ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "სამხელიანი" (VIII) - 28 ივნისი (11 ივლისი)
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "სამხელიანი" (VIII) - 28 ივნისი (11 ივლისი)
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის "სამხელიანის" დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივნისს (11 ივლისს) აღნიშნავს. ისტორია ღვთისმშობლის პატიოსანი ხატისა, რომელსაც ტრიქერუსა (სამხელიანი) ეწოდება, მჭიდროდ უკავშირდება ხატთაყვანიცემის დიდი ქომაგისა და ქრისტიანული ჰიმნოგრაფიის თვალსაჩინო წარმოამადგენლის, იოანე დამასკელის სახელს.

წმინდა იოანე 676 წელს დაიბადა დამასკოში, ქრისტიანულ ოჯახში. მამამისს დამასკოს ხალიფას კარზე დიდი თანამდებობა ეჭირა, რასაც მარჯვედ იყენებდა ქრისტიანების მფარველობისათვის.

წმინდა იოანემ განათლება მამის სახლში მიიღო. მეგობარ კოზმასთან ერთად, რომელსაც მამამისი ზრდიდა. შემდგომში კოზმა საგალობლების ცნობილი ავტორი და მაიუმის ეპისკოპოსი გახდა. ბავშვების სწავლა-განათლების საქმეს ხელმძღვანელობდა დიდად განათლებული ბერი კოზმა, რომელიც არაბების ტყვეობისაგან წმ. იოანეს მამამ გამოისყიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ხალიფამ იოანეს მისცა მისი თანამდებობა და წყალობითაც უხვად აავსო. მამის მსგავსად იოანეც ცდილობდა თავისი მდგომარეობა ქრისტიანებისათვის შემწეობის გასაწევად გამოეყენებინა.

მაგრამ ღვთის განგება მას უფრო დიდი ღვაწლისათვის ამზადებდა. 730 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა გამოსცა ედიქტი, რომელიც ხატთა თაყვანისცემას კრძალავდა. ამ ბრძანებას შედეგად ქრისტიანების რბევა-შევიწროება მოჰყვა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი გერმანე სამშობლოდან გააძევეს, სკოლები დახურეს, დედაქალაქის უმდიდრესი ბიბლიოთეკა გადაწვეს. მაშინ როცა ხატმებრძოლი იმპერატორის მიერ მართლმადიდებლები დაუნდობელი სისასტიკით იდევნებოდნენ, წმ. იოანე დამასკელმა ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა ეკლესიის დასაცავად. პირველივე სიტყვაში, რომელიც მან ხატთა თაყვანისცემის დასაცავად წარმოთქვა, წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის საფუძველზე შესანიშნავად გახსნა საეკლესიო დოგმატი ხატების თაყვანისცემის შესახებ. მისმა მართლმადიდებლური რწმენისადმი წმინდა სიყვარულით შთაგონებულმა სიტყვამ, იმათი გულიც კი შეძრა, რომელნიც ჭეშმარიტებას აქტიურად ეწინააღმდეგობდნენ. როცა ერეტიკოსები მიხვდნენ, რა საშიშროებას უქმნიდა ცრუ სწავლებას იოანე დამასკელი, ყოველი ღონით შეეცადნენ ცილისწამებით დაემცირებინათ სახელი დიდი მქადაგებლისა.

იმპერატორმა ლეონმა მეგობრული წერილი გაუგზავნა დამასკოს ხალიფას, რომელშიც წმ. იოანეს ხალიფას ღალატში სდებდა ბრალს. კერძოდ, იგი წერდა, რომ იოანე მზად იყო ჩაებარებინა იმპერატორისათვის ჯერ დამასკო, ხოლო შემდეგ მთელი ამ მხარის დაპყრობაში დახმარებოდა. რაზედაც იგი თითქოსდა უარით პასუხობდა, რადგან დამასკოს მმართველთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება სურდა. წერილს ლეონმა თან დაურთო ხელნაწერი, რომელიც თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წმ. იოანემ გაუგზავნა.

განრისხებულმა ხალიფამ საქმის გამოუძიებლად, ისე რომ არ შეისმინა იოანეს ვედრება, მიეცათ მისთვის დრო თავის გასამართლებლად, წმინდანისათვის იმ მარჯვენის მოკვეთა ბრძანა, რომლითაც მან თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წერილი გაუგზავნა. ბრძანება მყისვე შეასრულეს და მოკვეთილი მარჯვენა სხვათა დასაშინებლად საქვეყნო ადგილზე გამოფინეს.

საღამოთი, როცა ხალიფას მრისხანება შედარებით დაუცხრა, წმ. იოანემ მეგობრების მეშვეობით სთხოვა მოკვეთილი მარჯვენის მიცემა, რათა დაემარხა. ხალიფა დათანხმდა. შუაღამისას წმ. იოანე სამლოცველო ოთახში ჩაიკეტა, მოკვეთილი მტევანი მკლავს შეუერთა და მუხლებზე და¬ვარდნილი მხურვალედ შეევედრა ღვთისმშობელს გაემთელებინა ხელი, რასაც იგი ღვთის სადიდებელი საგალობლის შექმნისთვის გამოიყენებდა.

ხორციელად ნაწამებსა და სულიერი მღელვარებით გადაქანცულ იოანეს ღვთისმშობლის ხატის წინ ჩაეძინა. ძილში მას დედა ღვთისა ეჩვენა, რომელიც ლმობიერი თვალებით უყურებდა, და უთხრა: "აი, ხელი შენი გამრთელდა; მეტად ნუღარ სწუხხარ, არამედ შეასრულე ის, რასაც ლოცვაში შემპირდი". წმ. იოანეს გამოეღვიძა და სასწაული იხილა: მოკვეთილი მტევანი მაჯასთან მიერთებოდა. მხოლოდ წვრილი ვარდისფერი ზოლიღა მოაგონებდა გადატანილ ტანჯვას.

მადლიერების გრძნობით აღსავსე წმ. იოანემ ბრძანა, გაეკეთებინათ ვერცხლის ხელი და იგი მისი ქომაგის ხატზე მიემაგრებინათ, რის გამოც ამ ხატს ტრიქერუსა (სამხელა) ეწოდა.

ამ სასწაულმა მოსახლეობასთან ერთად ხალიფაც დაარწმუნა იოანეს უდანაშაულობაში და მისდამი ისევ მეგობრულად განეწყო, მაგრამ იოანემ გადაწყვიტა, რომ დაუდგა შესაფერისი დრო აღთქმის აღსრულებისა. მიუხედავად ხალიფას მხურვალე ხვეწნა-მუდარისა, რომელსაც სურდა წყალობით გამოესყიდა იოანეს მიმართ ჩადენილი უსამართლობა, მან მაინც დატოვა მშობლიური ქალაქი და სამეფო კარი, მონები და მოსამსახურეები გაათავისუფლა, მთელი ქონება ღარიბებს დაუტოვა და კოზმასთან ერთად იერუსალიმისაკენ გაეშურა. იერუსალიმში წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ იგი სამოღვაწეოდ საბაწმინდის ლავრაში დამკვიდრდა.

ტრიქერუსა, ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი, მუდამ მასთან იყო, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ლავრის საკუთრება გახდა. 1122 წელს ლავრას ესტუმრა სერბეთის მთავარეპისკოპოსი წმ. საბა; ლავრის ძმობამ ღვთისმშობლისავე სურვილით ტრიხერუსა მას მიართვა, ასე რომ, ხატი სერბეთში იქნა გადაბრძანებული.

XVI საუკუნეში თურქეთის შემოსევის შედეგად ხატს განადგურების საფრთხე დაემუქრა. ღვთისმოსავმა სერბებმა გადაწყვიტეს თვითონ ზეციური დედოფლისათვის მიენდოთ ხატის ბედი. სანდო წყაროებიდან ჩანს, რომ წმინდა ხატი სახედარს დაადგეს და თავის ნებაზე მიუშვეს, თვითონ კი შორიდან აკვირდებოდნენ სად წავიდოდა იგი.

სახედარი ათონის მთისკენ გაემართა და ქილანდარის მონასტერს მიადგა. იქაურმა ბერებმა წმინდა ხატი დიდი სიხარულით მიიღეს და იგი მთავარი ტაძრის საკურთხეველში დააბრძანეს.

რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი ფაქტი მოხდა: რადგან მონასტრის იღუმენი გარდაიცვალა, ძმობას ახალი წინამძღვარი უნდა აერჩია. აზრთა სხვადასხვაობამ ახალი იღუმენის არჩევასთან დაკავშირებით ძმობა ორად გახლიჩა. მაშინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კამათში ჩარევა მოისურვა, რათა ძმებს შორის შფოთი შეეწყვიტა. ერთ დილით, როცა ქილანდარის ბერები ჩვეულებისამებრ ღვთისმსახურებისათვის შეიკრიბნენ, ტრიქერუსა საკურთხეველში აღარ დახვდათ, იგი იღუმენის ადგილზე დაბრძანებულიყო. ხატი საკურთხეველში დააბრუნეს და კარი საგულდაგულოდ ჩაკეტეს, მაგრამ მეორე დილით იგივე სურათი იხილეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. მაშინ ერთმა დაყუდებულმა ბერმა, რომელიც თავისი სიწმინდით გამოირჩეოდა, ძმებს უამბო, როგორ ეჩვენა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და განუცხადა თავისი ნება, რათა ძმები მისი ხატის საკურთხეველში გადაბრძანებით აღარ გარჯილიყვნენ, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა მონასტერში უთანხმოების მოსასპობად, იღუმენის ადგილი თვითონ დაეკავებინა თავისი ხატის საშუალებით.

იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე ქილანდარის სავანეში შეუცვლელად სრულდება ზეციური დედოფლის ნება:

იქ იღუმენს არ ირჩევენ, არამედ პირდაპირ მის მოადგილეს ნიშნავენ.

აღსანიშნავია, რომ იღუმენის ადგილის თავზე დაბრძანებულია ტრიქერუსას სასწაულმოქმედი ხატი და ყოველი მსახურების წინ მისგან ისევე იღებენ ლოცვა-კურთხევას, როგორც იღუმენისაგან.

ათონზე არსებული წესის მიხედვით, ბერმონაზვნები იმოსებიან მანტიით, მიდიან ხატთან, მის წინაშე ორ დიდ მეტანიას აკეთებენ პირჯვრის გამოსახვით, ემთხვევიან მის მარჯვენა ხელს, შემდეგ როგორც წინამძღვარს, პირჯვრის გამოსახვის გარეშე თავს უხრიან და ღვთისმსახურებას იწყებენ.

წყარო: ბროშურიდან "სასწაულთმოქმედი ხატები" # 1

ჭულევის მონასტერი, 2000 წ.

..................................

აქვე წაიკითხეთ:

სამხელა

ათონის მთაზე დავანებული ღვთისმშობლის ხატები

ხილანდარის მონასტერი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat