მაინც არ გატეხილა, მაინც არ გაუცია განძი, სამშობლომ რომ ჩააბარა
მაინც არ გატეხილა, მაინც არ გაუცია განძი, სამშობლომ რომ ჩააბარა
წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი
1945 წლის 11 აპრილია. პარიზიდან თბილისისკენ მოფრინავს თვითმფრინავი, რომელსაც საქართველოში სამშობლოს მონატრებული 82 წლის მოხუცი მოჰყავს. როგორ გრძნობთ თავს, ბატონო ექვთიმეო, - შიგადაშიგ ჩაჰკითხავენ თანამგზავრნი; ეშინიათ - მან ხომ წამოსვლის წინ ფილტვების ანთება გადაიტანა. ექვთიმეს გული სიხარულით და მოლოდინით აქვს სავსე, მაგრამ დროდადრო ორლესული მახვილივით გაჰკრავს ნინოს გახსენება. "ძალზე გულს მიკლავს ის გარემოება, რომ ჩემი საცოდავი მეუღლე, ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული", - დაიჩივლებს.

საოცარი ქალი იყო ნინო პოლტორაცკაია - "ქმრის ერთგული მეგობარი, თანაშემწე მუშაობაში და ტვირთის შემმსუბუქებელი". თუმცა შვილი არ შესძენიათ, მაგრამ მათი სიყვარული ამით არ დაკნინებულა. ერთად ეწეოდნენ უცხოობაში ცხოვრების მძიმე ჭაპანს. ნინო რომ გარდაიცვალა, ექვთიმე თითქოს მეორედ დაობლდაო. მერე... შიმშილი, წყურვილი, სიცივე გახდნენ მისი ცხოვრების თანამგზავრნი. მაინც არ გატეხილა, მაინც არ გაუცია განძი, სამშობლომ რომ ჩააბარა. არათუ უცხოეთის მუზეუმების წარმომადგენლებს, საკუთარ თავსაც არ აძლევდა ნებას, საგანძურიდან ერთი ნივთი მაინც წაეღო გამოსაკვლევად - არ დაიკარგოსო, ეშინოდა. ერთი მონეტა რა არის, იმასაც კი არ შელევია. მეზობლები რომ აჭმევდნენ ხოლმე სამადლოდ, სწორედ იმ პერიოდში გამოუგზავნა თბილისის უნივერსიტეტს უნიკალური ბიბლიოთეკა, და როცა დადგა დრო მისი სამშობლოში დაბრუნებისა, რიგიანი ტანისამოსიც არ აღმოაჩნდა, მგზავრობისას რომ ჩაეცვა...

თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა, ტრაპიდან ჩამოსულმა მაღლა აიხედა, მადლობა შესწირა უფალს, მერე დაიხარა, მიწა აიღო და ეამბორა. "სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო", - მოსდგომია ენაზე... ხმამაღლა კი იტყვის: "ახლა შემიძლიან ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე და უფლება არ მაქვს, ბედს დავემდუროო".

თავის და ნინოს შვილობილთან, ლიდიასთან დასახლებულა.

დიდი პატივით მიიღო საზოგადოებამ ექვთიმე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღადგინეს პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. ასაკის გამო ლექციების წაკითხვა აღარ შეეძლო. "იმდენი დამსახურება გაქვთ, ეს საჭირო აღარ არისო", - უნუგეშებიათ. საქმეს მარტო ვეღარ აუდიოდა და დამხმარეც გამოუყვეს. მშობელ მიწაზე დგომამ ენერგია შემატა, თითქოს გაახალგაზრდავდაო. ზედიზედ რამდენიმე ნაშრომი გამოსცა. ომი ახალი დამთავრებული იყო და იმედი გაჩნდა თურქეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნებისა. ექვთიმემ ამ საკითხს წერილი მიუძღვნა, ლექციებსაც კითხულობდა ამ თემაზე და სამშობლოს სიყვარულს უღრმავებდა ქართველებს. ცდილობდა, დრო არ დაეკარგა; თავდაუზოგავად მუშაობდა, ასწორებდა, გამოსაცემად ამზადებდა ნაშრომებს, მოგონებებს წერდა. ექიმები ურჩევდნენ, ნაკლები ემუშავა და მეტი დაესვენა, ის კი პირიქით იქცეოდა. ხშირად ავადმყოფობდა - ორგანიზმი ვეღარ უძლებდა ასეთ დატვირთვას.

პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს ძალზე ჰყვარებია ექვთიმე. დიდად აფასებდა მის ღვაწლს. იოსებ მეგრელიძისთვის უთქვამს კიდეც: "ექვთიმე წმინდანებში ჩასარიცხი კაციაო". ერთხელ დაბადების დღეს სწვევია. "რამდენი წლის შესრულდიო", - უკითხავს. "ოთხმოცდარვისო", - მიუგია ექვთიმეს. "არაო, - შეჰღიმა თურმე პატრიარქმა, - შენ რვა წლისა ხარ, მე კიდევ ხუთის, მეექვსეში გადავდგი ფეხიო". წიგნიც უჩუქებია "8 წლის" მოხუცისთვის წარწერით: "შემორჩენილ უძველეს მეგობარს ექვთიმეს. კალისტრატე. 1.2.1951წ." რამდენჯერმე ერთად მოილოცეს ტაძრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა... ექვთიმეს დევნა დაუწყეს. დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდია, დააშინეს მომვლელი ქალი და მანაც შეწყვიტა მოხუცთან სიარული. ახალი კი ვერა და ვერ იშოვეს - ტერორის შიშით არავინ ეკარებოდა ახლოს. "პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო" უნივერსიტეტიდანაც გაათავისუფლეს, მერე ხმა დაუყარეს, შინაპატიმრობაშიაო და მასთან მისვლა ყველას აუკრძალეს. თანაშემწემაც მიატოვა. პენსიის მიცემაც გაუჭიანურეს - იმიზეზებდნენ, თბილისის უნივერსიტეტში მუშაობის სტაჟი არ ჰყოფნისო. შევიწროებულმა საქართველოს იმდროინდელ ცეკას მდივანს მგელაძეს მისწერა, თავისი უნუგეშო მდგომარეობა აღუწერა და დახმარება სთხოვა. "აღარც წერა შემიძლიან, აღარც კითხვა, მაგრამ გონება არ დამკარგვია და შემიძლიან, ვუკარნახო სამუშაოს შინაარსიო", - სწერდა. პასუხი, რა თქმა უნდა, არ მიუღია.

მაინც რას ერჩოდნენ ოთხმოცდაათი წლის მოხუცს, რომელი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ის იყო, რით გახლდათ საშიში "ძლევამოსილი" საბჭოეთისთვის?!

რით და - მოუდრეკლობით, შემართებით, სამშობლოს სიყვარულით.

1952 წლის 3 თებერვალს კალისტრატე ცინცაძე გარდაიცვალა. ექვთიმემ ძალზე განიცადა უწმიდესის სიკვდილი. ამ ამბავმა საბოლოოდ შეურყია ჯანმრთელობა, ხელის აწევაც კი უჭირდა თურმე, მაგრამ გონება ბოლომდე ნათელი დარჩა. "ჩემი საწყალი მეუღლე მესიზმრება, მისი ხმა მესმისო", - ეჩურჩულებოდა იოსებ მეგრელიძეს...

1953 წლის 21 თებერვალს, 6 საათზე, მისი ამქვეყნიდან გასვლის ჟამიც დადგა. იქ, ზეციურ საქართველოში, განუსვენა უფალმა მის დაღლილ-დაქანცულ, განაწამებ სულს. სხეული კი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს მალულად. გაზეთებში ნეკროლოგი მხოლოდ დაკრძალვის დღეს დაბეჭდეს. ვინც ექვთიმეს გარდაცვალების ამბავი შეიტყო და პანაშვიდზე მივიდა, დაკრძალვაზე მოსვლით ნუღარ შეწუხდებითო, "თავაზიანად" სთხოვდნენ.

ცრიატი, ცივი დღე იდგა. ორმოცდაათიოდე კაციღა აცილებდა უკანასკნელ გზაზე საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს. ნაბრძანები იყო, პროცესია უნივერსიტეტთან არ შეეჩერებინათ, მაგრამ კატაფალკის მძღოლს, რომლისთვისაც იოსებ მეგრელიძეს ფული მიეცა, მანქანა სწორედ უნივერსიტეტთან "გაუფუჭდა" ხუთიოდე წუთით...

დაკრძალვიდან ათი წლის შემდეგ გადაწყდა, ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაესვენებინათ. გათხარეს სამარე. კუბო კარგად იყო შენახული, ამიტომ აღარ შეუცვლიათ. აკაკი შანიძემ მისი გახსნა მოინდომა - ერის წინაშე პასუხს ვაგებთ, რაიმე გაუგებრობა რომ არ მოხდეს, დანამდვილებით ხომ უნდა ვიცოდეთ, ვისი ნეშტი გადაგვაქვსო. "კუბოს მოწიწებით ავხადეთ თავი, - იხსენებს სერგი დურმიშიძე, - გულის ბაგაბუგი და საფეთქლებში უროს ცემა ერთდროულად ვიგრძენი. ვეღარაფერს ვამჩნევდი... ზოგი რამ ცხადად და გარკვევით დავინახე. პიჯაკის ყველა ღილი შეკრული იყო... ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კარგად შენახულიყო... დიდუბეში ბატონმა აკაკიმ კიდევ ერთხელ ისურვა ნეშტის ხილვა. ისე დაიხარა, თითქოს საიდუმლოდ ებაასებოდა. მომეჩვენა, რომ ექვთიმეს ხორცი შესხმოდა და მადლიერი თვალებით შესცქეროდა აკაკის..."

გამოხდა ხანი, მადლიერმა ერმა ექვთიმეს მთაწმინდაზე, დიდი ილიას გვერდით მიუჩინა ძვალთშესალაგი. მის გვერდით დაკრძალეს პარიზიდან ჩამოსვენებული მისი მეუღლის ნეშტი, ხოლო დედა ეკლესიამ აღასრულა ღვთის ნება და 2002 წლის 17 ოქტომბერს, წმინდა ევდემოზ კათოლიკოსის ხსენების დღეს, ქვეყნისთვის მაშვრალი მამულიშვილი წმინდანად შერაცხა. ამიერითგან იგი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცად იხსენიება.

უფლის მეორედ მოსვლისას სოფელს ღვთის კაცნი განიკითხავენ. ნეტავ როგორ წარვდგებით მაშინ დიდი ექვთიმეს წინაშე, საით განგვიჩენს მუდმივ სამყოფელს? როცა მოგვმკიან და ღვთის საცერში განვიცრებით, ვინ ვიქნებით ნეტავ - წმინდა ხორბალი თუ ნამჯა, ცეცხლში დასაწვავი? მანამდე კი თესვის ჟამია... ვთესოთ კეთილი საქმეები - ეგებ ჩვენც გავხდეთ ღირსნი ღვთის კაცად წოდებისა, ეგებ შეგვეწიოს წმინდა ექვთიმე და თავის წიაღში განგვისვენოს. იყავნ, იყავნ!..

იოსებ მეგრელიძისა და სერგი დურმიშიძის
მოგონებების
მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
17.01. 2020
საბედნიეროდ მძღოლმა უარი განაცხადა თანხის აღებაზე და როდესაც პროცესია მოუახლოვდა უნივერსიტეტის პირველ კორპუსს, მანქანა გაჩერდა.... მძღოლი გადმოვიდა და განრისხებულ უშიშროების წარმომადგენლებს ამცნო, რომ ბენზინი გაუთავდა და მალე მო
საბედნიეროდ მძღოლმა უარი განაცხადა თანხის აღებაზე და როდესაც პროცესია მოუახლოვდა უნივერსიტეტის პირველ კორპუსს, მანქანა გაჩერდა.... მძღოლი გადმოვიდა და განრისხებულ უშიშროების წარმომადგენლებს ამცნო, რომ ბენზინი გაუთავდა და მალე მოიტანდა. ექვთიმეს ნეშთი მის მიერ დაარსებული უ-ის წინ იყო გაჩერებული..........მძღოლმა ამით უ-ის პროფესურას საშუალება მისცა პატივი მიეგო ერის კაცითვის. სამწუხაროდ ამ მძღოლის სახელი და გვარი უცნობია. არადა იმ დროს ეს გმირობის ტოლფასი იყო. ასეთ უსახელო გმირებზე იდა საქართველო, რომელთა ღვაწლი დიდია, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, სახელი კი უცნობი. (ქ-ნ მარიკა ლორთქიფანიძის მონათხრობიდან)
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat