წმინდა მემნონი წარმოშობით ასური იყო. ის ეფესოს მთავარეპისკოპოსი გახლდათ. როცა 428 წელს ეკლესიაში ატყდა კამათი ნესტორის მოძღვრების გამო, მან წმინდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად მტკიცედ დაიცვა მართლმადიდებლობა.
წმინდა მემნონმა მიაღწია, რომ ეკლესიის III მსოფლიო კრება, მისი ეპარქიის დედაქალაქში, ეფესოში გამართულიყო.
კრებას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი, თავმჯდომარეობდა კირილე ალექსანდრიელი. მას მემნონ ეფესელთან ერთად ესწრებოდნენ მსოფლიო ეკლესიის დიდი მამები: იუბენალ იერუსალიმელი (რომის პაპი ცელესტინე ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა, მაგრამ ლეგატები გაგზავნა) და სხვ. კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის, მაგრამ ნესტორი, სამგზისი მოწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა, მამებმა ნესტორის გარეშე დაიწყეს მისი სწავლების განხილვა.
კრების მონაწილე წმინდა მამებმა დამატებით მოისმინეს საღმრთო წერილიდან დამოწმებული ადგილები ღვთის სიტყვის განხორციელების შესახებ და ერეტიკოსები დამხობილად გამოაცხადეს. Kრებამ დადგენილება, მეორე დღესვე (23 ივნისს) განუცხადა ნესტორს და წერილობით ამცნო იმპერატორს.
რამდენიმე დღის დაგვიანებით ჩამოვიდა ანტიოქიელების დელეგაცია-ორმოცი ეპისკოპოსი. მათ ხელმძღვანელობდა იოანე ანტიოქიელი. დიდად იწყინეს კრების მათ გარეშე ჩატარება.
იოანე ანტიოქიელი შეუთანხმდა კირსელ ეპისკოპოსთა ნაწილს და ერთობა განუცხადა ნესტორს. მათ ცალკე მოიწვიეს კრება, რაზედაც წმინდა კირილე ალექსანდრიელი და წმინდა მემნონი ერეტიკოსებად, ხოლო მათი კრება-უკანონოდ გამოაცხადეს. მოხდა ისე, რომ ამ ორივე კრების დადგენილებები იმპერატორს ერთდროულად მიუვიდა. იმპერატორმა თავდაპირველად განიზრახა ნესტორისა და კირილეს დაპატიმრება, მაგრამ მალე გაეცნო საქმის ნამდვილ ვითარებას და კირილე ალექსანდრიელის თავმჯდომარეობით ჩატარებული მსოფლიო კრების ყველა დადგენილება დაამტკიცა (სექტემბერში), ხოლო ნესტორი ანტიოქიის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ მონასტერში ჩაამწყვდია. წმინდა მემნონი ანტიოქიის მთავარეპისკოპოსად დარჩა, ვიდრე ნეტარ აღსასრულამდე. წმინდა მემნონი დაახლოებით 440 წელს გარდაიცვალა.
მას იხსენიებს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი