მამა არსენმა წაუკითხა სახარება და მუნჯი მაშინვე ალაპარაკდა
მამა არსენმა წაუკითხა სახარება და მუნჯი მაშინვე ალაპარაკდა
ხალხისგან მოსალოდნელი განდიდება მამა არსენს რთულ მდგომარეობაში აყენებდა და აიძულებდა უფრო მეტად დაემალა თავისი სიწმინდე, რათა გაქცეოდა ადამიანთა ქება-დიდებას.

სხვათა მიმართ ლმობიერი და მოწყალე მამა არსენი მეტად მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ. დიდი სიყვარულის გამო აღასრულებდა მეტანიებს და მარხულობდა იმათ ნაცვლად, ვისაც თავად არ შეეძლო ამის გაკეთება. როგორც სულიერი მამა, არ ადებდა ეპიტიმიებს ადამიანებს, ცდილობდა მათ მიყვანას ისეთ სულიერ მდგომარეობამდე, როდესაც ისინი სულიერი მოშურნეობით თავად მოითხოვდნენ რაიმე სულიერ სავარჯიშოს, საქველმოქმედო სამუშაოს ან კურთხევას ნებისმიერ კეთილ საქმეზე, რომლის შესასრულებლადაც მზად იყვნენ.

როდესაც მამა არსენი ეშმაკების მიერ შეპყრობილ ან დადამბლავებულ პატარა ბავშვს ხედავდა და ხვდებოდა, რომ ამაში მშობლები იყვნენ დამნაშავენი, ბავშვის განკურნების შემდეგ ეპიტიმიას მშობლებს ადებდა. ერთხელ ჰაჯი-ეფენდის დამბლადაცემული ბავშვი მოუყვანეს. წაუკითა ლოცვები და მას შემდეგ, რაც ბავშვი განიკურნა, ეპიტიმია დაადო მშობლებს, რადგან ღვთის მადლით შეიტყო, რომ ბავშვი მათი მიზეზით იყო ავად.

***
ერთხელ მამა არსენს ავი სულით შეპყრობილი ბავშვი მოუყვანეს სინასოსიდან. როგორც კი შეკრულ ბავშვს შეხედა, მაშინვე უბრძანა მშობლებს მისი გათავისუფლება, მაგრამ მათ ეშინოდათ. მამა არსენმა ისევ გაიმეორა: "სასწრაფოდ გაათავისუფლეთ ბავშვი". მაშინ დატანჯული ბავშვის მშობლებმა უთხრეს: "თქვენი კურთხევით, ჰაჯი-ეფენდი, მაგრამ ბავშვი შეშლილია და უბედურებას შეგვამთხვევს, ჩვენ დიდი წვალებით შევკარითო". მამა არსენმა უპასუხა: "გაათავისუფლეთ, ნუ გეშინიათ". როგორც კი ბავშვი გაათავისუფლეს, ის ეშმაკმა დატოვა, იგი განიკურნა, ჩუმად, კრავივით მივიდა მამა არსენთან და გვერდით მიუჯდა. ამის შემდეგ მამა არსენმა ბიჭის მშობლებს სასჯელად 40-დღიანი მარხვის შენახვა უბრძანა. მსგავსად დიდმარხვისა, რადგან მიხვდა, რომ ისინი დამნაშავენი იყვნენ იმაში, რომ ბავშვი შეპყრობილი დაიბადა და იმაშიც, რომ ულმობლად ექცეოდნენ უდანაშაულოს (რომ შეეკავებინათ და ფიზიკურად დაესუსტებინათ, აშიმშილებდნენ).

***
ავადმყოფები მიჰყავდათ მამა არსენის სახლში, რომელიც სიძველისგან ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დანგრეულიყო. სახლის გვერდით იდგა მისი მომცრო, სოხანეიანი სენაკი. სენაკის კუთხეში ორი მოკლე, დახვეული საბანი იდო, რომლებსაც დასვენების დროს შლიდა, ერთს ლეიბად იყენებდა, მეორეს - საბნად. სენაკში იყო თარო, კანკელი მრავალი ხატით, რომელთა წინაშეც ჩაუქრობლად ენთო კანდელი. კანდელის ქვემოთ ეფინა ცხვრის ტყავი, რომელზეც მუხლმოყრილი მამა არსენი ლოცულობდა ან სწავლობდა. მეორე თაროზე წიგნები ეწყო: ძველი და ახალი აღთქმა, წმინდანთა ცხოვრებები და აგრეთვე მონათხრობები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულების შესახებ (ღვთისმშობლის მიმართ იგი დიდ მოწიწებას განიცდიდა).

პარასკეობით სენაკში დაყუდებულიყო სულიერი მოღვაწეობისა და ლოცვისათვის. ამ დღეებში მამა არსენის შემცვლელი მისი სენაკის ზღურბლი იყო. თუ ავადმყოფი მოდიოდა შორიდან, რაკი არ იცოდა მისი დაყუდების კანონის შესახებ, კარზე აკაკუნებდა. მამა არსენი აღებდა კარს, მაგრამ არაფერს ამბობდა. ნიშნების მეშვეობით იგებდა დაავადების შესახებ, პოულობდა შესაბამის ლოცვას, კითხულობდა მას და სნეული იკურნებოდა. სხვა შემთხვევაში, როდესაც ხალხი კარზე აკაკუნებდა, ის პასუხობდა. უეჭველია, მამა არსენი ამ დროს სულიერი ჭვრეტის მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოვლენები გვიჩვენებდა, რომ იმ დღეებში, როდესაც წმინდა მამა დაყუდებაში იმყოფებოდა და ლოცულობდა, ღვთაებრივი ძალები გადმოდიოდა მასზე და თავადაც აჰყავდათ ანგელოზებს ზეცაში.

სენაკში წმინდა მამას მხრებზე ტომარა ჰქონდა მოსხმული. ბევრი სთხოვდა მოხსნას, რადგან მასთან ოფიციალური პირებიც მოდიოდნენ, მაგრამ პასუხობდა: "მე არ შემიძლია ამ ტომარის მოხსნა, რადგან დედაჩემის საჩუქარია". როგორც ჩანს, აქაც რაღაც საიდუმლო ჰქონდა მამა არსენს, შესაძლოა, ის ძაძასა და ნაცარში ლოცულობდა (მათ 11,21, ლუკა 10,13), რადგან, ჩვეულებრივ, მისი კანკელის ქვეშ ნაცარი იყო მიმობნეული, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად, მისი მედავითნე, ფარულად ათვალიერებდა კეთილი ცნობისმოყვარეობის გამო.

***
მამა არსენის სენაკი ყოველთვის დალაგებული იყო, რადგან მისთვის პატარა ტაძრის დანიშნულება ჰქონდა. საცეცხლურის გაღვივების წინ ის მასში დარჩენილ ნაცარს სენაკის განაპირას ყრიდა ხოლმე, ზოგჯერ დასნეულებული თურქები, რომლებიც თავს უღირსად თვლიდნენ, რომ ჰაჯი-ეფენდის ლოცვები წაეკითხა მათთვის, ითხოვდნენ მისი საცეცხლურის ნაცარს, მას წყალში ხსნიდნენ, სვამდნენ და იკურნებოდნენ.

იმ სასწაულების გამო, რომელთაც მამა არსენი აღასრულებდა ღვთის მადლით, ხალხი წმინდანის საკადრის პატივს მიაგებდა. ის მართლაც წმინდანი იყო. ხალხისგან მოსალოდნელი განდიდება მამა არსენს რთულ მდგომარეობაში აყენებდა და აიძულებდა, უფრო მეტად დაემალა თავისი სიწმინდე, რათა გაქცეოდა კაცთა ქება-დიდებას. გაამპარტავნების საფრთხე ნაკლებად ემუქრებოდა, მაგრამ კაცთამიერი ქება-დიდება თავისთავად გახდებოდა საკმარისი ჯილდო მისი ღვაწლისათვის ამ ამაო ცხოვრებაში. ამგვარ პირობებში მის ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენდა დროდადრო ქრისტესთვის სალოსის სახის მიღება და თავის მოჩვენება სხვა ადამიანად, ვიდრე ის სინამდვილეში იყო. ის უცნაურად უნდა მოქცეულიყო, რასაც აკეთებდა კიდეც. იმისათვის, რომ არ ჩაეთვალათ მშვიდად, თავს აჩვენებდა გაღიზიანებულად; რომ არ ჩაეთვალათ მმარხველად, თავს აჩვენებდა გაუმაძღრად; თუ ვინმე ეუბნებოდა, - წმინდანი ხარო, პასუხობდა: "შენი ოჯახი სულაც არ არის ოჯახი". როდესაც მისგან ესოდენ დამამცირებელი სიტყვები ესმოდა, დამწუხრებული აღარ უწოდებდა მას წმინდანს და ამბობდა: - ის წმინდანი იქნებოდა, ღირსეულად რომ იქცეოდეს.

ხშირად, როდესაც მამა არსენი ცდილობდა გაღიზიანებულად მოეჩვენებინა თავი, ეს ოსტატურად არ გამოსდიოდა, რადგან მის თვალებში ღიმილი გამოსჭვიოდა, თუმცა სიტყვებით მაინც ცდილობდა დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ცოდვილია და უამრავი ვნება აქვს. ამბობდა: "ხომ ხედავთ, რა კაცი ვარ, და თქვენ კი რას ფიქრობთ? რანაირი წმინდანი ვარ?" განსაკუთრებით მკაცრად და უცნაურად იგი ქალებს ექცეოდა, რადგან ისინი დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ და თავგამოდებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მასზე ზრუნვაში. ამიტომ, როდესაც რომელიმე მათგანს მოჰქონდა მისთვის საჭმელი, უკმეხად მიახლიდა, - ძალიან ცოტააო და არ იღებდა. ზოგჯერ უხეშად ამბობდა, - საჭმელი უგემურიაო და აგდებდა მის მომტანს.Qქალები იბნეოდნენ და არ იცოდნენ, რით ესიამოვნებინათ მისთვის.

***
მამა არსენის ჩვეულებრივი საკვები ქერის კვერები იყო, რომლებსაც იგი ტაფაზე აცხობდა ხოლმე. აი, რატომ ეძახდა მას ზოგიერთი ფარასიოტი "არპაჩის", რაც თურქულად ქერის მჭამელს ნიშნავს. ის თვეში ერთხელ აცხობდა კვერებს და შემდგომ საჭიროებისდა მიხედვით ალბობდა მათ. ზოგჯერ მამა არსენი ხარშავდა უმბას (იმ მცენარის მსგავსია, რომლითაც იკვებებოდნენ გველები), მჟაუნას, გარეულ ხახვს, ხოლო დროდადრო ამზადებდა ფაფას. ზოგჯერ ჭამდა ყველა სახის საკვებსაც, მაგრამ მაშინ მთელი წლით უარს ამბობდა ყოველგვარ სახსნილოზე, მაგალითად, თევზზე ან რძის ნაწარზე. ხორცს, რა თქმა უნდა, არ ჭამდა, მაგრამ თუ ოდესმე სუფრაზე მიართმევდნენ, იმისთვის, რომ ხალხი არ შეეწუხებინა, შეჭამდა ხოლმე ცოტაოდენს იმ შემთხვევაში, თუ არ იყო მარხვის დღე. ფარასიოტები ყოველთვის ცდილობდნენ, მიერთმიათ მისთვის რაიმე სხვა, რადგან იცოდნენ, რომ შემდგომ, სენაკში ყოფნისას, იგი მკაცრად შეიზღუდავდა თავს, მაგალითად, წყალს არ დალევდა, რათა ამგვარად გაეძლიერებინა თავშეკავება, იმ მცირედი ხორცის სამაგიეროდ, რომელიც შეჭამა კაცთმოყვარეობის გამო. მისი გონიერი ასკეტიზმი ყოველთვის გამოირჩეოდა სიყვარულით სხვებისადმი და თავდაჭერილობით საკუთარი თავის მიმართ. როგორც არ უნდა ეცადა მამა არსენს, დაეფარა თავისი ღვაწლი, ეს არ იყო ადვილი, რადგან ხალხი მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდა მის გვერდით. მარხვების დროს და აგრეთვე ოთხშაბათს, პარასკევს და ორშაბათს, რომელიც მიძღვნილია ანგელოზებისადმი, ის წყალსაც არ სვამდა მზის ჩასვლამდე.

***
მამა არსენის ლოცვითი წესი ამგვარი იყო: ყოველ დიდ დღესასწაულზე იგი აღასრულებდა ღამისთევის მსახურებას, რომელსაც იწყებდა მზის ჩასვლისას და განაგრძობდა მზის ამოსვლამდე. აღასრულებდა მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ან წმინდა იოანე ოქროპირის სამლოცველოში მხოლოდ მედავითნე პროდრომოსთან ერთად, მაგრამ თუ სამლოცველოში მიმავალთ ხვდებოდათ რომელიმე სნეული, მაშინ მიჰყავდათ ღამისთევის მსახურებაზე. როგორც კი სამლოცველოში მივიდოდნენ, მამა არსენი ავადმყოფებს მაშინვე კურნავდა, რათა მათაც შესძლებოდათ ღვთის დიდება. ერთხელ, როდესაც მამა არსენი მედავითნესთან ერთად წავიდა იოანე ოქროპირის სამლოცველოსკენ, მუნჯი ქალი შეხვდა, რომელიც სხვებთან ერთად ტაძარში წაიყვანა. მამა არსენმა წაუკითხა სახარება და მუნჯი მაშინვე ალაპარაკდა. ყველამ ადიდა უფალი.

სხვა დღეებში მამა არსენი ჩვეულებრივად მსახურობდა თავის სენაკში ან წმინდა მოწამეთა - ბარაქისეს და იონას სახელობის ტაძარში. იგი ღვთისმსახურებას საღამოს 9 საათზე (საერო დროით) იწყებდა და ასრულებდა დილის 3 საათზე, რის შემდეგაც 2-3 საათით ისვენებდა. ხშირად კვირის ჩვეულებრივ დღეებში მამა არსენი მიდიოდა უახლოესი სამლოცველოსაკენ და მცირე დასვენების შემდეგ ლიტურგიას აღასრულებდა. მწუხრის ლოცვა აღესრულებოდა წმინდა მოწამეთა ტაძარში. იგი არასდროს მგზავრობდა სახედრით ან ცხენით, მიდიოდა ფეხით და შემდგომ მთელი მსახურების განმავლობაში ფეხზე იდგა. მამა არსენის არაჩვეულებრივი შემბრალებლობა არ აძლევდა მას ცხოველთა დატვირთვისა და საკუთარი თავის დასვენების უფლებას. მეტიც, იგი ფეხშიშველი დადიოდა ხოლმე. როდესაც ხალხი ხვებოდა, დროებით იცვამდა ფეხზე, ხოლო განშორების შემდეგ ისევ ტომარაში დებდა ფეხსაცმელს.

ერთხელ ადანის გავლით იერუსალიმში მიმავალი გაჩერდა ფარასელი ქალის სახლში. გრძელი გზისა და ფეხშიშველა სიარულის გამო ფეხები დაუსივდა და არ ჩაეტია ფეხსაცმელში. მიუხედავად საშინელი დაღლილობისა (ხუთდღიანი მგზავრობის შემდეგ), დაწვა არა ლოგინზე, არამედ იატაკზე. მისი წასვლის შემდეგ სახლის მეპატრონეები თავად მიხვდნენ ამას, რადგან ქვეშაგები იყო სრულიად სუფთა და განზრახ ხელით დაჭმუჭნილი, რაც იმისთვის გააკეთა, რომ დიასახლისს გახარებოდა (რომ მამა არსენმა დაისვენა) და ამასთანავე, დაეფარა თავისი ღვაწლი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat