საბერძნეთში, კუნძულ კერკირაზე წმინდა სპირიდონის სახელობის ტაძარში სასულიერო პირები დღეში ერთხელ აღებენ ლუსკუმას, სადაც წმინდა სპირიდონის უხრწნელი, წმინდა სხეულია ჩაბრძანებული.
ათეულობით მომლოცველი დიდი მღელვარებით ელოდება ამ წუთს, რათა მიეცეთ საშუალება ემთხვიონ უდიდეს სიწმინდეს. ლუსკუმას ორი საკეტი აქვს, რომლებიც აუცილებლად ერთდროულად უნდა გაიღოს. პატარა სპეციალური ლოცვის წაკითხვის შემდეგ ეკლესიაში მოღვაწე ღვთის მსახურები არგებენ გასაღებებს საკეტებს, მაგრამ ზოგჯერ გრძნობენ, რომ გასაღებები არ ტრიალდება. ასეთ შემთხვევაში ეკლესიაში მყოფ მომლოცველებს აცნობებენ, რომ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი ისევ წავიდა კუნძულზე "სასეირნოდ". ერთ-ერთი ასეთი გასეირნების შემდეგ ნახეს, რომ წმინდანს ფეხებზე ზღვის მცენარეები და კენჭები ჰქონდა მიკრული. იმავე დღეს ტაძარში მეზღვაური მივიდა და მოყვა, თუ როგორ მოყვა მისი ხომალდი წინა დღეს შტორმში და მოულოდნელად მათთან მისულმა წმინდანმა როგორ გამოიყვანა ისინი ნაპირზე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი