დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად
დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად
ფსალმუნი 47-ე
ორმოცდამეშვიდე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)

- "ფსალმუნი გალობისაი, ძეთა კორესთაი, მეორისა შაბათისაი" - ფსალმუნის სათაურში მოხსენიებულ "კორეს ძეებში" წინასწარმეტყველურად კვლავ მოციქულები უნდა ვიგულისხმოთ. როგორც კორეს ძეები განადიდებენ დავითის ფსალმუნთა გალობით უფალს, ასევე განადიდებენ უფალს მოციქულები თავიანთი ქადაგებით, ღვთისგან მიცემული სიტყვით, სწავლებით. როგორც დავითი აძლევდა ფსალმუნებს კორეს ძეებს და შემდეგ ისინი თვითონ გალობდნენ, გალობით განადიდებდნენ უფალს, ასევე უფალმა თავისი სიტყვა ჩაუდო, მისცა მოციქულებს და ისინი ღვთისავე სიტყვით ადიდებდნენ მას.

1. "დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა, მთასა წმიდასა მისსა" - ვიცით, რომ დიდია უფალი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველია და "ქებულია მის ქალაქში". აქ, როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, უნდა ვიგულისხმოთ ეკლესია ანუ დედამიწაზე "ღვთის ქალაქი" არის ეკლესია. თუ ქრისტეს მოსვლამდე ღვთის ქალაქი იყო იერუსალიმი, ქრისტეს მოსვლის შემდეგ ეს არის ეკლესია - იქ, სადაც ყველაზე მეტად განიდიდება უფალი, არის ეკლესია. "წმინდა მთაშიც" მიწიერი ეკლესია უნდა ვიგულისხმოთ. ეკლესია, ვიცით, რომ განიყოფა მიწიერ და ზეციურ ეკლესიად, ზეცა მთლიანად ეკლესიაა და იქ ყველაზე მეტად განიდიდება უფალი. დედამიწაზე კი ყველაზე მეტად უფალი ეკლესიაში განიდიდება.

2. "ძირმტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისაითა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოისანი, ქალაქი მეუფისა დიდისაი" - "ძირმტკიცედ" - საფუძვლიდანვე, მიწიდანვე ამოზრდილი, სიმტკიცით და სიხარულით მთელ ქვეყანაზე განიდიდება უფალი, განსაკუთრებით "მთასა სინისასა, გვერდსა ჩრდილოისასა" - სიონის მთა დასახლებული იყო ჩრდილოეთის მხრიდან, რადგან ჩრდილოეთის მხარე უფრო გრძივი იყო, მცენარეებიც მეტად ხარობდა და ნაყოფიერებით გამოირჩეოდა, ანუ საცხოვრებლად უკეთესი იყო. "ჩრდილოეთის მხარეში" იგულისხმება ისევ და ისევ ეკლესია, განსაკუთრებით ეკლესიის წარმართობიდან მოქცეული წევრები, სამხრეთის მხარეში - იუდეველები. იუდეველებმა გაცილებით მცირე ნაყოფი გამოიღეს, ვიდრე წარმართებმა. პირველ საუკუნეშივე გაცილებით მეტი წარმართი მოექცა ქრისტიანობაზე, ვიდრე იუდეველი. თავიდან სწორედ იუდეველებმა დაუწყეს დევნა ქრისტიანებს. "ქალაქი მეუფისა დიდისა" - ამ სიტყვებში წინასწარმეტყველურად გვაუწყებს დავითი შემდეგს: მიწიერი ღვთის ქალაქი არა მარტო იერუსალიმი და სიონი იქნება, არამედ მთელი სამყარო, ყველა მოქცეული ქრისტიანის ერთობა გახდება ღვთის ქალაქიო.

3. "ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას" - ღვთის ტაძრებში - ეკლესიაში განცხადდა ღვთის სახელი. როგორ? - უფალი შეეწეოდა თავის მოციქულებს. როდესაც მოციქულები ქადაგებდნენ, მათ დევნიდნენ და ავიწროებდნენ, მაგრამ ღვთის შეწევნით მაინც განაგრძობდნენ ქადაგებას. სწორედ ეს სასწაულად აღიქვეს წარმართებმა, ამის გამო უამრავი მოექცა ქრისტიანობაზე.

4. "რამეთუ ესერა მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად" - ქვეყნის მეფეები შედრკნენ - უამრავმა მეფემ მიიღო ქრისტიანობა. უამრავი წარმართი მეფე დევნიდა მოციქულებს, მაგრამ ეჭვი უჩნდებოდათ, მათი წარმართული სარწმუნოება უკვე შედრეკილი იყო. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ დაცემული ანგელოზებიც, რომლებიც მეფობდნენ, ხელმწიფებდნენ ქვეყნიერებაზე, რადგან უფლის მოსვლის შემდეგ არათუ შედრკნენ, არამედ მთლიანად განადგურდნენ. მათ ხელმწიფება, მეუფება წაერთვათ ადამიანებზე.

5. "მათ იხილეს ესრეთ და დაუკვირდა, შეშფოთნეს, შეირყინეს" - როდესაც მოციქულთა სიმტკიცე ნახეს, გაუკვირდათ - თუ რა ძალით იქმოდნენ ამას მოციქულები. შეშფოთდნენ და შეირყნენ. წარმართობა შეირყა. წარმართობა შეირყა და დაინგრა არა მარტო იმით, რომ უამრავი წარმართი გახდა ქრისტიანი, არამედ იმითაც, რომ თავად მათ შორისაც, რომლებიც წარმართებად დარჩნენ, წარმართული სარწმუნოება, რწმენა იქნა შერყეული.

6. "და ძრწოლამან შეიპყრნა იგინი; მუნ სალმობაი, ვითარცა შობადისაი" - შეძრწუნებული დარჩნენ წარმართები და ისეთივე სალმობა-ტკივილი ჰქონდათ, როგორიც მშობიარეს. თუმცა მშობიარეს აქვს ტკივილი, მაგრამ ეს სასიხარულო ტკივილია. ასეთმავე ტკივილმა შეიპყრო წარმართობა. მოციქულებმა ღვთის სიტყვის ქადაგებით მათ გაუნადგურეს სარწმუნოება. წარმართობის ნამდვილი არსის დანახვამ, თუ რას ეთაყვანებოდნენ ისინი, ტკივილი აგრძნობინათ, მაგრამ ქრისტიანობის მიღებით ის სიხარულით ეცვლებოდათ.

7. "ქარითა სასტიკითა შეჰმუსრნე ნავნი თარშისანი" - თარშის ნავები - სავაჭრო ნავებია, რომლებითაც უამრავი სიმდიდრე გადაჰქონდათ და გადმოჰქონდათ. გამოთქმა, "თარშის ნავები", ამ ადგილზე მიწიერების აღმნიშვნელია. "სასტიკ ქარში" უნდა ვიგულისხმოთ მოციქულთა სიტყვა - ე.ი. მიწიერება შეიმუსრა მოციქულთა სიტყვით, ადამიანებში მათი ქადაგებით სულიერებამ დაიმკვიდრა, განსულიერდნენ ადამიანებიო, - ბრძანებს დავითი წინასწარმეტყველურად.

8. "ვითარცა გუესმა, ეგრეცა - და ვიხილეთ ქალაქსა უფლისა ძალთაისა, ქალაქსა ღმრთისა ჩვენისასა; ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე" - როგორც გვესმა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ისე მოხდა ყველაფერი, ისე ვიხილეთ; უფალმა დააფუძნა "მისი ქალაქი" - ეკლესია და უკუნისამდე ეგოსო, - ბრძანებს დავითი ფსალმუნის ამ მუხლში. როგორც ვიცით, სამყაროს აღსასრულამდე, სანამ მიწა იარსებებს, ეკლესიაც ყოველთვის იარსებებს, დედამიწაზე ყოველთვის იქნება ის ადგილი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ სულიერი სიმშვიდე, ჭეშმარიტება და ხსნა პოვონ.

9. "შევიწყნარეთ წყალობაი შენი, ღმერთო, შორის ერსა შენსა" - ღვთის წყალობა შევიწყალეთ. რა წყალობა? - უფალი რომ მოვიდა, ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღდგა. ეს წყალობა იყო ადამიანებისთვის, ამით უფალმა ადამიანები გამოიხსნა. ეს შევიწყნარეთ - გავიგეთ, მივიღეთო. არა მარტო იუდეველებმა, ისრაელის ერმა, მთელმა სამყარომ მიიღო ეს. სამყაროში არ დარჩენილა ადგილი, სადაც ქრისტიანული თესლი არ დათესილა.

10. "ვითარცა არს სახელი შენი, ღმერთო, ეგრეცა ქებაი შენი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი" - როგორც შენი სახელია მიუწვდომელი, განუსაზღვრელი, ადამიანთათვის წარმოუდგენელი, ასევეა შენი ქება. იმდენად განდიდდა, ისეთი ქება აღუვლინეს მიწაზე მყოფმა ადამიანებმა უფალს, რომ როგორც ღვთის სახელია მიუწვდომელი, ასევე ღვთის ქება მიუწვდომელი - ენით გამოუხატავი შეიქნა ჩვენთვის, კაცთათვის. ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენლად განადიდა კაცობირობამ უფალი. "სიმართლითა სავსე არს მარჯვენე შენი" - ღვთის საქმეები, რასაც ადამიანებისთვის აკეთებს უფალი, ყოველთვის სიმართლითაა სავსეო, - გვაუწყებს დავით წინასწარმეტყველი. ფსალმუნის ამ სიტყვებით, ღვთის სიმართლე არის წყალობა ადამიანების მიმართ. უფალმა რომ ისე განსაჯოს კაცობრიობა, რისი ღირსიც არის, ვერც ერთი ადამიანი ვერ განერიდებოდა სასჯელს, მაგრამ ღვთის სიმართლე სწორედ ის არის, რომ მოწყალეა უფალი და მოწყალებით განსჯის ადამიანებს.

11. "იხარებდინ მთაი სიონი და იშუებდედ ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათვის, უფალო" - სიონის მთაში ახალაღთქმისეულად უნდა ვიგულისხმოთ ეკლესია. ეკლესია ყოველთვის იხარებს ღვთის დიდებით და იქ შვებით ცხოვრობენ, ცოდვებისგან გათავისუფლებულად "ასულნი ჰურიატანისანი", - წინასწარმეტყველურად ბრძანებს დავითი. ჰურიასტანის ასულებში უნდა ვიგულისხმოთ ყველა უფლის განმადიდებელი.

12. "მოადეგით სიონსა და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა შორის მისსა" - აქ უკვე არის მოციქულებისა და მათ მემკვიდრეთა დავალება - "სიონს მოადექით" - ანუ ეკლესიას გარშემოადექით, მოიცევით - მთლიანად დაიმკვიდრეთ და "მის გოდლებს მიუთხრობდეთ მის დიდებას". სწორედ მოციქულები და სასულიერო პირები არიან ისინი, რომლებმაც ეკლესიის წევრები უნდა დაიცვან "გონიერთა მგელთაგან" ანუ ეშმაკისა და ცრუ სწავლებებისაგან.

13. "დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა და განიყავთ ტაძრები მისი, რაითა მიუთხრათ ნათესავსა სხუასა" - ეს სიტყვებიც მოციქულთა მიმართაა წარმოთქმული. ღვთის ძალა თქვენს გულში დაამკვიდრეთ და "განიყავით მისი ტაძრები" - დედამიწა გაიყავით, სხვადასხვა ადგილზე იქადაგეთ, რათა მთელ ქვეყანაზე იქნეს მოდებული, გავრცელებული ღვთის სიტყვა, ყველა ადამიანმა გაიგოსო.

14. "რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე და ამან დამმწყსნეს ჩუენ უკუნისამდე" - რამეთუ ის, რომელ ღმერთსაც მოციქულები ქადაგებდნენ, ის, რომელ ღმერთსაც დედაეკლესია განადიდებს, არის ჭეშმარიტი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე. არ შეიძლება სხვა ჭეშმარიტი ღმერთი გამოჩნდეს. სწორედ ქრისტემ, ჭეშმარიტმა ღმერთმა დაგვმწყსოს ჩვენ უკუნისამდე - არა სამყაროს აღსასრულამდე, რაღაც პერიოდამდე, არამედ სამარადისოდ, დაუსრულებლადო.

P.S. ფსალმუნი წინასწარმეტყველურია, მასში არის წინასწარმეტყველება ღვთის განკაცების, მოციქულთა ქადაგების შესახებ, ასევე მოწოდება მოციქულთათვის, როგორ უნდა განედიდებინათ უფალი და გაევრცელებინათ ღვთის სიტყვა. ყველა ქრისტიანის მიმართაც არის ეს მოწოდება, რადგან ყველა ქრისტიანის უპირველესი მოვალეობა ღვთის სიტყვის გავრცელებაა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat