შვილის სიტყვები ცრემლთა წყაროს ადენდა სვიმეონს
შვილის სიტყვები ცრემლთა წყაროს ადენდა სვიმეონს
როცა პირველად მოვისმინე სერბული "ნანა", მეგონა, ქართველი დედა უმღეროდა ძილისპირულს თავის პატარას... თვალი გადავავლე ამ ხალხის წარსულს და მეგონა, ჩემი სამშობლოს ისტორიას ვკითხულობდი... მათაც ჩვენსავით დაუკარგავთ ისტორიული სამკვიდრო, მათი მიწაც გაჟღენთილია მოწამეთა სისხლით და ღირს მამათა და დედათა ცრემლით და ოფლით. რვა საუკუნეა, ამ ღვთივკურთხეული ქვეყნის მფარველებად ითვლებიან წმინდა მღვდელმთავარი საბა და მამა მისი - წმინდა სვიმეონ მირონმდინარე. ამჟამად წმინდა სვიმეონზე მოგითხრობთ.

მეთორმეტე საუკუნის ნახევრიდან სერბეთს სტეფანე ნემანი, დიდად ღვთისმოშიში და კეთილმოკრძალე კაცი მართავდა. მან ყოველგვარი ერესისგან განწმინდა, აღადგინა და გააძლიერა თავისი დაქცეული სამშობლო.

სტეფანე ნემანს ცოლად ჰყავდა ბიზანტიის იმპერატორ რომანოზის ასული ანა. შვეს ძენი და ასულნი და კეთილად გამოზარდეს. მაგრამ აი, დაეხშო ანას საშო და მეტი შვილი აღარ მიეცა. წუხდა ცოლ-ქმარი, ღამეებს ლოცვაში ატარებდა და გამოითხოვდა ღვთისაგან ძეს, რომელიც მათ სიბერის ჟამს ანუგეშებდა. აღთქმაც მისცეს უფალს, რომ თუ ვაჟი შეეძინებოდათ, ცოლქმრულ ცხოვრებას შეწყვეტდნენ და და-ძმასავით იქნებოდნენ.

შეიწყნარა უფალმა მათი ლოცვა და მისცა ძე, რომლისგანაც იკურთხა მთელი მათი მოდგმა.

ბიჭს როსტისლავი, რასტკო დაარქვეს. იზრდებოდა რასტკო და სულიერადაც წარემატებოდა და-ძმებს და თანატოლთ. უზომო იყო მშობლების სიყვარული. თვრამეტი წლისა რომ გახდა, გადაწყვიტეს, მისთვის ცოლი შეერთოთ. ღვთის მაძიებელი ვაჟი ყველანაირად ცდილობდა, ოჯახის მძიმე ჯვარი თავიდან აეცილებინა.

ერთხელ სტეფანემ დიდი წვეულება გამართა. წვეულთა შორის იყო ათონის მთიდან ჩამოსული რუსი ბერიც. რასტკომ ბერი თავისთან მიიწვია, ესაუბრა მონაზვნურ ცხოვრებაზე, ათონელ ღირს მამებზე და სურვილი გაუჩნდა, მთაწმინდაზე გაპარულიყო. აღარ დაუყოვნებია, ეახლა მშობლებს და წესისამებრ, მგზავრობის წინ კურთხევა გამოსთხოვა. "საით მიდიხარ, შვილო?" - ჰკითხა სტეფანემ. "შორს, მთებში, კარგი სანადირო ადგილებია და თუ შემაგვიანდა, არ ინაღვლოთო", - მიუგო როსტისლავმა. აკურთხა შვილი სტეფანემ და გულმა ისეთი რეჩხი უყო, თითქოს საუკუნოდ ემშვიდობებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ ვაჟის თანატოლები დაბრუნდნენ და სტეფანეს მოახსენეს, რომ რასტკო სადღაც გამქრალიყო. აღარსად ჩანდა ათონიდან ჩამოსული ბერიც. მაშინ კი მიხვდა ცოლ-ქმარი, რომ მათი შვილი ათონზე გაიპარა. დიდმა მწუხარებამ დაისადგურა სასახლეში. სტეფანემ იხმო სანდო მთავარსარდალი, საუკეთესო ჯარისკაცები და რასტკოს მეგობრები გააყოლა და ათონზე გაგზავნა.

წარგზავნილნი შეუსვენებლივ მიჰქროდნენ. ჯერ თესალონიკში ჩავიდნენ, იქიდან ათონზე გადავიდნენ, მოიარეს წმინდა მთა და ბოლოს რუსიკში მიაგნეს უფლისწულს. სარდალმა მოახსენა, რომ მეფის ბრძანებით ან ნებით, ან ძალით სამშობლოში უნდა დაებრუნებინა.

შეწუხდა ვაჟი, ერში ცხოვრება აღარ სურდა. იღუმენს სთხოვა დახმარება. ბერები ჯარისკაცებს ღვინით გაუმასპინძლდნენ, დაათვრეს და დააძინეს, როსტისლავმა კი ამასობაში ბერობის აღთქმა დადო.

მეორე დღეს ახალგაზრდა ბერმა შეცბუნებულ სარდალს მშობლებთან აღთქმის ნიშნად მოკვეცილი თმა, საერო სამოსი და წერილი გაატანა. დედ-მამას სთხოვდა, არ დაღონებულიყვნენ და ელოცათ უფლის მიმართ.

ცოლ-ქმარს მახვილივით დაუკოდა გული მწუხარებამ, როცა შვილის ქერა კულულები და წითელი შესამოსელი დაინახეს. ცრემლით ალტობდნენ და მწარედ გლოვობდნენ ამა სოფლისთვის მკვდარ ძეს, მაგრამ ნელ-ნელა მოულბათ გული და ღვთის შიში დაუბრუნდათ. სტეფანემ უამრავი ოქრო-ვერცხლი გაუგზავნა შვილს, ღვთის შიშითა და მოკრძალებით მისწერა წერილი, მამასა და მოძღვარს ეძახდა. "შენს ხელთაა გვარი, - სწერდა სტეფანე, - ჩვენი სულებიც შენს ხელთაა, რამეთუ განაკვირვე მშობლები შენის კეთილი გონიერებით". ბოლოს კი სთხოვდა: ჩამოდი სერბეთში, გვიხილე, ნუგეში გვეცი და შემდეგ უკანვე დაბრუნდიო. პირობას აძლევდა, რომ სამშობლოში ძალით არ დააკავებდა.

მამის გაგზავნილი ოქრო საბამ ათონის მონასტრებსა და მეუდაბნოე მამებს დაურიგა და ამით საყვარელ მშობელს ზეცაში განუმზადა სასუფეველი.

რამდენიმე ხნის შემდეგ სტეფანემ კვლავ გაუმეორა სათხოვარი და უფრო მეტი ოქრო-ვერცხლი გაუგზავნა. ამ ფულით წმინდა საბამ ვათოპედის მონასტერში ორი ეკლესიის მშენებლობა დაიწყო და მონასტრის კედლები გაამაგრა, მშობლებს კი წერილი მისწერა და მონაზვნური ცხოვრებისკენ მოუწოდა. "მიწიერ სამეფოში მოციქულებრივ იღვწოდი, - სწერდა მამას, - ქვეშევრდომნი მართლმადიდებელი სარწმუნოებით განანათლე, განდევნე ერესნი, დაამხე კერპნი, აღაშენე ტაძრები, იყავ მოწყალე და უცხოთშემწყნარებელი... აწ მოიძულე მიწიერი სიმდიდრე და მშვენება სოფლისა, რომელიც წარმავალია და დროებითი და იტვირთე ჯვარი, რომელიც ამ უდაბნოში მოგიმზადე. დასახლდი ჩემთან, განიშორე ყოველივე ამქვეყნიური, მარხვით და ლოცვით საიქიო ცხოვრებისთვის მოემზადე და ჭვრიტე ოდენ ღმერთი... დაე, ჩემმა ტკბილმა დედამაც მოგბაძოს ამაში. გევედრებით, ნუ დაგენანებათ წარმავალი მეფობა და სიმდიდრე, და ნუ შეგაძრწუნებთ ჩემი სიტყვები, ვითარცა შეწუხდა სახარებისეული ჭაბუკი. გწამდეს, მამავ ბატონო - დაუტევე მიწიერი სამეფო და ზეციურს მოიპოვებ".

მიირქვა უსტარი სტეფანემ და ვითარცა სიწმინდეს, ეამბორა. ჩააფიქრა შვილის სიტყვებმა - 37 წელი განაგებდა ქვეყანას; ალბათ, დრო იყო, სულის ხსნისათვისაც ეზრუნა. სასწრაფოდ გასცა ბრძანება და თავისი სამეფოს ყოველი მხრიდან იხმო ეპარქნი, სარდალნი, აზნაურები. დადგა უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს დღე. სტეფანემ კრებულს ჯერ საბას წერილი წაუკითხა, შემდეგ თავისი ღვაწლი გაახსენა და ბოლოს გადაწყვეტილება ამცნო.

ნემანმა ხელისუფლება უფროს ძეს სტეფანეს გადააბარა, რომელიც ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსის სიძე გახლდათ. მეორე ძეს, თავად ვოლკანსაც, ვრცელი ტერიტორია გადასცა სამართავად. ამის შემდეგ სტეფანემ გამოსათხოვარი წვეულება გამართა და საყვარელ ადამიანებთან ერთად უკანასკნელად მიიღო ტრაპეზი, მეორე დღეს კი ის და მისი თანამეცხედრე სტუდენიცაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაემგზავრნენ, შავი სამოსით შეიმოსნენ და უფალს მონაზვნობის აღთქმა მისცეს. სტეფანეს სახელად სვიმეონი უწოდეს, ხოლო ანას - ანასტასია.

ბერი სვიმეონი ერთხანს სტუდენიცაში მოღვაწეობდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, ათონზე, მონატრებულ ვაჟთან წასულიყო.

როგორც იქნა, დაადგა ფეხი წმინდა მთას ბერმა სვიმეონმა და ჩაიკრა გულში თავისი "უძღები შვილი" (ასე უწოდებდა თავს წმინდა საბა). რა ენა აღწერს იმ სიხარულს, მამა-შვილის შეხვედრას რომ ახლდა თან!

ნამგზავრმა ბერმა მცირე ხანს დაისვენა, შემდეგ კი მონასტერს შესაწირავი გადასცა. დიდიდან მცირემდე ყველას გაუნაწილა ოქრო-ვერცხლი, ხოლო სამონასტრო სამუშაოებისთვის საუკეთესო ჯორები და ცხენები მოაყვანინა.

დიდგვაროვანნი, რომელთაც მეფეყოფილი ათონზე მიაცილეს, მიუხედავად სვიმეონის წინააღმდეგობისა, მასთან დარჩნენ. "შენს გვერდით გავითქვით სახელი მიწიერი მხედრობით და შენთან ერთადვე ვიბრძოლებთ ზეციური სამეფოსთვის; ვერცვინ განგვაშოროს შენს სიყვარულსო", - განუცხადეს მათ, აღიკვეცნენ ბერად და ღირსეული მონაზვნები გახდნენ.

მთელი ათონიდან დაიძრნენ მეფეყოფილის სანახავად. მოდიოდნენ მონასტრების წარმომადგენლები და მადლს სწირავდნენ იმ წყალობისთვის, სავანეთა ასაშენებლად რომ გაიღო.

მცირე ხნის შემდეგ ბერმა სვიმეონმა ათონის მთის სიწმინდეების მოლოცვა გადაწყვიტა. გამოითხოვა კურთხევა იღუმენისგან და გზას გაუდგა. თან თავისი ძე იახლა.

მამა-შვილმა მოილოცა მონასტრები და უთვალავი მოწყალება გასცა, თუმცა ათონის მწვერვალზე ვერ ავიდა - მოხუცს ეს უკვე აღარ შეეძლო. ბოლოს ვათოპედში დაბრუნდნენ და გვერდიგვერდ აგებულ სენაკებში დასახლდნენ.

შვილი კეთილმოსაგრეობას ასწავლიდა მამას, მაგრამ სვიმეონი უკვე ძალზე მოხუცებულიყო და უჭირდა ამხელა ღვაწლის ტვირთვა, ამიტომ საბა მამის მაგივრადაც მარხულობდა, ლოცულობდა, ასრულებდა საბერო კანონს, ხოლო დაუძლურებული სვიმეონი იწვა სარეცელზე გულშემუსვრილი და ლმობიერების ცრემლს ღვრიდა. ახალგაზრდა იღვწოდა და ბერიკაცი თანაულმობდა, გონებით ასრულებდა მეტანიებს მასთან ერთად. გაამკაცრებდა შვილი მარხვას და მამაც, თავისი უძლურებით გამწარებული, გაამრავლებდა ცრემლთა დენას. ღონემიხდილი, მოცახცახე, ერთიანად გათეთრებული, იჯდა და საკუთარ თავზე დრტვინავდა. "სასოს ნუ წარიკვეთ, მამა, - ამშვიდებდა საბა მოხუცს, - დაე, ჩემი მღვიძარება, მარხვა, მეტანიები შენიც იყოს. შენს საღვაწსაც მე ვიღვაწებ, რამეთუ მორჩილ მექმენ და ჩემგან იძიებს უფალი შენს სულს". შვილის სიტყვები ცრემლთა წყაროს ადენდა სვიმეონს, დაუკოცნიდა ძეს სპეტაკ პირისახეს, ჩაიკრავდა გულში და ეტყოდა: "ჰოი, უფალო ჩემო, ჰოი წიაღო ჩემო! ჭეშმარიტად, ყოველივე დავუტევე და მხოლოდ შენ ერთს მოგეჯაჭვე. რით მოგაგო სამაგიერო ყოველივესთვის, ცრუ სოფლისაგან ჩემი დახსნისთვის, ჩემი სულისთვის ზრუნვისა და მწუხარებისთვის? კურთხეულ იყავ ღვთისაგან, კურთხეულ იყოს ის დღე, როცა ამქვეყნად იშვი, ძეო ღვთისაო და არა ჩემო!" ამგვარად იღვწოდნენ ერთსულ ქმნილი ბერი სვიმეონი და ბერი საბა.

ერთხელ მონასტრის იღუმენმა საბა კონსტანტინოპოლში გაგზავნა. ნაუფლისწულარი დიდი პატივით მიიღეს სამეფო კარზე. იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა გამოჰკითხა თავისი მძახლის, ბერი სვიმეონის ამბავი და მისი შემონაზვნებით აღტაცებულმა ურიცხვი თვალ-მარგალიტი გაატანა. საბასაც აღუსრულა თხოვნა და აჩუქა ხილანდარის ძველი, იავარქმნილი მონასტერი, რომელიც ამიერიდან ვათოპედისას უნდა დაქვემდებარებოდა.

ერთხელ საბას ერთმა წმინდა მამამ ურჩია, ალექსი კომნენოსისგან საკუთრივ სერბთათვის გამოეთხოვა რომელიმე დაქცეული მონასტერი, რომელიც მხოლოდ მეფეს დაემორჩილებოდა ანუ სტავროპეგიალური იქნებოდა. საბამ ღირსი მამის ნათქვამი ღვთის ნებად მიიღო. ვათოპედის იღუმენს არ სურდა მათი გაშვება, მაგრამ მონასტრის ძმებმა ურჩიეს: "ნუ განვარისხებთ სამეფო ოჯახს, მივცეთ მათ ხილანდარის მონასტერი, რომელიც იმპერატორისგან გამოითხოვესო". სვიმეონმა მემკვიდრეს წერილი მისწერა და დახმარება სთხოვა. მანაც თვალ-მარგალიტი, მუშახელი და ჯორ-ცხენი გაუგზავნა.

მალე ხილანდარის მონასტერი ფეხზე დადგა და მონაზვნური ცხოვრებაც აღორძინდა. მამამ კიდევ ერთხელ გააგზავნა შვილი კონსტანტინოპოლში. ალექსიმ აღუსრულა თხოვნა და ხილანდარის მონასტერი სამეფოდ ანუ სტავროპეგიალურად აღიარა. სხვაც მრავალი სავანე უბოძა სერბთა მოანასტერს. ამასთან ერთად წმინდა საბას თავისი კვერთხი გაატანა და განუწესა, რომ იღუმენის არჩევისას ეს კვერთხი თან ჰქონოდათ ნიშნად იმისა, რომ მონასტრის წინამძღვარი ხელმწიფებას თვით იმპერატორისგან იღებდა.

გავიდა წელიწად-ნახევარი, რაც წმინდა სვიმეონი ძესთან ათონზე ჩავიდა და ბერი უფალმა იხმო. "შვილო, ჩემი სიბერის ტკბილო ნუგეშო, - უთხრა მოხუცმა წმინდა საბას, - მოახლოვდა ჩემი ამ ქვეყნიდან განსვლის ჟამი და თუ აქამდე ჩემი სულის ხსნისთვის იღვწოდი, ამიერიდან უფრო მეტად უნდა დამეხმარო - ვიცი, რომ უფალი ყოველივეს აღგისრულებსო". შეევედრა, მშობლიური სერბეთის მონასტრებისთვისაც ეზრუნა და ანდერძად დაუტოვა, როცა საშუალება მიეცემოდა, მისი ნეშტი მშობლიური მიწისთვის მიებარებინა.

მთელი ღამე მამის სარეცელთან, ლოცვაში გაატარა წმინდა საბამ, თითქოს ლოცვით განუმზადებდა გზას ცათა სასუფევლისკენ. დილით კი შეამჩნია, რომ მამამისი ამ ქვეყნისა აღარ იყო, დაემხო მის წინ და უკანასკნელი კურთხევა გამოითხოვა თავისთვის და მშობლიური სერბეთისათვის.

"იყოს თქვენს შორის სიყვარული, - დაუბარა შვილებს წმინდა სვიმეონმა, - და ვინც განაქარვოს ესე, დაე, განაქარვოს მისი ოჯახი ღვთის რისხვამ!"

სულთმობრძავი მამა სვიმეონი ეკლესიის სტოაში დაასვენეს. მომაკვდავს გარს ერთგული მსახურნი შემოერტყნენ. ტიროდნენ, ეამბორებოდნენ და ემშვიდობებოდნენ. ბერ სვიმეონს სახე უბრწყინავდა, რაღაცას გალობდა. მამებმა გალობის უკანასკნელი სიტყვებიღა გაარჩიეს: "ყოველი სული აქებდით უფალსო". საბამ იგრძნო, რომ იქვე უხილავად ზეციურნი ძალნი იმყოფებოდნენ, რომელთაც ღვთის მადიდებელი სული მალე ზეცად აღიყვანეს.

წმინდა საბა დაემხო მამის ცხედარს და მისი ნათლით მოსილი სახე ცრემლით განბანა. დიდი პატივით დაკრძალა მამა, უამრავი მოწყალება გასცა მის სახელზე. მერე კი თავის სენაკში ჩაიკეტა და დღედაღამ ლოცულობდა. ევედრებოდა უფალს, ეჩვენებინა მისთვის წმინდა სვიმეონის სულის ადგილსამყოფელი. ღმერთმა შეისმინა წმინდა საბას ლოცვა - ერთ საღამოს ბერს ღვთივგანსვენებული მამა გამოეცხადა. "ნუ წუხხარ, შვილო საყვარელო, - უთხრა ბრწყინვალე გვირგვინით შემკულმა წმინდა სვიმეონმა, - არამედ გიხაროდეს, რამეთუ ინება ღმერთმა და გაჩვენა შენი მშობელი თავის ზეციურ სამეფოში", - შემდეგ კი მომავალი მღვდელმთავრობა, სერბი ერის მოძღვრობა და სულიერი წინამძღოლობა უწინასწარმეტყველა.

ნუგეშცემული წმინდა საბა სურვილით აინთო, წმინდა სვიმეონის დიდება სხვებსაც ეხილათ. ხილანდარში მიიწვია ათონის სავანეთა წინამძღვრები, სთხოვა, მამამისის კუბოსთან ელოცათ, თვითონ კი ძმებთან ერთად ცისკრის ლოცვის აღსავლენად მახლობლად მდებარე მცირე საყდარში წავიდა. "თუ უფალი განადიდებს თავის მონას, დამიძახეთო", - სთხოვა მამებს. წინამძღვრები ვერ მიუხვდნენ ნათქვამს და მაშინღა მოაგონდათ მისი სიტყვები, როცა ლოცვისას გარდაცვლილის კუბოდან მირონმა დაიწყო დენა.

ათონის პროტამ ნება მისცა საბას, ბერი სვიმეონი წმინდანად მოეხსენიებინა და მისი ხატიც შეექმნა. მრავალი სასწაული აღესრულებოდა წმინდა სვიმეონის განსასვენებელთან, ათონის მთის ბერებს კი მისი ცხოვრება ექცათ ნუგეშად და გაკვეთილად, თუ როგორ განადიდა უფალმა მეთერთმეტე ჟამის მუშაკი.

წმინდა სვიმეონი 1200 წელს 87 წლისა აღესრულა. რვა წლის შემდეგ წმინდა საბამ აღასრულა მამის ანდერძი და მისი ნეშტი სამშობლოში გადაასვენა. ეს იმდროინდელმა მოვლენებმაც დააჩქარა - ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი, დაიპყრეს ბერძნული მიწები, დაარბიეს ათონი და წმინდა სვიმეონის ნეშტი რომ არ წაებილწათ, სერბეთის მთავარმა სტეფანემ მისი გადასვენება ითხოვა.

წმინდანის ნეშტი რვა წლის შემდეგაც უხრწნელი იყო და მირონი სდიოდა. მხოლოდ მაშინ შეწყვიტა წყალობა, როცა მისმა შვილებმა ცოდვები განამრავლეს. სტეფანემ წერილი მისწერა ათონზე დაბრუნებულ საბას, ამცნო ეს სამწუხარო ამბავი და სერბეთში დაბრუნება სთხოვა: "იქნებ შენი მოსვლით ნუგეშცემულმა მამაჩვენმა წყალობა მოიღოს ჩვენზე და მის ნაწილთაგან მირონის დენა განახლდესო". წმინდა საბა შეძრა ძმის სათხოვარმა, წერილი მისწერა მამას და ძმების ნაცვლად პატიება სთხოვა. როგორც კი საბას წერილი წმინდა სვიმეონს კუბოში ჩაუდეს, იქიდან კვლავ წარმოედინა წყარო მაცოცხლებელი მირონისა.

წმინდა სვიმეონის სერბეთში გადასვენების შემდეგ უნუგეშო მწუხარებამ მოიცვა ხილანდარის მონასტრის ბერები. მაშინ იღუმენ მეთოდეს წმინდა საბა გამოეცხადა და აუწყა, რომ მისი საფლავიდან ძმათა სანუგეშოდ ვაზი ამოიზრდებოდა და სანამ ის ნაყოფს გამოიღებდა, მონასტერს წმინდა სვიმეონის კურთხევა არ მოაკლდებოდა. დღემდე მსხმოიარობს ეს ვაზი, მეტიც - მისი ნაყოფი სასწაულმოქმედია. უკვე მრავალი საუკუნეა, ამ ვაზის მტევნები უშვილოებს მიაქვთ და წმინდანის ლოცვით უნაყოფობისგან იკურნებიან.

შეგვეწიოს წმინდა სვიმეონი ჩვენც, მისი ცხოვრების კრძალვით მთხრობელთ და წამკითხველთ, და განგვკურნოს სულიერი უნაყოფობისგან. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat