წმინდა იობი (ერისკაცობაში იოანე) XVI საუკუნის 30-იან წლებში დაიბადა ტვერის გუბერნიაში. ყრმა იოანე მამამ აღსაზრდელად სტრარიცკის მიძინების მონასტერში მიიყვანა.
აქვე აღიკვეცა ის ბერად. 1569 წელს მონასტერი ივანე მრისხანემ მოინახულა. მოეწონა ახალგაზრდა ბერი. ის მალე ამავე მონასტრის არქიმანდრიტად დაადგინეს. შემდგომში წმინდა იობს მოსკოვსა და ნოვოსპასკში მონასტრები ჩააბარეს. 1581 წელს მას კოლომენის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1586 წელს დიდი როსტოვის მთავარეპისკოპოსი გახდა, 1587 წელს მოსკოვის მიტროპოლიტი. 1589 წლის 26 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემიამ ის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აკურთხა.
პატრიარქი იობი ყოველდღიურად ლიტურგიას ატარებდა. ფსალმუნები და ახალი აღთქმა ზეპირად იცოდა. "მის დროს არავინ იყო მისნაირი, არც ზნით, არც სიტყვით, არც მეტყველებით, არც ჩინით, არცა სვლით, არცა კითხვით, არცა პასუხით", - აღნიშნავს მისი ცხოვრების აღმწერელი.
1598 წელს თეოდორე იოანეს ძის გარდაცვალების მერე შეწყდა რიურიკების დინასტიის მამაკაცური ხაზი და სამეფოში არეულობის ხანა დაიწყო. მოხუცმა და ავადმყოფმა პატრიარქმა გამეფების მოსურნე ცრუდიმიტრი ამხილა, როგორც მატყუარა და თვითმარქვია, ხოლო შემდგომ ანათემასაც გადასცა თავის მომხრეებთან ერთად.
1605 წელს, მეფე ბორის გოდუნოვის უეცარი სიკვდილის შემდეგ, მოსკოვში ჯანყმა იფეთქა და ქალაქი პოლონელებსა და თვითმარქვიას ჩააბარეს. ცრუდიმიტრის მომხრეები შეიჭრნენ კრემლის მიძინების ტაძარში, რათა პატრიარქი მოეკლათ. წმინდა იობი ამ დროს ლიტურგიას ატარებდა და ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცულობდა. თვითმარქვიას მომხრეებმა მას მღვდელმთავრის შესამოსელი შემოახიეს და წირვის დასრულების ნება არ მისცეს. წმინდა იობი მრავალი შეურაცხყოფის შემდეგ სტარიცკის მონასტერში ჩაამწყვდიეს. სიცოცხლის ბოლო დღეებში მან პატრიარქად აკურთხა ყაზანის მიტროპოლიტი ერმოგენი.
წმინდა იობი 1607 წლის 19 ივნისს პატიმრობაში გარდაიცვალა და იქვე, მონასტერში დაკრძალეს. 1652 წელს წმინდა იობის წმინდა ნაწილები მოსკოვში მიძინების სახელობის ტაძარში გადაასვენეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი