უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ
უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ
ოთხმოცამესამე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

ფსალმუნის სათაურია "დასასრულსა, საწნეხელთათვის, ძეთა კორესთა".

ვიცით, რომ კორეს ძეები იყვნენ იერუსალიმის ტაძრის მგალობელთა გუნდის ლოტბარები, დავითმა ეს ფსალმუნი დაწერა და გადასცა მათ, რათა იერუსალიმის ტაძარში ეგალობათ. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, "საწნახელთათვის" აქ იგულისხმება, ეკლესიისათვის, ანუ ძირითადად ფსალმუნში განდიდებულია ახალი აღთქმის ეკლესია, ასევე მითითებული, თუ რაოდენი განსხვავებაა ძველი და ახალი აღთქმის ეკლესიებს შორის. ჩვენ ვიცით, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ძველი და ახალი აღთქმის ეკლესია, - ძველი აღთქმის ეკლესია ადამიანებს ამზადებდა ქრისტეს მოსვლისთვის, ხოლო ახალი აღთქმის ეკლესიას ადამიანები მიჰყავს ქრისტესთან, უფალთან, სასუფეველში.

1. "ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!" - ანუ რა საყვარელი და საოცარია შენი სამყოფელი, უფალოო, მიმართავს დავით წინასწარმეტყველი უფალს. ვიცით, რომ დავითს ჰქონდა უდიდესი ნიჭი განეჭვრიტა ღვთის უსაზღვრო სიყვარული, ღვთის სიკეთეები, მას წმინდა მამები ხშირად უწოდებენ ახალი აღთქმის კაცს ძველ აღთქმაში, იმდენად აღემატებოდა თავისი სულიერი მდგომარეობით ძველ აღთქმაში მცხოვრებ ადამიანებს. შეიცნო რა ღვთის ეს უდიდესი სიყვარული და მოწყალება დავითმა, ამ სიტყვებით განადიდებს უფალს და ეუბნება, საყვარელი და საოცარია შენი სამყოფელი, უფალოო, აქ იგულისხმება განუსაზღვრელად დიდი, საოცარი სიხარული სუფევს შენს სამყოფელშიო.

2. "ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღვთისა მიმართ ცხოველისა" - დაილევა ჩემი სული იმის სურვილით, რომ შენს საყოფელ ეზოში ვიყოო, ანუ დავითი აქ წინასწარმეტყველებს, რომ მოვა დრო როდესაც ძველაღთქმისეული პერიოდის ტაძარზე გაცილებით აღმატებული ღვთის სამყოფელები, ანუ ახალაღთქმისეული ეკლესია იქნება და ბრძანებს, იქ მსურს ვიყოო. ამით გვაუწყებს, თუ რაოდენ აღმატებული იქნება ღვთის განდიდება იმ ეკლესიაში, რომელიც ქრისტეს მოსვლის შემდეგ იქნებოდა დედამიწაზე; "გული ჩემი და ხორცი ჩემი იხარებდეს ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა" - ამით განიხარებს გული და ხორცი ჩემიო. რა თქმა უნდა, დავით წინასწარმეტყველმა მშვენივრად უწყოდა, რომ ახალი აღთქმის ეკლესიაში ხორციელად მიწაზე ვერ იქნებოდა, მაგრამ სწორედ ახალი აღთქმის ეკლესიის დაფუძნების შემდეგ, მას შემდეგ, რაც უფალმა გაუხსნა გზა ადამიანებს ცათა სასუფევლისაკენ, ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც სასუფეველი დაიმკვიდრა, სწორედ დავითი იყო და წინდაწინ განჭვრეტს თავის სულიერ მდგომარეობას, თუ როგორი სიხარულით აღივსებოდა ის და ყველა ის ადამიანი, რომლიც ზეციურ ეკლესიაში დაიმკვიდრებდა.

3. "და რამეთუ სირმანცა ჰპოვა თავისა თვისისა სახლი და გურიტმან - ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართუენი თვისნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო" - რამეთუ ჩიტმა და გვრიტმაც კი თავიანთი ბუდეები ჰპოვეს, მათაც კი თავისი თავშესაფარი აქვთ, სადაც თავიანთ მართვეებს ჩეკავენ, თავიანთ შთამომავლობას ამრავლებენ, და თუ მათ ჰპოვეს ეს, მით უმეტეს, ჩვენ, ადამიანებს უფრო გვაპოვნინებს უფალი იმ ადგილს, სადაც სულიერად აღვიზრდებით, სულიერად განვვითარდებით, - ეს არის შენი საკურთხეველი, ის საკურთხეველი, რომელზეც არა სისხლიანი მსხვერპლშეწირვა ხდება, არამედ სულიერი მსხვერპლშეწირვა, საკურთხეველი, რომელიც არა აჩრდილი იქნება, როგორც ძველაღთქმისეული, არამედ ჭეშმარიტი გზა სასუფევლამდე.

4. "ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ" - ნეტარია ის, ვინც შენს სახლშია დამკვიდრებული, - ახალი აღთქმის ეკლესიის წევრები, რადგან მათ უკვე შეუძლიათ, ამაქვეყნიდან გასვლის შემდეგ დაიმკვიდრონ ცათა სასუფეველი, დაიმკვიდრონ ის ნეტარება, სადაც საუკუნეთა აღსასრულამდე და საუკუნეთა აღსრულების შემდეგაც კი გაქებენ შენ, უფალოო.

5. "ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნა მისი შენგან არს; აღსლვა გულსა თვისსა დაიდვა" - ნეტარია ის კაცი, ვისაც შენი შეწევნა აქვს, უფალო, ვინც თავის გულში დაიდვა აღსვლაი, ანუ შენთან მოსვლა, - ვინც შენს მცნებებს აღასრულებს, ვინც შენ გადიდებს იმისათვის, რომ შენთან დაიმკვიდროს სამარადისოდო.

6. "ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქვა, და რამეთუ კურთხევა მოსცეს, რომელმანცა სჯული დასდვა" - "ღელესა მას გლოვისასა"-ში, როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, იგულისხმება ეს ქვეყანა, მიწიერი სამყოფელი, რომელიც ადამიანმა რა თქმა უნდა, თავისი ცოდვების გამო ბრძოლაში უნდა განვლოს, რათა უფალთან მარადიული სამკვიდრებელი დაიმკვიდროს. როგორც დავითი ბრძანებს, კურთხევა მოსცა, რომელმაც სჯული დადვა. ვინ დასდვა სჯული? - უფალმა ქრისტემ დაუდო ადამიანებს სჯული და სწორედ ამ სჯულის აღსრულებით მიეცემა კურთხევა ყველას, - თუ ადამიანი იგლოვს, ამ ქვეყანაში გლოვაში, თავის ცოდვებზე სინანულში გაატარებს ცხოვრებას, აქ იგულისხმება არა სასოწარკვეთლი გლოვა, არამედ სინანულით გლოვა, მას კურთხევა მიეცემა უფლისგან, რათა მასთან, უფალთან დაიმკვიდროს.

7. "ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაი სიონს" - როგორც სახარებაში უფალი ბრძანებს, სასუფეველი ცათა იიძულების, "ძალითი ძალათში" იგულისხმება სწორედ ის, რომ ადამიანი აიძულებს თავს, აღასრულოს ღვთის მცნებები და სწორედ თავის იძულებით, რომ არ ჩაიდინოს ცოდვა, რომ სიწმინდით იცხოვროს, მას უფალი გამოუჩნდება, ანუ ღვთის ძალით დაიმკვიდრებს ზეციურ იერუსალიმში.

8. "უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო" - აქ დავითი შეჰღაღადებს უფალს, რომ შეისმინოს ჩვენი ლოცვა, ყურად იღოს ჩვენი ვედრება, რათა, ღვთის წყალობით, ღირსი გავხდეთ სასუფეველში დამკვიდრებისა.

9. "მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედე პირსა ცხებულისა შენისასა" - უფალი ყველა ადამიანის მწეა, აქ დავითი უფალს ევედრება ყველა ცხებულისთვის, - ყველა ცხებულს მოხედეო, თუ ძველი აღთქმის პერიოდში ცხებულები მხოლოდ მეფეები იყვნენ, ახალი აღთქმის პერიოდში ყველა ქრისტიანი ცხებულია. სწორედ ამას შეჰღაღადებს დავითი უფალს, მოხედე ცხებულებს, ანუ ყველა შენს მადიდებელს, მათ, ვისზეც შენი წმიდა სულია გარდამოსული და დაამკვიდრე შენთანო.

10. "რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროს ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა" - დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს, ერთი დღე შენ ეზოში, ანუ ახალაღთქმისეული ეკლესიის ეზოში ყოფნა სჯობს, ათასობით ისეთ დღეს და წელს, რომელიც ეკლესიის გარეშე იცხოვრა კაცობრიობამ, ანუ ეს ერთი დღე უფრო აღმატებულია მთელ იმ პერიოდზე, რაც ახალაღთქმისეული ეკლესიის გარეშე იცხოვრა კაცობრიობამ; "ვირჩიე მე მივრდომაი სახლსა ღმრთისა ჩემისასა", - მსურს შენს სახლში ვიყო ერთი დღე, ვიდრე მრავალი წელი დავიმკვიდრო ცოდვილებთან ამქვეყნიურ სამყოფელშიო.

11. "რამეთუ წყალობაი და ჭეშმარიტებაი უყუარს უფალსა, მადლი და დიდება მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ" - წყალობა და ჭეშმარიტება უყვარს უფალს, ანუ ის, ვინც მოწყალეა, ის, ვინც ჭეშმარიტებით ცხოვრობს, ვინც ღვთის მცნებებს აღასრულებს, მას მადლს და დიდებას მისცემს ღმერთი, სიკეთეს არ მოაკლებს მათ, ვინც სხვას სიკეთეს უკეთებს და ვინც ღვთის გზებით დადის.

12. "უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ" - ნეტარია ის კაცი, ვინც ღვთის მცნებებს აღასრულებს, ვისაც ღვთის იმედი აქვს და ვინც უფალს განადიდებს, ასეთი ადამიანი ღვთის შეწევნით დაიმკვიდრებს სასუფეველში.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat