წმინდა ანდრიამ შექმნა პირი ხელთუქმნელი ხატისა
წმინდა ანდრიამ შექმნა პირი ხელთუქმნელი ხატისა
საქართველოში ანდრია მოციქული მოღვაწობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული მის მიერ შემოსვენებული ხელთუქმნელი ხატის ისტორია, რომელიც აწყურის ღვთიმშობლის ხატის სახელითაა ცნობილი. ამჟამად აღნიშნული ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. ხელოვნებათმცოდნეები აწყურის ღვთისმშობლის კარედი ხატის მოჭესილობას XVI საუკუნის მეორე ნახევრით ათარიღებენ. ელდარ ბუბულაშვილის წიგნში "საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები", ვკითხულობთ: "ქართლის ცხოვრების" ანდრიას "მიმოსვლის" მიხედვით, ეს ის ხატია, რომელიც ღვთისმშობელმა მოციქულს გადასცა. აღნიშნული ხატი არავის დაუწერია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანდრია მოციქულის წამოსვლის წინ ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი, მიიდო ფიცარი სახეზე და მასზე გამოისახა ღვთისმშობელი ყრმით. ღვთისმშობლის განცხადებით, სწორედ ამ ხატის შემწეობით უნდა ჰქონოდა ანდრია მოციქულს "მადლი და შეწევნა".

საქართველოში ყოფნის დროს ანდრია მოციქული სწორედ აღნიშნული ხატით ახდენდა სასწაულებს. პირველი სასწაულებრივი ძალა მან დიდაჭარაში გამოავლინა, როდესაც ხატის ძალით ანდრიამ ადგილობრივი წარმართნი "მოაქცევინა და მოიყვანა სარწმუნოებად" ახლადმოქცეულმა დიდაჭარელმა მოსახლეობამ მოითხოვა, რომ აღნიშნული ხატი ახლადაგებულ ეკლესიაში დაესწვენებინათ. მათი მოთხოვნის პასუხად წმინდა ანდრიამ შექმნა პირი ხელთუქმნელი ხატისა, რომელიც იმავე ზომის იყო და მისცა მათ. ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს და დაასვენეს ეკლესიასა შინა თვისისა პატივითა". თუ რა ბედი ეწია ანდრია მოციქულის ხელით შემქნილ ხელთუქმნელი ხატის პირს, ჩვენთვის უცნობია, მხოლოდ ის ვიცით, რომ ქართლის მეფე ადერკმა, როცა შეიტყო თავისი ქვეშევრდომების ახალ სარწმუნოებაზე მოქცევა, "განუწყრა და წარავლინა ერისთავნი მისნი და იძულებით კუალადვე მოაქცევინა ისინი". ანდრია მოციქული ღვთისმშობლის ბოძებული ხატით გადავიდა სამცხეში, სადაც მან აწყურში დაივანა.

ხელთუქმნელმა ხატმა სწორედ აწყურში მოახდინა ახალი სასწაული, როდესაც ხატის ძალით დამხობილ იქნა არტემისა და აპოლონის საკერპო ადგილი, რამაც საბოლოოდ განაპირობა მესხეთის მოსახლეობის ახალ სარწმუნოებაზე მოქცევა. წერილობითი წყარო ხატის სასწაულებრივ ძალას მიაწერს, აგრეთვე, ქვრივი დედაკაცის ახალგაზრდა ვაჟიშვილის გაცოცხლებას. ღვთის ნებით და ანდრია მოციქულის სურვილით აღნიშნული ხატი დააბრძანეს აწყურში, ახლადაგებულ საყდარში. იგი ცნობილი იყო თავისი სასწაულმოქმედებით. VII საუკუნის 20-იან წლებში, საქართველოში ლაშქრობის დროს ბიზანტიის იმპერატორს ჰერაკლე კეისარს თაყვანი უცია აწყურის ღვთისმშობლის ხატისათვის. როგორც ჩანს, იმ დროისათვის, აწყურის ეკლესია საკმაოდ დაძველებული და დაზიანებული ყოფილა. ჰერაკლე კეისარს აწყურის ღვთისმშობლის ხატის სათაყვანებლად საფუძველი ჩაუყრია ახალი საყდრის მშენებლობისთვის. როგორც წყაროებით ირკვევა, აწყურის ღვთისმშობლის ხატისათვის აგებული ტაძარი საეპისკოპოსო ტაძრად უქცევიათ. აწყურში არქეოლოგიური გათხრებით გამოვლინდა ჰერკლე კეისრის მიერ აგებული მცირე სამლოცველოს ნაშთები, რომელიც ამჟამინდელი, X-XI საუკუნით დათარიღებული აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის ნანგრევების ჩრდილოეთ ნაწილში, მიწის ქვეშაა მოქცეული. აწყურის ღვთისმშობლის ხატმა შემდგომშიც გამოავლინა თავისი სასწაულთმოქმედება. 1283 წელს, აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს, საქართველოში დიდი მიწისძვრა მომხდარა.

მიწისძვრის შედეგად ბევრი ეკლესია-მონასტერი დაქცეულა. მათ შორის აწყურის ღვთისმშობლის ტაძარიც, მაგრამ ტაძრის შუა ნაწილში დასვენებულ აწყურის ღვთისმშობლის ხატს მიწისძვრის შედეგად ჩამოქცეული გუმბათი ქუდივით დაეხურა "და დარჩა უვნებლად". მომხდარი ფაქტი აწყურის ღვთისმშობლის ხატის სასწაუებრივ გამოვლინებად მიუჩნევიათ. XV საუკუნის 70-80-იან წლებში აწყურის ღვთისმშობლის ხატი ორგზის უკნა დაბრუნებულა. პირველად ხატი 1477 წელს ირანის მბრძანებელმა უზუნ-ჰასანმა აწყურის ციხის აღების დროს გაიტაცა, რის გამოც "იქნა დიდი გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი სრულიად მესხთა ზედა". ქართული წყაროების გადმოცემით, აწყურის ხატის გატაცების გამო უზუნჰასანის ქვეყანაში უნაყოფობას დაუსადგურებია: "არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა". აღნიშნული უბედურების მიზეზად მაჰმადიანი მოსახლეობა ღვთისმშბლის ხატს მიიჩნევდა. მათი მოთხოვნით იგი ისევ მესხეთის ქვეყანაში დააბრუნეს.

KARIBCHE


1486 წელს უზუნ-ჰასანის შვილმა, იაყუბ ყაენი სამცხეს მისდგომია. აწყურის ტაძრის სიწმინდეები ციხე-სიმაგრეში საგულდაგულოდ გადამალეს. მაწყვერელი ეპისკოპოსის ინიციატივით მტერს ციხიონი უბრძოლველად დანებდებოდა, თუკი ისინი აწყურის ტაძარს არ დაანგრევდნენ, მაგრამ იაყუბ ყაენმა პირობა დაარღვია. მან გაძარცვა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, შემდეგ კი აგიზგიზებულ ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ მომხდარი სასწაულით თვით ურჯულონიც გაკვირვებული დარჩენილან, ხატის ჩაგდების შემდეგ "ცეცხლი იგი დაშრტა და ხატს ყოვლადვე არ შეეხო". ამის შემდეგ იაყუბ ყაენმა ხატი თავის ქვეყანაში წაასვენა, მაგრამ მას მამოეცხადა კაცი, რომელმაც ურჯულოთ გამოუცხადა: "უკეთუ არა წამიყვანო ქვეყანასა ჩემსა, დიდი ბოროტი მოვაწიო შენ ზედა". ხატი ისევ აწყურში დააბრუნეს და "დაასვენეს საყდარსა თვისსა". წყაროს მიხედვით, უკან დაბრუნების შემდეგ ხატმა იაყუბ ყაენს საშინელი რისხვა დაატეხა თავს, წამებით გარდაიცვალნენ მისი ახლობლები.

1546 წელს, თურქთა აგრესიის გამო,აწყურის ღვთისმშობლის ხატი იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ ციხისჯვრის ციხეში გადაასვენა, საიდანაც მან ეს სიწმინდე 1553 წელს იმერეთში წაიღო. ბაგრატ III-ის ძემ, გიორგი II-მ 1578-1583 წლებში მრავალგზის გაძარცვული აწყურის ღვთისმშობლის ხატი ოქროთი მოაჭედვინა და შეამკო ძირფასი თვლებით. ბოლო ხანს იგი გელათის მონასტერში იყო დასვენებული, ხოლო საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, XX საუკუნის 20-იან წლებში, საეკლესიო ქონების სეკულარიზაციის დროს იგი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნიება გახდა. XII საუკუნის ჰიმნოგრაფის, იოანე ანჩელის ცნობით ანდრია მოციქულს საქართველოში ანჩის ხატი მოუსვენებია. აღნიშნული ცნობა სხვა წერილობითი წყაროებით არ დასტურდება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდად აფასებდა და აფასებს ჩვენში ქრისტიანობის გავრცელებაში მოციქულთა ღვაწლს. ალბათ ამითაა განპირობებული, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ თავისი მწყემსმთავრის-კათოლიკოს-პატრიარქის საყდრის-მცხეთის სვეტიცხოვლის ტრაპეზი თორმეტი მოციქულის სახელზე აკურთხა.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat