წმინდა ანდრია მოციქულს თან უნდა წაებრძანებინა ხატი, რომელიც ღვთისმშობლის პირზე დადებით გამოისახებოდა
წმინდა ანდრია მოციქულს თან უნდა წაებრძანებინა ხატი, რომელიც ღვთისმშობლის პირზე დადებით გამოისახებოდა
საქართველოდან შორს, საბერძნეთში, ათონის მთაზე, ივერთა მონასტრის ბერები ძველად, წირვისას, იმეორებდნენ იმ საგალობელს, რომელსაც ჩვილ იესო ქრისტეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უგალობდა. ბერძენი მგალობელი ურთავდა მისამღერს ყველასათვის გაუგებარი სიტყვებით, რომელთა შორის უმთავრესი იყო "ნენანა". მათი სწალებით, რომელთა შორის უმთავრესი იყო "ნენანა". მათი სწავლებით "ნენანა" იგალობება მოსახსენებლად ღვთისმშობლისა, რომელიც "ნენანას" იგივე "იავნანას" უგალობდა აკვანთან თავის ღვთაებრივ ყრმას.

ამ ჩვენთვის ზეაღმატებულად სასიხარულო ამბავს აღწერს არქიმანდრიტი პორფილი მოგზაურობისას ათონის მთაზე. "ნენანას" მხოლოდ ქართულ სამყაროში უმღერის დედა თავის ჩვილს. ამიტომაც ეს სიტყვები უცნაურია სხვათა სმენისათვის, მაგრამ უცხოეულ ბერებს ის დაუცავთ, რაც მიუთითებს ისრაელსა და მის ჩრდილოეთით მცხოვრებ ხალხებს შორის მჭიდრო კულტურული კავშირის შესახებ. ისრაელის ჩრდილოეთით მოქცეული ქვეყნები-კაბადოკია, პონტო, კოლხეთი და ივერია-ქართულ სამყაროს წარმოადგენდა, დასახლებულს ქართულად მოსაუბრე ტომებით, -ვკითხულობთ მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) ლოცვა-კურთხევით გამოცემულ წიგნში "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო". აქვე ვკითხულობთ შემდეგს:


***
წმინდა სახარება მოგვითხრობს, რომ ჯვარცმული უფალი ჩვენი, იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომიდან ამაღლებამდე 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოციქულებს, განმარტავდა მათ რწმენაში და უყვებოდა ცათა სასუფეველის შესახებ: "გიყვარდეთ ერთმანეთი ისე, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. უქადაგეთ მთელ მსოფლიოს სახარება და მონათლეთ ხალხი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ვინც ირწმუნებს და მოინათლება-გადარჩება, ვინც არა-დაისჯება. მე მივდივარ მამასთან. ნუ დატოვებთ იერუსალიმს. ჩემს ნაცვად, თქვენსა სანუგეშოდ, მოგივლენთ სული წმიდას". ამის შემდეგ აკურთხა ისინი, აღაპყრო ხელნი და ელიონის მთიდან ზეცად ამაღლდა. მართლაც, ამაღლებიდან მეათე დღეს, როდესაც მოციქულები იერუსალიმში, სიონის მთაზე იმყოფებოდნენ, მოულოდნელად ზეციდან ხმაური გაისმა.

თითქმის ძლიერმა ქარმა დაუბერა და სულიწმინდა ცეცხლოვანი ენების სახით მოციქულებს თავზე დაადგა. სულიწმინდით აღვსილი მოციქულები სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ. იმ დღეს, ამ სასწაულის მიხედვით უამრავი ხალხი მოინათლა. სულიწმინდის გარდამოსვლას დედამიწაზე სულთმეფონობა ეწოდება. სულთმოფენობის შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოციქულებთან ერთად წილი იყარა-თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა სახარება. ღვთისმშობელს წილად ხვდა ივერთა ქვეყანა-საქართველო. აი, ამიტომ უწოდებენ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას. წმინდა მამების განმარტებით, ყოველ ხალხს თავისი მფარევლი ანგელოზი ჰყავს. საქართველოს მფარველი ანგელოზი თვით ზეციური დედოფალი-ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამია. ღვთისმშობელი აპირებდა საქართველოში გამომგზავრებას, მაგრამ რადგანაც მისი მიძინების (გარდაცვალების) დრო მოახლოებული იყო, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ იგი არ უნდა განშორებოდა იერუსალიმს.

დედაღვთისას წილხვედრი ივერთქვეყანა მომავალში აუცილებლად განათლდებოოდა და გაბრწყინდებოდა-ასეთი იყო ღვთის ნება. შემდეგ ყოვალწმინდა მარიამს გამოეცხადა ძე მისი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე და უთხრა, რომ საქართველოს მოსაქცევად ღვთისმშობელს თავის ნაცვალდ გაეგზავნა ანდრია მოციქული. ანდრიას თან უნდა წაებრძანებინა ხატი, რომელიც ღვთისმშობლის პირზე დადებით გამოისახებოდა. ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი საქართველოს მფარველი იქნებოდა უკუნისამდე. ქრისტემ აღუთქვა თავის ყოვლადწმინდა დედას, რომ ის არ მიატოვებდა ხალხთა შორის დიდებულ ქართველ ერს ღვთისმშობლის შემწეობით. მაშინ ყოვალდწმინდა ღვთისმშობელმა სახეზე მიიდო ფიცარი, რომელზეც სასწაულებრივად გამოისახა მისი სახე ჩვილი იესოთი. მოიხმო თავისთან ანდრია მოციქული, ხატი გადასცა, დაავალა საქართველოში გამგზავრებულიყო და გადაეცა ქართველი ხალხისათვის, რომ უფლის ნებაა ივერთა ქვეყანა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იყოს უკუნისამდე.


აწყურის ღვთისმშობლის ხატი - ყოვლადწმიდა ქალწულის პირველი გამოსახულება

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მრავალი ხატი იწერება დღეს საქართველოში, მრავალი სასწაულმოქმედი ხატის ასლიც ჩამობრძანდა დედაღვთისას წილხვედრ მიწაზე, მაგრამ რატომღაც მივივიწყეთ ჩვენს წინაპართა მიერ განდიდებული ხატები. ასეთია აწყურის ღვთისმშობლის ხატი - ყოვლადწმიდა ქალწულის პირველი გამოსახულება, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში, რომლის მეშვეობითაც ივერიელებმა პირველად ვიხილეთ მფარველი და პატრონი ჩვენი ქვეყნისა. აწყურის ღვთისმშობლის ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირველი გამოსახულებაა, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში.
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ქრისტეს მოციქულებთან ერთად ღვთისმშობელმაც იყარა წილი, თუ რომელ ქვეყანაში განეჩინებოდა მას ღვთისგან სახარების ქადაგება. საუფლო განგებით ღვთისმშობელს წილად ხვდა მახარებლობა იბერიის ქვეყანაში, იქ, სადაც მისი სანატრელი ძის კვართი იყო დავანებული. წმიდა ქალწულმა სიხარულით შეიწყნარა თავისი წილხვედრი ქვეყანა და მზად იყო გამოსამგზავრებლად, მაგრამ რადგან მისი მიძინება მოახლოებული იყო, გამოეცხადა მაცხოვარი და უთხრა: "ჰოი, დედაო ჩემო, არაუგულებელს-ვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის, ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა და თანა-წარატანა ხატი შენი ვითარცა პირისა შენისა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკუნისამდე ჟამთა".


ღვთისმშობელმა უფლის ნება ამცნო ანდრია პირველწოდებულს: "შვილო ანდრია... წაასვენე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისაი ქუეყანასა ჩემდა წილხვდომილსა, რაითა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ სძლოს მათ". ღვთისმშობელმა სახეზე მიიფარა ფიცარი, რომელზეც სასწაულებრივად გამოისახა სახე და ხატი დედა-ქალწულისა. ეს ხატი გადასცა მან ანდრია მოციქულს. დალოცა და აღუთქვა შეწევნა და დახმარება.


ანდრია მოციქული ხელთუქმნელი ხატით თავდაპირველად ტრაპზონს, შემდეგ კი ქართლის იმ ნაწილს მოადგა, რომელსაც დიდ-აჭარა ეწოდება. აქედან დაიწყო ქრისტეს სიტყვის გავრცელება იბერიაში. ღვთისმშობლის ღვთაებრივი ხატის მადლით მრავალი მოინათლა და განიკურნა. როდესაც ანდრია მოციქულმა სამცხისკენ გადასვლა დააპირა, დიდ აჭარის მკვიდრთა გულმხურვალე თხოვნით, რომელთაც ხატის დატოვება სურდათ მათ და მფარველად, მოციქულმა ზეციური დედოფლის ნაბოძებ ხატს მისივე ტოლი ფიცარი დაადო, რომელზეც ღვთისმშობლის სახე გამოისახა. ხელთუქმნელი ხატის ხატი დიდი პატივით დააბრძანეს ეკვდერში, თავად ანდრია კი პირველ სახით სამცხეში, დაბა სოსანგეთში-აწყურიში გადავიდა. გულმხურვალე ლოცვით და ღვთისმშობლის შემწეობით მკვდრეთით აღადგინა მან ქვრივი სამძივარის ვაჟი და კერპები შემუსრა. ამ სასწაულთა შედეგად მრავალი წარმართი მოექცა ქრისტეს რჯულზე. ღვთისმშობლის ხატი აწყურის ტაძარში დააბრძანეს. სწორედ აქედან ეწოდა მას "აწყურის ღვთისმშობელი".


საუკუნეთა განმავლობაში მრავალი სასწაული აღასრულა აწყურის ღვთისმშობელმა. 1283 წელს, აღდგომის წინა დღეს, მძლავრმა მიწისძვრამ დაანგრია სამცხის ეკელსია-მონასტრები. დაინგრა აწყურიც, მაგრამ ჩამონგრეული გუმბათი "ვითარცა ქუდი კაცისაი, ესრეთ თავსა და ერქვუა" შუა ტაძარში დაბრძანებულ აწყურის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც დარჩა უვნებლად ძლიერებითავე მისითა". 1476 წელს საქართველოს ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი შემოესია, რომელმაც დაარბია სამცხე. აწყურის ღვთისმშობელი კი ტყვედ წაიყვანა. ამის გამო ირანს დიდი რისხვა დაატყდა თავს. შვიდი წელი ყავდათ დატყვევებული აწყურის ხატი და ამ ხნის განმავლობაში "არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა". შეშინებულმა ირანელებმა ხატი ცხენს დააკრეს და გაუშვეს. ცხენმა გეზი საქართველოსკენ აიღო და აწყურს მოადგა. ღვთისმშობლის ხატის დაბრუნებისთანავე, ხატის გატაცებით დამწუხრებული და ქართლში გადახვეწილი მესხები კვლავ მამა-პაპის მიწას დაუბრუნდნენ.


მეორედ, 1486 წელს იაყუბ ყაენმა გაიტაცა აწყურის ხატი. გაძარცვა იგი და აგიზგიზებულ ცეცხლში ჩააგდო, მაგრამ მომხდარი სასწაულით თვით ურჯულონიც გაკვირვებულნი დარჩნენ: "ცეცხლი იგი დაშრიტა და ხატს არა შეეხო". მიტაცებული ხატი უკან დააბრუნეს და დაასვენეს "საყდარსა თვისსა". შემდგომშიც რამდენჯერმე შეუცვალეს ხატს ადგილსამყოფელი, თუმცა ღვთის ნებით აწყურის ღვთისმშობელი ყოველთვის უბრუნდებოდა თავის ადგილს. სხვადასხვა დროს მეფეთა დადიდებულთა მიერ შემკული აწყურის ღვთისმშობლის ხატი დღეისათვის მუზეუმშია დაცული. ამ უწმინდესი ხატის სახით საქართველო თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სტუმრობს უკუნისამდე ჟამთა. ვინაიდან სრულიად ნათელია, რომ მარადქალწულის მიერ საკუთარი ხელთუქმნელი ხატის წარმოგზავნა ტოლფასი იყო საკუთრივ მისი მობრძანებისა. ვინც ყოველ ჟამს განსაკუთრებით სიყვარულსა და მეოხებას ავლენს იმქვეყნისადმი, რომელმაც იწილხვედრა და ღვთისგანგებით ივალდებულა ღვთის დედისთვის ყველაზე ძვირფასისა და სანუკვარის, საუფლო კვართის მცველობა, ვინაიდან სწორედ კვართწილხვდომილი საქართველოა წილხვედრი ყოვლადწმიდა მარიამისა.


ივერიის ღვთისმშობლის ხატის ათონის მთაზე სასწაულებრივად გამოჩნდა

როცა ბიზანტიაში ხატმებრძოლობა არსებობდა იმპერატორ თეოფილეს ბრძანებით მეომრები გადამალულ ხატებს ანადგურებდნენ. მცირე აზიაში, ქალაქ ნიკეის მახლობლად, მდიდარი, სათნო ქველმოქმედი ქართველი ქალი ცხოვრობდა ("ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო"). მას ერთდერთი ვაჟი ჰყავდა. მეომრებმა ქვრივის სახლში ღვთისმშობლის სასწაულმქმედი ხატი იპოვეს. ერთ-ერთმა მათგანმა ხატს სახეზე მახვილი დაარტყა და თქვა: "თუ ხატი სასწაულმქმედია, სისხლი წამოუვიდეს". ნაირევიდან სისხლმა იფეთქა.


გადმოცემით, მეომარი, რომელმაც ხატს მახვილი ჩასცა, სინანულით დაემხო მის წინაშე და შემდგომ მონაზვნად აღიკვეცა. ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ხატის წინ, დილით კი ზღვაში ჩაუშვა და დედაღვთისას შესთხოვა მისი დაცვა. ხატი, ზღვის ტალღებზე აღმარტული, დასავლეთისაკენ გაემართა. ქვრივის ვაჟი ათონის მთაზე გაემგზავრა და ივერთა მონასტერში ბერად არიკვეცა. გავიდა ხანი. (XI ს.) ერთხელ, საღამოს ათონის მთის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ღვთისმშობლის ხატს ზეციური ნათელი ადგა. როგორც კი ბერებმა დააპირეს ხატის ზღვიდან გამოტანა, იგი ნაპირს მოშორდა. ბერებმა ხატის გამობრძანება ვერ შეძლეს. ღვთისმშობელი ივერთა მონასტრის ბერს, გაბრიელს გამოეცხადა და უთხრა: "შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე დაე, ყველამ იხილოს ჩემი სიყვარული და წყალობა (ქართველთა) ივერთა მონასტრისადმი". მართლაც, გაბრიელმა ტალღებზე ისე გაიარა, როგორც ხმელეთზე.


ხატი მას თვითონ მიუახლოვდა. გაბრიელმა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა. ეს სასწაული ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღესრულა. იმ ადგილას, სადაც ხატი დააბრძანეს ცივმა და საამო წყარომ ამოხეთქა. ხატი ივერთა მონასტრის საკურთხეველში დააბრძანეს. მეორე დილით, კანდელის ასანთებად მისულ ბერს ხატი იქ არ დახვდა. ბევრი ძებნის შემდეგ ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ხატი ისევ საკურთხეველში შეაბრძანეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ღვთისმშობელი გაბრიელს გამოეცხადა და უთხრა, რომ მას მათი დაცვა არ სჭირდებოდა. პირიქით, თავად სურდა მონასტრის და საქართველოს მფარველობა ახლაც და მომავალშიც.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat