ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ტრიქერუსა ანუ სამხელიანი (VIII) ) - 12 (25) ივლისი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ტრიქერუსა ანუ სამხელიანი (VIII) ) - 12 (25) ივლისი
ათონის წმინდა მთაზე, ქილანდარის სერბულ მონასტერში დაბრძანებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ტრიქერუსა (სამხელიანი) ეწოდება. ეს წმინდა ხატი ხილული დასტურია მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და უფლის დედის დიდი სიყვარულისა და მოწყალებისა კაცთა მოდგმისადმი. ამ ხატის ისტორია დაკავშირებულია უდიდესი წმინდანის, იოანე დამასკელის ცხოვრებასთან.

ღირსი იოანე დამასკელი დაიბადა VII საუკუნეში სირიის დედაქალაქ დამასკოში, არაბი ქრისტიანის ოჯახში. იოანეს წარჩინებული და კეთილმსახური მშობლები ჰყავდა. მამა - სერგი მანსური დამასკოს მსაჯული და მთავარი ლოგოფეტი, ანუ ხაზინადარი იყო; იოანეს გარდა სერგი მანსურს შვილობილიც ჰყავდა - ადრეულ სიყრმეში დაობლებული კოსმა (შემდგომში ის საგალობლების ცნობილი ავტორი და მაიუმის ეპისკოპოსი გახდა). ბავშვების სწავლა-განათლების საქმეს ხელმძღვანელობდა დიდად განათლებული ბერი კოსმა, რომელიც მეკობრეებმა იტალიიდან, კერძოდ, კალაბრიიდან მოიტაცეს. არაბების ტყვეობიდან წმ. იოანეს მამამ გამოისყიდა.

რამდენიმე წლის შემდეგ სერგი მანსურიც გარდაიცვალა. ხალიფამ იოანეს მოუწოდა თავისთან და შესთავაზა, ჩემი პირველი მრჩეველი იყავიო. იოანემ უარი უთხრა, მაგრამ ხალიფამ აიძულა, დათანხმებოდა და დამასკოში მშობელ მამაზე მეტი ძალაუფლება მოიპოვა.

ამ დროს ეკლესიას მოულოდნელად თავს დაატყდა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რამაც თითქმის ერთი საუკუნე იბობოქრა და აღმოსავლეთ საქრისტიანოში უდიდესი არეულობა გამოიწვია. 730 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა გამოსცა ედიქტი, რომელიც ხატთა თაყვანისცემას კრძალავდა. ამ ბრძანებას შედეგად ქრისტიანების რბევა-შევიწროება მოჰყვა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი გერმანე სამშობლოდან გააძევეს, სკოლები დახურეს, დედაქალაქის უმდიდრესი ბიბლიოთეკა გადაწვეს. მაშინ როცა ხატმებრძოლი იმპერატორის მიერ მართლმადიდებლები დაუნდობელი სისასტიკით იდევნებოდნენ.

აღმოსავლეთს ხატთა თაყვანისცემის უძლიერეს დამცველად იოანე დამასკელი მოევლინა. როგორც კი დამასკომდე მიაღწია ცნობამ ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების წინააღმდეგ იმპერატორის ბრძოლის შესახებ, იოანემ კონსტანტინოპოლის ეკლესიას მისწერა რამდენიმე ეპისტოლე, სადაც დიდი შემართებით დაიცვა ქრისტიანთა უფლება - გამოესახათ განხორციელებული ქრისტე, თაყვანი ეცათ მაცხოვრისა და მისი წმინდანების გამოსახულებებისთვის. მისმა ეპისტოლეებმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა კონსტანტინოპოლის ეკლესიის მოღვაწეებზე და გაამხნევა მართლმადიდებლები. იმპერატორმა ლეონმა ვერ აიტანა თავისი უკეთურობის საჯარო მხილება და გადაწყვიტა ცილისწამებით შური ეძია იოანეზე. მან მეგობრული წერილი გაუგზავნა დამასკოს ხალიფას - წმ. იოანეს ხალიფას ღალატში სდებდა ბრალს - იოანე მზადაა, ჩააბაროს იმპერატორს ჯერ დამასკო, ხოლო შემდეგ მთელი ამ მხარის დაპყრობაში დაეხმაროსო. რაზედაც იგი თითქოსდა უარით პასუხობდა, რადგან დამასკოს მმართველთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება სურდა. წერილს ლეონმა თან დაურთო ხელნაწერი, რომელიც თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წმ. იოანემ გაუგზავნა.

როცა ხალიფამ წერილები წაიკითხა, იოანეს მოუხმო და უჩვენა ის ცრუ წერილი, რომელიც ვითომცდა მას მიეწერა ლეონ მეფისათვის. იოანემ წაიკითხა წერილი, ყურადღებით დააკვირდა და თქვა:

- ამ გრაგნილზე დაწერილი ასოები რამდენადმე ჰგავს ჩემს ხელწერას, მაგრამ მე არ დამიწერია ეს, რადგან არასდროს აზრადაც არ მომსვლია წერილის მიწერა ბერძენი მეფისათვის. არ ეგების, რომ მე მზაკვრობით ვემსახურებოდე ჩემს ბატონს!..

განრისხებულმა ხალიფამ არ შეისმინა იოანეს ვედრება და წმინდანისათვის იმ მარჯვენის მოკვეთა ბრძანა, რომლითაც მან თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წერილი გაუგზავნა. ბრძანება მყისვე შეასრულეს და მოკვეთილი მარჯვენა სხვათა დასაშინებლად საქვეყნოდ გამოფინეს.

თვით იოანე კი, ტკივილისა და სისხლის დაკარგვისაგან დაუძლურებული მისსავე სახლში წაიყვანეს. საღამოთი, როცა შეიტყო, სარკინოზთა მთავრის რისხვა დამცხრალაო, ნეტარმა მეგობრების მეშვეობით სთხოვა ხალიფას მოკვეთილი მარჯვენის მიცემა, რათა დაემარხა. ხალიფა დათანხმდა. შუაღამისას წმ. იოანე სამლოცველო ოთახში ჩაიკეტა, მოკვეთილი მტევანი მკლავს შეუერთა და მუხლებზე დავარდნილი მხურვალედ შეევედრა ღვთისმშობელს:

- დედუფალო ჩვენო, ყოვლადწმინდაო დედაო, რომელმაც შობე ღმერთი ჩემი! აი, ჩემი მარჯვენა მოკვეთილია ღვთაებრივ ხატთა დაცვისათვის! შენ უწყი, რამაც განარისხა მეფე ლეონი. მაშ, ისწრაფე და განმიმრთელე მარჯვენა! უზენაესის მარჯვენა, რომელიც შენგან ხორციელ-იქმნა, შენი ლოცვით და მეოხმყოფელობით მრავალ სასწაულთ აღასრულებს. ამიტომ მეც გევედრები, რომ ჩემი ხელიც განკურნოს შენი მეოხებით. ჰოი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო! დაე, ამ მარჯვენამ მხოლოდ ის დაწეროს, რის ნებასაც შენ დართავ სადიდებლად შენისა და შენი ძისა, და დაე, მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებას შეეწიოს იგი თავისი ნაწერებით! შენ ყოველივე ძალგიძს, თუკი ისურვებ, რამეთუ დედა ხარ ღვთისა!..

ამას და კიდევ მრავალს იტყოდა იოანე ცრემლებით, და ამ მხურვალე ლოცვისას მიერულა და ძილში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხილა, რომელიც ხატიდან ნათელი, მოწყალე თვალებით შემოსცქეროდა და ეუბნებოდა:

- ხელი შენი აწ განმრთელებულია! დანარჩენზე ნუ იურვი! გულმოდგინედ იშრომე, როგორც მე აღმითქვი! მალიად მწერლის კალმად აქციე შენი მარჯვენა!

გამოღვიძებულმა იოანემ ხელი მოისინჯა, დახედა და სრულიად განმრთელებული იხილა! მხოლოდ მოკვეთის ხაზი ეტყობოდა. იგი უდიდესი სიხარულით აღივსო ღმერთის ამ სასწაულის გამო, რომელიც უფალმა და მაცხოვარმა ყოვლადწმინდა მარადის ქალწულის - თავისი დედის მარიამის მეოხებით აღასრულა მასზე.

ამ სასწაულმა მოსახლეობასთან ერთად ხალიფაც დაარწმუნა იოანეს უდანაშაულობაში და მისდამი ისევ მეგობრულად განეწყო, მაგრამ იოანემ გადაწყვიტა, რომ დაუდგა შესაფერისი დრო აღთქმის აღსრულებისა. მიუხედავად ხალიფას მხურვალე ხვეწნა-მუდარისა, რომელსაც სურდა წყალობით გამოესყიდა იოანეს მიმართ ჩადენილი უსამართლობა, მან მაინც დატოვა მშობლიური ქალაქი და სამეფო კარი, მონები და მოსამსახურეები გაათავისუფლა, მთელი ქონება ღარიბებს დაუტოვა და კოსმასთან ერთად იერუსალიმისაკენ გაეშურა. იერუსალიმში წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ სამოღვაწეოდ საბაწმინდის ლავრაში დამკვიდრდა.

ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი, რომლის წინაშე ლოცვისას წმინდა იოანეს ხელი გაუმთელდა, მუდამ მასთან იყო. მადლიერების გრძნობით აღსავსე წმ. იოანემ ბრძანა, გაეკეთებინათ ვერცხლის ხელი და იგი მისი ქომაგის ხატზე მიემაგრებინათ, რის გამოც ამ ხატს ტრიქერუსა (სამხელა) ეწოდა.

წმინდა იოანეს გარდაცვალების შემდეგ ხატი ლავრაში დარჩა. 1122 წელს ლავრას ესტუმრა სერბეთის მთავარეპისკოპოსი წმ. საბა; ლავრის ძმობამ უფლის დედის სურვილით, ტრიქერუსა მას გადასცა და ხატი სერბეთში გადაასვენეს.

XVI საუკუნეში თურქეთის შემოსევის შედეგად ხატს განადგურების საფრთხე დაემუქრა. ღვთის მოსავმა სერბებმა გადაწყვიტეს, თვითონ ზეციური დედოფლისათვის მიენდოთ ხატის ბედი. წმინდა ხატი სახედარს დაადგეს და თავის ნებაზე მიუშვეს, თვითონ კი შორიდან აკვირდებოდნენ, სად წავიდოდა იგი.

სახედარი ათონის მთისკენ გაემართა და ქილანდარის მონასტერს მიადგა. ბერებმა წმინდა ხატი საკრებულო ტაძრის საკურთხეველში დააბრძანეს.

რამდენიმე წლის შემდეგ მონასტრის იღუმენი გარდაიცვალა, ძმობას ახალი წინამძღვარი უნდა აერჩია. ძმების ნაწილს ერთი უნდოდათ, იღუმენად, მეორე ნაწილს კი მეორე. მაშინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ძმათა შორის წარმოშობილი დავა შეწყვიტა. ერთ დილით, როცა ქილანდარელი ბერები ჩვეულებისამებრ ღვთისმსახურებისათვის შეიკრიბნენ, ტრიხერუსა საკურთხეველში აღარ დახვდათ, იგი იღუმენის ადგილზე დაბრძანებულიყო. ხატი საკურთხეველში დააბრუნეს და კარი საგულდაგულოდ ჩაკეტეს, მაგრამ მეორე დილით კვლავ იღუმენის ადგილზე ნახეს დასვენებული. ასე განმეორდა რამდენჯერმე. მაშინ ერთ დაყუდებულ წმინდა ბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და განუცხადა თავისი ნება, რათა ძმებს მისი ხატი საკურთხეველში აღარ გადაებრძანებინათ, რადგან მას გადაწყვეტილი ჰქონდა მონასტერში უთანხმოების მოსასპობად, იღუმენის ადგილი თვითონ დაეკავებინა თავისი ხატის საშუალებით.

მას მერე, ქილანდარის მონასტერში იღუმენს არ ირჩევენ, არამედ პირდაპირ მის მოადგილეს ნიშნავენ. ყოველი მსახურების წინ მისგან ისევე იღებენ ლოცვა-კურთხევას, როგორც იღუმენისაგან.

ათონზე არსებული წესით, ბერმონაზვნები იმოსებიან მანტიით, მიდიან ხატთან, მის წინაშე ორ დიდ მეტანიას აკეთებენ პირჯვრის გამოსახვით, ემთხვევიან მის მარჯვენა ხელს, შემდეგ, როგორც წინამძღვარს, პირჯვრის გამოსახვის გარეშე თავს უხრიან და ღვთისმსახურებას იწყებენ.

აქვე წაიკითხეთ:

სამხელა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "სამხელიანი" (VIII) - 28 ივნისი (11 ივლისი)

ათონის მთაზე დავანებული ღვთისმშობლის ხატები

ხილანდარის მონასტერი



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat