რჩევები მედავითნეებს
რჩევები მედავითნეებს
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ. ვინ მოგდევს უკან? სად მიეჩქარები? ნუთუ შეგენანება, რომ მთელ კვირაში ერთი საათი მოახმარო გულსმოდგინე, გონიერს და გულითად ღვთის ვედრებას? შეიგნე, ნუ გააჯავრებ უფალს, ნუ დაამცირებ ლოცვას, ნუ აცთუნებ ხალხს და ნუ ჩქარობ.

2. ისე წაიკითხე, რომ პირველად შენ თვითონ გესმოდეს, რასაც კითხულობ, რათა შენ მიერ კითხულმა ლოცვებმა და ფსალმუნებმა პირველად თვითონ შენს გულში აღძრან ღვთის ვედრების სურვილი, რომ შენ მარტო პირით და ენით კი არ ლოცულობდე, არამედ გულით.

3. შენს შემდეგ ნუ დაივიწყებ ხალხსაც, რომელიც დგას წმინდა ტაძარში; ისე წაიკითხე, რომ შენი კითხვა გაიგონ მლოცველებმაც, რათა მათაც შენთან ერთად, რომელიც მლოცველებს წინ უდგეხარ, ერთითა პირითა და ერთითა გულითა ილოცონ და ადიდონ უფალი.

4. თუ კარგად არ იცი კითხვა, მაშინ ეცადე, რომ სახლში ხშირად იკითხო საღმრთო და საეკლესიო წიგნები, რომ ტაძარში ყოველთვის შეგეძლოს ამ წიგნების კითხვა კეთილკრძალულებით, გარკვევით და ყველას გასაგებად.

5. როცა სხვა კითხულობს და ცდება, ხმამაღლა ნუ გაუსწორებ მას შეცდომას ღვთისმსახურების დროს, რომ ამით მლოცველების მყუდროება არ დაარღვიო; შენ თვითონ დაიხსომე ეს შეცდომა და ღვთისმსახურების გათავების შემდეგ უთხარი მას ჩუმად.

6. იმათ, რომელთაც კითხვა არ იციან, სრულებით არ უნდა წააკითხონ, ვიდრემდის ისინი სახლში არ მიეჩვევიან კარგად და კეთილკრძალულებით კითხვას.

7. ღვთისმსახურების დროს ისე არ უნდა დაახველო, რომ მთელს ეკლესიაში გაისმას ხმა, არ უნდა ილაპარაკო, მით უმეტეს, არ უნდა გაიცინო, ვინაიდგან თუ თქვენც კი, მკითხველნი და მგალობელნი, იწყებთ ლაპარაკს, სიცილს და ხმაურობას, მაშინ როგორღა ილოცავს ხალხი, რომელიც შეიკრიბა ტაძარში, რათა თქვენთან ერთად შეევედროს ღმერთს?

8. თუ ვინიცობაა, რომ ღვთისმსახურების დროს დაგჭირდეს ტაძარში გავლა, ნუ აჩქარდები, ხალხს ნუ წაჯეგავ, უმთავრესად ეცადე, რომ ფეხი ფრთხილად დაადგა, რომ წაღის ქუსლების ხმა არ გაისმას, გაიარე ჩუმად, წყნარად, კეთილკრძალულებით, რომ შენგან მლოცველებმაც ისწავლონ ტაძარში დგომა და გავლა-გამოვლა ღვთისმსახურების დროს.

9. ეცადე, რომ გალობითაც იგალობო გონიერად და წმიდის გულით, რათა შენმა გალობამ მლოცველთა გულში აღძრას ღვთის ვედრება.

10. იგალობე ისე, რომ სიტყვები ესმოდეს კაცს, ნუ ჩქარობ.

11. გალობის კილოს ნუ შეცვლი შენი ნებით: ვთქვათ, დღეს ერთი საგალობელი იგალობე ერთ კილოზე; მეორე დღეს იმავე საგალობელს სხვა კილოზე ნუ გალობ, - ამის გამო გარეშე პირს არ შეუძლიან, გალობა შეისწავლოს.

12. იკითხე და იგალობე ყოველთვის ერთგვარი კეთილკრძალულებით და მუყაითობით, მიუხედავად იმისა, ბევრი ხალხია ტაძარში თუ ცოტა. შეიძლება, ტაძარში მარტო მღვდელი, შენ და ყარაული იქნეთ, მაგრამ შენ მაინც ბეჯითად და კეთილკრძალულებით შეასრულე შენი მოვალეობა. ასე უნდა მოიმოქმედო, რადგან შენ ემსახურები ღმერთს და არა ხალხს. შენ ფსალმუნებით და სასულიერო საგალობლებით უწოდებ ხალხს ღვთისადმი და ასწავლი მათ, იცხოვრონ ღვთის სასიამოვნოდ, და როცა რაიმე მიზეზისა გამო ანუ საქმის დღეებში ტაძარში მლოცველები არ იქნება, მაშინ უფრო ვალდებული ხარ შენ, მათ მაგიერ კრძალულებით შეევედრო უფალს.

13. თუკი ვინმე მოიპოვება ისეთი, რომლისგან შეგიძლია შეისწავლო კარგი და კეთილგანწყობილი გალობა, ნუ დაიზარებ, უფრო კარგად შეისწავლო გალობა, აგრეთვე უყურადღებოდ ნუ გაუშვებ მცოდნე პირთა რჩევა-დარიგებას.

14. როცა მღვდელი გითითებს რაიმე შეცდომა-ნაკლულევანებაზე, ნუ გაჯავრდები, ნუ გაიბუტები და ნურც წინააღმდეგობას გაუწევ მას, არამედ მოისმინე და გაისწორე შეცდომა, ვინაიდგან მღვდელი ვალდებულია გაგისწოროს შეცდომა; თუ მღვდელმა არ გიჩვენა შენი შეცდომა, მაშინ იგია პასუხისმგებელი.

15. საზოგადოდ, რჩევანი და განკარგულებანი მღვდლისა ეკლესიის შესახებ სიხარულით და სიყვარულით აღასრულე, ვინაიდგან შენ ასრულებ ღვთის საქმეთა.

16. კეთილი, გამგონე, ღვთის საქმის მოსიყვარულე და გულსმოდგინე მკითხველნი და მგალობელნი აკურთხოსმცა უფალმა და შეეწიოს მათ, რათა უმეტესად შეისწავლონ თავიანთი საქმე, რომ იგინი ღირსნი გახდნენ, მოისმინონ უფლისაგან სასურველი სიტყვები: "კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (მათ. 25:21); ხოლო დაუდევარნი და ზარმაცნი ნუ დაივიწყებენ წინასწარმეტყველის სიტყვებს: "წყეულ არს კაცი, რომელიც უდებებით ასრულებს ღვთის საქმეთა". ამიტომ თავს ნუ დაიღუპავთ, ცოდვაში ნუ აგდებთ ხალხს, გასწორდით და აღასრულეთ საქმენი ღვთის შიშით და კეთილკრძალულებით.
ბეჭდვაელფოსტა
26.02. 2017
დავით ( მედავითნე)
კომენტატორებს: რომელნიც მედავითნეთ განგვიკითხავთ უდები ლოცვისთვის და უფრორე მღდვლებს აგრეთვე "ძუნწ" მრევლს (რომელთაც 2 დოლარი "ენანებათ" ბავშვთა მომვლელთათვის) თუ კლიროსის ან მრევლის გამო ვერ უსმენთ ღმრთისმსახურებას, ამ შემთხვევაში წმინდა მამანი გვაკურთხებენ რომ იესუს ან ფარისევლის ლოცვა ვიკითხთ გულში ღმრთისმსახურებისას და არ დავივიწყოთ ლოცვა ჩვენი ხელისშემშლელთათვის რათა უფალმა ისინიც დაამშვიდოს ჩვენი ლოცვით და განსწავლოს!
20.11. 2016
ნინია
თბილისის ერთ ერთ ტაძარში მედავითნეს რომ რამე შეეშლება მამაო გამოვარდება საკურთხევლიდან და ისეთ ამბავს აუტეხს ხოლმე, აი იქ უნდა ნახოთ თქვენ წირვა და ლოცვა. მერე მედავითნეები გარბიან ტაძრიდან და ისიც კი არ მოსწონს იმ მამაოს მერე, რომ მედავითნე აღარ ყავს. ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას მედავითნემ? შეუცდომელი ხომ არავინააა და სიტყვის შეშლის გამო საკურთხევლიდან რომ ლანძღვა გესმის როგორ გინდა იმ ტაძარში მედავითნედ დადგე.
28.05. 2016
ღვთისმოშიში კაცი
საზღვარგარეთ ქართველთა მსახურება სამარცხვინოა. მედავითნეების გაურკვეველი, მონოტონური დუდუნი ძილის წამალივით მოქმედებს. მრევლში, ყველას რაღაც აღმოაჩნდება გადაუდებლად სათქმელი, ზუსტად წირვის დროს, და ზუზუნი გუგუნად გადაიქცევა ხოლმე. მღვდელიც მოუმატებს ხმას რომ მათი ხმა დაფაროს. სტუმრად მოსული გაოგნებული უცხოელი მართლმადიდებლები ერთმანეთს უყურებენ, ეს რა ხდებაო. ქართველი 2 დოლარს არ გაიმეტებს რომ თოთო ბავშვი დაუტოვოს მომვლელს და ეკლესიაში არ მიიყვანოს წივილ-კივილით. იქნებ შემდეგ თაობას ეშველოს რამე, თორემ ეს თაობა ეკლესიაში პირს არ დამუწავს. "მიწა გაასწორებს კუზიანს" . დაველოდოთ კიდევ 40 წელი.
24.08. 2015
სოფიო(მრევლი)
მედავითნეობა ძალიან საპატიო მსახურებააა,ბოდიშის მოხდით ყველა მედავითნესთან მაგრამ, ზოგი ისე წამღერებით, სიტყვათა გადაბმით და გაურკვევლად კითხულობს ,( აი უცხო ენაზე სიმღერას რომ მღერის ადამიანი ოღონდ სიტყვები რომ არ ესმის, მასაც და შენც,მარტო მელოდიის ჟღერადობა გხიბლავს,)რომმიუხედავად სმენისა და ყურადღების დაძაბვისა შინააარსი არ მესმის, მიწევს მერე გადადგილება უფრო ახლოს რომ სიტყვები გავარჩიო.სწორედ რომ ენით კითხულობენ და არა გულით.საქმე მარტო ეგ არ არის რომ ხუცური იცი კარგად და მელოდიური ხმა გაქვს,გადმოცემის უნარი უნდა ქონდესა მედავითნეს, მკაფიოდ უნდა წარმოთქვამდეს ყველა სიტყვას რომ მრევლის ყურამდე და გულამდე მიიტანოს ლოცვის ტექსტი
07.10. 2014
atenidan
ნეტავი ეს წაიკითხონ იმ ქართველმა მგალობლებმა აქ რომ გალობენ. ჯერ ისედაც თვეში ერთხელ ტარდება ჩვენი მსახურება და ისეთი ამბავია, გული გაგისკდება ადამიანს. მრევლის მხრიდან: ლაპარაკი და საქმეების იქ გარჩევა, ბავშვების წივილკივილი,აქეთიქით სირბილი, ზიარება იწყება და მიეხვევიან უწესრიგოდ. მგალობლებიც ზოგი გალობს, ზოგი ვიღაცას ეძახის, ბავშვებს ეთამაშებიან ამ შუა მსახურების დროს და არ გეძლევა საშუალება რომ მოუსმინო წესიერად. ბერძნებიც ხომ მართლმადიდებლები არიან ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებ, რიგშია ჩამდგარი ყველა და ისე დასრულდება ყველაფერი ჩქამი არ ისმის.
სხვა სიახლეები
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
12.09.2013
სამოცდამეთექვსმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat