და გამოარჩია მან დავით
და გამოარჩია მან დავით
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა" - მას შემდეგ, რაც ისრაელის სამეფოში მცხოვრებმა ებრაელებმა დაკარგეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, უფალმა განაშორა მათგან წყალობა და მადლი, რომელიც ისრაელში, ისრაელთა შორის იყო, - კარავი, მოძრავი ტაძარი, თავად აღთქმის კიდობანიც კი უჩინო ქმნა.

61. "და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ხელთა მტერისათა" - მათ, ისრაელის ერს უამრავი განსაცდელი მოუვლინა, - ტყვეობა, მტერი, ბრძოლები.

62. "და შეაყენა მახვილსა ერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი უგულებელს-ყო" - მახვილზეც უამრავჯერ "შეაყენა", - ისრაელიანები მახვილითაც ხშირად მოისრებოდნენ, იხოცებოდნენ ხოლმე და "სამკვიდრებელი თვისი უგულებელ-ყო" - იყო რა ღვთის სამკვიდრებელი ისრაელის ერი, უგულებელს-ყო უფალმა. უგულებელს-ყო მათი ცოდვების გამო, რათა შეენანებინათ და ღვთისკენ მოქცეულიყვნენ.

63. "ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან, და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს" - ისრაელის ერი ისეთ საშინელებამდეც კი დაეცა, რომ როდესა ერის ერთი ნაწილი, - ჭაბუკები მოისრებოდნენ, მისი მეორე ნაწილი, - ქალწულები არ გლოვობდნენ ამას.

64. "მღვდელნი მათნი მახვილითა დაეცნეს, და ქვრივნი მათნი არა იტირნეს" - აქ მოთხრობილია ელი მღვდელმთავრის შვილებზე, რომლებიც მახვილით მოისრნენ ბრძოლის დროს. ასევე სასწაულებრივად აღესრულნენ მათი ქვრივებიც, რომლებმაც თავიანთი ქმრები ვერ დაიტირეს.

65. "და განიღვიძა ვითარცა მძინარემან უფალმან, ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებნ ღვინოსა" - "ღვთის განღვიძებაში" შეიძლება ვიგულისხმოთ ღვთის განკაცება. უფალს არასოდეს მიუტოვებია ადამიანები, მაგრამ ადამიანებმა თავად მიატოვეს უფალი. განიღვიძა, ანუ განკაცნა უფალი, მოვიდა იმისათვის, რათა ადამიანები გამოეფხიზლებინა საუკუნო ძილისაგან, რომელშიც სულიერად იყვნენ ადამიანები, კაცობრიობა დაფლული.

66. "და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი" - თავისი განკაცებით უფალმა გაანადგურა და საუკუნოდ საყვედრელად მისცა, - ჯოჯოხეთში დასცა ჭეშმარიტი ღვთის ერის, ანუ ახალი ისრაელის ერის - ქრისტიანების მტერი, დაცემული ანგელოზები.

67. "განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან" - ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ეგვიპტეში ცხოვრობდა ისრაელის ერი, იოსები, მის შემდეგ კი ეფრემი იყო მათი წინამძღოლი, - იოსების ტომი იყო წარჩინებული ტომი ისრაელთა შორის, მაგრამ უფალმა იოსების და ეფრემის კარავი განიშორაო. თუ ეგვიპტეში იოსები და იოსების შთამომავლები მართავდნენ ისრაელის ერს, აქ უკვე უფალმა განიშორა ისინი. ფსალმუნის ამ მუხლში მოთხრობილია იმაზე, რომ არა იოსების ტომიდან გამოირჩია უფალმა ერის წინამძღოლი მოსე და აარონი, ან დავითი, არამედ გამოარჩია სხვა ტომიდან. უნდა ვიცოდეთ, რომ არა წინაპრების დამსახურების გამო აძლევს უფალი ადამიანებს წყალობას, არამედ თავად მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე.

68. "არამედ გამოირჩია მან თესლი იუდაისი და მთაი სიონი, რომელ შეიყუარა" - იოსების კარავის, სახლობის და ეფრემიანების მაგივრად უფალმა გამოარჩია იუდას ტომი და მთა სიონი, რომელ შეიყვარა, ანუ ის ადგილი სადაც მომავალში იერუსალიმის ტაძარი აშენდა.

69. "და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმინდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე" - უფალმა თავისი სიწმინდე უკუნისამდე გამოაჩინა ადამიანებში, რა თქმა უნდა, თავისი აღდგომის შემდეგ, რომელიც უკუნისამდე იქნება, ანუ როდესაც ვერავითარი ბოროტება უკვე ვეღარ დაამარცხებს ღვთის მადიდებლებს. ვიცით, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან ქრისტეს ეკლესიას, ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევართა კრებულს. სწორედ ეს იგულისხმება ფსალმუნის ამ მუხლის სიტყვებში.

70. "და გამოარჩია მან დავით, მონაი თვისი, და შეიწყნარა იგი სამწყსოისაგან ცხოვართაისა" - აქ უკვე დავითი საუბრობს იმის შესახებ რომ სწორედ იგი, დავითი გამოირჩია უფალმა იუდას ტომისგან იმის გამო, რომ ის იყო ურჩეულესი ღვთის მადიდებელი, არა მარტო თავის ეპოქაში, არამედ მთელი ძველი აღთქმის პერიოდში. წმინდა მამები ამბობენ, - დავით მეფე იყო ქრისტიანი ქრისტიანობამდეო. ის ისე იქცეოდა, როგორც ქრისტიანს შეეფერება და არა მხოლოდ ისე, როგორც ძველი აღთქმის სჯული ასწავლიდა და ავალდებულებდა, - თავისი გულმოწყალებით, ღვთის მცნებების აღსრულებით, დავითი სჯულზე მაღლა იდგა, თავისი ცხოვრებით სჯულზე აღმატებული იყო. ეს კაცი, რომელიც ესოდენ აღმატებული იყო ყველა ადამიანზე, გახლდათ მწყემსი ცხოვართა.

71. "და ცხოვართა მუცელ-ქმნულთაგან გამოიყვანა იგი მწყსად იაკობ მონისა თვისისა და ისრაელ სამკვიდრებელისა თვისისა" - დავითი უფალმა ცხვრების მწყემსობიდან იაკობის და ისრაელის მწყემსად აქცია. რაოდენ საკვირველია უფლის საქმეები, - ცხვრის მწყემსი მთელი ერის მწყემსად აქცია, თანაც ისეთ მწყემსად, წინამძღოლად, რომლის მსგავსიც ისრაელის ერს არც მანამდე და არც მის შემდეგ არ ჰყოლია.

72. "და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისათა და გონიერებითა ხელთა მისთაითა უძღოდა მათ" - თავის უმანკოებით დამწყსო დავითმა ისრაელის ერი და თავის გონიერებით უძღოდა მათ. დავითში ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ უფალი, უაღმატებულესი მწყემსთა შორის, რომელმაც თავისი სული დასდო კაცობრიობისთვის, საუკუნო წარწყმედისგან იხსნა ადამიანთა მოდგმა და თავისი სისხლით მოპოვებული სამწყსო შეიყვანა და დაამკვიდრა ზეციურ სასუფეველში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
12.09.2013
სამოცდამეთექვსმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat