წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა, კუნძულ კვიპროსზე.
იგი მრავალ მეცნიერებას დაეუფლა, მაგრამ ყველაზე მაღლა წმიდა წერილს აყენებდა. უფლის რჩეული გამოირჩეოდა კეთილმსახურებით, გლახაკთმოყვარეობით და ასკეტური ცხოვრებით, რის გამოც უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. კვიპროსის ეპისკოპოსის, წმიდა დამიანეს გარდაცვალების შემდეგ მთელი ხალხის სურვილით დაქვრივებულ კათედრაზე ღირსი სოფრონი აღასაყდრეს. ახალ ხარისხში იგი ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა თავის სამწყსოს. გარდაიცვალა VI საუკუნეში.
"წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- სამარხვო კერძები
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- წმინდა წერილი
- ლოცვანი