უგალობდით ღმერთსა, მწესა ჩუენსა
უგალობდით ღმერთსა, მწესა ჩუენსა
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)

ფსალმუნის სათაურია "დასასრულსა, საწნეხელთათვის, ასაფისა". ვიცით, რომ ასაფი იყო ერთ-ერთი ლოტბარი იერუსალიმის ტაძრისა და როდესაც დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნებს წერდა, მას აძლევდა იმისათვის, რომ შემდეგ იერუსალიმის ტაძრის მგალობელთა გუნდს ეგალობა მსახურების დროს. "საწნეხელისათვის", როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, ნიშნავს იმას, რომ ფსალმუნი დაწერილია ასაფისთვის ეკლესიაში საგალობებლად.

1. "უგალობდით ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებდით ღმრთისა იაკობისა" - ერთადერთი მხოლოდ და მხოლოდ უფალია, რომელსაც ადამიანმა უნდა შეჰღაღადოს, ვისაც უნდა უგალობოს, ვინც უნდა განადიდოს, - როდესაც გასაჭირი აქვს, უფალს უნდა შეჰღაღადოს, რომ უფალმა წყალობა მოიღოს მასზე, ხოლო როდესაც მას ღვთისგან უკვე წყალობა მიანიჭა და მისი სული გახარებულია, მაშინ უფალს უნდა უგალობოს.

2. "აიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღასა, საგალობელის სახარულოვანი ებნით" - როგორც ვიცით ფსალმუნები ძველი აღთქმის პერიოდში იწერებოდა. იმ დროს ფსალმუნი და ბობღანი ერთგვარი საკრავები იყო. ამით განადიდეთ უფალიო, მოუწოდებს ადამიანებს დავითი, ანუ ჩვენი სულით, სხეულით, გონებით და ყყელაფრით უნდა განვადიდოთ უფალი.

3. "დაჰბერეთ ახლის თვის თავთა ნესტვითა, ბრწყინვალესა დღესა დღესასწაულისა ჩუენისასა" - ახალმთვარეობის თავზე დაჰბერეთ საკრავებს და იდღესასწაულეთ ბრწყინვალე დღესასწაულებიო. ვიცით, რომ ებრაელებს ღვთისგან მიცემული ჰქონდათ წესი, რომ ყოველ ახალმთავრეობაზე ედღესასწაულათ, არა იმის გამო, რომ მთვარე იყო განსადიდებელი, არამედ დღესასწაულებს შორის დროის ხანგრძლივობა რომ მიეცა ადამიანებისთვის უფალს, ამიტომ მთვარის ფაზები დაუწესა დღესასწაულად, მაგრამ არა ისე, როგორც წარმართები აკეთებდნენ ამას, მთვარეს რომ განადიდებდენენ.

4. "რამეთუ ბრძანებაი არს ესე ისრაელისაი და სამართალი არს ღმრთისა იაკობისი" - ეს არის ისრაელისთვის ნაბრძანები, ეს წესები, ეს კანონი და სჯულია ისრაელისთვის მიცემულიო. როდესაც დავით წინასწარმეტყველი ამ ფსალმუნს წერს, ოთხას წელზე მეტი გასული იმ დროიდან, როდესაც უფალმა სჯული მისცა ებრაელებს. სწორედ ამ სჯულის აღსრულებას მოუწოდებს დავით წინასწარმეტყველი ისრაელის ერს.

5. "წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგვიპტით; ენაი, რომელ არ იცოდა, ესმა" - იოსებთან თქვა ამის შესახებ უფალმა, - შემდეგ როდესაც ეგვიპტიდან გამოვა ისრაელის ერი, ისეთი ხმა ესმათ, რომელიც არასოდეს გაუგონიათო, ის ხმა, რომელიც სინას მთაზე მოისმინეს ისრაელიანებმა და ევედრებოდნენ მოსეს - უთხარი უფალს, შენ გითხრას მცნებები, ჩვენ არ შეგვიძლია გავუძლოთ ამ ხმასო.

6. "განაშორა ტვირთსა ბჭენი მისნი და ხელნი მისნი გოდრითა მონებასა" - რა მოიმოქმედა უფალმა, როდესაც ეგვიპტიდან გამოიყვანა ისრაელის ერი? - განაშორა, "გოდრით მონებასა". ვიცით, რომ როდესაც ისინი შრომობდნენ და აგურებს ამზადებდნენ სწორედ ზურგზე მოკიდებული გოდრებით ატარებდნენ აგურს, თივას და აქედან განაშორა, ანუ ახსენებს დავითი ისრაელის ერს თუ რისგან გამოიყვანა უფალმა ისინი.

7. "ჭირსა მხადე მე, და გიხსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა შინა ნიავქარითა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობითა" - ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი უფლის პირით მიმართავს ისრაელის ერს - ჭირში იყავი, მთხოვე და აგისრულე, გამოგიყვანე ამ ჭირისგან, ქარიშხლისგან, ორმოცი წელი გატარებდი უდაბნოში, უდაბნოში გამოგცადე "წყალსა მას ცილობისასა", - უდაბნოში ხეტიალის დროს ისრაელის ერმა უამრავჯერ არ მიიღო მოსეს ნათქვამი და განუდგა უფალს. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ეგვიპტიდან გამოსული ებრაელები, გარდა ქალები ეფუნის ძისა და ისუ ნავეს ძისა, ვერც ერთი ებრაელი ვერ შევიდა აღთქმულ ქვეყანაში.

8. "ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაელო, ისმინო თუ ჩემი" - ფსალმუნის ამ მუხლსაც უფლის პირით ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი ისრაელის ერის მიმართ, - თუ ჩემსას ისმენ და ჩემსას ირწმუნებ, მაშინ შეგეწევი შენ. რა უნდა ისმინოს ისრაელის ერმა, საერთოდ ყველა ღვთისმოსავმა, რომ უფალი შეეწიოს? ამაზე მომდევნო მუხლში უპასუხებს დავით წინასწარმეტყველი უფლის პირით:

9. "არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთრო, არა თაყუანის სცე შენ ღმერთსა უცხოსა" - არ იყოს შეს შორის არავითარი მიწიერი ღმერთი, - ამქვეყნიური ამაოება, რაც ადამიანისთვის უპირველესი გამხდარა, რაც მასობრივადაა გავრცელებული დღეს კაცობრიობაში, სწორედ ეს მიწიერება, ამაოებები არ გაიხადო ღმერთად და თაყვანი არ სცე უცხო ღმერთებს, უცხო ღმერთები არ გყავდესო. რა თქმა უნდა, ღმერთი ერთადერთია, მაგრამ აქ უცხო ღმერთებში იგულისხმება ის, რასაც ადამიანები უწოდებენ ღმერთებს. ესენი, კერპები არ გაიხადო ღმერთებად და არ მიიღოო.

10. "რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგვიყანე შენ ქუეყანით ეგვიპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე" - რადგან მე ვარ ერთადერთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტისგან გამოგიყვანე. ამ სიტყვებს უფალი წარმოთქვამს ახალ ისრაელის ერს, - ქრისტიანების მიმართ, როდესაც კერპთმსახურების მონობიდან გამოიყვანა ადამიანები უფალმა, როდესაც განკაცნა; მე ვარ, რომელმაც შენი პირი აღვავსე ღვთის დიდებით, ღვთის მცნებების აღსრულებით და თუ ღვთის დიდებას გააგრძელებთ, ქვეყნიერებას აღავსებთო, ანუ ისრაელს ჰპირდება აღთქმული ქვეყნის აღვსებას, ხოლო ქრისტიანებს მთელი დედამიწის აღვსებას.

11. "და ერმან ჩემმან არა ისმინა ხმისა ჩემისაი და ისრაელი მე არა მერჩდა" - კვლავ უფალი ბრძანებს დავით წინასწარმეტყველის პირით, - ჩემმა ერმა არ ისმინა ჩემი, რაც ვუთხარი არ შეისმინა, არ დამემორჩილა მე ისრაელიო.

12. "და განავლინნენ იგი საქმეთაებრ გულთა მათთაისი, რაითა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა" - და ამიტომაც განვავლინე, განვაგდე ჩემგან ისინი, მივუშვი თავის ნებაზე, რათა თავიანთ ნებაზე, თავიანთი გულისთქმისაებრ ვიდოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უფალს სურს ადამიანის ცხონება, ის მაინც არ ერევა ადამიანის თავისუფალ ნებაში, ადამიანს ყოველთვის აძლევს თავისუფალ ნებას და სწორედ თავისი თავისუფალი ნებით უნდა განადიდოს და ემსახუროს უფალს და არა იძულებით.

13-14. "უკეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო, ვითარცა არარაითამცა მტერნი მათი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ხელი ჩემი" - ჩემს ერს რომ ჩემი მოესმინა, ისრაელს რომ ჩემს გზაზე ევლო, ჩემი მცნებები მოესმინა და აღესრულებინა, ამით მიეღწია თავისი სურვილისთვის, მათ მტრებს არარაობად ვაქცევდი და მათ მაჭირვებლებს ჩემს ფეხთა ქვეშ განვრთხავდიო.

15. "მტერნნი უფლისანი ეცრუვნეს მას, და იყოს ჟამი მათი საუკუნოდ" - მტრენი უფლისანი ეცრუვნენ მას, უფალსო, ბრძანებს დავითი უფლის პირით. თუ უფალი აქამდე ისრაელის ერს თავის ერს უწოდებდა, აქ უკვე მტერს უწოდებს. დავით მეფსალმუნე წინასწარმეტყველურად გვაუწყებს, თუ როგორ იქვევა ისრაელის ერი ღვთის მტრად, როგორ არ მიიღებენ, როგორ აცვამენ მას ჯვარზე.

16. "და აჭამა მათ სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღა იგინი" - და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ერი მტერი გახდა ღვთისა, არა მარტო ისრაელი, არამედ წარმართებიც მტრები იყვნენ უფლის, იმის გამო რომ კერპებს სცემდნენ თაყვანს: "აჭამა მათ სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღა იგინი" - თავისი სისხლი და თავისი ხორცი მისცა ადამიანებს, თავისი თაფლი, თავისი სიტყვა მისცა იმისათვის, რომ გამეხსნა ადამიანები ამ უკეთურებისგან და დაებრუნებინა უფალთან, სამოთხეში.

P.S. ფსალმუნში გადმოცემულია ისრაელის ერის ისტორია ეგვიპტიდან გამოყვანიდან მაცხოვრის მოსვლამდე, ასევე არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის მოსვლის შესახებ და მოწოდება ადამიანებისადმი, რომ ღვთივსათნოდ იცხოვრონ, თუ ღვთივსათნოდ არ ვიცხოვრებთ, შევიქმნებით მტერი უფლისა, ხოლო თუ უფლის მტერნი შევიქმნებით, უფალი დაგვტოვებს და საუკუნოდ ღვთის გარეშე, საუკუნო წყვდიადში დავრჩებით.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
12.09.2013
სამოცდამეთექვსმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat