"საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა"
"საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა"
ახალი სტილით 12 მაისს წმინდა ანდრია მოციქულის ხსენებას მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს იმ დიდი ღვაწლის მოსახსენებლად, რომელიც ამ წმინდანმა ქართველთა მოქცევისთვის გასწია. დიახ, ჩვენი რწმენა მოციქულთა დროინდელია. ამას მოწმობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ჟამთააღმწერელნი.

წმინდა ანდრია მოციქული უფლის მითითებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გამოუგზავნია თავის წილხვედრ ქვეყანაში საქადაგებლად. უფლისავე ბრძანებით, ქალწულ მარიამს წმინდა ანდრიასთვის თავისივე ხელთუქმნელი ხატი გამოუტანებია, რომელიც ფიცარზე მისი პირის დადებით ასახულა. "და შენ წილ ხატი იგი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკუნისამდე ჟამთა", - უბრძანებია უფალს "აწყურისად" წოდებულ ღვთისმშობლის ხატზე, ზოგს რომ დაკარგული ჰგონია და სინამდვილეში ხელოვნების მუზეუმის ცხრაკლიტულშია გამოკეტილი.

ზოგიერთი ქართული წყაროს მიხედვით, წმინდა ანდრია საქართველოში ორჯერ ყოფილა, სხვა წყაროების მიხედვით - სამჯერ. პირველი მოგზაურობისას მისულა ქალაქ ტრაპიზონში, რომელსაც "ქართლის ცხოვრება" "მეგრელთა ქვეყანას" უწოდებს. იქიდან შესულა ქართლის ქვეყანაში, დიდაჭარაში და ადგილობრივი მოსახლეობა მოუქცევია. იმ ადგილას, სადაც ღვთისმშობლის ხატი იყო დასვენებული, სასწაულთმოქმედი წყარო აღმოცენდა. აქვე აუშენებია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, დაუდგენია მღვდელნი და დიაკონნი. გამგზავრებისას, მათივე თხოვნით, იმავე ზომის ფიცარი დაუდვია წმინდა ხატზე და ზედ მეყსეულად გამოსახულა ღვთისმშობელი. ეს ხელთუქმნელი წმინდა ხატი დაუტოვებია აჭარლებისთვის.

მერე გადაუვლია მთა, რომელზეც რკინის ჯვარი აღუმართავს (შემდგომში ამ მთას "რკინის ჯვარი" ეწოდა), გადასულა ოძრახის ხევში, მისულა სამცხის საზღვრებზე. სოფელ ზადენ-გორაში წმინდა ანდრიას ლოცვით კერპები დამხობილან. იქიდან აწყურში (რომელსაც ადრე სოსანეთს ეძახდნენ) საკერპო ტაძრის გვერდით შეჩერებულა. აქ წმინდა ანდრიას ლოცვით სიცოცხლე დაბრუნებია ამ მხარის გამგებლის, ქვრივი სამძივარის ერთადერთ გარდაცვლილ ვაჟს. ამ ამბავმა მთელი სამცხე მოაქცია, შემუსრა კერპები, ააშენა ეკლესიები. მრევლი იმდენად გამრავლდა, რომ წმინდა ანდრიამ მათ ეპისკოპოსი, მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა. მათივე თხოვნით და უფლის დედის ნებით, დაუტოვა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. წმინდა ანდრია იერუსალიმში დაბრუნებულა.

"მარტვილიის დღესასწაულის" მერე კვლავ შემოსულა საქართველოში, ოღონდ ამჯერად წმინდა სვიმონ კანანელთან და წმინდა მატათა მოციქულთან ერთად, მოუვლია "ტაოს კერძი ქვეყანა და ვიდრე მდინარე ჭოროხამდე", აქედან მოციქულები, შავი ზღვის გავლით, სვანეთში ასულან. აქაც ჩაუნერგავთ ახალი სარწმუნოება. იმავე წყაროს მიხედვით, წმინდა ანდრიას უქადაგია აფხაზეთში, მერმე ჯიქეთში; ჯიქებს ჯიქურად არ მიუღიათ მისი ქადაგება და კვალავ აფხაზეთში დაბრუნებულა, "კვალად განამტკიცა წმინდამან ანდრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკვითედ".

ბოლო ხანს მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება სამეგრელოში წმინდა ანდრიას მოღვაწეობა.

KARIBCHEწმინდა ანდრიას სამეგრელოში გაუნადგურებია მუხასთან მდგარი კერპი კაპუნია და მის ნაცვლად აღუმართავს ჯვარი. მუხის ფიცრებისგან კი ეკლესია აუშენებიათ. 1913 წელს სამეგრელოში წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს ჩაუწერია გადმოცემა: "ტრაპეზი მარტვილის ეკლესიისა დადგმულია იმ მუხის ძირზე, რომელიც მოჰკვეთა ანდრია მოციქულმა, ოდეს მეგრელნი მოაქცია". ზეპირი გადმოცემით, წმინდა ანდრიას კახეთსა და ყაზბეგის მიდამოებშიც უმოგზაურია, მაგრამ ეს წერილობითი წყაროებით არ დასტურდება.

6 მაისს (ახ. სტ.) გიორგობაა მთელი მართლმადიდებელი საქრისტიანოსთვის. წმინდა გიორგი მებრძოლი ქრისტიანობის სიმბოლოა. იგი უნახავთ თავიანთ გვერდით მეომარი როგორც ქართველებს, ისე სერბებს. დიახ, ცოცხალია ქრისტიანთა ღმერთი, ცოცხლები არიან ქრისტიანთა ღმერთის წმინდანები! ლუდიაში წმინდა გიორგის მარმარილოს სიმბოლური საფლავიდან უწყვეტად მოედინება მირონი და კიდევ ერთხელ განამხნევებს უფალ იესო ქრისტეს "მცირე სამწყსოს".

ამ გიორგობასაც გაივსება შესაწირი ცხვრებით და მოზვრებით ქართველთა სალოცავები, მაგრამ წმინდა გიორგის ხომ მათი არც ხორცი უნდა და არც სისხლი, მას ქართველთა ცოცხალი სარწმუნოება უნდა, უნდა, ივერიელებს უფალი და ერთმანეთი რომ უყვარდეთ. შემთხვევითი არც ის არის, რომ სწორედ მისმა ბიძაშვილმა, წმინდა ნინომ იქადაგა საქართველოში.

ვულოცავთ ყველა გეორგიანელს წმინდა გიორგის დღესასწაულს. მუდამ გვეწეოდეს წმინდა გიორგი ხილულსა და უხილავ მტერთან ბრძოლაში.

KARIBCHE30 აპრილს (ახ. სტ.) მოიხსენიება ეფრემ დიდი მაწყვერელი. სულიერი შვილების აფხაზეთში მოსაძებნად წასულმა ღირსმა გრიგოლ ხანძთელმა ქართლში ერთი ჭაბუკი იხილა: "მამაკაცებასა სრულსა მიწევნულ სიწმიდითა და სიწმიდესა შინა აწყურის ეპისკოპოსი სასწაულთმოქმედი". გრიგოლმა დაიმოწაფა ეფრემი. უკან დაბრუნებულმა კი თან წაიყვანა ხანძთაში და ყრმა არსენთან, მომავალ ქართლის კათალიკოსთან ერთად, თავის თანამოსაგრეებს - ქრისტეფორესა და თეოდორეს ჩააბარა აღსაზრდელად.

შემდგომში წმინდა ეფრემი აწყურის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმინდა ეფრემმა უდიდესი ამაგი დასდო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოოდ განმტკიცებას. მანამდე მირონი ივერიაში ანტიოქიის ეკლესიიდან შემოჰქონდათ. მისი შემწეობით კი საქართველოს ეკლესიამ მირონის კურთხევის ნება მიიღო. მას შემდეგ ის მცხეთაში "იხარშება".

წმინდა ეფრემი ორმოცი წელი განაგებდა აწყურის კათედრას. მას ჰქონდა მადლი ჭვრეტისა, სასწაულთა ქმნისა და ნიჭი კურნებისა. წმინდა ეფრემი ღრმად მოხუცებული მიიცვალა და მის წმინდა ნაწილებთან სარწმუნოებით მისულნი მრავალ სნეულებათაგან იკურნებოდნენ.

KARIBCHEახალი სტილით 4 მაისს იხსენიება მღვდელმოწამე ექვთიმე (შარვაშიძე), გაენათელი მიტროპოლიტი. მეუფე ექვთიმე 1746 წელს დაბადებულა. მეუფე ექვთიმე იგონებდა: "დიდმა მეფემ, სოლომონმა და მისმა ძმამ, კათალიკოზმა იოსებმა მომიყვანეს გურიიდან. 61 წელიწადი არის, იმერეთს ვარ, 41 წელიწადი გაენათელად ვარ, ოცს წელიწადს მეფესა და მის ძმას, კათალიკოზს ვახლდი". მეუფე ექვთიმე საშუალოზე მაღალი, ნატიფი აღნაგობისა ყოფილა. ფართო შუბლი და ძლიერ გამოკვეთილი ქართული ცხვირი ჰქონია.

წმინდა ექვთიმე, ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საერო თუ საეკლესიო საქმეების გადაწყვეტაში. მას პატივს სცემდა და ანგარიშს უწევდა იმერთა მეფე, წმინდა სოლომონ II.

მიტროპოლიტი ექვთიმე შარვაშიძე 1819 წლის იმერეთის საეკლესიო აჯანყების მთავარ მონაწილედ მიიჩნიეს, ვინაიდან იგი იმერეთში მეფობის კანდიდატად სოლომონ I-ის შვილიშვილს, დარეჯან ბატონიშვილის ვაჟს, თავად ივანე აბაშიძეს უჭერდა მხარს. ამავე აზრის ყოფილა წმინდა დოსითეოს ქუთათელი, ორივე მღვდელმთავარი უშიშრად აკურთხებდა ხალხს სამშობლოს თავისუფლებისთვის. ამიტომ 1820 წლის 4 მარტს წმინდა მღვდელმთავრები რუსებმა შეიპყრეს, თავზე ტომრები ჩამოაცვეს, ტანსაცმლის შემოსვაც არ აცალეს და ცემა-ტყეპით რუსეთის გზას გაუყენეს. წმინდა დოსითეოსმა ვერ გაუძლო ტანჯვას, გზაში გარდაიცვალა. იგი ანანურის ეკლესიაში ჩუმად დაკრძალეს. მეუფე ექვთიმე, არქიმანდრიტ გრიგოლთან ერთად, ქალაქ ნოვგოროდში ჩაიყვანეს. მისი ნახვის სურვილი გამოუთქვამს იმპერატორ ალექსანდრე პირველს და დიდი პატივით დახვედრია პეტერბურგში. მაგრამ მეუფე არ მორიდებია და იმპერატორი უმხილებია. "საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისათვის, სამშობლოს დამცველების წამებისთვის მას ახალი ნერონი უწოდა", - ბრძანებს წმინდა ამბროსი (ხელაია). ეს ყოფილა მიზეზი მისი სვირის მონასტერში გაგზავნისა. იმავე წლის მაისში ცარსკოე სელოს სასახლის კარის ეკლესიის გუმბათში თავისით გაჩნდა ცეცხლი და ტაძარი მთლიანად დაიწვა. მეუფე ეფრემს დიდ პატივს მიაგებდა სვირის მონასტრის წინამძღვარი მამა თეოდორე, მის სულიერ ძალას გრძნობდა ყველა, ვინც მას ხვდებოდა.

წმინდა ექვთიმეს დიდხანს აღარ უცოცხლია, 1822 წლის აპრილში გარდაიცვალა. იგი იქვე, მონასტერში დაკრძალეს.

როგორც ვიცით, წმინდა ექვთიმესთან ერთად რუსეთში არქიმანდრიტი გრიგოლიც (ცქიტიშვილი) გადაასახლეს. წმინდა ექვთიმეს გარდაცვალებამდე სამი დღთ ადრე მას სიზმარში უნახავს მღვდელმთავარი, რომელსაც მისთვის უთქვამს: "ჰე, აღვყვავდი მე, ავღორძინდი მე, განვახლდი მე". ერთი გადმოცემით, მიტროპოლიტი ექვთიმე ღამით ბალიშებით დაახრჩვეს. "შემდგომად შესრულებისა ანდერძის აგებისა, მღვდელმთავარი ექვთიმე წარმოდგა თავის კუბოში და აკურთხა მარჯვენითა ხელითა მუნ მყოფნი ხალხნი სრულიად და შემდგომად ისევ მიიძინა უფლისა მიმართ მშვიდობით". ამ ამბის მრავალი მოწმე ყოფილა, მაგრამ ხმამაღლა განცხადება ვერ გაუბედავთ: "და დაიდუმნეს ესე შიშითა რუსთათა". წმინდა ექვთიმე წმინდა ალექსანდრე სვირელის მონასტრის საკურთხეველში დაკრძალეს. მის საფლავთან მრავალი ლოცულობდა და კურნებას მიიღებდა. დაიდუმეს კაცთა, მაგრამ "არ დაიდუმა" ღმერთმა. წმინდა ექვთიმეს ნეშტი 2005 წლის აპრილში ჩამოასვენეს საქართველოში და იმავე წლის 9 აპრილს გელათში დაკრძალეს. იმავე წლის 27 ივნისს კი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიტროპოლიტი ექვთიმე (შარვაშიძე) წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 22 აპრილი (4 მაისი) დაადგინა. გვფარავდეს მისი წმინდა ლოცვა ქართველებს.

KARIBCHE5 მაისს ღირს მამა ვიტალის იხსენიებს წმინდა ეკლესია. წმინდა ვიტალი წმინდა იოანე მოწყალის დროს ჩამოვიდა ალექსანდრიაში ღირსი სერიდას მონასტრიდან და უცნაურ ღვაწლს მისცა თავი. ცდილობდა, ხალხს არაწმინდად მოსჩვენებოდა, მისი ნამდვილი სახე კი მხოლოდ ღმერთს სცოდნოდა. მთელი დღე ქირით მუშაობდა. დღიური ჯამაგირიდან - თორმეტი მონეტიდან ერთი მონეტით ცერცვს ყიდულობდა, დანარჩენს სამეძავო სახლში რომელიმე მეძავს მისცემდა და სთხოვდა, - ამ ფულის საფასურად ეს ღამე სიწმინდით შეინახე და ნურავისთან იმრუშებო. ქალი დაიძინებდა, წმინდა ვიტალი კი მთელი ღამე ამ დედაკაცისთვის ლოცულობდა. დილით დედაკაცს საშინელი ფიცით შეკრავდა, რომ არავისთვის ეთქვა ეს ამბავი. ვინც სცადა ამის გამხელა, ყველას გაუწყრა წმინდა ვიტალი და ეშმაკეულნი გახდნენ. ბევრი მეძავი ღამით მასთან ერთად იწყებდა ლოცვას, ანებებდა ცოდვას თავს, თხოვდებოდა ან მონასტერში მიდიოდა. მისი საქციელის გამო მთელი ქალაქი განიკითხავდა. წმინდა იოანე მოწყალესთანაც კი იჩივლეს, მაგრამ წმინდა იოანემ დატუქსა მაბეზღარნი, გაახსენა მათ კონსტანტინე დიდის ნათქვამი, როცა მასთან მღვდლებს უჩივლეს: "საკუთარი თვალით რომ მენახა ცოდვის მოქმედი ეპისკოპოსი ანდა ბერი, ჩემს საკუთარ ტანსაცმელს გადავაფარებდი, რათა არავის დაენახაო". სიცოცხლის ბოლოს წმინდა ვიტალიმ თავი ვიწრო კელიაში ჩაიმწყვდია და იქვე აღესრულა. წმინდა ვიტალი მუხლებზე დამხობილი, მლოცველის მდგომარეობაში იხილეს გარდაცვლილი, ხელთ ქარტია ეპყრა, რომელზეც ეწერა: "კაცნო ალექსანდრიელნო! უწინარეს დროისა ნურავის განიკითხავთ, ვიდრე უფალი - სამართლიანი მსაჯული არ მოვა". წმინდანის ნეშტთან მოვიდნენ ის ეშმაკეული ქალები და მასთან შეხებით განიკურნენ. ყოფილი მეძავნი, ახლა პატიოსანი დედანი, ტირილით მოადგნენ მის ნეშტს და ყველას აუწყეს წმინდა ვიტალის ღვაწლი. მის სასწაულმოქმედ ცხედართან წმინდა იოანე მოწყალეც მივიდა. ხოლო ბევრმა კანონად დაიდო, არავინ განეკითხა. მივბაძოთ მათ ჩვენც, რათა მოვიგოთ კურთხევა მამა ვიტალისა. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat