ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა
ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

ფსალმუნის სათაურია "ფსალმუნი ასაფისი". ის პირდაპირ გვაუწყებს, რომ დავით წინასწარმეტყველმა ეს ფსალმუნი ასაფისთვის დაწერა და მისცა მას.

1. "ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს" - სად არის ღმერთის შესაკრებელი? ანუ ვინ არიან ღმერთები? - თუ სხვა შემთხვევაში, როდესაც ღმერთებს ვამბობთ, იგულისხმება კერპები, რომლებსაც ადამიანები ღმერთებს უწოდებენ, იმ "ღმერთებს", ანუ კერპებს შორის ჭეშმარიტი უფალი არასოდეს არის, აქ იგულისხმება ისრაელის მთავრები, ისრაელის სასულიერო ელიტა, რომლებიც თავიანთ თავს ღვთის ძეებს უწოდებდნენ იმის გამო, რომ თითქოს ისინი ღვთის მცნებებს აღასრულებდნენ - უფალი ამბობს, ვინც ჩემს მცნებებს აღასრულებს, ძეა უკვე ჩემიო. სწორედ აქედან გამომდინარე უწოდებდნენ იუდეველთა სჯულის მეცნერნი თავიანთ თავს ღვთის ძეებს. ღმრთის ძე თავისთავად ღმერთია, ანუ აქედან გამომდინარე ბრძანებს უფალი: "ღმერთი დადგა შესაკრებელთა ღმრთისათა, სადაც ღმერთი განიკითხესო და განიკითხავს იუდეველ მთავრებს. რისთვის განიკითხავს?

2-3-4. "ვიდრემდის სჯიდეთ სიცრუვესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა? უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ; განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნენით იგი"
- როდემდე უნდა საჯოთ არა სამართალი, არამედ სიცრუე, როდემდე უნდა განამართლოთ ცოდვილები, ისე განსაჯეთ, რომ დაჩაგრული, ობოლი და გლახაკი, დამდაბლებული, დავრდომილი განამართლეთ, "განარინენ გლახაკნი და დავრდომილი ხელთაგან ცოდვილთასა იხსენით ისინი", - ისე განსაჯეთ, რომ იხსნათ ეს ადამიანები ცოდვილთაგან, როდესაც მძლავრობენ გლახაკებზე, დავრდომილებზე, არაფრისმქონეებზე. აქ ასევე იგულისხმება ამა ქვეყნის მდიდართაგან დაჩაგრული ღარიბები და ეშმაკისგან დამონებული ადამიანები, სწორედ მათთვის უნდა ეშველა იუდეველთა ელიტას ღვთის მცნებათა სწავლებით, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი ისე ასწავლიდნენ ღვთის მცნებებს, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად და მეტად ვარდებოდნენ ეშმაკის კლანჭებში.

5. "არა ცნეს, არცა გულისხმა-ყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქვეყანისანი"
- კვლავ გრძელდება წინა მუხლებში დაწყებული აზრი: მაგრამ მათ არა ცნეს, ვერ მიხვდნენ ამას, ბნელში დადიანო, - იუდეველთა მწიგნობარნი და სჯულის მეცნიერნი არა თუ ღვთის მცნებებს, არამედ ღვთის საწინააღმდეგოს ასწავლიდნენ ადამიანებს, ამიტომაც ბრძანებს დავითის პირით უფალი, ისინი ბნელში ვლენანო. ამის გამო შეიძრას ქვეყნის საფუძველი, - უფალმა ისრაელის ერი განიშორა, ისრაელის სასულიერო ელიტა განიშორა და ახალი ერი, ახალი ისრაელი, ახალი ადამიანები, - ქრისტიანები მოიყვანა თავისი სიტყვის საქადაგებლად.

6-7. "მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი; ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით"
- აქაც უფალი ბრძანებს, დავითის პირით იუდეველთა მიმართ: მე ვთქვი, რომ თქვენ ღმერთები და მაღლის შვილები, ანუ ჩემი ძეები ხართ იმის გამო, რომ ჩემს მცნებებს აღასრულებდით, ხოლო თქვენ ვითარცა კაცნი მოწყდებით და ვითარცა ერნი მთავართაგანი დაეცემით, - თქვენ კი რა ქენით? - განეშორეთ ჩემს სიყვარულს და დაკარგეთ ძეობა. ამის გამო როგორც ერთი მთავართაგანი ისე მოსწყდებით, უკვე ღვთის ძეები აღარ ხართ, უბრალოდ, მთავრები ხართ ამა სოფლისა და როგორც სხვა, უსჯულო წარმართი მთავრები, ისე კვდებით ამქვეყანაზეო.

8. "აღსდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანაი, რამეთუ შენ დაიმკვიდრო ყოველთა შორის წარმართთა" - აქ უკვე დავითი მიმართავს ადამიანთა პირით უფალს: აღდეგ, ღმერთო, მოდი, მოგვხედე და განსაჯე ეს ქვეყანა, განაგდე ეშმაკის ხელმწიფება მიწისგან და შენ დაიმკვიდრე ყოველთა შორის წარმართთა. ეს უკვე არის წინასწარმეტყველება იმისა, რომ უფალი მოვიდოდა რა, ყოველთა წარმართთა შორისაც იქნებოდა ის დამკვიდრებული, - უფლის მადიდებლები იქნებოდნენ როგორც იუდეველები, ასევე წარმართები, - ერთი ახალი ერი, ახალი ისრაელი, ქრისტიანი ერი შეიქმნებოდა მაცხოვრის მოსვლის შემდეგ.

P.S. ფსალმუნი არის მხილება იუდეველთა მთავრებისა, ასევე წინასწარმეტყველება მაცხოვრის მოსვლისა და წარმართთა მოქცევის შესახებ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
12.09.2013
სამოცდამეთექვსმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat