ათონის მთაზე დავანებული ღვთისმშობლის ხატები
ათონის მთაზე დავანებული ღვთისმშობლის ხატები
ღირს არსი
ათონის მთის გადმოცემის მიხედვით X საუკუნეში კარეასის მონასტერთან, სენაკში, ერთი ბერი მორჩილთან ერთად ცხოვრობდა. ერთხელ სულიერი მამა მონასტერში გაემგზავრა ღამისთევის ლოცვაზე, მორჩილს შუაღამისას კარზე მიუკაკუნეს. აღმოჩნდა ბერი, რომელმაც მასთან ერთად ლოცვაზე დგომა ისურვა და როდესაც ღვთისმშობელის საგალობელი "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა".. ჩვეულებისამებრ უნდა შეესრულებინათ, მან გალობა სულ სხვა სიტყვით დაიწყო: "ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა", შემდეგ კი ლოცვა გააგრძელა მანამდე არსებული სიტყვებით - "უპატიოსნესსა".. და ასე შემდეგ. მორჩილს ლოცვის ჩაწერა სურდა. საოცარმა სტუმარმა გამოართვა ქვის ფილა, რომელიც ცვილივით დარბილდა უცნობის ხელში, თითით ამოტვიფრა სიტყვები და უბრძანა, - ამიერიდან ეს საგალობელი ასე წარმოეთქვათ და ელვისუსწრაფესად გაუჩინარდა. ხატს, რომლის წინაშეც გალობდა ბერის სახით გამოცხადებული მთავარანგელოზი გაბრიელი მონაზონთან ერთად, "ღირს არსი" ეწოდა. ხატი დაბრძანებულია კარეასში, პორტაიტის საკათედრო მიძინების ტაძარში. იგი, გადმოცემით, იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა დააარსა 335 წელს. ხატი რწმენითა და სიყვარულით შევრდომილებს მიჰმადლებს სულიერ და ხორციელ კურნებას.

ნუგეში ანუ მანუგეშებელი
ეს ხატი ათონის წმინდა მთის ერთ-ერთ უძველეს, ვათოპედის მონასტერში იმყოფება, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე დიდის დროსაა აგებული. სწორედ ამ მონასტრის სიახლოვეს, 395 წელს, თეოდოსი დიდის ვაჟი, უფლისწული არკადი გემბანიდან ზღვაში გადავარდა და დიდი ძებნის შემდეგ მონასტრის ახლოს, ბუჩქის ძირას იპოვეს (ვათოპედი - ბერძნულად ყმაწვილის ბუჩქი). უფლისწულმა ყველას უამბო, თუ როგორ იხსნა იგი ღვთისმშობელმა სასწაულებრივად. სწორედ იმ ბუჩქის ადგილას აღიმართა ტაძრის საკურთხევლის ნაწილი. 807 წელს ყაჩაღებმა მონასტრის თავდასხმა განიზრახეს. წინამძღვარს ხატიდან მოესმა ხმა: "დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ." ჰოი, საკვირველება! ღვთისმშობლის და ყრმის სახე გაცოცხლდა: ყრმამ დედის ბაგეს ხელი ააფარა, სახე მისკენ მიაბრუნა და უთხრა: "არა, დედაო ჩემო, ნუ ეუბნები მათ ამას, დაე, დაისაჯონ". ღვთისმშობელმა ხელი დაუჭირა, სახე მარჯვნივ შეაბრუნა და ორგზის გაიმეორა იგივე სიტყვები. შეძრწუნებულმა იღუმენმა მაშინვე შეკრიბა საძმო. მას შემდეგ ხატი ასე სასწაულებრივად შეცვლილი დარჩა. ხატი თავის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული, მის წინ უქრობი კანდელი და კელაპტარი ანთია. ვათოპედში ძმების აღკვეცა აქ ხდება, სრულდება ყოველდღიური პარაკლისი, ხატი უამრავ სასწაულს აღასრულებს.

მოწყლული
ვათოპედის მონასტერში ერთხელ წესრიგის მეთვალყურე დიაკონს მორჩილება გაუგრძელდა და ტრაპეზზე დააგვიანდა, როდესაც სადილი მოითხოვა, უკმაყოფილო ტრაპეზარმა დაგვიანებისათვის უსაყვედურა. უარით განაწყენებული დიაკონი ისე განრისხდა, რომ ეკლესიაში გაბრუნდა, ღვთისმშობლის ხატის წინაშე დადგა და მიმართა: "როდემდე უნდა გემსახურო, ღვთისმშობელო, ვშრომობ, ვშრომობ და სამაგიერო არაფერი მაქვს. პურის ნაჭერიც კი არ მერგო, რომ გამოლეული ძალა მომეკრიბა." ამ სიტყვებით მან აიღო დანა, რომლითაც კანდელებს და სასანთლეებს ასუფთავებდა და სახეში დაარტყა (ეს ხატი ტილოზეა გამოსახული), ჭრილობიდან სისხლმა იფეთქა, ღვთაებრივი სახე გაფითრდა. შეშინებული მკვლელი ხატის წინ დაემხო, დაბრმავდა და შეშლილს დაემსგავსა, დაუძლურდა და ძმის მკვლელი კაენის მსგავსად აცახცახდა. იღუმენი მისთვის მხურვალედ ლოცულობდა და სამი წლის შემდეგ მისი შეწყალების შესახებ ეუწყა. დამნაშავეს სიკვდილის წინ ღვთისმშობელი გამოეცხადა და გაახარა შენდობით, მაგრამ უთხრა, რომ მისი კადნიერი ხელი ქრისტეს მეორედ მოსვლისას დაისჯებოდა. ათონის მთის ჩვეულების მიხედვით, სამი წლის შემდეგ გახსნეს გარდაცვლილის ძვალშესალაგი: საშინელმა სანახაობამ გააოგნა ძმები: მონანული დამნაშავის ყველა ძვალი ნათელი იყო და ზედ ღვთაებრივი მოწყალების ნიშანი აჩნდა, ხოლო მისი კადნიერი მარჯვენა გაუხრწნელი და გაშავებული დარჩა.

ყოველთა დედუფალი - პანტანასა
სიკვდილი, რომელიც ამქვეყნად ადამიანის ცოდვით შემოვიდა, კაცთა შორის ავადმყოფობებითა და უძლურებებით იჩენს თავს. საშინელი სნეულებები აზიანებენ და ანადგურებენ ჩვენს ბუნებას და ხშირად მათი შემოტევებისას მედიცინა სრულიად უძლური და უსასოოა. სწორედ ამგვარ სნეულებათა რიცხვს მიეკუთვნება კიბო, იმ ოჯახში, სადაც ჩუმად და შიშით წარმოსთქვამენ ამ სიტყვას, ცრემლი და გარდაუვალი, მტანჯველი სიკვდილის შიშია ჩასახლებული. მაგრამ ღმერთი ყოვლისშემძლეა. ეს იცის ყველამ, ვისაც გულით სწამს უფალი. ჩვენთვის ცნობილია განკურნების მრავალი შემთხვევა, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი სასწაულმოქმედი ხატის - პანტანასას - "ყოველთა დედუფალის" საშუალებით აღასრულა. ამიტომ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყოვლადწმინდა ქალწული კვლავაც დაიფარავს მას მინდობილ ადამიანებს. ერთხელ, ვათოპედის მონასტერში ხატს ერთი ახალგაზრდა მიუახლოვდა. უეცრად ხატიდან რაღაც ელვისმაგვარი გამოკრთა და სტუმარი უგონოდ დაეცა. გონზე მოსვლის შემდეგ აღიარა, რომ მაგიით იყო გატაცებული. ღვთისმშობლის სასწაულებრივი ჩარევის შემდეგ იგი ღვთისმოსავი გახდა.

ოდიგიტრია-ქსენოფონტეს
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს სასწაულმოქმედი ხატი უხსოვარი დროიდან თავისით მოვიდა ქსენოფონტეს საკათედრო ტაძარში ვათოპედის მონასტრიდან და დგას მარცხენა კლიროსის სვეტთან. 1730 წელს წმინდა ხატი დახშული კარებიდან უეცრად გაუჩინარდა არა მარტო ტაძრიდან, არამედ თვით სავანიდანაც. მალე ვათოპედის ძმობამ შეიტყო, რომ ხატი ქსენოფონტში იმყოფება, რომელიც 3-4 საათის ფეხით სავალზეა ვათოპედიდან. რასაკვირველია, დაუყოვნებლივ გაგზავნეს რამდენიმე ბერი ხატის უკან გადმოსატანად. მიუხედავად მკაცრი წინასწარი ზომებისა, ღვთისმშობელს სურდა, თავისი საოცარი ხატის ქსენოფონტში გადაბრძანება. ამის შემდეგ ვათოპედელებმა უკვე ვერ გაბედეს წინ აღსდგომოდნენ ზესკნელთა დედუფლის აშკარა ნებას. ოდიგიტრია - გზის მაჩვენებელს ნიშნავს.

ზეთმდინარე დოქიარისა
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ზეთმდინარე ეწოდება, ვათოპედის მონასტერშია. ერთხელ, როდესაც დოქიარის (ვისაც ლავრაში ზეითუნის ზეთისა და სხვა პროდუქტების განაწილება ევალება) მოვალეობას აქ ღირსი გენადი აღასრულებდა, ზეთი შემოაკლდათ. დარჩენილ ერთ ქოთანს ღირსი გენადი კანდელისთვის უფრთხილდებოდა და ძმებს ზეთს აღარ აძლევდა; მაგრამ სავანის იღუმენმა იმედი ზეციური დედოფლის შემოწირულობაზე დაამყარა და უბრძანა მას, რომ ძმებისთვის ზეთი მიეცა. დოქიარი იღუმენის ნება-სურვილს დაემორჩილა. ერთხელ, ამის შემდეგ, ღირსი გენადი საკუჭნაოში შევიდა, დარწმუნებული იყო, რომ ჭურჭელი, საიდანაც ზეთს იღებდა, უკვე ცარიელი დახვდებოდა, მაგრამ მისდა გასაოცრად, პირთამდე სავსე იყო, ზეთი გადმოდიოდა კიდეც, ხოლო ღვთისმშობლის ხატი კეთილსურნელებას აფრქვევდა. ყველა ადიდებდა და ჰმადლობდა ღვთისმშობელს. მის მიერ გარდამოვლენილი ხატი, რომელიც ზეთმდინარედ იწოდება, საკუჭნაოში დადგეს და მრავალ გასაოცარ სასწაულს აღასრულებდა. ამ მოვლენამდე მას ოდიგიტრია - მეგზური ეწოდებოდა.

ქტიტორისა ანუ საკურთხევლისა
862 წელს, როდესაც არაბებმა კრეტა, სიცილია და ხმელთაშუა ზღვის სხვა კუნძულები გაძარცვეს, ათონის მთაზეც შეიჭრნენ. ერთმა მთავარდიაკონმა მოახერხა, საკურთხევლის ფიცარნაგის ქვეშ, ჭაში, ჯვარი და სასწაულმოქმედი ხატი გადაემალა. მან ხატის წინაშე სანთელი დაანთო, ზემოდან მარმარილოს ფილა დააფარა და გაქცევა დააპირა, მაგრამ არაბებმა შეიპყრეს და ტყვედ წაიყვანეს. დაახლოებით 70 წლის შემდეგ ის ისევ დაბრუნდა სავანეში და მისი მითითებით ჯვარი, ხატი და ანთებული სანთელი ჭიდან ამოიღეს. ყოველი კვირის სამშაბათს ამ ხატის ხსენებაა დადგენილი. ორშაბათს, მწუხრზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი იკითხება, ხოლო სამშაბათს ლიტურგია აღესრულება. გადმოცემის მიხედვით, ჯვარი ტრაპეზთან დგას, ხატი კი მაღალი დასაჯდომელის ზემოთაა მოთავსებული და ამიტომ საკურთხევლისა ჰქვია.

ტკბილი ამბორი
თეოფილე ხატმებრძოლის მეფობისას სვიმეონ პატრიკიოსის ღვთისმოსავი მეუღლე, ვიქტორია სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა და თაყვანს სცემდა ღვთისმშობლის ხატს - ტკბილი ამბორი, რომელსაც თავის ოთახში მალავდა. ქმარმა უბრძანა, ხატი დაეწვათ, მაგრამ ვიქტორიამ არჩია, ხატი ზღვაში ჩაეშვა, ვიდრე ის შეურაცყოფილი, დამცირებული და ცეცხლმოდებული ენახა. ამის შემდგომ ხატი ათონზე ფილოთეის მონასტერთან, ზღვის ნაპირზე გამოჩნდა. იღუმენმა და ძმებმა ის მიიღეს და ტაძარში მიაბრძანეს. იმ დროიდან დღემდე, აღდგომის ორშაბათს, ხატის გამოჩინების ადგილას ლიტანია აღესრულება. ის დღემდე გარდამოავლენს სასწაულებს. ამ ხატის მიხედვით არის შექმნილი ათონზე და არა მარტო ათონზე ხატი, სახელწოდებით "ყრმის შეთამაშება".

იკონომოსა (მაშენებელი)
ეს ხატი ათანასე დიდის ლავრაში იმყოფება. ერთხელ, შიმშილობის დროს, ბერები გაიფანტნენ და თვით ათანასე დიდმაც (მონასტრული ცხოვრების ერთ-ერთი დამფუძნებელი, დედით ქართველი იყო) გაცლა არჩია. მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა. უბრძანა, უკან დაბრუნებულიყო და დახმარება აღუთქვა. წმინდა ათანასემ მიუგო, - "მეშინია ვირწმუნო, რადგან მრავალია ეშმაკის ცდუნება, რითი დამარწმუნებ შენი სიტყვების სიმართლეშიო. ყოვლადწმინდა ქალწულმა უბრძანა: შენი კვერთხი დაარტყი ამ ქვას და მიხვდები, ვის ესაუბრები. იცოდე, რომ ამიერიდან სამუდამოდ მე შენი ლავრის ეკონომოსი ვიქნებიო. ათანასემ დაარტყა ქვას და როგორც ელვამ, გააპო იგი. ნაპრალიდან წყარო გადმოდინდა, რომელიც ამჟამადაც მოედინება და მაკურნებელია. მონასტერი წმინდა ათანასეს საზრდელით სავსე დახვდა. მას შემდეგ ამ ლავრაში ეკონომოსად თვით ღვთისმშობელი ითვლება. გამოცხადების ადგილას ეკლესია აშენდა. ამ მოვლენის სამახსოვროდ დაიწერა ხატი, რომელზეც გამოსახულია ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი ყრმით, მარცხნივ დგას წმინდა მიქაელ სინელი, მარჯვნივ კი წმინდა ათანასე დიდი, ხელში თავისი ლავრის გამოსახულებით.

სამხელა - ტრიხერუსა
717 წელს წმინდა იოანე დამასკელს დამასკოს მთავრის წინაშე ცილი დასწამა იმპერატორმა ლეონ ისავრიელ-ხატმებრძოლმა. მთავარმა საქმის გამოუძიებლად ხელი მოჰკვეთა წმინდანს და ყველას დასაშინებლად მოედანზე დაჰკიდა. როცა მთავრის მრისხანება დაცხრა, წმინდა იოანემ თავისი ხელი გამოითხოვა და სენაკში ჩაიკეტა. დიდხანს ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, ბოლოს ჩათვლიმა და ყოვლადწმინდა ქალწულმა სიზმარეულ ხილვაში აუწყა, რომ ხელი გაუმრთელდა. წმინდა იოანეს ბრძანებით, ვერცხლისგან ჩამოასხეს ხელის მტევანი, რომელიც წმინდანმა ხატს შესწირა, სწორედ აქედან მოდის სახელწოდება - სამხელა. ის წმინდა იოანემ საბა განწმედილის ლავრაში გადააბრძანა, სადაც ბერად აღიკვეცა. ხატი იქ VIII საუკუნიდან XIII საუკუნემდე იმყოფებოდა. როცა ლავრას ეწვია სერბი მთავარეპისკოპოსი საბა, ხატი მას გადასცეს. თავდაპირველად წმინდა საბამ ის სერბეთში გადაასვენა, მაგრამ როცა იქ არეულობა დაიწყო, ხატი სახედარზე დადეს და გაუშვეს ზესკნელთა დედუფლის ნებაზე. სახედარი წმინდა მთის ხილანდარის მონასტერში მივიდა. ხატი ჯერ საკურთხეველში იყო. შემდეგ მონასტერში დაიწყო აშლილობა, ახალი იღუმენის არჩევასთან დაკავშირებით. ერთხელ ძმებმა ნახეს, რომ "სამხელა" დგას იღუმენის ადგილზე. ხატი უკან გადააბრძანეს, ტაძარში ჩაკეტეს, მაგრამ მალე იგივე განმეორდა. ყოვლადწმინდამ ისურვა, თვითონ ყოფილიყო მონასტრის იღუმენი. მონასტერში, ნებისმიერი საქმიანობის წინ, ხატისაგან იღებენ კურთხევას.

ღერონტისა
პანტოკრატონის სავანეში იმყოფება სასწაულმოქმედი ხატი ღერონტისა. სავანის იღუმენს, ღვთისმოსავ ბერს სიკვდილის დღე წინასწარ ეუწყა და რადგან სურდა, რომ გარდაცვალებამდე წმინდა ზიარების მიღება მოესწრო, მორიგე მღვდელს სთხოვა, ლიტურგია ჩაეტარებინა, მაგრამ მან ყურად არ იღო. მაშინ სასწაულმოქმედი ხატიდან, რომელიც საკურთხეველში იდგა, მრისხანე ხმა მოესმა, - აღასრულე იღუმენის სურვილიო. ერთხელ ამ ხატის წინაშე იღუმენის ლოცვის შედეგად მონასტრის ცარიელ ჭურჭელში ზეთი განსაცვიფრებლად გამრავლდა. ღვთისმშობელი მთელი სიმაღლითაა გამოსახული. ხატი ვერცხლის პერანგითაა შემოსილი, რომელზეც მის მიერ აღსრულებული სასწაულის მოსახსენებლად ზეთის ჭურჭელია დამაგრებული. თურქებმა მონასტერი დაარბიეს, ხატს ვერცხლის პერანგი მოპარეს და ჭაში ჩააგდეს. გზაში მკრეხელები დაბრმავდნენ. ისინი მიხვდნენ, რომ საკადრისად დაისაჯნენ. 80 წლის შემდეგ, როდესაც მონაზვნური ცხოვრება განახლდა, ბერებმა ხატი ჭაში უვნებელი იპოვეს.

მსწრაფლშემსმენელი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც მსწრაფლშემსმენელი ეწოდება, დოქიარის მონასტერში კედელზე იყო დაბრძანებული. გადმოცემით, ეს ხატი სავანის დამაარსებლის, ღირსი ნეოფიტეს დროს არის დაწერილი X საუკუნეში. მონასტრის ტრაპეზარი ნილოსი ხშირად მის წინაშე ანთებული კვარით მიმოდიოდა. ერთხელ (1664 წელს), ჩაესმა ხმა: "კვარით ნუღარასოდეს გაივლი აქ და ნუღარ გაჭვარტლავ ჩემს ხატს". ბერმა იფიქრა, ძმები მეხუმრებიანო და ყურადღება არ მიაქცია ამ ხმას, რომელიც სინამდვილეში ხატიდან გადმოდიოდა. ამიტომ, როდესაც იგივე გაიმეორა, ბერი მეყვსეულად დაისაჯა სიბრმავით. ნილოსმა სწრაფად შეიგნო თავისი დანაშაული, მწარედ ინანა, რომ ესოდენ კადნიერება გამოიჩინა ზეციური დედოფლის წინაშე. ცრემლით ევედრა მას და უმალვე განიკურნა. ხმა მოესმა: "ნილოს, შენი ლოცვა შესმენილია, გპატიობ და გიბრუნებ მხედველობას, აუწყე სავანის ძმებს, რომ მე ვარ საფარველი და მცველი მონასტრისა. დაე, ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მომმართოს გაჭირვების ჟამს და არავის დავუტევებ. ამიერიდან ჩემს ხატს მსწრაფლშემსმენელი ეწოდება იმიტომ, რომ ყველას მის მიმართ ღვთისმოშიშებით მოლტოლვილთ მსწრაფლ გარდამოუვლენ შეწევნას". მართლაც აღურაცხელია სიმრავლე ხატის მიერ აღსრულებული სასწაულებისა.

ივერიის - კარიბჭისა - პორტაიტისა
IX საუკუნეში წმინდა ხატების სასტიკი დევნის დროს ქალაქ ნიკეასთან ცხოვრობდა ღვთისმოსავი ქვრივი თავის ვაჟთან ერთად. მის სახლში იმყოფებოდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ერთმა მეომარმა, რომელიც წმინდა ხატთა გასანადგურებლად იყო წარგზავნილი, მახვილი სცა ყოვლადწმინდა ქალწულის გამოსახულებას და მაშინვე ჭრილობიდან სისხლმა იფეთქა. შეძრწუნებული მეომარი მოექცა და ცხოვრება სინანულში გაატარა. ქვრივმა ხატი ზღვაში ჩაუშვა და უფალს შეჰვედრა. მისდა გასაოცრად, ხატი ტალღებზე აღიმართა და ზღვის სიღრმეში შეცურა. ქვრივის ვაჟმა ათონის წმინდა მთას მიაშურა და ბერად აღიკვეცა. სწორედ მისგან შეიტყვეს ათონელმა ბერებმა წმინდა ხატის ამბავი. ორი საუკუნის განმავლობაში ხატი ადამიანის თვალთაგან დამალული იყო. XI საუკუნეში კი იგი ათონის მთის სანაპიროს მიადგა. ბერები შორიდან ხედავდნენ სიწმინდეს, რომელსაც ნათლის სვეტი ადგა, მაგრამ ვერ უახლოვდებოდნენ. მაშინ ივერიის სავანის ქართველ ბერს, გაბრიელს, ეუწყა, რომ ხატის ზღვიდან გამობრძანება მისი ხვედრი იყო. თავად ღვთისმშობელმა, კარიბჭესთან ყოფნა ირჩია, ამიტომ აქ მისთვის ტაძარი აღმართეს და ხატს პორტაიტისა (კარიბჭისა) უწოდეს. ხატი მრავალ სასწაულს აღასრულებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat