ეკრძალეთ ერი ჩემი შჯულსა ჩემსა
ეკრძალეთ ერი ჩემი შჯულსა ჩემსა
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

ფსალმუნის სათაურია "ფსალმუნი ასაფისი, გულისხმის-ყოფისათვის". გულისხმისყოფისათვის ნიშნავს, რომ არა პირდაპირად იგულისხმება, რაც ფსალმუნში წერია, არამედ უმთავრესი უნდა იგულისხმოთ ფსალმუნის სიტყვებში.

1. "ეკრძალეთ ერი ჩემი შჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა" - როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, "ჩემ ერში" იგულისხმება ღვთის თანამედროვე ერი, ანუ ქრისტიანები, - დავითის პირით უფალი მიმართავს ქრისტიან ერს: ნუ გადახვალთ ჩემი სჯულიდან, ყური ჩემს სიტყვებს მოაპყარით, ჩემი სიტყვები აღასრულეთო.

2. "აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდი მე იგავთა დასაბამისათა" - ეს წინასწარმეტყველება სწორედ მაცხოვარმა აღასრულა. სახარებიდან ვიცით, რომ მთელი თავისი ქადაგების პერიოდში მაცხოვარი იგავურად საუბრობდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება. ერთ-ერთი ადგილი, სადაც ნაწინასწარმეტყველებია, რომ მაცხოვარი იგავებით ისაუბრებდა, სწორედ ფსალმუნის ეს მუხლია.

3. "რაოდენი გუესმა და ვცნეთ იგი, და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ" - რაც გავიგონეთ, რაც ჩვენმა მამებმა გვითხრეს, ის ვისწავლეთო.

4. "არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკვირველებასა მისსა, რომელ ქმნა" - "ნათესავებში" უნდა ვიგულისხმოთ მოციქულები, რომელთათვისაც მაცხოვრის მიწიერი ცხოვრება არ იყო დაფარული, ისინი ყველას მიუთხრობდნენ ღვთის ქებულებას, ღვთის დიდებას და ღვთის საკვირველებას, რაც უფალმა ქმნა.

5. "და აღდგა საწამებელი იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაელსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა" - რა თქმა უნდა, უფალმა თავისი სწავლება იაკობსა და ისრაელს შორის დაიწყო, არა მარტო განკაცების შემდეგ, არამედ მანმადე, ძველი აღთქმის პერიოდში სწორედ ისრაელის ერს ასწავლიდა ჭეშმარიტებას. ისრაელი არის იაკობის მეორე სახელი. სწორედ ამის შესახებ ბრძანებს დავითი წინასწარმეტყველურად, - უფალმა იაკობის შთამომავლობას, ანუ მისგან წარმომდგარ ისრაელის ერს ასწავლა ჭეშმარიტებაო. ასევე, როდესაც უფალი განკაცნა, სწორედ ისრაელში, თავის შვილებს შორის, თავის ერიდან დაიწყო ქადაგება.

6. "რაითა ცნეს თესლმან სხუამან, შვილნი, რომელ იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდნენ ამას შვილთა მათთა" - უფალმა ისრაელიდან დაიწყო თავის სიტყვის ქადაგება, მაგრამ არა მარტო ისრაელს, არამედ მთელ წარმართობას მოუწოდა, რათა სხვა თესლმან, ანუ სხვა ერებმაც გაიგონ იმის შესახებ, რასაც უფალი მოუთხრობს, რასაც უფალი ქადაგებდა იმის გამო, რომ შემდეგ მათაც, წარმართობიდან მოქცეულმა ადამიანებმაც მოუთხრონ, უქადაგონ თავის შვილებს, შთამომავლებს და ადამიანის მოდგმა იყოს განბრძნობილი საღმრთო სიბრძნით.

7. "რაითა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაი მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათაი და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ" - რის გამოა საჭირო ეს ყველაფერი, - შთამომავლობასაც ვასწავლოთ ღვთის მცნებები და ღვთის საკვირველებანი, სასწაულები - რათა ადამიანებმა არ დაივიწყონ ღმერთი, ღვთის სასოება არ დაკარგონ და მისი მცნებებს მიჰყვებოდნენ.

8. "რაითა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან რომელმან არა წარიმართა გული თვისი და არცა სარწმუნო-ყო ღმერთისა თანა სული თვისი" - რათა ისინიც ისეთები არ იყვნენ, როგორებიც მათი მამები, ანუ იუდეველები და წარმართები იყვენენ. წარმართები საერთოდ დაშორებულები იყვნენ ღმერთს. იუდეველებმა უწყოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი, მათ უფალი აურაცხელ სასწაულებსაც აღუსრულებდა, მაგრამ ისინიც ძალიან ხშირად ივიწყებდნენ ამ სასწაულებსაც და თავად ღმერთსაც.

9. "ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშვილდებითა, იქცეს იგინი დღესა მას ბრძოლისასა" - ეფრემის ძეებში იგულისხმება მთელი ისრაელის ერი. დავითი ფსალმუნის ამ მუხლის სიტყვებში გულისხმობს შემდეგს: უფალმა სულიერ მებრძოლად შექმნა ისრაელის ერი, რათა მათ მთელს ქვეყანაზე გაევრცელებინათ ღვთის სიტყვა, თუმცა "იქცეს იგინი დღესა მას ბრძოლისასა", - ბრძოლის ჟამს გაიქცნენ ბრძოლის ველიდანო. იმის ნაცვლად, რომ მტრებს დაპირისპირებოდნენ და ღვთის სიტყვა გაევრცელებინათ, საერთოდ უარყვეს უფალი და უპირველესად თვითონ შეიქმნენ ღვთის მოწინააღმდეგეები.

10. "არა იმარხეს მათ აღთქუმაი ღმრთისაი და შჯულსა მისსა არა ინებეს სლვაი" - ეს კი იმის გამო ქმნეს ისრაელიანებმა, რომ ღვთის მცნების აღსრულება არ ისურვეს და ღვთის სჯულისამებრ არ ინებეს სვლა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ერს ეგონა ღვთის სჯულს აღასრულებდა, სინამდვილეში ღვთის სჯულის მოწინააღმდეგე შეიქმნა, - მათ რომ ღვთის სჯული ჭეშმარიტად აღესრულებინათ, მაშინ უფალს არ უარყოფდნენ.

11-12. "და დაივიწყეს მათ კეთილ-ყოფად მისთაი და საკვირველებაი მისთაი, რომელ უჩუენა მათ; წინაშე მამათა, რომელ ქმნნა საკვირველებანი ქუეყანასა მას ეგვიპტისასა და ველსა მას ტანეოსსა" - ისრაელიანებმა დაივიწყეს ყველაფერი, რაც მათ უფალმა უჩვენა, რომლებიც მათი მამების წინაშე აღესრულა ეგვიპტის ქვეყანაში და ტანეოსის ველზეო, - ბრძანებს დავითი. რა თქმა უნდა, ის საკვირველებანი, სასწულები, არა მარტო მათ, არამედ ყველა ადამიანს უჩვენა, რათა ყველა გაბრძნობილი იქნას ამით. მომდევნო მუხლებში უკვე ჩამოთვლილია სწორედ ის სასწაულები და ქმედებები, რომლებიც უფალმა ძველი აღთქმის პერიოდში უჩვენა ისრაელის ერს.

13. "განაპო ზღუაი და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი, ვითარცა თხიერთა" - "ზღვის განპობაში" ნაწინასწარმეტყველებია მეწამული ზღვის განპობის შესახებ, როდესაც მეწამული ზღვა შუაზე გაიყო და ზღვაში როგორც ხმელეთზე ისე გაიარეს ებრაელებმა, - ზღვის წყალი ისე დადგა როგორც "თხიერსა ზედაო". თხიერში წყლის ჭურჭელი, ტიკი იგულისხმება. როგორც ტიკში ჩასხმული სითხე ვერსად გაიქცევა, ასევე იყო იმ დროს მეწამული ზღვა, - წყალი ორად იყო გაყოფილი, ხმელეთზე მიდიოდა ისრაელის ერი, მაგრამ მათ ზღვის ტალღები არ ეხებოდათ.

14. "და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისაითა" - აქ იწინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ისრაელის ერს უდაბნოში მსვლელობისას უფლის ანგელოზი დღისით ღრუბლის სახით იფარავდა, ღამით კი ნათლის სვეტის სახით უნათებდა გზას.

15. "განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა" - როდესაც ისრაელის ერს უდაბნოში წყალი შემოაკლდა, უფალმა კლდე განაპო და იქიდან აღმოაცენა წყალი. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ასევე აქ წინასწარმეტყველურად შეიძლება ვიგულისხმოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც, საიდანაც მაცხოვნებელი წყარო, ანუ მაცხოვარი აღმოგვიცენდა.

16. "და გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი" - არა მცირე წყაროს მსგავსად, მდინარეებივით გარდამოდინდა წყალი კლდიდანო. ეგვიპტიდან გამოსვლის დროს ისრაელის ერი ძალზედ მრავალრიცხოვანი იყო. წყურვილის მოსაკლავად მათ არა თუ მცირე წყარო, მდინარეები სჭირდებოდათ და სწორედ ეს მისცა მათ უფალმა.

17. "და შე-ღავე-ძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა შინა" - თავიანთ შეცოდებებს შეცოდებები დაუმატეს ადამიანებმა, - განამრავლეს თავიანთი უსჯულოება და ამით "განამწარეს უფალი". უფალს არავითარი ვნება არა აქვს. როდესაც წერია ღმერთი განრისხდა, ან ღმერთი განმწარდა, არ იგულისხმება რომ უფალმა ამით ვნებულება გამოხატა, არამედ ეს არის ადამიანური გონებით ნათქვამი.

18-19. "და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათვის; და იდრტვინეს ღმერთისა და თქუეს; ნუ უძლოს მეა ღმერთმან განმზადებად ტაბლაი უდაბნოსა შინა?" - ისრაელიანებმა ისევ გამოსცადეს უფალი და უდაბნოში ყოფნის ჟამს საზრდელი ითხოვეს, თან დრტვინავდნენ უფლის მიმართ: უდაბნოში რას მოგვცემს საჭმელად უფალიო.

20. "ვინაითგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარჰრღუნიდეს, პურისა მოცემად ნუ უზლოა, ანუ განმზადებად ტაბლაი ერსა თვისსა?" - ამბობდნენ, - მართალია, წყალი მოდის, კლდიდან წყალი გარდამოგვიცენა ღმერთმა, მაგრამ პურის და საზრდელის მოცემას კი შეძლებს უდაბნოშიო? - თუ უფალმა წყალი აღმოუცენათ უდაბნოში, უნდა ეფიქრათ, რომ საზრდელსაც მისცემდათ. თანაც არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელის ერი ამ დროს ახალი გამოსული იყო ეგვიპტიდან და თან უამრავი შინაური ცხოველი ჰყავთ წამოყვანილი, მათ წყლის მოპოვება არ შეეძლოთ, თორემ საზრდელი ჯერ კიდევ ჰქონდათ, შეეძლოთ, ის ცხოველები დაეკლათ და ეჭამათ, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლად ჰყავდათ, მაგრამ იმდენად მიწიერნი არიან, რომ მათ უფრთხილდებიან.

21. "ამისთვის ესმა უფალსა და განრისხნა, და ცეცხლი აღატყდა იაკობსა შორის, და რისხვაი ახდა ისრაელსა ზედა" - ისრაელის ერის ურწმუნოებისა და დრტვინვის გამო განრისხდა უფალი და ცეცხლი და რისხვა გარდამოვიდა მათზეო.

22. "რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმერთისაი, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა" - ეს მოხდა იმის გამო, რომ ურწმუნონი იყვნენ, იმის გამო, რომ ღვთის მაცოცხლებელი ძალის არ სჯეროდათ.

23-24. "და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდმო და ბჭენი ცათანი განახუნა; და უწვიმა მათ მანანაი საჭმლად და პური ცათანი მოსცა მათ" - უბრძანა უფალმა ღრუბლებს, ცის ბჭეები გააღო და მისცა ისრაელის ერს მანანა, რომელიც ზეციურ პურად მონათლეს და მთელი ორმოცი წლის მანძილზე მანანათი საზრდოობდა უდაბნოში ისრაელის ერი.

25. "და პური ანგელოზთაი ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად" - არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ თითქოს მანანა იყოს ანგელოზთა პური, არამც და არამც, ანგელოზების პურში იგულისხმება სულიერი საზრდო, ის რომ სინას მთასთან უკვე სჯული და მცნებები მისცა ისრაელის ერს უფალმა და ამით, სულიერი სწავლებებით განაძღო, - არა მარტო ხორციელად, სულიერადაც განაძღო უფალმა ისრაელის ერიო.

26-27-28. "აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თვისითა ჩრდილოი; და აწვიმა მათ ზედა ვითარცა მიწა ხორცი და ვითარცა ქვიშაი, ზღუათი, მფრინველნი ფრთოვანი; და ცვიოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოის კარვებსა მათსა" - შემდეგ, როდესაც ისრაელის ერმა დაიწუნა მანანა და ხორცი ითხოვა, უფალმა უამრავი მწყერი მოუვლინა, რათა მათი დრტვინვა დაეცხრო და ისრაელელებისთვის ეჩვენებინა, რომ მას ყოველივე ძალუძს. შორს არა სჭირდებოდათ მათ მწყერის ხორცის ძებნა, არამედ ბანაკში, მათ კარვებთან ეცემოდა. სწორედ ამის შესახებ არის აქ მოთხრობილი.

29. "და ჭამეს და განძღეს ფრიად და გულის-თქმაი მათი მოსცა მათ" - ისრაელიანებმა ნაყროვანებით ჭამეს "ფრინველნი ფრთოვანი", - იმაზე მეტს ჭამდნენ, რაც არ იყო საჭირო.

30. "და არა ხუებულ იქმნნეს გულის-თქუმისა მათისაგან; იყოღა საჭმელი პირსა მათსა" - მიუხედავად იმისა, რომ უამრავი იყო საჭმელი, მათი გულისთქმა მაინც არ დასცხრა.

31. "და რისხვაი ღმრთისაი ახდა მათ ზედა; და მოსწყვიდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაელისანი დაამხუნა" - ამის გამო ღვთის რისხვა მოევლინა მათზე - მწყერის ხორცის ნაყროვანებით ჭამისგან უამრავი ისრაელიანი დაიხოცა უდაბნოში.

32. "ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა და არა ჰრწმენა საკვირველებათა მისთაი" - მიუხედავად ამ სასწაულებისა, ამის შემდეგაც სცოდა ისრაელის ერმა, "არ რწმენა", არ გაიხსენა ღვთის ქმნილი საკვირველება, - სცოდავდა და არ ახსოვდა, თუ რა სასწაულებს აძლევდათ მათ უფალი.

33. "და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით" - ვიცით, რომ უამრავი მათგანი მოწყდა უდაბნოში, სწორედ მათი ურწმუნოების გამო.

34-35. "რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობიედ ღმერთისა მიმართ; და მოიხსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მხსნელ მათდა არს" - როდესაც სასჯელებს მოუვლენდა მათ უფალი, მხოლოდ ამ დროს მოექცეოდნენ ხოლმე ისრაელიანები. ღვთისგანაც სწორედ იმის გამო ევლინებოდათ სასჯელები, რათა ღვთისკენ მოქცეულიყვნენ და ამ სასჯელის შემდეგ გაიხსენა ისრაელის ერმა, რომ ღმერთი იყო მათი მფარველი და ღმერთი აძლევდათ ყოველგვარ სიკეთეს.

36. "და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას" - ამის შემდეგ შეიყვარა უფალი ისრაელის ერმა, მაგრამ შეიყვარეს გარეგნული გამოხატულებით, შინაგანად კი ღვთის გარეშე დარჩნენ, რაც გამომჟღავნდა მაცხოვრის მოსვლის დროს.

37. "ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნეს აღთქუმასა მისსა" - მათი გულები არ იყო წრფელი და მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქოს ღვთის მცნებებს აღასრულებდნენ, სინამდვილეში არ იყვნენ ღვთის მცნებების აღმსრულებლები, რაც ნათლად გამოჩნდა როდესაც მაცხოვარი განკაცნა, იმით რომ მათ არ მიიღეს მაცხოვარი, მეტიც, ჯვარს აცვეს იგი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
12.09.2013
სამოცდამეთექვსმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat