იყავნ ხელი შენი კაცსა ზედა
იყავნ ხელი შენი კაცსა ზედა
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
ფსალმუნი არის წინასწარმეტყველება იმისა, რომ ასურეთი დაიპყრობდა შემცოდე ისრაელს. ასურეთი ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ სულიერი მნიშვნელობით, როდესაც ადამიანთა სულები დაპყრობილი იყო დაცემული ანგელოზების, ეშმაკის მიერ, საიდანაც გამოიხსნა უფალმა თავისი განკაცებით ადამიანი.

1. "რომელი ჰმწყსი ისრაელსა, მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა, რომელი ჰზი ზედა ქერაბინთა, განცხადენ" - დავით წინასწარმეტყველი მიმართავს უფალს: შენ ხარ ჩვენი, ისრაელის მწყემსი და "მოიხილე" ჩვენ ზედა, - მოგვხედე და შეგვიწყალეო. შემდეგი სიტყვებით დავითი განადიდებს უფალს, რომელიც ზის ზედა ქერუბიმთასა, რომელი წინა უძღვის იოსებს, რომელი არის ისრაელის მწყემსი.

2. "წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესა აღადგინე ძლიერებაი შენი და მოვედ ცხორებად ჩვენდა" - დავითი ჩამოთვლის ისრაელის რამდენიმე ტომს, მაგრამ აქ იგულისხმება ყველა ტომი და არა მარტო ისრაელის ერი, არამედ ყველა ადამიანი. უფალო, "შენ წინა უძღვი მათ" - შენ მიგვიძღვი წინ და მოგვხედეო. აღადგინე ძლიერებაი შენი და მოგვეც ცხორებად შენდა. ძველ აღთქმაში ძე ღვთისას ხშირად ეწოდება ჭეშმარიტება, ძალი ღვთისა, სიბრძნე, ძლიერება. დავით მეფე სულით განბრძნობილი იყო და იცოდა, მაცხოვარი რომ მოვიდოდა და სწორედ ამას ევედრება ღმერთს, - "აღადგინე ძლიერებაი შენი და მოვედ ცხორებად შენდა" - მოდი, განკაცდი, უფალო და გვაცხოვნე ჩვენო. დავითმა იცოდა, რომ უამისოდ კაცთა ცხონება და გამოხსნა შეუძლებელი იყო.

3. "ღმერთო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი და ვცხონდეთ" - შენკენ მოგვაქციე და შეგვეწიე, იმის გამო, რომ ვცხონდეთო, - მიმართავს დავითი უფალს ისრაელის ერის პირით.

4. "უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა?" - უფალო, როდემდე იქნები ჩვენს ლოცვებზე, შენს მონებზე განრისხებული? უფალს არავითარი ვნება არ აქვს, - არც მრისხანებს, არც მძვინვარებს, მაგრამ აქ ეს სიტყვები ნათქვამია ადამიანური გონებისთვის მისაწვდომად.

5. "მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა" - გასაჭირში ვართ, პურს ცრემლით ვჭამთ და ცრემლს ვსვამთ წყლის ნაცვლადო. ამ სიტყვებით აღწერილია ადამიანის ის სულიერი მდგომარეობა, რაც ძველი აღთქმის პერიოდში არსებობდა და კონკრეტულად რაც ისრაელიანებზე იყო ასურეთის ბატონობის დროს.

6. "მყვენ ჩუენ სახდომელ გარემოისთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხვიდეს ჩუენ" - ჩვენ გარშემო მყოფთათვის, მტრების სახდომელად ვართ განწირულნი, მტრები გვესხმიან თავს და გვეკიცხვიან, გაგვკიცხავენ და ამბობენ, - თუ ესენი, ისრაელიანები, მართლა ჭეშმარიტი ღვთის მსახურნი არიან, მაშინ ასეთი რამ რატომ მოიწია მათზე, რატომ არიან მტრებისგან შევიწროებულნიო, მაგრამ სწორედ იმის გამო მოეწია ეს ისრაელს, რომ ჭეშმარიტებას განუდგა.

7. "უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ" - ფსალმუნის ამ მუხლში ფაქტობრივად, იგივე, წინა მუხლში გადმოცემული აზრი მეორდება. ერთი და იგივე მუხლის გამეორებით დავით წინასწარმეტყველი თავის სათხოვარს უფრო განაძლიერებს და ამით კიდევ ერთხელ გამოხატავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღვთის შეწევნით და ძალით შეგვიძლია რაიმეს ქმნა და არა საკუთარი თავით.

8. "ვენახი ეგვიპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხ იგი" - ეგვიპტეში შეცვალე შენი ვენახი, შენი ერიო. ვიცით, რომ ეგვიპტეში ცხოვრების დროს ისრაელის ერი იყო ძალიან მცირე, ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტ ღმერთს ეთაყვანებოდნენ, არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული ღვთისმსახურება, მხოლოდ მოსეს შემდეგ, მოსეს ხელით მიეცათ ეს ისრაელიანებს, ამ დრომდე მხოლოდ გარდამოცემას იმარხავდნენ. სწორედ ამის შესახებ ბრძანებს დავითი, ეგვიპტეში ცვალე, ეგვიპტეში შეცვალე ვენახი, შენი ერი და ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ წარმართნი გააძევე და მათ ადგილზე ისრაელი დაასახლეო. აქ ნაწინასწარმეტყველებია ისრაელის ერის აღქმულ მიწაზე დასახლება, სადაც ამ დრომდე წარმართი ქანანელები სახლობდნენ.

9. "გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ ძირნი მისნი, და აღავსო ქუეყანაი" - მის წინაშე მათი გზები განამზადე, მათი ძირები განამზადე და აღივსო მთელი ქვეყანა. აქ იგულისხმება აღთქმული ქვეყანა.

10. "დაფარნა მთანი ჩრდილმან მისმან და ბაბილოთა მისთა - ნაძუნი ღმრთისანი" - კვლავ გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი, - მისმა ჩრდილებმა, მისმა ნერგებმა დაფარეს მთები, ირგვლივ ყველაფერი, მთელი აღთქმული ქვეყანაო.

11. "მისწდნა რქანი მისნი ზღუამდე და მდინარემდე - მწვერვალნი მისნი" - ზღვამდე და მდინარეებამდე გავრცელდა უფალო შენი დანერგილი ვენახის რქანი და წვერნი, ანუ ისრაელმა მთლიანად მოიცვა აღთქმული ქვეყანაო, ისევე როგორც შემდეგ მოციქულთა სიტყვამ მოიცვა მთელი დედამიწა.

12. "აწ რად მოჰხადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი?" - ახლა, ამჟამად კი რატომ მოარღვიე, უფალო, მისი ზღუდეები და რატომ ხდება ისე, რომ ყველა წარმავალი და გამომავალი მოჰყურძნიან, მოჰკრეფენ, დოვლათს ართმევენ ისრაელის ერს. ეს რატომ ხდება, უფალო? - ეკითხება დავით წინასწარმეტყველი უფალს.

13. "განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისმან, და ბრანგუმან მძვინვარემან მოძუა იგი" - სულიერადაც, ფიზიკურადაც და მატერიალურადაც განადგურებულია ისრაელის ერიო.

14. "ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას" - დავით წინასწარმეტყველმა უწყის, რის გამო ხდება ეს და ევედრება უფალს, - ღმერთო მოგვაქციე, ზეცით გარდამოიხილე და მოხედე ვენახს, რომელიც შენ დანერგე, - შენს ერს მოხედე, სადაც შენი ჭეშმარიტი სარწმუნოება იყო შენარჩუნებული, კვლავ აღუდგინე ის სარწმუნოება, რაც ჰქონდათო.

15. "და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა" - მოსეს სჯული ღვთისგან იყო მიცემული ადამიანებზე და სწორედ მოსეს სჯულმა ჰმნა, რომ თავიდან სულიერად განაძლიერა ისრაელის ერი, - ერთი ჭეშმარიტი ღვთის გარშემო შემოკრიბა და განამტკიცა მათი სარწმუნოება; "და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა", აქ უკვე დავითი საუბრობს მაცხოვრის განკაცების შესახებ. რა თქმა უნდა, სწორედ მაცხოვრის განკაცებით, შემდეგ ჯვარცმით და აღდგომით, მთლიანად, მთელი ადამიანური ბუნება იქნა განძლიერებული, - თუ მაცხოვრის მოსვლამდე ყველა ადამიანის გზა მხოლოდ და მხოლოდ ჯოჯოხეთისკენ მიდიოდა, მისი განკაცების შემდეგ ადამიანური ბუნება ღვთის ძალით განძლიერდა, უკვე ადამიანს მიეცა იმის შესაძლებლობა, უფალთან, სასუფეველში დამკვიდრებისა.

16. "მომწუარი ცეცხლითა და მოოხრებული რისხვითა პირისა შენისაითა წარწყმდენ" - აქ მოთხრობილია ძველი აღთქმის დროის ადამიანთა სულიერი მდგომარეობა, მომწყდარი და მოოხრებული იყო კაცთა სულიერი მდგომარეობა ძველი აღთქმის პერიოდში, რადგან არსაიდან გადარჩენა არ შეეძლოთ, გადარჩენის ერთადერთი გზა და იმედი იყო მაცხოვრის, მესიის მოლოდინი, რომელიც მოვიდოდა და გამოიხსნიდა კაცობრიობას.

17. "იყავნ ხელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა" - უფალო, შენი ხელი იყოს ადამიანებზე, შენი მარჯვენით - ძე ღვთისას მეშვეობით, შენი განკაცებით განაძლიერებ სულიერად კაცთაო.

18. "და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან და დიდებისაგან წყალობისა შენისა მაცხოვნენ ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით" - უფალო, არასოდეს განგშორდებით სულიერად, არასოდეს დაგიტევებთ და შენი დიდების წყალობით გვაცხოვნე ჩვენო; სიბრძნე, დიდება, ძალი ღვთისა, უმეტეს შემთხვევაში იგულისხმება მაცხოვრის განკაცება, სწორედ შენი განკაცებით გვაცხოვნე, უფალო და უკვე სამარადჟამოდ ვხადით, ვევედრებით შენს სახელს.

19. "უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა, და ვცხონდეთ" - ისევ და ისევ მეორდება ის მუხლი, რომელსაც რამდენჯერმე იმეორებს ამ ფსალმუნში დავით წინასწარმეტყველი, - ღმერთო, შენი ძალით გაგვაძლიერე, მოგვაქციე, შენი პირი გამოაჩინე ჩვენზე იმის გამო, რომ ვცხონდეთ. სხვაგვარად ადამიანის ცხონება შეუძლებელია, თუ არა ღვთის წყალობით და ღვთის დიდებით.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
12.09.2013
სამოცდამეთექვსმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat