაგაგდებსო. დოიკ სირიელი აღმოფხვრილი, აღგვილი იყო თავისი ქვეყნიდან, დავითი მას მიმართავს, იქიდანაც აღმოფხვრილი იქნები ღვთისგან, სადაც დამკვიდრბული ხარო. ფსალმუნის ამ მუხლის სიტყვებიც ასევე წინასწარმეტყველურად მიმართულია იუდეველი ერი მიმართ. ვიცით, რომ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ იუდეველი ერი აღფხვრილი და განგდებული იქნა ისრაელის ტერიტორიიდან. მათ მხოლოდ 20 საუკუნის შემდეგ მოახერხეს, თავიანთი სახელმწიფო ჰქონოდათ ამ ტერიტორიაზე. ეს სასჯელი ღვთისგან სწორედ მზაკვრობისა და უსჯულოების გამო დაიმსახურეს, იმ მზაკვრობის სანაცვლოდ, რაც მაცხოვრის მიმართ ქმნეს.

6-7. "იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან: "აჰა ესერა კაცი, რომელმან არა ყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა სიმდიდრისა მისისასა და განძლიერდა იგი ამაოებითა თვისითა" - ასეა ის კაცი, რომელიც მხოლოდ თავის ძალას არის მინდობილი და არა უფალსო, ბრძანებს დავითი. ეს იყო დოიკი, ეს იყო იუდა, ეს იყო მთელი ისრაელი. ისრაელის ერი უფალს რომ ყოფილიყო მინდობილი, მაცხოვარს მიიღებდნენ, მაგრამ არ მიიღეს. ეს ნიშნავდა, რომ თავიანთ თავს იყვნენ მინდობილნი. ვიცით, რომ პირველ საუკუნეშივე იერუსალიმი იქნა აოხრებული, მთელი ისრაელი იქნა განადგურებული და 2 მილიონამდე იუდეველი იქნა მოწყვეტილი, იმის გამო, რომ თავიანთ თავს და თავიანთ ძალას იყვნენ მინდობილნი და არა უფალს.

8. "ხოლო მე ვითარცა ზეთის-ხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე" - დავითი დოიკის მიმართ ამბობს: მართალია შენ გამეცი, ბოროტი იზრახე ჩემს მიმართ, მაგრამ მე უფალი კიდევ უფერო მეტად გამიფრთხილდება, კიდევ უფრო მეტად შემეწევა, როგორც რჩეულ ზეთისხილს უვლის თავისი პატრონი, არაფერს აკლებს, რათა უფრო მეტი ნაყოფი გამოიღოს, ასევე გამიფრთხილდება და დამიცავს, რათა დავიმკვიდრო მის სახლშიო. არა მარტო დავითს, უფალი ყველა მის მიმდევარს, ყველა ქრისტიანს უფრთხილდება და უვლის სულიერად, რათა მეტი სულიერი ნაყოფი გამოიღოს. აღიძვრება რა უსჯულოება ქრისტიანების წინააღმდეგ, როგორც რჩეული ზეთისხილნი, ისე იქნებიან ღვთის სახლში, ზეციურ იერუსალიმში, დამკვიდრებულნი და დაცულნი უფლისგან ქრისტიანები; იმედი მაქვს, ასე იქნება უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე - ქვეყნიერების დასასრულამდე და ქვეყნიერების დასასრულის შემდეგაც, მარადისობაშიცო, - ბრძანებს დავითი.

9. "აღგიარო შენ უკუნისამდე, რამეთუ ჰყავ და დაუთმო სახლსა შენსა, რამეთუ ტკბილ არს წინაშე წმიდათა შენთა" - უკუნისამდე ვაღიარებ, უფალო, რომ შენ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი - არა მარტო დროის ამოწურვამდე, მეორედ მოსვლამდე, მეორედ მოსვლის შემდეგაც, მარადისობაშიც კი აღგიარებ შენ და ყოველთვის შენი სახელის მსასოებელი, შენი სახელის მოიმედე, შენი მცნებების აღმასრულებელი ვიქნები. შენს სახელს, შენს ნებას დავუმორჩილო ჩემი ნება, რამეთუ შენი სახელის გაგონებაც კი ტკბილია და იმედს აძლევს ყველას, ვინც შენ აღგიარებსო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
12.09.2013
სამოცდამეთექვსმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
29.08.2013
სამოცდამეთექვსმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
29.08.2013
კანონი 20
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler