მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
ათონის მონასტრები
ხილანდარის მონასტერი
ხილანდარის წმინდა მონასტერი ათონის წმინდა მთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყით დაფარულ ველზე, ზღვიდან და ესთიგმენის მონასტრიდან ოთხ კილომეტრზე მდებარეობს. მონასტერი სერბმა მეფე სტეფანე ნემანმა და მისმა ძემ რადკომ დააარსეს. მეფისწულმა, მიუხედავად იმისა, რომ ტახტის მემკვიდრე იყო, ამქვეყნიურ დიდებას ბერობა არჩია. იგი საიდუმლოდ ჩავიდა ათონზე სოლუნცის მონასტერში (ძველი მონასტერი), სადაც ბერი საბას სახელით მოღვაწეობდა, შემდეგ კი ვათოპედში დასახლდა. მალე მას მიბაძა მამამისმა, რომელიც იმხანად სერბეთის სტუდენცისაც ბერად აღკვეცის შემდეგ სახელად სვიმეონი ეწოდა. ბერები მანამდე დარჩნენ ვათოპედში, სანამ სერბეთის მეფის სტეფანე II-ის თხოვნით ეს მონასტერი გაუკაცრიელებულ ხილანდარის უდაბნოს არ გადაეცა.

ჩავიდნენ თუ არა ხილანდარის მონასტერში, ბერები მაშინვე შეუდგნენ მის აღდგენასა და გაფართოებას.

მოგვიანებით საბა სერბეთში გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსი გახდა, სვიმეონი კი მონასტერში დარჩა და იქვე აღესრულა.

გარდაცვალებიდან მცირე ხნის შემდეგ სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მამა-შვილი წმინდანებად შერაცხა.

მაგრამ მონასტერი ყოველთვის სერბებისა არ ყოფილა. იპეკიუსის მსოფლიო პატრიარქად კურთხევის შემდეგ (1676 წ.) აქ დასახლდნენ ბულგარელები, ბულგარულ ენაზე მოლაპარაკე მაკედონიელი ბერები და რამდენიმე ბერძენი მონაზონი, მაგრამ 1896 წელს ხილანდარს მეფე ალექსანდრე ოვრენოვიჩი ეწვია, მან მონასტრის ყველა ვალი გადაიხადა. აქედან მოყოლებული, სავანეში კვლავ სერბები დამკვიდრდნენ.

საკათედრო ტაძარი, რომელიც 1293 წელს ააშენა სტეფანე უროს მილუტინმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობისაა. ტაძრის მახლობლად მდებარეობს წმინდა სვიმეონის საფლავი, საიდანაც წმინდა ნაწილების გადასვენების შემდეგ სასწაულებრივად ამოიზარდა ვაზი, რომლის ნაყოფიც ქალებს უშვილობისგან კურნავს.

KARIBCHEმონასტრის მთავარ სიწმინდედ ითვლება ღვთისმშობლის ხატი "ტრიხერუსა" (სამხელა). იგი წმინდა იოანე დამასკელის (VIII საუკუნე) პირადი ხატი იყო. ხატმბრძოლობის ჟამს წმინდანმა ხატმებრძოლ იმპერატორ ლეონ III ისავრიელს მამხილებელი წერილი მისწერა, მან კი ის არაბთა ხალიფასთან დაასმინა. ხალიფამ ბრძანა, წმინდანისთვის ხელი მოეკვეთათ. წმინდა იოანე მოჭრილი ხელის მტევნით ეახლა ღვთისმშობლის ხატს, რომელიც შინ ჰქონდა, და განკურნება შესთხოვა. ხელის მტევანი სასწაულებრივად მიეზარდა მოკვეთილ მაჯას, წმინდა იოანემ კი ამ სასწაულის სამახსოვროდ ხატს ვერცხლის მტევანი გაუკეთა.

ტაძარში არის ღვთისმშობლის სხვა, არანაკლებ ცნობილი ხატები.

სავანის სიწმინდეებს შორის არის ცხოველმყოფელი ჯვრის ორი ნაჭერი, უფალ იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინის, კვერთხისა და სუდარის ნაწილები, წმინდა პანტელეიმონის მარჯვენა ფეხი, ნიკიფორე კონსტანტინოპოლის პატრიარქის მარჯვენა ხელი, წმინდა ბარბარეს და წმინდა ეკატერინეს ნაწილები. მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულია 700-მდე სლავური და 100 ბერძნული ხელნაწერი, 25 სლავურ და 27 ბერძნულ ენაზე დაწერილი პერგამენტი. ბიბლიოთეკა ინახავს 6600 ბეჭდურ გამოცემას. ხილანდარის მონასტერს მეოთხე ადგილი უკავია ათონის მონასტრების იერარქიაში.

ამჟამად თვით სავანეში და მის გარეთ 60-მდე სერბი ბერი ცხოვრობს.

დიონისიატის მონასტერი
დიონისიატის მონასტერი ანუ "ნეა პეტრა" (ახალი კლდე) გრიგორიატისა და წმინდა პავლეს მონასტრებს შორის ზღვის დონიდან ოთხმოცი მეტრის სიმაღლეზე ვიწრო და ციცაბო კლდეზე დგას. მონასტრის დამაარსებელია ღირსი დიონისე კასტორის მახლობლად მდებარე სოფელ კორისოსიდან. XIV საუკუნის მეორე ნახევარში მან დიდი ჯაფით შეაგროვა სავანის დასაარსებლად საჭირო თანხა. დიონისეს დაეხმარნენ ალექსი III კომნენოსი, ტრაპეზუნტის იმპერიის განმგებელი, და თავისი ძმა, თეოდოსიის მიტროპოლიტი, შემდგომში კი უხვ დახმარებას უწევდნენ პალეოლოგოსთა დინასტიის იმპერატორები და მოლდოვა-ვლახელი დიდებულები.

1389 წელს პატრიარქმა ანტონ IV-მ მონასტერს ოფიციალურად უბოძა საპატრიარქოს სტატუსი და ამგვარად, სავანემ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. მის სახელს უკავშირდება წმინდა ნიფონტეს ცხოვრება, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო, XV საუკუნის შუა წლებში ბერად აღიკვეცა, მრავალი განსაცდელის შემდეგ კი დაბრუნდა აქ და აღესრულა. 1539 წლის ხანძარმა, რომელიც ყველაზე დამანგრეველი იყო მონასტრის მთელი ისტორიის მანძილზე, ფერფლად აქცია მისი ნაგებობების დიდი ნაწილი, რომელნიც საკმაოდ სწრაფად იქნენ აღდგენილნი და გაფართოებულნი. XVI და XVIII საუკუნეებში ეკონომიკური სიძნელეების გამო მონასტერი თვითშემნახავი გახდა, მაგრამ XIX საუკუნეში იგი საბოლოოდ დაუბრუნდა საერთო ცხოვრების ტიპიკონს.

მონასტრის ტაძარი, რომელიც სავანესთან ერთად აიგო, იკურთხა იოანე წინამორბედის შობის სახელზე. 1534 წელს ხანძარმა იგი დაანგრია. ახალი ტაძარი ააშენეს 1540 წელს. მისი ფრესკები განეკუთვნება კრეტის სკოლას, თარიღდება 1546 წლით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მოოქრული კანკელი და ფრესკები აპოკალიფსის თემაზე - ეს არის უძველესი აღწერილობა აპოკალიფსისა მართლმადიდებელ სამყაროში.

დიონისიატშია დავანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "დაუჯდომლის" სახელით ცნობილი სასწაულმოქმედი ხატი. სავანეს საკმაოდ ბევრი სენაკი ექვემდებარება. მონასტერში რვა ტაძარია, მის კედლებს გარეთ - ექვსი. მასვე ეკუთვნის მონოქსილიტუ, რომელიც ლავრიდან XVII საუკუნეში გადმოვიდა.

დიონისიატის მონასტერს ათონის იერარქიაში მეხუთე ადგილი უკავია. მის სიწმინდეებს შორის აღსანიშნავია იოანე ნათლისმცემლის მკლავი და წმინდა ნიფონტეს ნაწილები. ყურადღებას იმსახურებს X საუკუნის სპილოს ძვლის მოჩუქურთმებული ჯვარცმა, წმინდა ჭურჭელი და სამოსი.

ბიბლიოთეკაში დაცულია 1100 ხელნაწერი, რომელთაგან ზოგი მინიატიურებით არის შემკული, 15000-ზე მეტი წიგნი, ძვირფასი ინკუნაბულების ჩათვლით. გასულ საუკუნეში მონასტრიდან ბევრი ცნობილი ღვთისმეტყველი და მოსაგრე გამოვიდა, დღეისათვის საძმო 50-მდე ბერს ითვლის.

ყუთლუმუშის მონასტერი
ყუთლუმუშის წმინდა მონასტერი კარიესის ახლოს მდებარეობს და უფლის ფერისცვალების სახელობისაა. ის დოკუმენტებში პირველად 1169 წელს იხსენიება. გადმოცემის თანახმად, სავანე ქრისტიანობაზე მოქცეულმა არაბმა, სახელად ყუთლუმუშმა დააარსა.

XIV საუკუნეში კატალონიელების ძარცვათა გამო მონასტერმა დიდი განსაცდელი გადაიტანა.

ყუთლუმუშის აყვავების ხანა იღუმენ ხარიტონ იმბროსელის მმართველობის ჟამს დაიწყო.

XIV საუკუნის მეორე ნახევარში იღუმენმა ხარიტონმა იმპერატორ იოანესგან მიიღო სიგელი, რომელიც ამტკიცებდა ბერძნების პრივილეგიებს ამ სავანის მიმართ. 1393 წელს მონასტერს სტავროპეგიალურის სტატუსი ებოძა. XV საუკუნის დასაწყისში ყუთლუმუშის ბერებმა წმინდა ალიპის გაუკაცრიელებული მონასტერი დაიკავეს, 1428 წელს კი საპატრიარქო სიგელით ეს მონასტერი ყუთლუმუშის სავანეს გადაეცა.

აყვავების პერიოდს ჟამიდანჟამს უბედურებაც ახლდა თან - მონასტერს რამდენიმეჯერ გაუჩნდა ხანძარი. 1767 წელს ცეცხლმა გაანადგურა მონასტრის აღმოსავლეთი ფრთა. მის აღდგენაში სავანეს დიდი დახმარება გაუწია ალექსანდრიის პატრიარქმა მათე II-მ. ხანძარმა XIX საუკუნეშიც დიდი ზარალი მიაყენა ყუთლუმუშს. ამჯერად მონასტერი იღუმენმა მელეტიმ განაახლა. 1980 წლის ხანძრის შემდეგ კი სავანე ახლახან აღადგინეს.

მონასტრის ტაძარი XVI საუკუნისაა და წარმოადგენს ათონის არქიტექტურის ტიპურ ნიმუშს. მისი თავდაპირველი ფრესკები გადაღებილია. გუმბათი და სამრეკლო XIX საუკუნით თარიღდება. მონასტერს ეკუთვნის 18 სენაკი და წმინდა პანტელეიმონის სახელობის სკიტი 22 სენაკით. გარდა ამისა, სავანის ტერიტორიაზე განლაგებულია შვიდი ტაძარი, ხოლო ამდენივე - მის გარეთ. ჩვენი მეოხის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის პატივსაცემად ტაძარიც მის სახელზე იკურთხა. ამჟამად ხატი ტაძარშია დაბრძანებული. განსაკუთრებით ღირებული ხელოვნების ნიმუშია ხის კანკელი. მონასტერში მრავალი წმინდანის წმინდა ნაწილი, სამოსელი და ხატია დაცული. ბიბლიოთეკაში ინახება 662 ხელნაწერი და 3500-მდე ნაბეჭდი წიგნი.

ყუთლუმუშის მონასტერს ათონის სავანეთა იერარქიაში მე-6 ადგილი უკავია და ისევე, როგორც ყველა, საერთო ტიპიკონით იმართება.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat