წმინდა ნიკიფორე აღმსარებელი, პატრიარქი კონსტანტინოპოლისა (+828) - ხსენება 02 ივნისს (15 ივნისი)
წმინდა ნიკიფორე აღმსარებელი, პატრიარქი კონსტანტინოპოლისა (+828) - ხსენება 02 ივნისს (15 ივნისი)
წმინდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლში, დაახლოებით, 758 წელს, კონსტანტინე კოპრონიმოსის დროინდელი ხატმებრძოლობის ჟამს იშვა.

მამამისი, ძალზე ღვთისმოყვარე და კეთილმსახური კაცი, სახელად თეოდორე, სამეფო კარის პირველ მდივნად მსახურობდა, თუმცა, ქრისტიანობის დაუფარავად აღიარების მიზეზით თანამდებობა დაატოვებინეს და ნიკეას გადაასახლეს, სადაც აღესრულა კიდეც.
დედამ, ევდოკიამ, შვილის სულში ღვთის სიყვარული და კეთილი თესლი გააღვივა და დაამოწაფა რა იმპერატორის ერთ-ერთ მდივანს, შემონაზვნდა.

ბრწყინვალე განათლებამიღებული ნიკიფორე კი მოკლე ხანში ახალგაზრდა იმპერატორის, კონსტანტინე მეოთხის (780-797 წლები) პირველ მდივნად დაინიშნა და მისივე ნებით წარიგზავნა ნიკეის IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (787 წელი).

გარკვეული ხნის შემდგომ, როდესაც მართლმადიდებლობამ ძველი უფლებები დაიბრუნა, ნიკიფორემ ამსოფლიური პატივი და დიდება უარყო და დაჰყვა რა შინაგან ხმას, ბოსფორზე, აზიის სანაპიროზე მონასტერი დააფუძნა და გამთენიიდან ვიდრე დაისამდე ლოცვას და საღვთო განათლებას მიეცა.

ამ ცოდნას ფილოსოფია და რიტორიკა შეუერთა, სრულყოფილად რომ ფლობდა და რომელმაც, როგორც მრავალი მისი გონების მოაზროვნე, სრულებითაც არ გააამპარტავნა, არამედ ჰმადლობდა ყოვლადძლიერს და სიქველეებში წარემატებოდა.
უბრწყინვალესი არისტოკრატი და პატივცემული მეცნიერი ყოველივე ამსოფლიურისგან თავისუფალ იქმნა, არამედ იყო კეთილკრძალული, თავშეკავებული, ფრიად მოწყალე და შემწყნარებელი.

წმინდა პატრიარქმა ტარასიმ (805 წელი) გარდაცვალებამდე საპატრიარქო ტახტის მემკვიდრედ სწორედ ნიკიფორე დაასახელა და მისი წინააღმდეგობისა და იმის მიუხედავად, რომ ამ უკანასკნელს სამღვდელო პატივი არ ემოსა, მაინც ერთხმად აირჩიეს კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლად.

მის აღსაყდრებას თავიდან ძლიერ ეწინააღმდეგებოდა იმპერატორი ნიკიფორე პირველი, თუმცა, შემდგომ მისი ერთგული მომხრე შეიქნა და ძალა და გავლენა არ დაუზოგავს, რომ ღირს მამას განმარტოებული ცხოვრება დაეტევებინა.

შემონაზვნების შემდგომ ნიკიფორემ რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღო ყველა სამღვდელო ხარისხი, 806 წლის ბრწყინვალე აღდგომას კი საპატრიარქო პატივით შეიმოსა, კურთხევის შემდგომ კი აია სოფიას ტაძრის საკურ-თხეველში საზეიმოდ დადო წმინდა ხატთა თაყვანისცემისადმი მიძღვნილი თავისი წიგნი.

ერისკაცის ამგვარმა უპრეცედენტო გაპატრიარქებამ სტუდიელ მამათა უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც წმინდა პლატონი (ხსენება 4 აპრილს) და წმინდა თეოდორე (ხსენება 11 ნოემბერს) წინამძღვრობდნენ.

ხოლო როდესაც ახალაღსაყდრებულმა პატრიარქ ტარასის მიერ მსახურებააკრძალულ პრესვიტერს, იოსებს (სწორედ იმას, ვინც იმპერატორ კონსტანტინე მეოთხეს უკანონოდ დასწერა ჯვარი) პატივი აღუდგინა, მდგომარეობა უარესად გამწვავდა და მამებმა პატრიარქთან კავშირი გაწყვიტეს.

ამით განაწყენებულმა იმპერატორმა მამები გადაასახლა, რასაც წმინდა ნიკიფორე ვერ შეეწინააღმდეგა.

დაძაბულობა ოდენ მიქაელ პირველის (811 წელი) გაიმპერატორების შემდგომღა შერბილდა, როდესაც მირონცხებისას ხელმწიფემ წმინდა ნიკიფორეს მართლმადიდებლობის დაცვა და დევნილ მამათა დაბრუნებას შეჰპირდა წმინდა ნიკიფორეს, ხოლო უთანხმოების გასაქარვებლად პატრიარქს კვლავ მოუწია იოსებისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვა.

წმინდა ნიკიფორეს წყალობით ეკლესიაში მშვიდობა და წესრიგი დამყარდა, - დედა მადლისა და ჰარმონიისა.

თუმცა, სამწუხაროდ, მშვიდობას დიდი დღე არ ეწერა: - იმპერატორმა მიქაელმა, დამარცხდა რა ბულგარელებთან ომში, ტახტზე უარი თქვა და ბერად აღიკვეცა, მის ნაცვლად კი სამეფო გვირგვინი ავადსახსენებელმა ლეონ სომეხმა (813 წელი) დაიდგა.

მირონცხებამდევე შესთავაზა პატრიარქმა ლეონს - მართლმადიდებლობას უერთგულე და წმინდა ეკლესიას ახალახალი კანონებით ნუ აამღვრევ, ეს პირობა კი წერილობით დაამოწმეო, მაგრამ ლეონმა იუარა, - გაიმპერატორებამდე ხელს ვერაფერს მოვაწერო.
მეფედ კურთხევისას, ოდეს ლეონს თავზე გვირგვინს ადგამდა, ღირსმა მამამ ხელში იმგვარი ტკივილი იგრძნო, თითქოს ხელი ეკლებიან ბუჩქს შეახოო, ხოლო რამდენიმე დღეში, ოდეს წმინდა ნიკიფორემ კვლავ შესთავაზა, - ეკლესიას უერთგულეო, ლეონმა ღიად იუარა.

ხოლო როდესაც 814 წლის ქრისტეს შობისას მტარვალი გაკადნიერდა და წმინდა ხატთა თაყვანისცემის საწინააღმდეგო ედიქტის გამოცემაც გაბედა, ღირსმა მამამ სამწყსოს საყოველთაო მარხვისაკენ მოუწოდა, წმინდა სოფიას ტაძარში ღამისთევის ლოცვაზე უამრავი მორწმუნე შეკრიბა, რათა უფლისთვის ახალი განსაცდელის არიდება ეთხოვა.

ლეონს მყისვე აუწყეს ამ თავშეყრის შესახებ, ამ უკანასკნელმა, კი, უწყოდა რა პატრიარქის დიდი ავტორიტეტის შესახებ, გამთენიისას უხმო და სახალხო მღელვარების ატეხვაში დასდო ბრალი.

ღირსმა მამამ აუწყა, რომ მონარქიის წინააღმდეგ ამბოხს არავინ აპირებდა, თუმცა, იმპერატორს საეკლესიო საქმეებში უკადრისად ჩარევა და ერესის შხამის გავრცელება დაუფარავად უსაყვედურა, რასაც ხანგრძლივი საღვთისმეტყველო დავა მოჰყვა.

წმინდა მამამ ლეონის ყოველი ცთომილება ამხილა და საკადრისი და დასაბუთებული პასუხიც გასცა. თუმცა, როგორც კი ნათლისღების დღესასწაულმა ჩაიარა, ლეონმა ერესის შხამით მრავალი მღვდელმთავრისა თუ მღვდლის გადაბირება მოახერხა და მათთან ერთად მოსთხოვა ნიკიფორეს, - გადმოჩვენიანდიო!

თავად პატრიარქმა კი ეს უპასუხა:

- რამდენადაც ნიკეის საეკლესიო კრებაზე ყველა ეკლესიამ ხატთა თაყვანისცემა დააწესა, იმათთან, ვინც საეკლესიო ერთობას გაეთიშა, დისკუსიას ვერ შეძლებდა, ხოლო თუ იმპერატორი მის გადმობირებას კვლავ შეეცდებოდა, საპატრიარქო პატივზეც უარს იტყოდა.

სამწუხაროდ, დავა უშედეგოდ დასრულდა, ხოლო თავად ღირსი მამა, გრძნობდა რა მოახლოებულ სასტიკ დევნას, იმპერატორის მეუღლეს და მინისტრებს წერილობით სთხოვდა, მოსალოდნელი სისხლისღვრა აღეკვეთათ.

დიდმარხვის დასაწყისში, როდესაც წმინდა ნიკიფორე მძიმედ დასნეულდა, იმპერატორმა საეკლესიო განძეულობაზე ყოველგვარი უფლება ჩამოართვა და ერთერთ წარჩინებულს გადაულოცა, მცირე ხანში კი ხატმებრძოლთაგან ცრუ კრება მოიწვია და წმინდა ნიკიფორესაც უხმო, სადაც ღირსმა მამამ დაურიდებლად ამხილა ერეტიკოსნი.

თუმცა, ყოველივე ამაო აღმოჩნდა: - მძვინვარე მგლებად ქცეული ეკლესიის მწყემსმთავარნი მის წინააღმდეგ კადნიერად აღდგნენ და საპატრიარქო პატივის ღირსად არ ცნეს.

13 მარტს, გვიან ღამით, საპატრიარქო რეზიდენციას ეშმაკისგან ცთუნებულმა და ერესის შხამით მოწყლულმა ბრბომ ალყა შემოარტყა და პატრიარქს მუქარა შეჰკადრა.

გვარდიის სარდალმა სნეული მღვდელმთავარი საწოლიდან იძულებით წამოაყენა, რომელმაც აიასოფიას ტაძარში უკანასკნელი ლოცვაღა მოასწრო და ეკლესია უფალს ჩააბარა, რის შემდგომაც სასწრაფოდ აიყვანეს ხომალდზე და იმ მონასტერში ჩაიყვანეს, სადაც შემონაზვნდა, შემდგომ კი სხვა, - წმინდა თეოდორეს სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

ლეონმა მის ნაცვლად საპატრიარქო ტახტზე წმინდა ხატთა უმძვინვარეს მტერს, თეოდოტეს მოუწოდა.

ამ უკანასკნელმა ერეტიკოსთაგან შემდგარ კრებაზე ხატთა თაყვანისცემა ოფიციალურად დაგმო, პატრიარქ ტარასისა და ნიკიფორეს სახელნი - ანათემას გადასცა, იმპერიაში კი მართლად მადიდებელთა საშინელი დევნა გააჩაღა.

ეს უმძიმესი დროება იქამდე გაგრძელდა, სანამ ლეონ მტარვალი მიქაელ მერემ არ მოაკვდინა (820 წელი).

ახალმა იმპერატორმა, ღირსი ნიკიფორეს თხოვნით, ხატმებრძოლთა ცრუკრებათა ყოველი დადგენილება გააუქმა, წმინდა თეოდორე სტუდიელი და სხვა დევნილი მამები კი - გადასახლებიდან უკან მოაბრუნა. თუმცა, ხატთა თაყვანისცემა სრულად არ აღმდგარა.
როგორც ზემოთ ვთქვით, წმინდა თეოდორემ ამ ამბებამდე შემოირიგა პატრიარქი ნიკიფორე, არაერთგზის ესტუმრა და წერილობითაც მრავალგზის მიმართა ღირს მამას, სადაც იგი "მართლმადიდებლობის მზედ"მოიხსენია.

წმინდა ნიკიფორემ არაერთგზის სთხოვა იმპერატორს იმ კანონთა სრულად გაუქმება, წმინდა გამოსახულებათა თაყვანისცემას რომ კრძალავდნენ, პასუხად კი ეს მიიღო:

- თქვენს კათედრას იმ პირობით დაუბრუნდით, თუ ნიკეის კრებასა და ხატთა თაყვანისცემას აღარ ახსენებთო!

ღირსმა მამამ ამას ისევ გადასახლებაში დარჩენა ამჯობინა, სადაც მრავალი უმნიშვნელოვანესი ტრაქტატი შექმნა.
ამგვარი ღვაწლი თავის ნეტარ აღსასრულამდე, - 829 წლის 2 ივნისამდე, - არ შეუწყვეტია. გადასახლებაში მან სიცოცხლის უკანასკნელი 14 წელი გაატარა.

წმინდა ნიკიფორეს სხეული მის მიერვე დაარსებულ მონასტერში კონსტანტინოპოლს, წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძარში გადასვენებამდე ბრძანდებოდა.

მეოხ გვექმნას მისი წმინდა ლოცვანი უფლის წინაშე!

კონდაკი

გუნდი მამათმთავართა წმინდასა ხსენებასა შენსა აქებენ და გალობით პატივს სცემენ, ნიკიფორე, რამეთუ მიიღეს სული შენი დიდებით; ამისთვის დღეს ეკლესია პატიოსანი, მადიდებელი ქრისტეს მეუფისა, ადიდებს მხოლოსა კაცთმოყვარესა.

კონდაკი

ზეცით მოიღე ღმრთისა მიერ ძლევისა იგი გვირგვინი, ნიკიფორე ყოვლადდიდებულო, და ძლევაშემოსილად გამოჩნდი; აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი შენი, ვითარცა მღვდელმთავარმან და ქადაგმან ქრისტესმან.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat