უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით
უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით
ფსალმუნი XXVIII
ოცდამერვე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

1. "შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა"
- დავითი ფსალმუნის ამ მუხლში ბრძანებს: ღვთის შვილები შესწირავდით შესაწირავს უფალსო. ღვთის შვილებში იგულისხმება ებრაელი ერის ის ნაწილი, რომელიც მიიღებდა მესიას, გახდებოდა ქრისტიანი, "ვერძების შვილებში" კი, როგორც წმინდა კირილე ალექსანდრიელი გვეუბნება, - წარმართთა შვილები. როგორც ვერძია თავისი სიჯიუტით ცნობილი, ასევე იყვნენ წარმართნი თავიანთი წარმართული სარწმუნოებით ჯიუტნი, ღვთის წინააღმდგომნი, მაგრამ სწორედ მათი შვილები გახდებიან ღვთის მადიდებლები და უფლისთვის მსხვერპლის შემწირველნი. ამ მუხლში წარმართთა მოქცევაზეა საუბარი. ბოლო სიტყვებით "შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა" დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: ორივე ერი - "ღვთის შვილები" და "შვილნი ვერძთანი", ებრაელები და წარმართები ერთობლივად შესწირავენ დიდებას უფალს, როდესაც ქრისტეს სჯულზე მოექცევიან და ქრისტეს ეკლესიაში გაერთიანდებიან.

2. "შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა, თაყვანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა"
- ფსალმუნის ამ მუხლში საუბარია ძველი აღთქმის სისხლიანი მსხვერპლშეწირვის დასრულებასა და ახალი აღთქმის მსხვერპლზე - ღვთის დიდებასა და თაყვანისცემაზე, სულიერ უსისხლო მსხვერპლზე, რომელსაც "ეზოსა შინა წმიდასა მისსა" - ეკლესიებში შესწირავენ ადამიანები უფალს.

3. "ხმაი უფლისაი წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაი ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა" - ფსალმუნის ეს მუხლიც წინასწარმეტყველურია. დავითი წინასწარმეტყველებს იმის შესახებ, რომ კაცთა წინაშე "წყალთა ზედა" - მაცხოვრის ნათლისღების ჟამს გაცხადდება უფლის, ყოვლადწმინდა სამების სახელი. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებმა უწყოდნენ ღვთის სამპიროვნების შესახებ, ღვთის ამ უდიდესი საიდუმლოს შესახებ ძველ აღთქმაშიც იყო მინიშნებები, მაგრამ დაფარულად, რადგან ადამიანები ამას ვერ აღიქვამდნენ. კაცთა წინაშე ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოს განცხადება სწორედ "წყალთა ზედა" - მაცხოვრის ნათლისღების ჟამს მოხდა.

4. "ხმაი უფლისაი ძლიერებით, ხმაი უფლისაი დიდშუენიერებით" - ძლიერებითა და დიდად შუენიერებით განცხადდა ღვთის ხმა, როდესაც ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთმა ჰიპოსტასმა ინება განკაცება და მოვიდა, კიდევ უფრო განდიდდა და განმტკიცდა ღვთის სახელი ადამიანთა შორის.

5. "ხმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგინი ლიბანისანი" - როგორც ვიცით, ძველ აღთქმაში წინაწარმეტყველნი ნაძვს ხშირად უწოდებდნენ ისრაელის ერს, ხოლო "ნაძვნი იგი ლიბანისანი" ისრაელის ერს შორის რჩეულნი - მათი უხუცესები, მღვდელმთავრები და მწიგნობრები არიან, რომლებმაც არ მიიღეს უფალი. შემუსრავს ხმა უფლისა, სიტყვა ღვთისა - განკაცებული ღმერთი იმ უსჯულოებსაც და მათ სწავლებასაც. მართლაც, ვიცით, რომ როდესაც I საუკუნეში, მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, რომაელებმა იერუსალიმი აიღეს, 2 მილიონზე მეტი ებრაელი გაანადგურეს. მათ შორის არც ერთი ქრისტიანი ებრაელი არ იყო.

6. "და დააწულლნეს იგინი ვითარცა ხბოი იგი ლიბანისაი და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისაი" - ძველ აღთქმაში სისხლიან მსხვერპლს სოლომონის ტაძარშიც სწირავდნენ. მხოლოდ იქ აღესრულებოდა მსხვერპლშეწირვა ღვთის წინაშე. "ლიბანის ხბოში" კი წარმართული მსხვერპლშეწირვა იგულისხმება. დავითი ბრძანებს: როგორც წარმართულ მსხვერპლს დაამხობს უფალი, ასევე დაამხობს მათაც, ვინც უფალს არ მიიღებსო. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელიანნი თავს ჭეშმარიტების მიმდევრებად თვლიდნენ, ასეთნი არ აღმოჩნდნენ.

7. "ხმამან უფლისამან განკვეთის ალი ცეცხლისაი" - უფალმა ეშმაკის ალი, ეშმაკის მბრძანებლობა დედამიწაზეც და ჯოჯოხეთშიც კი განკვეთა და გამოიხსნა ძველი აღთქმის მართალთა სულები.

8. "ხმამან უფლისამან შეძრის უდაბნოი და შეაძრწუნის უფალმან უდაბნოი იგი კადისაი" - როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, უდაბნოში წარმართთა საკრებულოები, წარმართთა გულები იგულისხმება. მათ სამფლობელოებს "შეაძრწუნის" უფალი - განდევნის, განწმენდს ბოროტი ზრახვებისგან, მათაც ქრისტიანობაზე მოაქცევს - თავის მიმდევრებად აქცევს.

9. "ხმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაი მისი" - ირემში ღვთის მცნებებისკენ მოქცეული ადამიანები იგულისხმებიან. როგორც ირემია უბოროტი და არც ერთი ცხოველის ვნება არ შეუძლია, ასევე არიან ღვთისკენ მოქცეული ადამიანებიც. ასეთებს განამტკიცებს უფალი. ბაღნარი მიწიერი თვალსაზრისით გამორჩეულად ლამაზი, გამწვანებული ადგილებია, აქ კი სულიერ "მაღნარზე" - ზეციურ სასუფეველზეა საუბარი. ვიცით, რომ მაცხოვრის მოსვლამდე დახშული იყო ადამიანთათვის სასუფევლის კარი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით გაიღო. სწორედ ამაზეა საუბარი, როდესაც დავითი ბრძანებს ღვთისკენ მოქცეული ადამიანების შესახებ - "განუცხადნის მაღნარნი". ფსალმუნის ბოლო სიტყვები შემდეგს გვაუწყებს: უფლის წმინდა ტაძარში - ქრისტიანულ ეკლესიაში ყველა მოქცეულმა დიდება თქვასო.

10. "უფალმან წყლითრღუნაი დაამკვიდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე" - "წყლითრღუნის დამკვიდრებაში" წმინდა ნათლისღების დაწესება იგულისხმება. როგორც წარღვნამ წარხოცა წარღვნამდელი კაცობრიობის ცოდვები, ყველა უსჯულოება, რაც მანამდე არსებობდა და კაცობრიობამ ხელახლა დაიწყო არსებობა, ასევე წარხოცავს ნათლისღება ადამიანის ყოველგვარ უსჯულოებას. "და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე" - ვიცით, რომ მაცხოვარი განკაცდა, ჯვარს ეცვა, მკვდრეთით აღდგა, ზეცად ამაღლდა და უკუნისამდე მეუფობს. უფალი მთელი სამყაროს მეუფეა, საუკუნოდ მეუფეა.

11. "უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით" - როდესაც უფალი დაჯდება მეუფედ ყოველსავე ზედა, მისცემს თავის ერს - ქრისტიანებს ახალაღთქმისეულ ეკლესიას და დაიმკვიდრებს საუკუნო მშვიდობა. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ მეორედ მოსვლის შემდგომ დროინდელი პერიოდიც, როდესაც საუკუნო მშვიდობა დაიმკვიდრებს უფლის მადიდებლებს შორის.

P.S. ოცდამერვე ფსალმუნში დავითი წინასწარმეტყველური ნიჭით განჭვრეტს ღვთის მადიდებელი ერის მომავალს, თუ რა მოეწევა ისრაელის ერს და ვინ გახდება ჭეშმარიტი ისრაელი - ღვთის მადიდებელი ერი. ამგვარად, ამ ფსალმუნში საუბარია წარმართთა მოქცევასა და ახალი ისრაელის - ქრისტიანობისა და ეკლესიის დაფუძნებაზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat