მამა ზენონი - "სუეტი შუენიერისა მორჩილებისა"
მამა ზენონი - "სუეტი შუენიერისა მორჩილებისა"
ზენონ იყალთოელი
გვესაუბრება იყალთოს ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზაქარია ჩიხრაძე:

- ალავერდის ეპარქიის ეკლესია-მონასტერთაგან მნიშვნელოვანია თელავის მახლობლად, სოფელ იყალთოს სამხრეთით, ცივგომბორის კალთებზე განფენილი იყალთოს სამონასტრო კომპლექსი. მონასტერი ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - ღირსმა მამა ზენონმა დააარსა.

როგორც ისტორიიდან არის ცნობილი, 13 ასურელი მამა საქართველოში შემოვიდა VI საუკუნეში, იმ დროს, როცა ქართულ ეკლესიას მონოფიზიტობის საშიშროება დაემუქრა. ისინი უფალმა გამოირჩია. მატიანე გვამცნობს, რომ მამებს თვით მეფე ფარსმანი და კათალიკოსი ევლოგი მოჰგებებიათ. საოცარია, რომ კაბადოკიელმა მამებმა მეფეს, კათალიკოსსა და ერს ქართულად დაუწყეს ლაპარაკი. მამებმა სულიერი ღვაწლი ზედაზენზე დაიწყეს, სადაც წმინდა იოანე ზედაზნელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაეგზავნა. წმინდა მამებს ისეთი მაღალი სიწმინდე ჰქონდათ, რომ სასწაულის აღსრულებაც კი შეეძლოთ.

მოძღვართან განშორების შემდეგ ზენონმა კახეთს მიაშურა. იგი მარხვითა და ლოცვით მსახურებდა ღმერთს. წმინდა მამა დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტიანობას კახეთის მთიანეთში და მოაქცევდა ქართველებს წარმართობის გზიდან. მამა ზენონი, "სუეტი შუენიერისა მორჩილებისა", განთქმული ყოფილა განსწავლულობითა და ძმათა მრავლობით. მან თავისი სულიერი მოღვაწეობით განავრცო და განამტკიცა ქრისტიანობა, იყალთოს მონასტერი კი მნიშვნელოვან სასულიერო კერად აქცია. ამას მონასტრის გარშემო ნანგრევებიც მოწმობს. ღირსი მამა ზენონი მონასტრის მთავარ, ღვთაების ფერისცვალების ტაძარშია დასვენებული. 2006 წლიდან, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ღირსი მამის ხსენების დღედ 16 (29) ოქტომბერი დაწესდა.

იყალთოში მოღვაწეობდა ასევე ღირსი მამა არსენ იყალთოელი. ის წარმოშობით იყალთოდან ყოფილა, ხოლო განათლება ბიზანტიაში, მანგანის სასულიერო აკადემიაში მიუღია. მანგანის მონასტერში არსენმა თარგმნა დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებული, რომელსაც ქართულ მწერლობაში "დოგმატიკონი" ეწოდება. ის XI ს-ის 80-იან წლებში შავ მთაზე მოღვაწეობდა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით. 1114 წელს არსენი, მეფე დავით აღმაშენებლის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა და მოღვაწეობა დაიწყო გელათის აკადემიაში. აქ თარგმნა "დიდი სჯულის კანონი". ღირსი არსენი იყო ფილოსოფოსი, ენციკლოპედისტი, მეცნიერი, მთარგმნელი, ჰიმნოგრაფი, დიდი ღვთისმეტყველი, საეკლესიო კანონმდებლობის უბადლო მცოდნე, დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი და სახელმწიფო მრჩეველი. სწორედ დავითის დახმარებით იყალთოს მონასტერთან დაუარსებია აკადემია და მისი პირველი რექტორიც ყოფილა. დადგენილია, რომ არსენი მონაწილეობდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაში. რუის-ურბნისის "ძეგლის წერა" გულისხმობს ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიის ძირითადი კანონიკური კოდექსის - "დიდი სჯულის კანონის" ქართულად არსებობას. "მრავლითა ჭირითა და შრომით" არსენ იყალთოელმა განამტკიცა და წინ წასწია ქართველთა მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა და მით აზიარა თანამემამულენი ბიზანტიური აზროვნების თვალსაჩინო ძეგლებს.

სოფელ იყალთოში ეკლესიათა ნანგრევების სიმრავლე გვარწმუნებს, რომ უწინ აქ დიდი სამონასტრო კომპლექსი ყოფილა, ხალხის თქმით - 60 ეკლესია იყო, ერთის გამოკლებით. დღეს ორ ათეულამდეა შემორჩენილი. თავად სამონასტრო კომპლექსის ქვისგალავნიან ეზოში სამი ეკლესიაა - ღვთაების ფერისცვალებისა, წმინდა სამებისა და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა. ასევე არის სამონასტრო სკოლა-აკადემიის შენობა, კელიები და სხვადასხვა სამონასტრო დანიშნულების შენობები.

მონასტრის მთავარი - ღვთაების ტაძარი VIII-IX ს.ს-შია აგებული უძველესი ეკლესიის (VIს.) ადგილზე. ტაძრის სამხრეთ კედელთან ღირსი მამების - ზენონ და არსენ იყალთოელების საფლავებია.

KARIBCHEღვთაების ფერისცვალების ტაძრის აღმოსავლეთით წმინდა სამების სახელობის პატარა ეკლესია დგას, რომელიც განეკუთვნება ღირსი მამის მოღვაწეობის ხანას (VIს.) და ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშად ითვლება. იგი ამჟამად გადაკეთებულია და ორქანობიანი კრამიტის სახურავით სწორკუთხა ტაძარს წარმოადგენს. ჩრდილოეთიდან მიშენებული კიბე დასავლეთის კარიბჭის თავზე მდებარე სენაკში ადის. ტაძრის შესასვლელის თავზე ჩასმულია რელიეფური ფილა წმინდა სამების გამოსახულებით. ტაძრის ქვეშ საძვალეა განთავსებული. სამების არქიტექტურის უძველესი ფორმები ასურელი მამის მოღვაწეობის პერიოდს მიეკუთვნება. ტაძარი საუკუნეების მანძილზე იყო უმოქმედო. ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით, ავაშენეთ კანკელი, გაილესა და იკურთხა ტრაპეზი. ყოველ შაბათ-კვირას აღესრულება წირვა-ლოცვა. ამავდროულად, 2010 წელს იყალთოში მრევლის თანადგომითა და შემოწირულობით განახლდა და იკურთხა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი.

ღვთაების სამხრეთით მდებარეობს მცირე ზომის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ერთნავიანი ეკლესია, რომელსაც პირვანდელი სახე აქვს შემორჩენილი. იგი დარბაზული ტიპისაა და კრამიტით არის გადახურული.

ღვთაების ეკლესიის სამხრეთით მონასტერთან არსებული სკოლა-აკადემიის ნანგრევებია შემორჩენილი, რომელიც გრძელი (73 მ), ორსართულიანი, რიყის ქვით ნაშენი ნაგებობაა. იგი არსენ იყალთოელის ინიციატივით XI-XII ს.ს-ში აიგო. აქ ისწავლებოდა ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, რიტორიკა, გალობა და სხვა. არქეოლოგიური შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ აკადემიის მთავარი შენობის ირგვლივ არსებობდა სახელოსნოები, მარანი, სამჭედლო, სამეურნეო ნაგებობანი და სხვა დამხმარე სათავსები, რაც მიუთითებს, რომ იქ მძლავრი სამონასტრო კერა იყო, სადაც ისწავლებოდა ლითონის დამუშავება, კერამიკული წარმოება, მევენახეობა-მეღვინეობა, ფარმაკოლოგია და ა.შ. ხალხური გადმოცემით, აქ უსწავლია შოთა რუსთაველს.

აკადემიის აღმოსავლეთით ყურძნის საწნახელია. ვიწრო, გრძელი საწნახელი ოთხი ნაწილისგან შედგება. თითოეული მათგანი გადახურულია ჯვრული კამარით, ურთიერთშორის და ჩრდილოეთით თაღებადაა გახსნილი.

1921 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს განმეორებით ანექსიის შემდეგ, იყალთოს მონასტერი დაკეტეს. აიკრძალა ღვთისმსახურება. 1965 წელს, ე.წ. იყალთოს "სახალხო უნივერსიტეტის" ინიციატივით, ღვთაების ტაძარში მუზეუმი გახსნეს. საეკლესიო ნივთებსა და საეკლესიო წიგნებთან ერთად, დაკარგულია მთავარი ტაძრის დიდი ზარიც. 1966 წელს იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. მოპოვებული მასალა არავის უნახავს. ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს კი მიწის სქელი ფენა გადაეფარა. კომუნისტების დროს საუფლო დღესასწაულები შეცვალეს სახალხო დღესასწაულებით. აღინიშნებოდა "შოთაობა".

კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდგომ, 1991 წელს, იყალთოს მონასტრის, ღვთაების და სამების ტაძრებში ღვთისმსახურება აღდგა. ამავე წლიდან აქ მსახურობდა მღვდელი ზენონი (მანოშვილი). ამბა ალავერდელი მიტროპოლიტის, დავითის ლოცვა-კურთხევით, 1999 წლიდან იყალთოს ღვთაების ტაძრის წინამძღვარი ვარ. მეორე მღვდლად მსახურობს მამა ელისე (ბურდული). ამჟამად იყალთო, როგორც მონასტერი, არ ფუნქციონირებს. გვყავს რამდენიმე მორჩილი. ძირითადი მრევლი იყალთოელები და თელაველები არიან.

2008 წელს კომპანია "ჯეოსელმა" იყალთოს რეკონსტრუქცია-რესტავრაცია დაიწყო. არქეოლოგებმა დაადასტურეს წმინდა მამების საფლავების არსებობა. ისტორიულ წყაროში მითითებული ცნობები, რომ ზენონის სარკოფაგიდან ფერხთით ესვენა არსენ იყალთოელი, დღეს უკვე დადასტურებული ფაქტია, ქართველმა არქეოლოგებმა ზუსტად იმავე განლაგებით იპოვეს ორი სამარხი.

დაუდევრად ჩატარებული ტაძრის გადარჩენის სამუშაოების კვალის წაშლით მიწის ქვეშ ოთხი ეკლესია, საეპისკოპოსო სასახლე, უძველესი მარანი, რამდენიმე ქვევრი და ხუთი საწნახელი გამოჩნდა. ნაპოვნია მე-14 საუკუნის არაბების დროინდელი 70-მდე ვერცხლის მონეტა და უამრავი თიხის ჭურჭელი. ფაქტობრივად, ახლა მოგვიხდა კომუნისტების დროს შემოტანილი მიწის გატანა. ტაძარში ჩადიოდა წყალი და ზიანდებოდა. 3 წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ტაძარი გადაიხურა ესპანური თიხის კრამიტით. ასევე გუმბათზე გამოიცვალა 16 ფანჯარა, გაკეთდა მუხის კარკასები. საძირკველი შიგნიდან და გარედან გამაგრდა. არმატურა შემოევლო და ჩაისხა ბეტონი. იატაკის დონემ დაიწია და დაიგო ოთხკუთხა ფილა, შეიცვალა კანკელი. ეგზარქოსების დროს კირით შეთეთრებული კედლები ტაძრის შიგნით და გარეთა ნაწილზე ჩამოიფხიკა და გაირეცხა. ეზოში მოიჭრა მიწის ფენის ნაწილი და აღმოჩენილი სამარხების დონეზე დაიწია.

ეს არის ათონური ტიპის მონასტერი, მჭიდროდ დასახლებული ქალაქი. თავად სამონასტრო კომპლექსში რამდენიმე ტაძარი ერთნაირად ფუნქციონირებდა და წირვა თითოეულ მათგანში მიმდინარეობდა.

ყოველივე ეს იმისათვის გაკეთდა, რომ შევინარჩუნოთ ძველი, დავინახოთ ის, რაც არა მარტო შრომით აიგო, არამედ შრომითა და ღირსი მამების ლოცვით შენარჩუნდა. შევთხოვთ უფალს, წმინდა მამების - ზენონ და არსენ იყალთოელების ლოცვით დაიცვას და გააძლიეროს სრულიად საქართველო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!" - სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat