შენი ძალა დიდია, რადგან მას იღებ შენი დიდი რწმენისგან
შენი ძალა დიდია, რადგან მას იღებ შენი დიდი რწმენისგან
მამა არსენის სასწაულებში, რომელთა შესახებ დიდი თუ პატარა ფარასიოტი მოგვითხრობს, ღვთის მადლი აშკარად წარმოჩნდა , ისინი არ შეიძლებოდა საიდუმლოდ მომხდარიყო, ხოლო მამა არსენის შინაგანი, მისტიკური ცხოვრება ჩვენთვის სრულიად უცნობია.

მათ, ვინც მას დიდი მოწიწებითა და ინტერესით ეპყრობოდა, ახსოვთ ეს სასწაულები ყველა წვრილმანით და ამ ადამიანებს ვიმოწმებ სახელდობრ. რაღა თქმა უნდა, მდუმარედ იქნება მოხსენიებული ყველა ფარასიოტის სახელი, რომლებმაც სხვადასხვა სასწაულის შესახებ მიამბეს. თითქმის ყველა წვრილმანს შეიცავდა მედავითნე პროდრომოს კორცინოგლუს მიერ შეკრებილი ცნობები, რომელიც აგრეთვე თავად იყო ცოცხალი, უტყუარი წყარო კურთხეული ჰაჯიეფენდის ცხოვრების აღწერისათვის.

კლდეზე, გამოქვაბულში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამლოცველო იყო. ფარასიოტებმა ფართობის გასაზრდელად ფიცრული აივანი ააგეს, რომელიც კლდეზე იყო გადმოკიდებული. ზემოთ ასასვლელად უნდა აგევლო კლდეში ამოკვეთილი ორმოცი და კიდევ ასოცი ფიცრისგან აგებული საფეხური. ერთხელ მამა არსენი, ჩვეულებისამებრ, ლიტურგიის აღსასრულებლად პროდრომოსთან ერთად სამლოცველოსაკენ გაემართა. საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მამა არსენი ცოტა ხნით აივანზე გავიდა. იგი მოაჯირს დაეყრდნო. ამ დროს მოაჯირს ფიცარი აძვრა და მამა არსენი უფსკრულში გადავარდა. ხეობის მეორე მხარეს მყოფმა გლეხმა დაინახა მისი გადავარდნა, მიატოვა შებმული ხარები და ქვევით გაიქცა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მამა არსენი დაიმტვრა. პროდრომოსმა მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან ისევ ტაძარს აწესრიგებდა. როდესაც გლეხი ხეობის ფსკერზე ჩავიდა, მამა არსენის სხეული უვნებელი, მაგრამ უძრავად მყოფი დაინახა და მივიდა მასთან, რათა შეხებოდა. ამ დროს მამა არსენმა უთხრა: "არ შემეხო, მე არაფერი მომსვლია". ის უმოძრაოდ იწვა არა იმიტომ, რომ დაიმტვრა, არამედ იმის გამო, რომ სულიერად აღტაცებული იყო, რადგან როდესაც უფსკრულში ვარდებოდა, ქალმა აიტაცა ხელში, დაუშვა მიწაზე და ასე დატოვა. შემდგომში მამა არსენი ხშირად ამბობდა, რომ ამ დროს თავს დედის ხელში მყოფი ჩვილივით გრძნობდა. გადატანილი მღელვარების შემდეგ იგი ფეხზე წამოდგა, ამოვიდა ხეობიდან და აიარა ას სამოცი საფეხური. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამლოცველოში დაბრუნებულმა მომხდარის შესახებ პროდრომოსს უამბო, რომელიც ტაძრის დალაგებით იყო დაკავებული და ჯერაც არაფერი იცოდა. მოგვიანებით გლეხი ფარასაში ჩავიდა და ხალხს უამბო, რისი მოწმეც გახდა.

***
ერთხელ სოფელ ტელელიდესში მცხოვრებმა თურქმა წაბილწა იოანე ოქროპირის წმინდა წყარო. წმინდანმა ჭკუის სასწავლებლად დასაჯა იგი: თურქს კისერი მოეღრიცა. იგი წმინდა არსენთან განსაკუთრებულად მიიყვანეს, მაგრამ მან ის ერთი კვირით დაიტოვა, ხოლო ლოცვა არ წაუკითხა. მედავითნეს ეს უცნაურად მოეჩვენა და უთხრა მამა არსენს.: "მამაო, რატომ გააჩერე ეს თურქი მთელი კვირით, მაშინ, როდესაც სხვებს, უფრო მძიმედ დაავადებულთ, მაშინვე უკითხავდი ლოცვებს და ისინი იკურნებოდნენ?" "მე მას ვაჩერებ იმისთვის, რომ გააცნობიეროს თავისი დანაშაული. ის ხომ ისეთი ხისთავიანია, რომ მას შემდეგ, რაც განვკურნავ, არაფრად უღირს, ისევ წავიდეს წმინდა წყაროსთან და მასში ჩაყოს თავისი ქეციანი თავი". ერთი კვირის შემდეგ მამა არსენმა ლოცვა წაიკითხა და თურქს თავი გაუსწორდა. დამშვიდობებისას მან თურქს ურჩია: "სხვა დროს, როდესაც დაინახავ რაიმეს, რასაც ქრისტიანულ ეკლესიასთან აქვს კავშირი, მხოლოდ შორიდან მოუდრიკე თავი და წადი შენი გზით".

***
დრამიდან თესალონიკში დამკვიდრებული ფარასიოტები მოგვითხრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ მივიდა ორი შეიხი (მაჰმადიანთა ტომების ბელადები და ჯადოქრები) მამა არსენთან ჰაჯი-ბეხტაშიდან. მამა არსენმა მიიღო ისინი და ყავაც კი მოუმზადა, მაგრამ თურქებმა სულელური და უაზრო შეკითხვების დასმა დაუწყეს, რომლებიც მხოლოდ თავის ტკივილს იწვევდა. მათგან გასათავისუფლებლად მამა არსენმა თქვა: "მეტი აღარ შემიძლია თქვენი მოსმენა, რადგანაც თავი მტკივა". თურქები ვერ მიხვდნენ მინიშნებას და ერთ-ერთმა მათგანმა შესთავაზა: "პაპას ეფენდი (ბატონო მღვდელო), ჩვენ გაგიკეთებთ შენ ამულეტს და, თუ მას ატარებ, მაშინ თავის ტკივილი ცხოვრების ბოლომდე არ შეგაწუხებს". მამა არსენმა მკაცრად უპასუხა: "მე უფრო დიდი ძალა მაქვს, ვიდრე თქვენ, და ქრისტეს ძალით ისე შემიძლია გავაკეთო, რომ ადგილიდან ვერ დაიძრათ". მან მიატოვა ისინი და თავის სენაკში წავიდა. შეიხებმა ყავის სმა დაასრულეს და წასვლა მოუნდათ, მაგრამ ვეღარაფრით შეძლეს ადგილიდან დაძვრა. გრძნობდნენ, თითქოს უხილავი თოკები აკავებდათ. ისინი იძულებულნი გახდნენ, გასათავისუფლებლად მამა არსენისთვის დაეძახათ. მამა არსენი მაშინვე მოვიდა, მაგრამ არ დალაპარაკებია მათ, უბრალოდ ანიშნა, წასულიყვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მათ თავიანთი ადგილიდან წამოდგომა. შეიხები მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და მამა არსენს პატიება სთხოვეს. წასვლისას კი უთხრეს: "პაპას ეფენდი, გვაპატიე, შენი ძალა დიდია, რადგან მას იღებ შენი დიდი რწმენისაგან, ხოლო ჩვენ სატანის დახმარებით ვმოქმედებთ".

***
მამა არსენი ხშირად მიდიოდა წმინდა მიწის მოსალოცად. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ხუთი შემთხვევა. მისი მესამე მომლოცველობის დროს უჩვეულო რამ მოხდა ქრისტეს აღდგომის ტაძარში. ამის შესახებ ფარასაში მამა არსენთან ერთად მყოფი სხვა მომლოცველები ჰყვებიან: "საღვთო ლიტურგიაზე, დიდი გამოსვლის დროს, რომელშიც ჰაჯიეფენდი მღვდლებსა და ეპისკოპოსებთან ერთად მონაწილეობდა, მისი სახე ბრწყინავდა და სხვა მღვდლები გვთხოვდნენ, - ამბობდა ერთ-ერთი ფარასელი ჰაჯი, - მოგვეთხრო იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრებას ეწევა ჩვენი ჰაჯიეფენდი". მე ამის შესახებ გავიგე კონიცაში, მოხუცი პროდრომოსისა და სხვა ფარასიოტებისგან, მაგრამ არ დავინტერესებულვარ ამ ძველი შემთხვევით, რადგან ძალიან ბევრი რამ ხდებოდა თავად ფარასაში.

1971 წელს შემთხვევითი საუბრის დროს ამ ამბის შესახებ გავიგე ბერი იოსებისაგან, ახალი სავანიდან, რომელმაც წაიკითხა ეს მამა იოაკიმ სპეცარისის წიგნში "წმინდა ზიარების შესახებ," რომელშიც ავტორი ამბობს, რომ თავად მონაწილეობდა ამ მსახურებაში:

"კიდევ ერთი მოვლენა მოხდა მართლმადიდებლობის დღესასწაულზე იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში. ღვთისმსახურებას ასრულებდა პატრიარქი ნიკოდიმოსი და მსახურებაში მონაწილეობდნენ ექვსი ეპისკოპოსი, ორმოცზე მეტი მღვდელი და თორმეტი დიაკონი. რა თქმა უნდა, მრავალი მომლოცველი მღვდელი იყო აღმოსავლეთიდან, რუსეთიდან და სხვა მხარეებიდან. მეც მსახურებაში მონაწილე მღვდლებს შორის ვიყავი. დიდი გამოსვლის შემდეგ, როდესაც პატრიარქმა წაიკითხა ლოცვა და აკურთხა წმინდა ძღვენი, მსხურებაში მონაწილე ერთ-ერთ მღვდელს სახე ძლიერ გაუბრწყინდა, რამაც ჩემზე დიდი ზემოქმედება მოახდინა. მღვდელი, როგორც ჩანს, სამოცდაათ წელს გადაბიჯებული იყო. მე ვიკითხე: "საიდან არის ეს მღვდელი?" მიპასუხეს: "კაბადოკიიდან, და მოვიდა, როგორც მომლოცველი". საღვთო ლიტურგიის შემდეგ მე დავინტერესდი, თუ იყო იქ ხალხი იმავე ადგილიდან, საიდანაც ეს მღვდელი იყო. "დიახ, - მომიგეს, - მღვდელთან ერთად სხვა მომლოცველებიც მოვიდნენ". "თუ შეიძლება, - ვთხოვე მე ერთ-ერთ იეროდიაკონს, - დაუძახე ერთ ან ორ მომლოცველს, რომლებიც ამ მღვდელთან ერთად მოვიდნენ". იეროდიაკონმა დაუძახა და მოვიდნენ სამნი. "თქვენ იქიდან ხართ, საიდანაც ის მღვდლი, რომელიც დღეს მსახურებაში მონაწილეობდა?" "რა თქმა უნდა, - მიპასუხეს მათ, - ზუსტად იმ ადგილიდან და ეს ჩვენი მღვდელია". მე კიდევ ვკითხე მათ: "როგორ ცხოვრობს იგი? კარგი მღვდელია?" მათ მითხრეს, რომ იგი წმინდა კაცია, სასწაულებს ახდენს, თუ ლოცვას წაიკითხავს რომელიმე სნეულისთვის, იგი იკურნება. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თურქებიც კი წმინდანად მიიჩნევდნენ, რადგან იგი მათ შორისაც ახდენდა სასწაულებს და კურნავდა სნეულთ".

***
არამიწიერ ღვთაებრივ ადამიანში, მამა არსენში, სულიერი კანონები მეფობდნენ: მართალია, იგი დაფარულად ცხოვრობდა და გაურბოდა ამქვეყნიურ დიდებას, მაგრამ ღვთის მადლი ამჟღავნებდა მას.

აქამდე ჩვენ ძირითადად ვლაპარაკობდით მამა არსენის ცხოვრებასა და სასწაულებზე კაბადოკიაში, თუმცა უფრო დიდი საღვთო საქმეები წმინდა მამა არსენისა იწყება ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ საბერძნეთში, როდესაც მისმა დაღლილმა წმინდა ძვლებმა ცოტა შეისვენეს კურთხეულ მიწაში, კორფუს წმინდა კუნძულზე.

1970 წლიდან, როდესაც მამა არსენმა გამოცხადება დაიწყო, იგი განწყვეტლივ ახდენდა სასწაულებს. ამჟამად მრავალი ადამიანი იკურნება სხვადასხვა დაავადებისაგან, როდესაც მის სახელს მოუხმობს რწმენითა და მოწიწებით.

იანიციდან ღვთისმოსავმა ქალებმა მაგნიტოფონის ჩანაწერის სახით გამომიგზავნეს ოთხმოცდაათი წლის ფარასელი ქალის მონათხრობი, რომელსაც სახელად აგათია ერქვა. მასთან შესახვედრად 1982 წელს გავემართე, რაც მეტად დამეხმარა მეხსიერებაში აღმედგინა ბევრი რამ იმ ამბიდან, რომელიც ბავშვობისას მსმენოდა. ფარასელ ადამიანებთან საუბრის შემდეგ ჩავწერე ის, რაც მიამბეს.

ერთხელ მამა არსენი სოფლის მცხოვრებლებთან ერთად ლიტურგიის ჩასატარებლად წავიდა მიქაელ მთავარანგელოზის სამლოცველოში. სოფლიდან სამლოცველომდე საათნახევრიანი გზა იყო გასავლელი. სამლოცველოს შემოგარენში არაერთ ფარასიოტს ჰქონდა მიწის ნაკვეთი. ისინი, ფაქტობრივად, იქ ცხოვრობდნენ მთელი ზაფხულის განმავლობაში, მოსავლის აღებამდე. ამიტომ, როდესაც მამა არსენმა დაასრულა საღვთო ლიტურგია, აიღო ნაკურთხი წყალი, რათა მინდვრისთვის ესხურებინა. მომლოცველთა ნაწილი გაჰყვა მას, ხოლო დანარჩენები ტაძართან, ხის ჩრდილქვეშ ისხდნენ.

ამ ხეზე ფოთლებზე მეტი ძაფი და ნაკუწი ეკიდა, რომლებიც განსაცდელში მყოფმა ადამიანებმა ტოტებზე შეაბეს. უნდა ითქვას, რომ, როდესაც თავის ნაკვეთებში დარჩენილი ფარასელები ავად ხდებოდნენ, დიდი მანძილის გამო უჭირდათ ჰაჯიეფენდისთან წასვლა, სამლოცველო კი ყოველთვის ღია არ იყო, მას კეტავდნენ, რომ თურქებს არ წაებილწათ. ამიტომ ისინი მიდიოდნენ და ლოცულობდნენ მიქაელ მთავარანგელოზის სამლოცველოსთან, შემდეგ აგლეჯდნენ ძაფს ან ნაკუწს ტანსაცმლის იმ ნაწილს, რომელიც მტკივან ადგილს ეხებოდა და ხეზე აბამდნენ, თან ამბობდნენ: "წმიდაო, მიხსენ მე ტკივილისაგან, შენ წმიდა ხარ და ამის გაკეთება შეგიძლია". მიქაელ მთავარანგელოზი მაშინვე კურნავდა განსცდელში მყოფ მორწმუნეებს.

***
ფარასაში მცხოვრები მაჰმადიანის ერთ-ერთმა ცოლმა მონათვლა მოისურვა და ამის შესახებ უთხრა აგათიას (რომელმაც ეს ამბავი გადმოგვცა) დედას. მან ამის შესახებ მამა არსენს შეატყობინა, რომელმაც დაავალა ფარულად მიეყვანა მასთან ქალი, რათა დაემოძღვრა სარწმუნოებაში და უბრძანა თვითონ ყოფილიყო მისი ნათლია. კათაკმევლად დადგენის შემდეგ თურქი მოინათლა, ელევთერიას სახელით. თურქმა ქალმა დაიწყო ცხოვრება, როგორც ფარულმა ქრისტიანმა. მან მხოლოდ სამჯერ მიიღო წმინდა ზიარება და ყოველ ჯერზე ფარულად მოქმედებდა. ნათლობის შემდეგ ელევთერიამ თავი მოიავადმყოფა და ამგვარად არ შებღალა წმინდა ნათლისღება თავის თურქ მეუღლესთან. რადგანაც ელევთერიასთვის ძნელი იყო ურწმუნოთა გარემოცვაში ცხოვრება, მოწყალე უფალმა მალე გაათავისუფლა იგი და წაიყვანა: ის მოულოდნელად, რამდენიმე დღით ლოგინად ჩავარდა. ავადმყოფს სურდა ზიარება, მაგრამ მისთვის რთული იყო ჰაჯიეფენდისთან მისვლა. მამა არსენისთვის კიდევ უფრო რთული იყო მის სახლში მისვლა და მისი ზიარება, როგორც ფარული ქრისტიანისა, მაგრამ მან არ დატოვა იგი უზიარებლად. მან ძალიან პატარა ვაშლი აიღო, გაუკეთა მომცრო ნახვრეტი, ჩადო შიგ წმინდა ნაწილი და დალუქა. შემდეგ მამა არსენმა სთხოვა ნათლიას, წასულიყო ავადმყოფთან და გადაეცა მისთვის ვაშლი, რათა მას ზიარება შესძლებოდა. ნათლიამ მოწიწებითა და სიხარულით აიღო ვაშლი და მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული გაემართა ელევთერიასთან. ელევთერია ზეშთაგონებით მიხვდა, რა ხდებოდა და სახის შეცვლილი გამომეტყველებით თქვა: "ქრისტე, სულო ჩემო", არადა მას არასოდეს მოუვიდოდა აზრად, რომ ნათლია წმინდა ნაწილის მოტანას შეძლებდა. ნათლიამ ამოიღო ვაშლი და მისცა ნათლულს. ამგვარად, კურთხეული სული ეზიარა. ზიარების შემდეგ ელევთერიამ თავისი სული ქრისტეს მიაბარა, აღელვებული ნათლია კი გაიქცა მამა არსენთან და უთხრა: "ჰაჯიეფენდი, შემიწყალე, ელევთერია გარდაიცვალა, ახლა რა მოხდება? მას თურქები განბანენ?" "ნუ დარდობ", - უპასუხა მან, მაგრამ ქალი თავისას იმეორებდა: "რა მოხდება, ჰაჯიეფენდი?" მამა არსენმა მიუგო: "დაივიწყე ეს". მაგრამ ნათლია მეტად შეწუხებული იყო, რადგან, მაჰმადიანთა რწმენით, მიცვალებულს განბანით ცხოვრებაში ჩადენილი ყველა ცოდვა მიეტევება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ცდომილებაა!

რაკი ნათლია მამა არსენს არ ასვენებდა ამ საკითხთან დაკავშირებით, იგი იძულებული გახდა ეთქვა მისთვის: "მისმინე, ნუთუ ფიქრობ, რომ მე ვაპირებ ნება დავრთო, განბანონ ის, ვინც მოვნათლე?" ის განუწყვეტლივ ლოცულობდა ელევთერიასათვის და აი, რა მოხდა! რამდენჯერაც სცადეს თურქებმა მისულიყვნენ გარდაცვლილი ქრისტიანის სხეულის განსაბანად, მათ ხელის განძრევაც კი ვერ შეძლეს. ამიტომ იგი განუბანავი დაკრძალეს თურქულ სასაფალაოზე.

ჰაჯიეფენდიმ მიცვალებულისგან დაშორებით მყოფმა შეასრულა მისთვის პანაშვიდი და განაგრძობდა ლოცვას. ამის შემდეგ კიდევ მოხდა ერთი რამ.

ელევთერიამ ყოველ ღამით დაიწყო თავის სახლში გამოცხადება, ყველაფერს თავდაყირა ატრიალებდა, ჭურჭელს ფანტავდა და ამბობდა: "რატომ მაწვალებთ მე ამ ჯოჯოხეთში, თქვენს სასაფლაოზე? მალე წამიყვანეთ აქედან და გამიშვით სახლში, ქრისტიანულ სასაფლაოზე". თურქულ ოჯახს გაუჭირდა ამის ატანა და გაემართნენ მამა არსენთან: იგი ყოველ ღამით გვაწვალებს, სახლს ყირამალა ატრიალებს და იმეორებს, რომ იგი თქვენს სასაფლაოზე დაკრძალონ, როგორც ჩანს, მას უყვარდა თქვენი სარწმუნოება". მამა არსენმა მიუგო ქმარს: "მე რას მეკითხები? მე ბერძენი ვარ და შენ - თურქი. მოიქეცი ისე, როგორც გინდა". მან უპასუხა: "არა, ჰაჯიეფენდი, მე არ მინდა ვიმოქმედო შენი კურთხევის გარეშე". მაშინ მამა არსენმა უთხრა: "ჩვენ თქვენთვის გავაკეთებთ გამონაკლისს. თქვენ ამოთხრით მას და მოასვენებთ, ხოლო ჩვენ დავკრძალავთ ჩვენი სასაფლაოს კუთხეში". მართლაც ამგვარად მოიქცნენ.

ამის შემდეგ გახარებული ელევთერია გამოცხადდა თურქების სახლში და ყველას სიკეთე უსურვა: "იცხოვრეთ ათასი წელი! მე ახლა სამოთხეში ვარ, ნათელში, ვნეტარებ უფლის ნიჭებით".

დაე, მოწყალე უფალმა მშვიდობა მისცეს ყველა იმ ერთგულის სულს, ვინც მოწოწებით შემოინახა ჩვენი ეკლესიის წმინდა მამათა გარდამოცემები და აგრეთვე წმინდად დაიცვა თავის მეხსიერებაში ცხოვრება და ღვაწლი წმინდა მამა არსენისა კაბადოკიაში და გადასცა ეს თავის შთამომავლობას. დაე, წმინდა მამა არსენმა უხვად მიმადლოს თავისი კურთხევა ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანებს, რომლებმაც შეგვატყობინეს სხვადასხვა ამბავი და დაგვეხმარნენ მისი ცხოვრების დაწერაში. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat