ღირსმა სტეფანემ ტყით დაფარულ ცივგომბორის ქედზე აღაშენა მცირე ეკლესია
ღირსმა სტეფანემ ტყით დაფარულ ცივგომბორის ქედზე აღაშენა მცირე ეკლესია
სტეფანე ხირსელი
ხირსის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიონერული ცენტრი იყო.

ხირსის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში. მონასტერი VI ს-ში დააარსა ღირსმა სტეფანემ (552-557 წ.წ.). ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "კვალად ხორნაბუჯის ჩრდილოთ არის ხირსას მონასტერი, რომელი ჰყო 13 მამათაგანმან წმინდა სტეფანემ, დიდ კეთილ-შენი. დაფლულ არს მუნვე წმინდა სტეფანე. ზის წინამძღვარი". ღირსმა სტეფანემ ტყით დაფარულ ცივგომბორის ქედზე აღაშენა თავისი ზეციური მფარველის წმინდა პირველმოწამე სტეფანეს სახელზე მცირე ეკლესია, რომელიც, როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, კახეთის მეფე კვირიკე I-ის (893-918) შრომით შეცვლილა საკმაოდ მოზრდილი ტაძრით. სახელ "ხირსის" წარმომავლობა უცნობია. ზოგს ის გამოჰყავს ქართული სიტყვიდან "ღირსი". ზოგნი კი მას უკავშირებენ მონასტრის ახლოს გამომავალ მდინარე ხირსას, რომელიც იმ დროს, როდესაც გარშემო მთები დაფარული იყო ხშირი ტყით, საკმაოდ წყალუხვი ყოფილა. თუმცა ასევე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მდინარეს შეეძლო მიეღო სახელი მონასტრისგან. არსებობს ვარაუდიც, რომ სახელი "ხირსა" შესაძლოა თვით ღირს სტეფანეს შემოეტანა მცირე აზიიდან საქართველოში და ეწოდებინა თავისი განმარტოებული მოსაგრეობის ადგილისთვის.

ხირსის მონასტერი აგებულია ქართული სტილით. შემოსასვლელი კარი ორი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან, რომელიც ჯერ წმინდა ნიკოლოზის ეკვდერისკენ მიემართება, ხოლო იქიდან - მთავარ ტაძარში. მთავარი საკურთხევლის მარჯვნივ, სამხრეთით, არის კამარიანი ეკვდერი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, მარცხნივ კი, ჩრდილოეთით, მეორე ეკვდერია, რომლის შესასვლელშიც არის სამარხი ღირსი სტეფანე ხირსელისა. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით არის წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ეკვდერიც, რომელსაც გარედან მღვდელმონაზონ ფილადელფოს კიკნაძის მიერ მიდგმული აქვს პატარა ოთახი ღამისმთეველთათვის.

1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ხირსის სტეფანწმინდა ქართლ-კახეთის ერთ-ერთი მონასტერი იყო, რომელშიც აღესრულებოდა ღვთისმსახურება.

ნგრევის პირას მისული ტაძარი კაპიტალურად გარემონტდა 1822 წელს, ეგზარქოს იოანეს (1821-1832) დროს. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა ფილადელფოს კიკნაძე (1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე).

მონასტრის დასავლეთით აღმართულია საკმაოდ მაღალი გალავანი, რომელიც, პლატონ იოსელიანის მოწმობით, კახეთის მეფე ლეონს შეუკეთებია. ხირსის მონასტრის დასავლეთით სამსართულიანი სამრეკლო იღუმენ ალექსანდრეს (საყვარელიძე) აუგია საკუთარი სახსრებით XIX ს-ში. მონასტრის ეზოში საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობა და მარანი არქიმანდრიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე, 1893-1897) დროსაა აგებული. აქვეა ბერების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

ხირსის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიონერული ცენტრი იყო. მისი მესვეურნი დაუღალავად იღვწოდნენ ქრისტიანობის გასავრცელებლად დაღესტანში, ოსეთში, ინგუშეთში, ასტრახანში, დერბენტში და სხვ. ამ მონასტრის წინამძღვართაგან სამისიონერო სარბიელზე განსაკუთრებით იღვაწა წმინდა იოანე მანგლელმა (სააკაძე, 1751), რომლის წმინდა ნაწილები თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში განისვენებს.

2001 წლის ნოემბრიდან მონასტრის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ლაზარე (გრძელიშვილი). მისი ძალისხმევით დაიწყო მონასტრის ტერიტორიის მოწესრიგება. 2002 წლის გაზაფხულზე განახლდა წმინდა ნიკოლოზის ეკვდერი.

2004 წლისთვის წმინდა სტეფანე პირველმოწამის ტაძარს კიდევ ორი მოქმედი ეკვდერი შეემატა - ღვთისმშობლის მიძინებისა და წმინდა სტეფანე ხირსელისა.

***
წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონატრის შესახებ გვესაუბრება მონასტრის იღუმენი, ლაზარე (გრძელიშვილი):

- მამაო, დაგვლოცეთ და გვაკურთხეთ...

- ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგახაროთ.

KARIBCHE

ხირსის მონასტრის ძმობა

ცნობილია, რომ თავიდან წმინდა სტეფანე ხირსელმა ააგო მცირე ზომის ეკლესია, მონასტრის ძმობის სიმრავლის გამო საჭირო გახდა დიდი დარბაზული ეკლესიის აგება. როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, კახეთის მეფე კვირიკე I-ის დროს (893-918 წ.წ.) აიგო საკმაოდ მოზრდილი გუმბათიანი ტაძარი. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი მამები: წმინდა იოანე მანგლელი, წმინდა ლეონიდე ოქროპირიძე, წმინდა გიორგი მხეიძე და სხვები. კომუნისტების პერიოდში აქ შეწყდა მონასტრული ცხოვრება. გაიძარცვა ყველაფერი, საფლავებიც კი. თავად ტაძარი გადაიქცა საქონლის გომურად. XX ს-ის 90-იანი წლებიდან მონასტერმა განაახლა ფუნქციონირება. ღვთის წყალობითა და წმინდა სტეფანე ხირსელის მეოხებით დღეს მონასტერში მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები, მთლიანად გადაიხურა და კეთილმოეწყო დიდი ტაძარი, გამაგრდა დაზიანებული კედლები, განახლდა სამრეკლო, სატრაპეზო, მონასტრის წევრებისთვის შეკეთდა კელიები.

მონასტერში ჯერჯერობით შვიდი წევრი ცხოვრობს, აქედან ექვსი კაბოსანი მორჩილია. იმედია, მორჩილებითა და ერთმანეთის სიყვარულით სულიერად კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერება ძმობა.

მონასტერს საკმაოდ დიდი მრევლი ჰყავს. ძალიან თბილი და კეთილი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. როგორც შეუძლიათ, გვერდით გვიდგანან მონასტრის წევრებს. მადლობა მათ ერთგულებისა და სიყვარულისთვის.

ცამეტი ასურელი მამა საქართველოში ქვეყნის ძნელბედობის ჟამს ჩამოვიდა. თავიანთი ლოცვითა და მოღვაწეობით გააძლიერეს და განამტკიცეს ქვეყანა. ახლაც არანაკლები განსაცდელის წინაშე დგას ჩვენი სამშობლო. ინებოს ღმერთმა, რომ მათი ლოცვა-კურთხევა არ მოაკლოს ქართველ ერს და სრულიად საქართველოს.

მორჩილი იოანე (ქემაშვილი):

- რამ მიგიყვანათ მონასტერში?

- მონასტერში ადამიანი ღვთის სიყვარულით მიდის. წმინდა მამები ამბობენ, ადამიანებმა რომ იცოდნენ, მონაზვნობა რამხელა წყალობაა ღვთისა, ყველა მონაზონი გახდებოდაო. მონასტერში ადამიანის ყოფნის მიზანი პირველ რიგში სულის ცხონება უნდა იყოს. ფსალმუნშიც ხომ ასე ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი: "მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ". ასევე მთავარია პირადი ნების მოკვეთა, მორჩილება და ძმობის სიყვარული, ადამიანს მონასტერში სიყვარულისა და მორჩილების მადლი გააჩერებს.

ბავშვობიდან ყოველთვის მქონდა ღვთის სიყვარული. ჩემზე ასევე ძალიან იმოქმედა ოჯახურმა გარემოებამ. როდესაც მონასტერში გადავწყვიტე წასვლა, დედამ მითხრა, - თუ ბოლომდე გაქვს გადაწყვეტილი მონასტრული ცხოვრება, მაშინ ერისკენ აღარ მოიხედოო და ჯვარი გადამსახა. დღემდე მომყვება მშობლის დალოცვა. უფალმაც დაუფასა ეს ღვაწლი და დღეს დედაჩემი მონაზონი მარიამია.

მორჩილი გიორგი (ქილითაური):

- ადამიანი უფლის ქმნილებაა, ღვთის სახლში უფლის მადლითა და წყალობით მიდის. სწორედ ასე დაიწყო ჩემი სულიერი ზრდა ერში ყოფნის დროს. ვხედავდი ჩვეულებრივი ერისკაცებისგან განსხვავებულ მღვდელმსახურებს და მინდოდა, მეტი მცოდნოდა ღვთის შესახებ.Aამის გამო ორი კვირით მონასტერში დავრჩი. მაშინ ჩემში გაჩნდა რაღაც ახალი და სრულიად განსხვავებული, რამაც ჩემი სულიერი გარდატეხა მოახდინა. ამას მხოლოდ მონასტრიდან ერში დაბრუნების შემდეგ მივხვდი, როდესაც თითქმის სულ ცარიელი და მარტო დავრჩი. ამის შემდეგ დავიწყე ხშირი ურთიერთობა მონასტერთან. ახლოს გავიცანი ბერმონაზვნობა და მივხვდი, რომ ამის მსგავსს ერში ვერ ვნახავდი. გამიჩნდა სწრაფვა უფლისკენ ბერმონაზვნური გზით. ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად ერთადერთი პრობლემა ოჯახი იყო, მაგრამ "ის, რაც შეუძლებელ არს კაცთაგან, შესაძლებელ არს უფლის მიერ". ღვთის მადლითა და წყალობით, ჩემი მოძღვრის, მაშინ მღვდელმონაზონ ლაზარეს უდიდესი თანდაგომით, ეს პრობლემაც მოგვარდა და 15 წლისა მონასტერში წავედი. დღევანდელი თვალთახედვით კი, ამის გაკეთება უფრო ადრეც რომ შემძლებოდა, აუცილებლად ავირჩევდი გზას ღვთისას, "რამეთუ უღელი მისი მსუბუქ არს და ტვირთი მისი ტკბილ". ამინ.

მორჩილი ოთარი (მხეიძე):

- მადლობა ღმერთს, რომ უფალმა მონასტერში მომიყვანა. დაახლოებით ოცი წლის წინ ბიძაჩემმა, რომელიც სასულიერო პირია, წმინდა ნინოს გზაზე წამიყვანა. მაშინ 12-13 წლის ვიყავი. ძალიან გამაკვირვა იმ ცხოვრებამ, მთაში მოვხვდით და ტაძრის ეზოში გვიწევდა ღამისთევა. ეს ბავშვური შეხედულება ხშირად მახსენებდა თავს და მონასტერში წასვლის სურვილი მიძლიერდებოდა. დედასაც სურდა სასულიერო პირი ვყოფილიყავი, მაგრამ ერში. როცა პირველად მოვედი წმინდა სტეფანე ხირსელის მონასტერში, მწუხრის ლოცვა იყო, ძალიან თბილად მიმიღეს, მატრაპეზეს, დამაბინავეს. ჩემი მონასტრული ცხოვრება ძალიან მონდომებით დაიწყო. ერული ცხოვრებისგან განსხვავებით, აქ სიმშვიდე ვიგრძენი. აღარ მინდოდა ერში დაბრუნება. შემიყვარდა ლოცვაზე დგომა, აღსარების ჩაბარება. ვგრძნობდი დიდ სითბოს მონასტრის ძმებისგან, რომლებიც ძალიან მეხმარებოდნენ. ვმადლობ უფალს, რომ ჩემი ოცდარვა წლის ცხოვრების შემდეგ დარჩენილი სიცოცხლის წლები მონასტერში უნდა ვიცხოვრო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat