ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: "უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ?"
ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: "უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ?"
ფსალმუნი XXXIV
34-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
1. "საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა" - ფსალმუნის ამ სიტყვების წარმოთქმით დავით წინასწარმეტყველი უფალს მიმართავს: ბრძოდე და დაგვიფარე, უფალო, დაცემული ანგელოზებისგან, რომელთაც ჩვენი სულის დაღუპვა სურთ. სწორედ დაცემული ანგელოზები არიან ჩვენი მავნებელნი, ზიანის მომყენებელნი. ისინი არიან მარადის ადამიანის მბრძოლნი და ადამიანის სულის დაღუპვისთვის მოცადენი.

2. "აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა" - ჭურში აქ იგულისხმება საჭრისი, ხმალი, მახვილი. დავითი უფალს შეჰღაღადებს: აღიღე, უფალო, მახვილი და ფარი და "აღდეგ მწედ ჩემდა". ისევე როგორც ბრძოლისთვის გამზადებულმა მებრძოლმა მახვილი და ფარი უნდა აიღოს საომრად, ასევე შევთხოვთ უფალს, დაგვიცავი შენი ფარით და მახვილით და შემწე იყავი ჩვენიო.

3. "განფინე მახვილი შენი და შეკრიბე წინაკერძო მდევართა ჩემთაისა; არქუ სულსა ჩემსა: მხსნელი შენი ვარი მე" - შენი მახვილი აღმართე, შენი ყველა მახვილი ჩვენს მდევართა - ბოროტი სულების წინააღმდეგ შეკრიბე. უფლის ძალა, შესაძლებლობები განუსაზღვრელია. სწორედ ამ მიუწვდომელი, განუსაზღვრელი ძალით დაგვიფარე მდევართაგან. ჩვენს სულს კი უთხარი - "შენი მხსნელი ვარო", ე.ი. შენი მოწყალება მიჩვენე, ჩემს გულში აღძარი სასოება, რათა ვირწმუნო, რომ შენ ხარ ჩემი მხსნელი, უფალო.

4. "ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა" - რცხვენოდეს და კდემოდეს - განქარვდეს ამ ქვეყნიდან, ვინც ჩემს, ადამიანის, სულს ეძიებს. ვინ ეძიებს ადამიანის სულს? - დაცემული ანგელოზი. უკუიქცენ ისინი ჩვენგან და სირცხვილეულ იქმნენ. დაცემული ანგელოზი მაშინ იქნება შერცხვენილი, როდესაც ცდილობს ადამიანის სულის წარწყმედას, მაგრამ ღვთის მოიმედე და მსასოებელი კაცი ღვთის შეწევნით იქნება დაცული და ცხონებული და ვერ მოახერხებს მის წარწყმედას.

5. "იქმნენ იგინი, ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოზმან უფლისამან აჭირვენ მათ" - როგორც მტვერია უძლური ქართან, ასევე იყვნენ უძლურნი ბოროტი სულები ადამიანის სულის წარწყმედაში. ღვთის ანგელოზმა, რომელიც იცავს და მფარველობს ადამიანს, აჭირვოს იგინი. ღვთის ანგელოზი მაშინ იფარავს ადამიანს და აჭირვებს მის წინააღმდეგ აღძრულ დაცემულ სულებს, როდესაც თავად ადამიანს სურს უფლის მიერ დაცვა და მას მფარველობას შესთხოვს.

6. "იყვნენ გზანი მათნი მთელ და საცთომელ და ანგელოზმან უფლისამან დევნნეს იგინი" - ხოლო ბოროტი, დაცემული სულების გზები ბნელითაა მოცული, აცდენილია ჭეშმარიტების გზას და უფლის ანგელოზი დევნის ყოველთვის.

7. "რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საფრთხისა მათისაი და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა" - რის გამო ხდება ეს? იმის გამო, რომ მახეები დამიგეს, საფრთხეები გამიმზადეს, რათა ღვთის გზას ავცდე და განვიხრწნა, მაგრამ თუ უფალი შემეწევა, ამაო იქნება მათი ეს საქმეები და ამაოდ აყვედრებენ ასეთ შემთხვევაში ჩემს სულს, თუკი ღვთის მფარველობით მე მათ მახეებში არ აღმოვჩნდები.

8. "ეწიენ მათ საფრთხე, რომელ არა უწყოდიან, და სანადიროი, რომელ დაარწყუეს, შეიპყრეს იგინი და საფრთხესავე მათსა შეითხინედ" - ფსალმუნის ამ მუხლში შეიძლება ვიგულისხმოთ ისიც, რაც დაცემულმა ანგელოზმა მოუმზადა განკაცებულ მაცხოვარს - რათა ის ჯვარს ეცვა. თვითონ მოუმზადა ჯვარცმა, მაგრამ ის თავადვე ჩავარდა საფრთხეში. მან ისურვა, კაცობრიობის მხსნელი მოეკლა. რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ ის იყო ჭეშმარიტი ღმერთი, განკაცებული ღმერთი. მოინდომა მისი გადადგურება, მაგრამ თვითონვე ჩავარდა თავისივე მიერ გათხრილ ორმოში და თვითონ იქმნა უკვე შეპყრობილი და განადგურებული.

9. "ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებოდეს მაცხოვარებითა მისითა" - ყველა ადამიანის სული იხარებს იმით, რაც მაცხოვარმა ქმნა ჩვენთვის, იმით, რომ განქარდა ბოროტის ხელმწიფება, მისი მაცხოვარებით, განკაცებული ღმერთით იხარებს ჩვენი სული.

10. "ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: "უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იხსენ გლახაკნი ხელთაგან უძლიერესთა მისთაისა და გლახაკი და დავრდომილი მიმომტაცებელთაგან მისთა" - ძვალი, საფუძველი - ჩვენი სარწმუნოება იხარებს. ჩვენი სარწმუნოებით ვამბობთ: "უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ?" - ვინ ემსგავსება იმ მეუფეს, რომელმაც იხსნა ყველა ადამიანი, "გლახაკნი ხელთაგან უძლიერესთა მისთაისა?" ჩვენ ვიცით, რომ პირველქმნილი ცოდვით დაცემის შემდეგ, ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანი დაგლახაკებული იყო სულიერად და ბოროტის ხელმწიფებაში იყო შთავრდომილი. სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლში: ეს დაგლახაკებული ადამიანები უძლიერესთაგან იხსენი და დავრდომილი ვინც მიიტაცა, ვის ხელშიც იყო გლახაკი და დავრდომილი კაცობრიობა, მათგან - ბოროტისგან იხსენი, უფალო.

11. "რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და რაი-იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი წინასწარმეტყველებს მაცხოვრის ჯვარცმის წინა პერიოდის შესახებ. როგორც ვიცით, მაცხოვრის წინაშე აღდგნენ ცრუ მოწმეები, რომლებიც ცილს სწამებდნენ მას. როგორც სახარება გვეუბნება - მათი "წამება" არ იყო ერთნაირი. შეუძლებელი იყო, მათი ცრუ წამებანი დამთხვეოდა ერთმანეთს. "რაი-იგი არ უწყოდე, მკითხვიდეს მე" - აქ ის კი არ იგულისხმება, რომ უფალმა რაიმე არ იცოდა, არამედ: რაც არ მიქმნია, იმას მაბრალებდნენო.

12. "მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკვდროებაი სულისა ჩემისაი იზრახეს" - უფალი კაცობრიობის, უკლებლივ ყველა ადამიანის ხსნისთვის მოვიდა, მათთვისაც კი, ვინც იგი ჯვარს აცვა. ამ სიკეთის წილ კი ბოროტება - შეურაცხყოფა, ნერწყვა, ჯვარცმა მიაგეს მას.

13. "ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსო ძაძაი და დავიმდაბლო მარხვითა სული ჩემი, და ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს" - გრძელდება წინა მუხლებში დაწყებული წინასწარმეტყველება: როდესაც ისინი მაჭირვებდნენ მე, ძაძა შევიმოსე და მარხვით დავიმდაბლე სული ჩემი. ეს მაცხოვრის სიტყვებია, დავითის მიერ წინასწარმეტყველურად წარმოთმული. ძაძით შემოსვა და მარხვით სულის დამდაბლება არის მწუხარების ნიშანი - მაცხოვარი გვაუწყებს, რომ ის წუხს მათთვის, მათი სულებისთვის, ვინც ის ჯვარს აცვა. "ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მიექცა" - აქ ნაუწყებია განკაცების საიდუმლოება - ლოცვა არის უფალთან საუბარი. ის თავად უფალს არ სჭირდებოდა. ლოცვა სჭირდება ადამიანს. და იმ დროს, როდესაც განკაცებული უფალი ლოცულობდა, თავადვე იყო ის, ვინც ლოცულობდა და ისიც, ვის წინაშეც ლოცვა იყო აღვლენილი. მაცხოვრის ლოცვა აღვლენილი იყო იმისათვის, რომ ჩვენ გვენახა, როგორ უნდა გველოცა.

14. "ვითარცა ძმაი და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ, ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი" - როგორც ძმას და მეგობარს მიხედავს ადამიანი, ისე მივხედე კაცობრიობას, როგორც მწუხარე და მგლოვიარე ადამიანია დამდაბლებული, ისე დავიმდაბლე თავი - ეს სიტყვებიც მაცხოვრისაა, დავით წინასწარმეტყველის პირით წარმოთქმული. უფალმა უფრო მეტადაც დაიმდაბლა თავი კაცობრიობის ხსნისთვის. იმაზე უდიდესი სიმდაბლე - ღმერთმა რომ ხორცი შეისხა და განკაცნა, - არ შეიძლება იყოს გამოვლენილი სამყაროში.

15. "და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ, განიყვნეს და არა შეინანეს" - როდესაც მაცხოვარი შეიპყრეს, ებრაელები იხარებდნენ იმის გამო, რომ იგი ჯვარს უნდა ეცვათ. "შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი" - განსაცდელები, გვემანი, ნერწყვანი მოავლინეს მაცხოვარზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი განიყვნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ თანამოძმეთა ბოროტ ზრახვებს. მათ კი, ვინც ბოროტს ზრახავდა მაცხოვრის წინააღმდეგ, არ შეინანეს თავიანთი საქციელი. სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებს დავითი ფსალმუნის ამ მუხლში.

16. "განმცადედ მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი" - ფსალმუნის ეს მუხლიც მაცხოვრის სიტყვებია, დავითის პირით წარმოთქმული: განმცადეს, შეურაცხმყვეს, გამწარებულები იყვნენ ჩემზე და ყველანაირად ცდილობდნენ, ჩემზე ბოროტება ექმნათო.

17. "უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირსსაქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდშობილებაი ჩემი" - ამ სიტყვებს უკვე დავით წინასწარმეტყველი ამბობს მთელი ძველი აღთქმის კაცობრიობის პირით: უფალო, როდის მოგვხედავ, როდის განკაცდები, როდის დადგება ის ბედნიერი დღე, როდესაც კაცობრიობა გამოიხსნება შენი განკაცებით? შემდეგ კი უფალს შესთხოვს: განმაშორე ჩემი შთამომავლების, იუდეველთა საქმეებისგან - რომელთა შესახებაც წინა მუხლებში იყო საუბარი მაცხოვრის ჯვარცმასთან დაკავშირებით, მით უფრო ფარისეველთა, მწიგნობართა საქმეებისგან განმაშორეო. დავითის სიტყვით, ფსალმუნის ამ მუხლში იუდეველთა ელიტა მტაცებელ ლომად არის წარმოდგენილი.

(გაგრძელება იქნება)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat