შემეწიენ ჩუენ, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო
შემეწიენ ჩუენ, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნი მიმართულია ასაფისადმი. ასაფი იყო მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნებს წერდა, აძლევდა იერუსალიმის მგალობელთა გუნდს, რომლებიც დავითის ფსალმუნებს მსახურებაზე აღასრულებდნენ. სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნი ეხება იერუსალიმის განადგურებას, - ვიცით, რომ იერუსალიმი ორჯერ განადგურდა ერთიანად, - ერთი, ბაბილონელთა დროს, მეორედ რომაელთა მიერ, მაგრამ ბაბილონელთა შემდეგაც, იერუსალიმის აღდგენის შემდეგ, ანტიოქოსის დროს, უამრავი იუდეველი აღესრულა მოწამებრივად, სჯულის დაცვისთვის, ეს არის ცნობილი მაკაბელთა აჯანყებების წინა პერიოდი, როდესაც წმინდა ადგილებშიც კი შევიდნენ უსჯულოები და იქ კერპი დადგეს. ფსალმუნი მიესადაგება ყველა მდგომარეობას, რადგან იგი ამ ამბებამდე საუკუნეების წინაა დაწერილი და მასში, რა თქმა უნდა, არა კონკრეტულად ერთი რომელიმე ფაქტი და პერიოდია აღწერილი, არამედ მთლიანად იერუსალიმის ბედია ნაწინასწარმეტყველები.

1 "ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკვიდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმინდაი შენი; დადვეს იერუსალემი ვითარცა ხილისა საცავი", - დავითი წინასწარმეტყველებს იმის შესახებ, რომ წარმართები იერუსალიმის ტაძარს დაეპატრონებოდნენ და იერუსალიმი გადაიქცეოდა, როგორც "ხილის საცავი" - საწყობი, სადაც ადამიანებიც კი არ იქნებოდნენ. თავად იუდეველები იმდენად დაშორდებოდნენ სჯულს, რომ ისინი შეიქმნებოდნენ როგორც უსულო საგნები, როგორც ხილის საცავი, ჭეშმარიტი ღვთის მსახურების სული აღარ იქნებოდა იერუსალიმში.

2. "დაასხეს მძორები მონათა შენთაი. საჭმლად მფრინველთა ცისათა და ხორცნი წმინდათა შენთანი - მხეცთა ქუეყანისათა", - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი წინასწარმეტყველურად მიმართავს უფალს: - წარმართებმა უამრავი შენი მადიდებელი გაანადგურეს და მათი სხეულები ფრინველთა და ცხოველთა საჯიჯგნად დატოვესო. ასე მოხდა იერუსალიმში მაშინაც, როდესაც ბაბილონელებმა იერუსალიმი აიღეს, როდესაც ანიტიოქოსმა იერუსალიმი აიღო და იმ პერიოდშიც, როდესაც თავად იუდეველებმა, რომლებიც უკვე წარმართებზე უფრო უსჯულოდ იქცეოდნენ, უამრავი პირველი ქრისტიანი, - ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი მოსრეს.

3. "დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოის იერუსალიმსა, და არავინ იყოს მცველ მათდა" - იერუსალიმის გარშემო დაითხია წმინდათა, ღვთის მადიდებელთა სისხლი და სულიერად ისე იქნებიან იერუსალიმის მკვიდრნი განადგურებულნი, რომ მათი დამცველიც არავინ იქნებაო, წინასწარმეტყველებს დავითი.

4. "მიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა" - ამის გამო, არა თუ მტერთა, მოძმეთა საყვედრელ ვიქმენით. მოძმეთა საყვედრელი რის გამო ვიქნებით? - იმის გამო, რომ ჩვენ დავტოვეთ სჯული, ღვთის მცნებები შეურაცხვყავით. როდესაც ღვთის მცნებას შეურაცხვყოფთ და ჩვენზე ესევითარი რამ მოიწევა, ამ დროს ვხდებით მოძმის საყვედრელი, - ანუ მოძმე გვაყვედრის უსჯულოების გამო, უსჯულოდ რომ მოიქეცი ამის გამო მოიწიე განსაცდელიო, ხოლო მტერი არ გაყვედრის იმის გამო, რომ უსჯულო გახდი, - ჩემს მხარეს რომ გადმოხვედი, ამის გამო დაგემართაო.

5. "ვიდრემდის, უფალო, განჰრისხნე სრულიად და აღატყდეს ვითარცა ცეცხლი შური შენი?" - ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი კითხვით მიმართავს უფალს, - როდემდე იქნება, უფალო, ჩვენზე შენი რისხვა, როდემდე ვიქნებით ჩვენ, - იუდეველები ასეთ დღეშიო.

6. "მიჰფინე რისხვაი შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ, და მეფეთა ზედა, რომელთა სახეთა შენთა არა ხადეს" - შენი რისხვა მიაქციე მათზე, ვინც შენ არ გიციან, რომლებიც შენს სახელს არ ადიდებენ, პირიქით, შენი წინააღმდეგნი არიან.

7. "რამეთუ შეჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოხრეს" - მთელი ისრაელი გაანადგურეს მათ, უსჯულოებმა და ამიტომ ის რისხვა, რაც ამჟამად ჩვენზეა, აღიღე ჩვენგან და მათზე მოაწიეო.

8. "ნუ მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწანენ ჩუენ წყალობანი შენნი; უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად" - ჩვენს უსჯულოებებს ნუ მოიხსენებ უფალო, არამედ მოგვაქციე ამ უსჯულოებათაგან, რადგან სრულიად დავგლახაკდით. აქ, უპირველესად, სულიერი დაგლახაკება იგულისხმება, რაც იუდეველთა ღვთისგან განშორებით იყო გამოხატული. დავით წინასწარმეტყველი ამ სიტყვებით ევედრება უფალს: უფალო, განშორებულნი ვარ შენგან მთლიანად და შენკენ მოგვაქციეო.

9. "შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათვის სახელისა შენისა, უფალო, მიხსენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათვის" - შეგვეწიე, უფალო, არა იმის გამო, რომ ჩვენ ვართ კეთილმსახურნი, ამის გამო კი არ გთხოვთ უფალო შეწევნას, რადგან ჩვენ არ ვართ კეთილმსახურნი, არამედ შენი დიდების გამო, იმის გამო შეგვეწიე, რომ შენი სახელი განდიდდეს; ჩვენი ცოდვებიდან გამოგვიხსენ, გამოგვიყვანე, განგვაშორე ჩვენს ცოდვებსო.

10. "ნუსადა თქუაა წარმართთა; სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაი სისხლისა მის მონათა შენთაისა, რომელ დაითხია" - თუ მათი ღმერთია ჭეშმარიტი "სად არის ღმერთი იგი მათი?", ნუ ათქმევინებ ამას, უფალო, წარმართებსო, ევედრება დავითი უფალს. განადიდე შენი ერი, მოგვაქციე უსჯულოებიდან, კვლავ შენს მადიდებლებად გვაქციე და ამის გამო არა მარტო ჩვენთვის, წარმართთა შორისაც განდიდდება შენი სახელი. დავით წინასწარმეტყელი არა მარტო ისრაელიანებისთვის ევედრება უფალს, არამედ წარმართებისთვისაც. ეს სიტყვები ასევე წინასწარმეტყველურად არის ნათქვამი დავითის პირით, - როდესაც ღვთის სახელმა განდიდება დაიწყო ისრაელიანთა შორის, თავად წარმართთა შორისაც განდიდდა ღვთის სახელი, უფრო მეტადაც კი. ვიცი, რომ წარმართთაგან მეტი ადამიანი გახდა შემდეგ ღვთის მადიდებელი, ღვთის მიმდევარი, ვიდრე იუდეველთაგან.

11. "შევიდენ შენ წინაშე სულ-თქუმაი შებორკილებულთაი, სიმდიდრითა მკლავისა შენისაითა შეეწიე შვილთა მოკლულთასა" - შენს წინაშეა დაბორკილების სულთქმა, ანუ ლოცვა აღვლენილი. ვიცით, რომ ძველი აღთქმის ადამიანები დაბორკილნი იყვნენ სულიერად, - ადამიანს არ შეეძლო გათავისუფლებულიყო ცოდვის ბორკილისაგან და არ ჩავარდნილიყო ჯოჯოხეთში. ასეთ მდგომარეობაში მყოფი, ანუ სულიერად შებორკილი ადამიანების სულ-თქმა, ლოცვა შეისმინე უფალო და შენი მკლავის სიმდიდრით, - შენი განკაცებით, შენი ძით შეგვეწიე ჩვენ, მოკლულთა შვილებს, მათ შთამომავალთ, ვინც შენთვის თავი დადო და მათი შთამომავლობა განადიდე, თავად ისინი გახადე შენი მადიდებლებიო.

12. "მიაგე გარემოისთა ჩუენთა შვიდ წილად წიაღთა მათთა ყუედრება მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო" - შვიდ წილად მიაგე მათ ვინც შენი მაყვედრებელი, წინააღმდეგია, უფალოო. აქ არ შეიძლება ვიგულისხმოთ ადამიანები, არამედ დაცემული ანგელოზები, რომლებიც ყოველთვის ბოროტს უქადიან ღვთის მადიდებელ ადამიანს, სწორედ მათ მიაგე შვიდ წილად ის რასაც ადამიანებს უქადიანო.

13. "ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოისა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდეს ქებულებასა შენსა" - დავით წინასწარმეტყველი და თითოეული ჩვენგანიც შევღაღადებთ უფალს, - ჩვენ შენი ერი ვართ უფალო და როგორც ცხვარს, ცხვრების სამწყსოს უვლის მწყემსი, ზრუნავს ცხვრების სამწყსოზე, ასე მოგვხედე და იზრუნე ჩვენზე, იმის გამო, რომ მხოლოდ და მხოლოდ შენ, ერთადერთ ღმერთს აღგიარებთ უკუნისამდე და ჩვენს შთამომავლობას მოვუთხრობთ, განვუცხადებთ შენს ქებას, - მოვუთხრობთ იმ საქმეს, რაც შენ ჩვენს გადასარჩენად, მთელი კაცობრიობის გადასარჩენად აღასრულეო...


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
12.09.2013
სამოცდამეთექვსმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat