იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა
იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

38. "არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნნეს; განამრავლა გარე-მიქცევად გულის წყრომაი მისი და არა აღაგზნებდა ყოველსა რისხვასა მისსა" - მაგრამ უფალი მოწყალეა და იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც ისრაელის ერმა ქმნა, რაც წარმართებმა ქმნეს, განკაცნა, მოვიდა იმისათვის, რათა გამოეხსნა კაცობრიობა, "არა აღაგზნებდა ყოველსა რისხვასა მისსა", - იმ რისხვას არ უვლენდა ადამიანებს, რისი ღირსიც იყვნენ.

39. "და მოიხსენა, რამეთუ ხორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომქცეველ" - უფალმა გაიხსენა, რომ ისრაელიანები ხორციელები, ხორცში მყოფი ადამიანები არიან. ხორცში მყოფ ადამიანს მუდმივად ღმერთზე ფიქრი არ შეუძლია, ანუ ადამიანის გონებას არ შეუძლია მუდმივად ღმერთით და საღვთისმეტყველო აზრებით იყოს დაკავებული, თუ ადამიანის გონება მუდმივად ღვთითაა დაკავებული, ეს უკვე ღვთის წყალობაა და არა ადამიანური მონაპოვარი. თუკი გამუდმებით ღმერთზე ვფიქრობთ, ეს ღვთის უდიდესი წყალობაა, მაგრამ ხანდახან ადამიანურზეც თუ ვიფიქრებთ, არც ესაა დანაშაული.

40-41. "რაოდენ გზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა და განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა! და მოაქციეს და განცადეს ღმერთი წმინდაი იგი ისრაელისა განარისხეს" - რამდენჯერ განამწარა უფალი უდაბნოში ისრაელის ერმა, უამრავჯერ გადავიდნენ ღვთის ნებას, ისე იქცეოდნენ, რომ ღვთის მოთმინებაც კი აღივსო ადამიანთა ცოდვებითო. არა პირდაპირ უნდა ვიგულისხმოთ, რომ კაცთა ცოდვებმა ღვთის მოთმინება აღავსო, არამედ აქ უნდა ვიგულისხმოთ შემდეგი: უკვე თავად ადამიანებისთვის იმდენად დიდი იყო მათი ჩადენილი ცოდვები, თუ უფალი ამის გამო რისხვას არ მოუვლენდა ადამიანებს, უფრო და უფრო უარეს ცოდვებს ჩაიდენდნენ და საერთოდ დაიღუპებოდნენ.

42. "არა მოიხსენეს ხელისა მისისაი დღესა მას, რომელსაცა იხსნნა იგინი ხელისაგან მაჭირვებელთა მათთაისა" - არ გაიხსენეს ის დღე, როდესაც უფალმა მაჭირვებელთა, ეგვიპტელთა ხელიდან იხსნა, ეგვიპტიდან გამოიყვანა ისრაელის ერი.

43. "ვითარ-იგი დასხნა ეგვიპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნიშნი მისნი - ველსა მას ტანეოსსა" - თუ წინა მუხლებში მოხსენიებული იყო ის სასწაულები, რაც ეგვიპტიდან გამოსვლის დროს აღასრულა უფალმა, შემდეგ მუხლებში უკვე ის სასწაულებია მოხსენიებული, რომლებიც თავად ეგვიპტეში ქმნა უფალმა.

44. "და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წვიმანი მათნი, რაითა არა სუან" - მდინარეები და არ მარტო მდინარეები, წვიმაც კი სისხლად აქცია უფალმა მათთვის, რომ წყალი ვერ დაელიათ და უწყლობისგან შეწუხებულები ღვთისკენ მოქცეულიყვნენ.

45. მიავლინა მათდა ძაღლის-მწერი, და შაჭამნა იგინი, და მყუარი, და გახრწნა იგინი" - კიდევ ერთი სასჯელი, რომელიც უფალმა ეგვიპტეში ქმნა, იყო უამრავი მწერისა და ბაყაყების შემოსევა, რომლებმაც გაანადგურეს ეგვიპტელთა მოსავალი.

46. "და მისცა გესლსა ნაშრომი მათი მკალსა" - აქ კი დავითი იმ საჯელს იხსენიებს, როდესაც კალიამ და სხვადასხვა მწერებმა ეგვიპტელთა ყველა ნაყოფი მოაოხრეს.

47. "მოსრა სეტყვითა ვენახები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთვილითა" - შემდეგ სეტყვა მოუვლინა მათ უფალმა და ამით მოსრა მათი მრავალწლიანი ნარგავებიც.

48. "მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა" - როდესაც სეტყვასთან შერეული ცეცხლით გაანადგურა უფალმა ეგვიპტელთა საცხოვარი და მათი მონაგები.

49. "მიავლინა მათდა რისხვაი გულის წყრომისა მისისაი, გულის წყრომაი და რისხვაი და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა" - შემდგომ ამისა უფალმა მიუშვა დაცემული ანგელოზები, რათა ევნოთ ეგვიპტელებისათვისო. 50. "გზა უყო ალაგსა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულითა მათითაისა და საცხოვარი მათი სიკუდილსა მიავლინა" - უფალმა ისიც კი დაუშვა, რომ სიკვდილითაც სწვეოდათ მათ რისხვა, ანუ არა მარტო განსაცდელი მიუვლინა ეგვიპტელებს, არამედ მათი სიკვდილიც დაუშვა, რათა ამით ისრაელის ერი განემტკიცებინა, ეგვიპტელებისთვის კი ღვთისთვის დაკეტილი გულის კარი გაეღო.

51. "და დასცა ყოველი პირმშოი ქუეყანასა ეგვიპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისა" - და ქამის ქვეყანაში, ანუ ეგვიპტეში ყველა პირმშო ამოხოცა უფალმა, ანუ საუბარია იმის შესახებ, როდესაც ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის წინ ყველა ეგვიპტელი პირმშო იქნა ამოხოცილი.

52. "და წარმოუმართა ვითარცა ცხოვარსა ერსა თვისსა და აღიყვანა იგი ვითარცა სამწყსოი უდაბნოდ" - და გამოიყვანა უფალმა თავის ერი, ისრაელის ერი ეგვიპტიდან, თავად მიუძღოდა თავის ერს და როგორც ცხვრები, სამწყსო ისე გაიყვანა უდაბნოში.

53. "და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან" - აქ საუბარია იმ სასწაულზე, როდესაც ისრაელის ერმა მშვიდობით გაიარა მეწამულ ზღვაში. იმედს, სასოებას აძლევდა ისრაელიანებს უფალი და ამის გამო არ შეეშინდათ შუაზე გაყოფილ მეწამულ ზღვაში, მარჯვნივ და მარცხნივ აღმართული ზღვის ტალღების შუაში გავლა, მტერნი მათნი, - ეგვიპტელები კი დაფარა ამ ტალღებმა. იქ სადაც რჩეულმა ერმა მშვიდობით გაიარა, ეგვიპტელები დაინთქნენ და დაიღუპნენ.

54. "და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმინდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან" - და შეიყვანა ისინი აღთქმულ ქვეყანაში, სიწმინდის მთაში, რომელიც ღვთის მარჯვენით იყო მოგებული. აქ ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ სასუფეველი, სადაც უფალი არა ხორციელად ისრაელის ერს, არამედ სულიერად ისრაელის ერს - ჭეშმარიტად ღვთის მადიდებელ ადამიანებს შეუძღვა. "მარჯვენე ღვთისა" არის განკაცებული ღმერთი. ქრისტე ხშირად მოიხსენიებაAამ ეპითეტით.

55. "და განარისხა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკვიდრებისაითა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაელისაი" - მათი პირისაგან წარმართები განასხა, ანუ ღვთის შეწევნით ისრაელის ერმა გაანადგურა, აღთქმული ქვეყნის ტერიტორიებიდან განდევნა წარმართები, შვიდი სხვადასხვა ერი წარმართებისა და უფალმა იმ ქვეყანაში დაამკვიდრა ისრაელის ერი.

56. "და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს" - და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისრაელის ერმა მაინც არ აღასრულა ღვთის მცნებები და "განცადეს" - გამოსცადეს უფალი, - არ აღასრულეს ის, რასაც უფალი ეუბნებოდათ.

57. "და მიაქციეს და შეურაცხ-ყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშვილდად ელამად" - ისე მოიქცნენ, როგორც მათი მამები იქცეოდნენ უდაბნოში და ეგვიპტეში და "ელამ მშვილდად" გადაიქცნენ, ელამი არის გამოუსადეგარი მშვილდი, რომელიც არ შეიძლება მიზანში მოარტყა, მას მხოლოდ დასაწვავად თუ გამოვიყენებთ. სწორედ ასეთად, ღვთის მცნებების არაღმსრულებლად იქცა ისრაელის ერი.

58. "განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურებდეს მას" - ვიცით, რომ ისრაელის ერმა უამრავი ბორცვი, კერპი აღმართა, - ისრაელის სამეფოს ორად, ისრაელისა და იუდეის სამეფოებად გაყოფის შემდეგ, ისრაელის სამეფოში უამრავი ტაძარი ააგეს ისრაელიანებმა, სადაც კერპები დადგეს და ამ საქციელით განარისხეს უფალი.

59. "ესმა ღმერთს და უგულებელსყო და შეურაცხ-ყო ფრიად ისრაელი" - უფალმა ამის გამო ფრიად შეურაცხყო ისრაელი. ვიცით, რომ მიუხედავად იმისა რომ ისრაელის სამეფო ათი ტომისაგან შედგებოდა, იუდეის სამეფო კი მხოლოდ ორი ტომისაგან, ისრაელის სამეფოს გაცილებით დიდი განსაცდელები ეწეოდა ხოლმე, მტრები გაცილებით ადვილად აოხრებდნენ ისრაელის სამეფოში მცხოვრებ ისრაელის ერს, ვიდრე იუდეველებს. ეს სწორედ მათი უსჯულოების გამო ხდებოდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
12.09.2013
სამოცდამეთექვსმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat