ათწლეულების მანძილზე ერთი და იგივე ეცვა
ათწლეულების მანძილზე ერთი და იგივე ეცვა
წმინდა გიორგი კარსლიდისი (ისიოს გეორგიოს) დაიბადა 1901 წელს არგირუპოლში (ახლანდელ თურქეთში). პატარა დაობლდა. აღზარდა ძალიან მორწმუნე ბებიამ და ასწავლა ეკლესიის და ღვთის სიყვარული. ხუთი წლისა უფროსი ძმის საქონელს მწყემსავდა. ძმა ძალიან მკაცრი იყო. ერთხელ მათხოვარს ერთი ჯამი ფქვილი მისცა, რისთვისაც ძმა წაეჩხუბა და იძულებული გახდა, შინიდან წასულიყო. ასე აღმოჩნდა ერთ თურქ მწყემსთან.

ერთ დღეს, როცა მწყემსავდა, სამი წმინდა მგალობელი ძალიან ლამაზად გალობდა. ძალიან მოეწონა და უკან გაჰყვა. როცა ისინი თვალს მიეფარნენ, ცხვარი ადგილზე აღარ დახვდა. ტირილით მიბრუნდა ბატონთან და აუხსნა ყველაფერი. თურქმა დაამშვიდა, ყველა ცხოველი ადგილზეაო. მერე ჰკითხა, ის სამი მგალობელი რომ ნახო, იცნობო? რა თქმა უნდაო. თურქმა ის სახლში შეიყვანა, ფარდა გადასწია და კიბით დაბლა ჩავიდნენ. მის წინაშე ეკლესია აღმოჩნდა. ბატონი ჩუმი ქრისტიანი ყოფილიყო. პატარამ მაშინვე მიირბინა "ტრიონ იეარხიონთან" (სამების ხატთან). თურქმა უთხრა: "შვილო, შენ აქაურობისთვის არ ხარ, მონასტრისთვის ხარ დაბადებულიო". ბიჭმა აიღო თავისი ნივთები - ღვთისმშობლის ხატი, ჯვარი და დაბადების მოწმობა. გაუდგა გზას კავკასიისკენ. ზამთარში ერთ გამოქვაბულში მოუწია ღამის გათენება, იმ ღამით დიდი თოვლი მოვიდა და კარი ჩაიკეტა. დარჩა მშიერ-მწყურვალი, ნახევრად შიშველი, უმწეო. კანკალით პატარა ხვრელი გააკეთა თოვლში, ხელი გამოყო გარეთ, რომ იქნებ ვინმეს დაენახა და დახმარებოდა. მართლაც, მგზავრებმა შეამჩნიეს და გამოიყვანეს.

ერთ-ერთი ლოცვის დროს მასთან მივიდა მხედარი და სთხოვა, გამომყევიო. კარგა დიდი გზა მოკლე დროში გაიარეს. ეს მხედარი მისი მფარველი წმინდა გიორგი იყო, რომლის სახელიც მიიღო მომავალმა წმინდანმა და რომელიც დიდი მოფერებით და სიყვარულით ესაუბრებოდა. მისი დახმარებით თბილისში აღმოჩნდა. ერთ-ერთი მონასტრის წინ, წირვის შემდეგ, მიუახლოვდა მონაზონი ევგენია და ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა. ევგენიამ ის თავის სულიერ მოძღვართან მიიყვანა, გახადეს ღარიბული ტანისამოსი, ცხრა წლისას ანაფორა ჩააცვეს, რომელიც მას მერე აღარ გაუხდია. შემდეგ გადაიყვანეს ახალი ათონის მონასტერში.

წმინდანი იგონებს: - 1917 წელს ბოლშევიკებმა დაარბიეს ყველა მონასტერი. იქ ცხოვრობდა 3000 ბერი და 13 ეპისკოპოსი. მათ აწამებდნენ და აიძულებდნენ რწმენის უარყოფას. ზოგმა ვერ გაუძლო წამებას და მონასტერი დატოვა. ეპისკოპოსები ეზოში ჩამოახრჩვეს. სამი დღე ეკიდა სახრჩობელებზე. გვემუქრებოდნენ, თქვენც ასე მოგექცევითო. ვინც ბოლომდე დარჩა ქრისტიანი, ციხეში აღმოვჩნდით, სადაც საშინელ პირობებში გვამყოფებდნენ. შემდეგ დასახვრეტად წაგვიყვანეს. ერთმანეთს გადაგვაბეს, ხევის პირას დაგვაყენეს და გვესროლეს. ერთი ტყვია ბებიის ნაჩუქარ გულზე ჩამოკიდებულ ხატს მოხვდა, რამაც სიცოცხლე შემინარჩუნა, მეორე კი ფეხში. ერთმა ექიმმა, რომელიც ჩვენთან ერთად მოჰყვა დახვრეტაში, მოახერხა, თავი გაითავისუფლა და ჩვენც, ვინც სიკვდილს გადავურჩით, აგვხსნა თოკები, სულ 13 გადავრჩით. დავინახეთ - სამხდრო მანქანა მოგვიახლოვდა. ვიფიქრეთ, ახლა მაინც ვეღარ გადავრჩებითო, მაგრამ საავადმყოფოში წაგვიყვანეს. მკურნალობის შემდეგ სამი ბერი გამოვედით საავადმყოფოდან, სოფელ-სოფელ დავდიოდით, კეთილი ხალხი ყოველთვის რაღაცას გვაწვდიდა.

ისიოს გეორგიოსის მონასტერში ბერად აღკვეცის დროს ზარებმა თავისით დარეკეს. იმ დროს ზარების რეკვა აკრძალული იყო. შემდეგ ის მეორედ მოხვდა ციხეში. ციხიდან გარეთ გამოჰყავდათ, აშიშვლებდნენ, დასცინოდნენ და ამცირებდნენ.

მისი სიწმინდის შესახებ ხალხში ლეგენდები დადიოდა. ამიტომ ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს, დაეხვრიტათ სხვა სასულიერო პირებთან ერთად. აღდგომის ღამეს ბერებმა ითხოვეს, ეკლესიური წესი ჩაეტარებინათ. უარი მიიღეს. მაშინ ყველამ ერთად დაიწყო ლოცვა - "ქრისტე აღსდგა". უცბად ძლიერ იქუხა და ყველა კარი გაიღო. ხალხი მორბოდა, - რა მოხდაო. მათ ციხის თავზე ნათება შეამჩნიეს, ანგელოზებს ჯვარი ეჭირათ. გათენებისას კი გაქრა. დილით ყველას თეთრი ხალათები ჩააცვეს და დასახვრეტად წაიყვანეს. სამი ტყვია მოხვდა ისიოს გეორგიოსს, მაგრამ მაინც გადარჩა. გასინჯვის დროს ექიმმა უთხრა, - კანონის თანახმად, თუ სამი ტყვია მოგხვდება და გადარჩები, უნდა გაგათავისუფლონო. ასე აღმოჩნდა სოხუმში. დიდი გაჭირვების შემდეგ საბუთები გაუკეთეს. ავადმყოფი ხელით დაჰყავდათ, ჩაიყვანეს საბერძნეთის ქალაქ დრამაში.

წმინდა გიორგი ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ როცა ადამიანში ხედავდა სიკეთეს, სიყვარულს, სინანულს, ბევრს პატიობდა. ამბობდა: ადამიანი წელიწადში სამჯერ მაინც უნდა ეზიაროს, ეს აუცილებელია. თუ ბავშვები პატარები არიან, მაშინ დედამ უნდა იმარხულოს. ეკლესიაში ყურადღება უნდა მოიკრიბოთ, საყოფაცხოვრებო საქმეები დაივიწყოთ, მხოლოდ ლოცვები წარმოთქვათო. ერთ-ერთ მრევლ ქალბატონს მიმართა: შენს ტანისამოსს ვხედავ ეკლესიაში, შენ კი ვერაო. მან მორცხვად უპასუხა: მაპატიე, მამაო, გონებით სახლის საქმეებზე ვფიქრობდიო. ერთ-ერთი პარაკლისის დამთავრებისას კი ერთ ქალბატონს უთხრა: ყოველთვის ასე ილოცე, შენი ლოცვა უფალმა ისმინაო. ერთ ქალს მკაცრად მოექცა, რომელიც მშობიარეს არ დაეხმარა და ბავშვი გარდაეცვალა. დაუწესა: შვიდი დღის მანძილზე დილიდან საღამომდე სხვადასხვა სოფელში მათხოვრობდა და რასაც მოაგროვებდა, ღარიბებისთვის უნდა დაერიგებინა. ნათესავმა სთხოვა, იქნებ ფულით შევეწიოთო, მაგრამ უარი მიიღო, - ეს ცოდვა მხოლოდ ამ გზით შეუმსუბუქდებაო. მკაცრი იყო აბორტის მკეთებლების მიმართ. ერთ ექიმს უთხრა, - შენს ხელებს ცეცხლი ასდის, იმდენი ბავშვი გყავს მოკლულიო. მისთვის ძნელი არ იყო ადამიანის ყველაზე ბნელი აზრების წაკითხვა, მნიშვნელობა არ ჰქონდა მანძილს, დროს.

წმინდა გიორგი საბერძნეთში ნახევარ წირვას ქართულ ენაზე ატარებდა და ნახევარს ბერძნულად (მაშინ, როდესაც მრევლი ძირითადად ადგილობრივი ბერძნები იყვნენ), რაზეც ერთმა მანდილოსანმა უკმაყოფილოდ უთხრა, - ქართულად წაკითხული სახარება არ მესმისო. პასუხად მიიღო: ბერძნული რომ გესმის, ხომ ყველაფერს ასრულებო. წირვის შემდეგ მრევლს ეუბნებოდა, რომ წირვას უხილავად ხშირად სხვადასხვა წმინდანი ესწრებოდა. ხალხს აიმედებდა, ომი გამარჯვებით დამთავრდება, შიმშილი გაივლის და ყველაფერი დალაგდება, მაგრამ ეს ომი და შიმშილი არაფერია იმასთან შედარებით, რაც კაცობრიობას ელისო. ამიტომ მოუწოდებდა რწმენაში გაძლიერებას, ლოცვას და ცოდვების მონანიებას. მართლმადიდებლებს ბევრი მტერი ჰყავთო, ამიტომ მრევლს ერთმანეთის სიყვარულს, ურთიერთდახმარებას, პატიებას, უანგარობას, სინანულს სთხოვდა.

KARIBCHE

წმინდა გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილები


წმინდა გიორგი კარსლიდისი ძალიან მცირედით იკვებებოდა. პური და მწნილი იყო მისი ყოველდღიური საკვები. რაც ჰქონდა, სხვებს ურიგებდა, იცოდა, გარშემო სოფლებში ვის უჭირდა, თავის სულიერ შვილებს ატანდა ღამით საკვებს და ისინი მათი სახლის კარებთან ჩუმად ტოვებდნენ საკვებს, რომ არავის დაენახა. ათწლეულების მანძილზე ერთი და იგივე ეცვა. ომის დროს საბერძნეთს ბულგარელი ფაშისტები დაესხნენ თავს, მოსაზღვრე სოფლებს აწიოკებდნენ. იმ სოფელს, სადაც წმინდანი იყო, ვერაფერი დააკლეს. ყველაფერი ისე სრულდებოდა, როგორც წმინდანი იტყოდა. ამას თვითონ მტერიც ამჩნევდა: - მოვდივართ სოფლის დასაწვავად, მაგრამ რაღაც ძალა არ გვიშვებსო. ამის გამო წმინდანი შეიპყრეს და ტყეში დასახვრეტად წაიყვანეს. მან ითხოვა ლოცვის ნება. ლოცვის დროს უფალს სთხოვა შეენდო მათთვის მისი მკვლელობა. ლოცვის დასრულების შემდეგ მიმართა მათ, შეესრულებინათ ბრძანება, მაგრამ როცა შემოტრიალდა, დაინახა, მკვლელებს იარაღი დაეყარათ და უკანმოუხედავად გარბოდნენ.

ეს არის ძალიან მცირე ნუსხა იმ სასწაულებისა, რაც გიორგი კარსლიდისს უკავშირდება. მასთან მიჰყავდათ დავრდომილნი, უსინათლონი, მძიმე ავადმყოფები, გზადაკარგულები, დეპრესიაში მყოფნი. წმინდანი ცხოვრობდა ძალიან მკაცრად და ღარიბულად. ძალიან ცოტა ეძინა. ან ლოცულობდა, ან ხალხს ემსახურებოდა. ციხეში გატარებულმა წლებმა დიდი დაღი დაასვა მის ჯანმრთელობას. უყავარჯნოდ ვეღარ დადიოდა, მაგრამ წირვის დროს ხედავდნენ, როგორ ამაღლდებოდა ხოლმე ჰაერში დედამიწიდან. მან იცოდა თავისი გარდაცვალების დღე და საათიც კი, ამიტომ თავის სულიერ შვილებს დაუბარა: ჩემი გარდაცვალების დროს ძალიან ბევრი ხალხი მოვა სხვადასხვა ქვეყნიდან, არ დაიჯერებთ, რომ მიცვალებული ვარ, ამიტომ ეჭვი გაჩნდება. მე კი გეუბნებით, დააკვირდით ეზოში ამ კვიპაროსებს, როცა ისინი თავს დახრიან, მიხვდებით, რომ ამქვეყნად ხილულად არ ვარ. მისი ნათქვამი ზუსტად ახდა. არა მარტო კვიპაროსებმა დახარეს თავები, არამედ ფრინველებიც მოფრინდნენ და ხეებზე ჩამოსხდნენ - ამდენი ხალხისა არ ეშინოდათ. მისი თხოვნით, წმინდანი ჩასასვენებლის გარეშე დაკრძალეს და ჩაატანეს თავისი საღვთო ქართული წიგნები. წმინდა გიორგი კარსლიდისის სასწაულები დღემდე არ შეწყვეტილა. ის იყო უდიდესი თანამედროვე სასწაულმოქმედი, დიდი მოსიყვარულე საქართველოსი. მისი სულიერი შვილების თანახმად, იცოდა, რა ხდებოდა საქართველოში. ბევრჯერ მოუსმენიათ მისი საუბარი მათთვის უხილავ პიროვნებებთან. მან თავისი ორი დიდი სიყვარული, რომელსაც საქართველო და საბერძნეთი ჰქვია, გააერთიანა ერთ სამშობლოში. იწინასწარმეტყველა, რომ საქართველოც და საბერძნეთიც დაიბრუნებენ თავიანთ დაკარგულ ტერიტორიებს.

ჩვენი თანამედროვეობის დიდი რწმენის, ლოცვის, სათნოების, სიკეთის, თავდაბლობის მაგალითი აღესრულა 1959 წლის 4 ნოემბერს.

2008 წლის 2 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილებით, იგი წმინდანად აღიარეს. მისი წმინდა ნაწილების ამოსვენების დროს ბუნების ყველა კანონის დარღვევით, იმ ადგილზე თოვლი წამოვიდა. მისი ძვლები იმ შეფერილობის იყო და იმ სურნელს გამოსცემდა, წმინდანობის კანონს რომ ექვემდებარება. ყველაზე დიდი მტკიცებულება თავის ქალაზე ჯვრის დაღი იყო.

ბერძნულიდან თარგმნეს გეორგოს მიხაილიდისმა და თამარ ბროლაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat