ღირსი პაისი დიდი (V) - ხსენება 19 ივნისს (2 ივლისი)
ღირსი პაისი დიდი (V) - ხსენება 19 ივნისს (2 ივლისი)
წმინდა პაისი IV-V საუკუნეებში ცხოვრობდა ეგვიპტეში. მის ქრისტიან და ღვთისმოშიშ მშობლებს შვიდი შვილი ჰყავდა. წმინდანის მამა ადრე გარდაიცვალა, დედამისმა კი ანგელოზის გამოცხადების შემდეგ გადაწყვიტა, შვილი ღვთისთვის მიეძღვნა. სრულყოფილ ასაკს რომ მიაღწია, პაისი ნიტრიის უდაბნოში აბბა პამბოსთან მივიდა, რომელმაც ის მონაზვნად აღკვეცა. წმინდა პაისი თავის სულიერ მამას დაემორჩილა როგორც ღმერთს და სწრაფად წარემატა მოსაგრეობის ღვაწლში.

ერთხელ აბბა პამბომ მისი გამოცდა გადაწყვიტა: უბრძანა, თავდახრილს ეარა და სახეში არავისთვის შეეხედა. ღირსი პაისი სამი წელი თავდახრილი დადიოდა, მიწას ჩასცქეროდა, ხოლო სულით კი ლოცვაში ჩაფლული მუდმივად იმეორებდა წმინდა წერილის სიტყვებს, რომელიც გოლეულზე უფრო ტკბილი იყო მისთვის.

აბბა პამბოს სიკვდილის მერე წმინდა პაისი წმინდა იოანე კოლოვოსთან ერთად ცხოვრობდა კელიაში. მათ ერთნაირი სულიერი სწრაფვა ჰქონდათ და ერთნაირ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდნენ. წმინდა პაისი უფრო მაღალი სრულყოფისკენ ისწრაფვოდა და მარხვა გაამკაცრა. მხოლოდ კვირაში ერთხელ, შაბათობით მიიღებდა მცირეოდენ პურსა და მარილს. შემდეგ უკვე ორ კვირაში ერთხელ იხმევდა საკვებს. მერე განმარტოების უდიდესი სურვილი გაუჩნდა, რათა მხოლოდ ის ყოფილიყო ღვთის წინაშე. ორივე მოსაგრე ლოცულობდა, რომ ღმერთს ეჩვენებინა, სათნო იყო თუ არა მისთვის ღირსი პაისის განაზრახი. მათი ლოცვის პასუხად უფლის ანგელოზი გამოეცხადა მათ და ღირს იოანეს უბრძანა, ამ ადგილას დარჩენილიყო, რათა სათნოებათა გზაზე წაეყვანა ისინი, ვინც მასთან მოვიდოდა და დარჩენას მოისურვებდა, ხოლო ღირს პაისს უბრძანა, სკიტის უდაბნოს დასავლეთით განმარტოებულიყო.
პაისი მივიდა ანგელოზის მითითებულ ადგილას, მღვიმე გამოთხარა და ისეთი გულმოდგინებით მიეცა ლოცვას, რომ ხშირად თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე ეცხადებოდა და გულმოწყალებას უმოწმებდა. უფალმა გაუმხილა ღირს მამას, რომ ეს უდაბნო მალე მოსაგრეებით გაივსებოდა, რომლებიც მას დაემოწაფებოდნენ. ამასთან, უფალი დაჰპირდა, რომ შეეწეოდა მათ მიწიერ საზრუნავზე და დაიფარავდა ეშმაკის ხრიკებისგან.

ღირსი პაისი მხნედ ებრძოდა განსაცდელებს. ერთხელ მასთან ვინმე მდიდარი ეგვიპტელი მივიდა და დიდი თანხა შესთავაზა, წმინდანი მიხვდა, რომ ამით ეშმაკი მახეს უგებდა და უყოყმანოდ უარი თქვა შემოწირულობის მიღებაზე.

ერთხელ წმინდა პაისი ლოცვის ჟამს აღტაცებულ იქმნა სამოთხეში, "ეკლესიასა პირმშოთასა" (ებრ. 12,23) და განსაკუთრებული მადლი მიიღო: შეეძლო, უჭმელ-უსმელს გაეძლო, ერთადერთი მასაზრდოებელი მისთვის წმინდა ზიარება იყო, რომელსაც ყოველ კვირას იღებდა. ასე იცხოვრა სამოცდაათი წელი, სიცოცხლის ბოლომდე, და არ გრძნობდა შიმშილს, რამეთუ ღვთაებრივი მადლი გააძლიერებდა.

წმინდანს ხმა ძალზე შორს გაუვარდა. მასთან ცხოვრების მოსურნე ერისკაცები და მონაზვნები ფუტკრებივით ეხვეოდნენ და ტკბებოდნენ მოსაგრის დარიგებათა სულიერი თაფლით. უმაღლესი სულიერი სიბრძნით დაჯილდოებული ღირსი მამა ზოგს მაშინვე ნებას აძლევდა განდეგილის ცხოვრებას შესდგომოდა, სხვებს ურჩევდა, საძმოში, მორჩილებაში ეცხოვრა - თითოეულს შესაძლებლობის მიხედვით. თუმცა ყველას ერთ სრულყოფილ მცნებას აძლევდა: საკუთარი ნებით არაფერი გაეკეთებინათ და ყველაფერში სულიერი მამის ნებით ემოქმედათ.

თავისი პირველი მოწაფეების დამოძღვრის შემდეგ წმინდა პაისი სამი წლით შინაგან უდაბნოში განმარტოვდა. იქ მღვიმეში ცხოვრობდა, თავისი გრძელი თმით თავი გრძელ კეტს მიიბა ისე, რომ ლოცვის დროს ფეხზე მდგარიყო.

ამ ადამიანური ბუნებისთვის შეუძლებელი ღვაწლის გამო მას ქრისტე გამოეცხადა და დაჰპირდა, რომ ყოველ ცოდვილს შეუნდობდა, ვისთვისაც ღვთის მსახური ილოცებდა. ასე დაიხსნა ჯოჯოხეთიდან ერთი ზარმაცი ბერის სული, რომლისთვისაც მისი სულიერი მოძღვარი ევედრა.

წმინდა პაისის ყოველთვის სურდა ადამიანებისგან შორს ყოფილიყო, მაგრამ უფალმა უბრძანა, დაბრუნებულიყო "შინაგან უდაბნოში", ნიტრიაში, რათა ძმები დაემოძღვრა. უფალი ამისთვის ორმაგ ჯილდოს დაჰპირდა: "ის, ვინც მარტომყოფი იღვწის - ჩემი მსახურია, ხოლო ვინც სხვებს დამოძღვრის - ჩემი ძეა და მემკვიდრე". როცა ნიტრიელმა ბერებმა შეიტყვეს, წმინდა პაისი დაბრუნდაო, მის სანახავად წამოვიდნენ, მათ შორის იყო, მისი ძველი თანამოსაგრე იოანე კოლოვო. როცა წმინდა იოანე წმინდა პაისისთან მივიდა და კარზე დაუკაკუნა, შიგნიდან ხმა შემოესმა, წმინდა პაისი ვიღაც უცხო სტუმარს ესაუბრებოდა. როცა შიგნით შევიდა, ნახა, რომ ღირსი მამა კელიაში მარტო იყო. წმინდა პაისიმ აუხსნა, რომ უცნობი სტუმარი წმინდა კონსტანტინე დიდი იყო, რომელიც აღაფრთოვანა მონაზონთა დასმა. თქვა, რომ მან ზეცაში ვერ მოიპოვა ისეთი დიდება და სიახლოვე უფალთან, როგორიც მონაზვნებს აქვთ, და სწუხს რომ არ დატოვა პორფირი მონაზვნის სამოსისათვის.

აბბა პიმენი, ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როცა თავის მეგობარ პავლე თებელთან ერთად წმინდა პაისის სანახავად მივიდა, მაგრამ შეშინებულმა ვერ გაბედა კელიის ზღურბლის გადალახვა. წმინდა პაისი მიხვდა, რომ კელიის გარეთ ახალგაზრდა იდგა, შეიყვანა შიგნით, ალერსიანად მოეხვია, უწინასწარმეტყველა, რომ წმინდა პიმენი უდაბნოს ლამპარი გახდებოდა და მრავალს გაუნათებდა ცხონების გზას.

თვითონ წმინდა პაისი განმარტოებით ცხოვრობდა და მისმა სულიერმა შვილებმა მის გარშემო ერთგვარი განდეგილთა საზოგადოება შექმნეს. წმინდანი ეხმარებოდა მათ სულიერ ცხოვრებაში და უმსუბუქებდა მონაზვნურ ცხოვრებას.

ერთხელ მან ეშმაკი შეკრა და უბრძანა, ახალბედა ძმები ეცდუნებინა, რომ მერე მას შებრძოლებოდა. სხვა დროს ეშმაკმა მასთან უხალისოდ აღიარა, რომ მის მორჩილებს, ახალბედებსაც ვრაფერს უშვრება რადგან მათ ღვთაებრივი მადლი იცავსო და დაელოდებოდა დროს, როცა ეს ბერები გაზარმაცდებოდნენ და მაშინ ადვილად ჩაითრევდა თავის ბადეში.

ერთხელ, მისი კურთხევით, ეგვიპტეში ხელსაქმის გასაყიდად წასულ ბერს გზად ერთი ებრაელი დაემგზავრა. იგი გულმართალ მონაზონს ჩასჩიჩინებდა, ქრისტე მაცხოვარი არ არის მესია, სხვა, ჭეშმარიტ მხსნელს უნდა მოველოდეთო. ბოლოს, მოწესემ დაეჭვებით თქვა: "შესაძლოა მართალიცაა, რასაც ლაპარაკობ", მაგრამ თავისი სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. სავანეში დაბრუნებულ ბერს წმინდა პაისიმ მწუხარებით მიმართა: "ჩემი მოწაფე ქრისტიანი იყო, შენ კი ქრისტიანი აღარა ხარ - ნათლისღების მადლი განგეშორა". მონაზონი სინანულში ჩავარდა და მწარედ აცრემლებულმა შენდობა ითხოვა. მხოლოდ მაშინ დადგა წმინდა მამა ლოცვად და უფლისგან სულიერი შვილისათვის ცოდვის ახსნა გამოითხოვა.

როცა ჰკითხეს, რომელი სათნოებაა ყველაზე დიდიო, მან უპასუხა: "ის, რომელიც დაფარულად აღესრულება", ხოლო სხვა დროს კი თქვა: "ყველაზე დიდი სათნოებაა, მისდიო სხვის რჩევას და არა საკუთარ ნებას".

ერთხელ ღირს მამას კელიაში უფალი გამოეცხადა, ორი ანგელოზის თანხლებით. წმინდანმა აბრაამის მსგავსად მას ფეხები დაბანა, ხოლო უფალმა უთხრა: "მშვიდობა შენდა, ჩემო რჩეულო მსახურო!" წმინდა პაისის ერთ-ერთმა მოწაფემ უარი თქვა წყლის დალევაზე, რომლითაც უფალს ფეხები დაბანა. მაშინ წმინდა პაისიმ ის სამი წმინდანის საფლავთან გააგზავნა, რომელთაც წინასწარმეტყველების მადლი ჰქონდა. ერთი წმინდანი მკვდრეთით აღდგა და ურჩ ბერს თავისი მოძღვრისადმი უყოყმანო მორჩილება უბრძანა.

ღრმად მოხუცებული ღირსი პაისი ერთხელ მივიდა წმინდა პავლესთან და თანამოსაგრეს მოუკლებელ ლოცვაში შეჯიბრება შესთავაზა. ხოლო როცა თავის კელიაში დაბრუნდა, გარდაიცვალა. მალევე წარვიდა უფალთან წმინდა პავლეც.

გადმოცემით, აბბა ისიდორე პელუსიოტმა, როცა პისიდაში წმინდა პაისის წმინდა ნაწილების გადასვენება დააპირა, მისი ნავი იმ ადგილას შეჩერდა და ადგილიდან არ დაიძრა, სადაც წმინდა პავლე იყო დაკრძალული. ამით მიხვდა, რომ წმინდა პავლეს წმინდა ნაწილებიც თან უნდა წაესვენებინა. ასე მოხვდა ამ ორი ღირსი მამის წმინდა ნაწილები პისიდაში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat