წლითი წლად წმიდა ძვალნი მისნი აღმოვიდოდნენ ეკლესიასა შინა, ვითარ წმიდა შიოსნი
წლითი წლად წმიდა ძვალნი მისნი აღმოვიდოდნენ ეკლესიასა შინა, ვითარ წმიდა შიოსნი
თადეოზ სტეფანწმინდელი
წმინდა თადეოზ სტეფანწმინდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააგო, მათ შორის - ურბნისში წმინდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობისა. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.

როდესაც წმინდა იოანე ზედაზენს დაემკვიდრა, ერმა მთისკენ იწყო სვლა და მალე ასურელმა მამამ იქ, სადაც დღეს საგურამოა, მონასტერი ააშენა და ჩააბარა თადეოზს. წმინდა იოანე ზედაზნელის გარდაცვალების შემდეგ თადეოზმა მონასტერი დაუტოვა წმინდა ილია დიაკონს და "თვით აღიღო წმიდა ჯუარი და სახარება და მოვლო ქადაგებითა მთისა სანახები, სადაც აღაშენა მრავალნი ეკლესიანი, რომელთა შინა საჩინო მათთა შინა არს ეკლესია". ე.ი. სწორედ თადეოზ სტეფანწმინდელს დაუარსებია ურბნისის საკათედრო ტაძარი. შემდგომ ამისა წმინდა თადეოზმა მდინარე რეხულის ზემოთ, "მთასა ზედა წლევისასა გამოქვაბა მცირე სენაკი", სადაც დარჩა სამოღვაწეოდ. ხალხი წლების მანძილზე მიდიოდა და მის ქადაგებას ისმენდა, სულ მალე გაჩნდა უამრავი სენაკი, რადგან "წმინდა თადეოზი მრავალს შეიწყნარებდა მამობრივი სიყვარულით". მთის თხემზე გამრავლებულმა ბერთა საძმომ აღაშენა წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერი, ხოლო წმინდა თადეოზ სტეფანწმინდელმა "არა დაუტევა ქვაბი თვისი შემდეგ აღშენებისა მონატრისასა, არამედ იმყოფებოდა მას შინა აღსასრულამდე თვისსა", ხოლო ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ წინამძღვრის გვამი იქვე დაუკრძალავთ. წმინდა თადეოზი კი თავის მოწაფეებს, მონასტრის საძმოს, გარდაცვალების შემდეგაც არ ტოვებდა უნუგეშოდ: "მრავალნი სასწაულნი იქნებოდა საფლავისაგან, წლითი წლად წმიდა ძვალნი მისნი აღმოვიდოდნენ ეკლესიასა შინა, ვითარ წმიდა შიოსნი".

ურბნისისა და რუისის ეპარქია ქვეყნის შუაგულში, ამიერ და იმიერ საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. იგი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის - რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიას აერთიანებს, რომელთა ცალ-ცალკე მოხსენიება უკვე ვახტანგ გორგასლის შემდგომი პერიოდიდან იწყება.

რუის-ურბნისის სანახებში გამართული "წმინდა" და "ღვთივშეკრებული" თავყრილობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სპეტაკ სხეულზე აღმოცენებული წყლულებისგან განსათავისუფლებლად დიდი, ენერგიული და მტკიცე ნაბიჯი იყო, რომელიც ქრისტეს რწმენაში განმტკიცებულ ქართველ ხალხს წინ დიდგორის "ბრძოლაი საკვირველს" უმზადებდა.

გადის რამდენიმე საუკუნე და ეს ისტორიული ეპარქია კვლავ მძლავრად განაგრძობს არსებობას. XVIII საუკუნეში ურბნისის მღველმთავარი კვლავ დიდ სამწყოს განაგებდა, ის ადრეც საკმაო პატივით სარგებლობდა, ხოლო XVIII საუკუნის შუა წლებში ურბნისში იჯდა ეპისკოპოსი - "მწყემსი დიდის ლიახვისა და რომელი ირწყვის ლიახვთა მათ".

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ეპარქია კვლავ იღებდა დახმარება-შეწირულობას. ქართული სამართლის ძეგლებიდან ვიგებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქს ბატონიშვილ დომენტის, მიწები მიუცია ურბნისისთვის: "არამედ უმწყსოდ ხეობა მისცა ურბნელ ეპისკოპოსსა სამწყსოს სიმცირისთვის კათოლიკოს პატრიარქმა ბატონიშვილმან დომენტიმ ოდეს მოაწია კონსტანტინეპოლიდამ ქართლს ქრისტეს აქეთ 1741".

ამის შემდეგ ურბნისისა და რუისის ეპარქიის შესახებ განსაკუთრებული ისტორიული მასალები აღარ მოგვეპოვება. მოგვიანებით, 1881 წელს, ეპარქია გაუქმდა. მხოლოდ 1996 წელს გახდა შესაძლებელი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა. 1996 წლის ოქტომბრიდან ურბნისისა და რუისის მმართველი მღვდელმთავარი გახლავთ მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).

ერში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე დაიწყო ურბნისისა და რუისის ეპარქიაში ტაძარ-მონასტრების მშენებლობა და სულიერი ცხოვრების აღორძინება, რაც მთელი საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღესაც არანაკლები შემართებითა და რუდუნებით გრძელდება ეს პროცესი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარისა (მიტროპოლიტი იობი) და მისი სამწყსოს მიერ. შუა საუკუნეების ყინწვისის დიდებული მონასტერი, ურბნისი, რუისი, წრომი, იტრია თუ სხვა, აგრეთვე მიუვალ კლდეებში მრავლად ნაკვეთი გამოქვაბული ცხადყოფს, რომ ეპარქიაში ერთ დროს ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა, აღარაფერს ვამბობთ იმ დიდ ამაგზე, რაც ქართულ ეკლესიას დაადგა წმინდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელმა და ცნობილმა მემატიანემ, "ქართლის ცხოვრების" თანაავტორმა, მღვდელმთავარმა ლეონტი მროველმა. ეპარქიის ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა, რისი ცხადი დასტურიც გახლავთ ორივე საკათედრო ტაძრისა და აგრეთვე სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში უმდიდრესი წიგნთსაცავების არსებობა, რის შესახებაც ცნობებს ისტორიული წყაროებითა და საბუთებით ვიგებთ.

თვითონ რუისში რამდენიმე ეკლესიაა (კვირაცხოვლის, კვირიკეწმიდის, ღვთისმშობლის ორი), მათ შორის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ფერისცვალების სახელობის ჯვარგუმბათოვანი საკათედრო ტაძარი თავისი კოშკ-სამრევლოთი და გალავნით. გადმოცემთ, რუისის ტაძარი აუგია წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალს (503 წ.). ამ ხნის ნაგებობას დღემდე არ მოუღწევია. ეკლესიაზე განირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა, უძველესი VIII-IX საუკუნეებს ეკუთვნის.

თემურ-ლენგის შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. წარწერის თანახმად, ტაძარი აღუდგენია მეფე ალექსანდრე I-ს (1412-1442 წ.წ.).

XVI საუკუნეში ეკლესია კვლავ აღუდგენია მროველ ეპისკოპოსს დიონისე ლარაძეს, ხოლო XVII საუკუნეში განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, როსტომ მეფის მეუღლეს. 1803 წელს ტაძარში ტრაპეზი და ამბიონი აუგია იუსტინე მაღალაძეს. 1820 წელს თებერვალში მიწისძვრამ ტაძარი ძლიერ დააზიანა, ამის გამო აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა 1936-1938 და 1950-1953 წლებში.

KARIBCHE


წმინდა სტეფანეს ბაზილიკა

რუისთან დაკავშირებულია ფეოდალური საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. რუისის საკათედრო ტაძარში ქართლის მეფედ აკურთხეს გიორგი II (წმინდა დავით აღმაშენებლის მამა - 1072-1089 წ.წ.) - "აქა ყოფასა შინა მეფისა თანა იყო გიორგი მთაწმიდელი, ხოლო ლიპარიტ მოითხოვა ძე ბაგრატ მეფისა გიორგი მეფედ. მოსცეს დიდებულთა აფხაზთა და აკურთხა რუისს მეფედ და მოუდგინა დაი ბაგრატ მეფისა გურანდუხტ მზრდელად".

რუისი საქართველოს მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო, სადაც მოღვაწეობდნენ ანტონ მროველი (IX-X ს.ს.), ცნობილი მემატიანე ლეონტი მროველი (XI ს.), დიონისე ლარაძე (XVI ს.), დომენტი ავალიშვილი (XVI-XVII ს.ს.), ნიკოლოზ ორბელიანი (1672-1732 წ.წ.), იოანე გედევანიშვილი (1737-1821 წ.წ.) და მრავალი სხვა ცნობილი პიროვნება.

არანაკლები ისტორიული მოვლენებია დაკავშირებული ურბნისის კათედრალთანაც, რომლის აგებაც, როგორც უკვე ითქვა, ათცამეტ სირიელ მამათაგანს - თათე სტეფანწმინდელს მიეწერება. ურბნისის სამნავიანი ბაზილიკა აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მიერ ადრევე იყო დათარიღებული V-VI ს.ს-თა მიჯნით, რაც დაზუსტებულ იქნა მკვლევრების მიერ ჩრდილოეთ კედელზე არსებული წარწერის მეშვეობით.

ურბნისის ტაძარს მრავალი ცვლილება განუცდია. პირველი ზიანი, როგორც ეტყობა, ეკლესიამ განიცადა VIII ს-ის 30-იან წლებში, მაშინ, როდესაც გამძვინვარებულმა არაბთა სარდალმა მურვან-ყრუმ გადაწვა და დაარბია ქალაქი.

ტაძრის სამხრეთის კედელში ჩაყოლებული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ამ დროს ტაძარი მეტად დაზიანებულა. ეს ასომთავრული წარწერა ქარაგმების გახსნით შემდეგნაირად იკითხება: "უფალო ღმერთო, შეიწყალე თეოდორე ეპისკოპოზი, ძეი ლუკასი, მაშენებელი ამის სიონისაი, ოდეს ღმერთმან ღირს მყო ამის სიონის ეპისკოპოზად, იყო ესე სიონი დაძუელებულ უფროის ზომისა. ოთხნი კუთხენი და კონქი განპებულ იყუნეს, სუეტნი დამპალ იყუნეს და მოგმადლა ამას ყოვლისაი აღშენებაი, ყოველთა გაკეთებაი ძალთაი ღმრთისაითა, მეოხებითა ყოველი გათავებულ მიქმნია". წარწერას თარიღი არ აქვს, ხოლო პალეოგრაფიკული ნიშნებით იგი X ს-ით თარიღდება. ამდენად, VIII ს-ში არაბების მიერ დაზიანებული და შემდეგ ორი საუკუნის მანძილზე უყურადღებოდ დატოვებული ურბნისის ეკლესია X ს-ში აღუდგენია ურბნელ ეპისკოპოსს, თეოდორეს.

მურვან-ყრუს მიერ დანგრეული ქალაქი აღარ აღორძინებულა. ქალაქობის პერიოდში ურბნისი საეკლესიო სოფელი იყო, მისი მცხოვრებლები ურბნისის ეკლესიის ყმები იყვნენ და ფეოდალურ გამოსაღებებს უხდიდნენ მას.

საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანიდან (XV-XVIII ს.ს.) შემონახულია საბუთები, რომლებიც მოწმობენ, რომ ქართლის მეფეები, როცა კი მშვიდობა იყო, ზრუნავდნენ ურბნისის საეპისკოპოსოს შემწეობაზე, მისი ტაძრის შეკეთება-აღდგენაზე, მისთვის სხვადასხვა შესაწირავის მირთმევაზე.

როგორც ჩანს, XIII-XVI ს.ს-თა შემოსევა-რბევა-აოხრებით აღსავსე ხანაში, როცა ქართველი ხალხი გმირულად იცავდა თავის არსებობას და თავისუფლებას მონღოლთა, თემურ-ლენგის ურდოებისა და ბოლოს სპარსელ-ოსმალთა წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლებში, ურბნისის საეპისკოპოსო სავსებით მოიშალა, ქართლის მეფე სიმონ I (1556-1601 წ.წ.) ზრუნავს მის აღდგენაზე, რასაც გვამცნობს მისი 1556 წლის სიგელი, სადაც აღნიშნულია: "ძველითგან მრავალჟამ დავიწყებული საეპისკოპოსო ურბნისი... მოშლილ იყო ჟამთა ვითარებისაგან და უღმრთოთა აგარიანთა ხელითა ტყუედ ქმნილ იყო განძი და გუჯარი მისი ძალითა შეწევნითა ღმრთისათა ხელ ვჰყავ და ვიწყეთ განახლებად ამისად". მეფე უახლებს ურბნისის ტაძარს მამულების მფლობელობას. სიგელში აღნიშნული "განახლება" გულისხმობს არა ეკლესიის განახლებას, ანუ შენობის შეკეთებას, არამედ "მოშლილი" საეპისკოპოსოს განახლებას.

1706 წელს ურბნისის ტაძრის გალავანი და სამრეკლო აუშენებია ვახტანგ VI-ს, რის შესახებაც გვამცნობს ურბნისის სამრეკლოს მხედრული წარწერა. ამ დროს სამწყსოს გაანაგებდა მეფის ნათესვი, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე ფალავანდიშვილი. ასევე ვახტანგმა ააგო გალავანი, პალატები, შეამკო ეკლესია, მოჭედა ხატები, უბოძა წიგნები. ვახუშტიც დასძენს, რომ ვახტანგმა "შემუსვრილი აღაშენა და განაახლა" ურბნისის ტაძარი და "მოზღუდა ქვითკირითა".

ვახტანგ VI-ის შემდეგ ურბნისის ეკლესიის გალავანი კვლავ ასაშენებელი გამხდარა: 1739 წელს აუშენებია გალავანი ურბნელ ეპისკოპოსს ნიკოლოზ ხერხეულიძეს, რაზეც გვამცნობს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ნანახი და გამოცემული (ამჟამად დაკარგული) ქვაზე ამოჭრილი პატარა ლექსი.

ეპარქიათა ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა. ორივე საკათედრო ტაძარში და ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავები იყო. ქრისტესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე და სხვა. ინფორმაციას ურბნისის მწიგნობართა შესახებ ჩვენამდე ძალზე ნაკლული სახით მოუღწევია, მაგრამ აუცილებლად დასტურდება, რომ ურბნისის მოღვაწენი ნაყოფიერ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ, ურბნისში ერთგვარი ლიტერატურული ტრადიციებიც კი შეინიშნება.

XVI ს-ში ურბნისში მოღვაწეობდა ძველი ქართული კულტურის თავდადებული მუშაკი ვლასი ურბნელი, რომელმაც არაერთი დიდებული ხელნაწერი გადაარჩინა დაღუპვასა და განადგურებას. მის მიერ შეკაზმული მრავალი ხელნაწერი ჯვრის მონასტერში ინახება.

საკმაოდ ცნობილი ფიგურაა ევდემოზ რატიშვილი (1669 წ.) გნოლისთავისძე, ის ქსნის ერისთავთა სახლის ძედ მოიხსენიებდა თავს, რაც საფიქრებელს ხდის, რომ ევდემოზი დედის ხაზით ქსნის ერისთავთა დიდ ფეოდალურ სახლს ენათესავებოდა, იგი ჯერ ურბნელად, შემდეგ მანგლელად, უკანასკნელად - ქართლის მთავარეპისკოპოსად იხსენიება.

XVIII საუკუნეში ურბნისში მოღვაწეობდა ნიკოლოზ ხერხეულიძე (1739 წ.), რომელმაც იქ მნიშვნელოვანი აღმშენებლობითი საქმიანობა ჩაატარა. როგორც ირკვევა, ნიკოლოზი ლექსებსაც წერდა, აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილს უპოვია მისი ერთი ქვაზე ამოკვეთილი ლექსი.

ძველი ქართული სასულიერო-საეკლესიო მწერლობით დაინტერესებული ყოფილა იოსებ ურბნელიც. მისი დავალებით, სიონის დეკანოზს ნიკოლოზს (1768 წ.) გადაუწერია საგალობლები.

ურბნისის სიონი დღეისთვის ურბნისისა და რუისის ეპარქიის უძველესი საკათედრო ტაძარია, რომელიც, ღვთის დიდი წყალობით, მრავალი წლის უმოქმედობის შემდეგ ამავე ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა 1997 წელს, ხოლო 1999 წელს გაიხსნა ურბნისის საკათედრო ტაძართან აგებული წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, 2002 წელს კი ურბნისში გაიხსნა საეპისკოპოსო რეზიდენციაც.

მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა. 1996 წლის ოქტომბრიდან ურბნისისა და რუისის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat