წმინდა ონისიფორე გარეჯელი, სასწაულთმოქმედი - 29 სექტემბერი (12 ოქტომბერი)
წმინდა ონისიფორე გარეჯელი, სასწაულთმოქმედი - 29 სექტემბერი (12 ოქტომბერი)
ერისკაცობაში ორივეს ოთარი ერქვა, ბერად აღკვეცისას ორივეს ონოფრე უწოდეს, ხოლო დიდი სქემით შემოსვის შემდეგ ორივეს ონისიფორეს ეძახდნენ. პირველი - წმინდა დავითის მონასტრის წინამძღვარი ონისიფორე მაჭუტაძე, დიდად მოღვაწე ერისთვის, ეკლესიისთვის, საკუთარი თუ ძმათა სულებისთვის - 1733 წელს გარდაიცვალა, მეორე კი, თავისი დიდი წინაპრის ღირსეული სეხნია წმინდა ონისიფორე გარეჯელი (ქარუმიძე), ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1786 წელს აღესრულა. ამ სახელების თანხვედრამ და, ალბათ, წიგნის "მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის" ლექსიკონში გაპარულმა უნებლიე შეცდომამ, სადაც წმინდა გაბრიელ მცირის "ღმრთივსულიერი თხრობანის" დიდსქემოსან ონისიფორეს გვარად მაჭუტაძეა დასახელებული, გამოიწვია ის, რომ ხშირად სხვა წიგნებშიც (მაგალითად, ქართველ წმინდანთა ცხოვრებაში) ერევათ ხოლმე ღირს მამათა გვარები.

ამჯერად წმინდა ონისიფორე ქარუმიძეზე გვსურს მოგითხროთ.

ხშირად საკუთარ უდებებას იმით ვამართლებთ, რომ სულიერად მოღვაწე ქრისტიანები მხოლოდ ძველ დროში იყვნენ, ჩვენ კი ჩვენი უძლურებით უნდა "ვიკვეხნოდეთო". მაგრამ, მადლობა ღმერთს, საქართველოს არასოდეს ჰკლებია ღირსეული ძენი თუ ასულნი, რომელნიც თავიანთი ცხოვრებით, პირადი მაგალითით, განმართავდნენ ჩვენს დაცემულ გონებას.

მამა ონისიფორე ქარუმიძე 1707 წელს დაბადებულა მდიდარი აზნაურის ოჯახში. თვითონაც მდიდარი იყო აგარაკითა და ხვასტაგით, მონებითა და მხევლებით და მშვენიერი, ბარაქიანი, ქართული ოჯახით. სიცოცხლის ნახევარზე მეტი სამშობლოს დასაცავად ბრძოლის ველზე გაატარა. სამხედრო საქმის მოყვარულიც იყო და გულიც ერჩოდა თავისი ქვეყნისთვის.

მაგრამ მატერიალურზე უაღრესი სიმდიდრეც ჰქონდა - სტუმართმოყვარეობა, უცხოთშემწყნარებლობა, გლახაკთმოწყალება და ყოველთა შეჭირვებულთა ნუგეშისცემა. სადაც მონაზონს იხილავდა, წაიყვანდა შინ, ნიშნად პატივისცემისა, - თითქოს მონაზონთა მთავარი წმინდა იოანე ნათლისმცემელი ყოფილიყო, - ფეხებს დაბანდა და მოასვენებდა. ამბავს ჰკითხავდა, უბრალო ცნობისმოყვარეობით კი არა - სურდა, თავადაც მათი მობაძავი გამხდარიყო. საბერო სამოსზე ოცნებობდა და თუმცა ტანთ ჯერ ჯაჭვის პერანგი ეცვა, კვართის შიგნით, ნიშნად შინაგანი სინანულისა, ძაძა ემოსა. მარადის ლოცულობდა, მარხულობდა და უფალს ევედრებოდა, მონაზვნური ცხოვრების ღირსი გაეხადა.

ერთხელ ოთარს გარეჯის უდაბნო მოულოცავს და ისე მოუხიბლავს მეუდაბნოე მამათა ცხოვრებას, რომ, აღტაცებულს, სურვილი გასჩენია, მყისვე მიეტოვებინა ამაოება სოფლისა. მაშინ უკვე სამოცდასამი წლისა გახლდათ, მრავლის მნახველი და უამრავი ტკბილ-მწარე მოგონების მტვირთველი. მივიდა სჯულიერ მეუღლესთან და დიდი მოკრძალებით შეჰბედა: "ჩემო დედოფალო, კარგად იცი, რომ ყოველი სიხარული ამ სოფლისა მივიღეთ და აჰა, სიკვდილი მოწევნულა ჩვენდა, და მართლმსაჯული უფალი იესუ ქრისტე ახლოს არის. აწ მნებავს უარვყო ეს სოფელი და შევუდგე ქრისტეს. შენდობას ვითხოვ შენგან ყველა ნებით თუ უნებლიეთ მოყენებული ტკივილისათვის, შენდობას ვითხოვ სხვებისგანაც".

ქალმა დიდი ხანია იცოდა ქმრის სურვილი. მაინც გაუძნელდა მასთან განშორება, თუმცაღა არ დაუშლია. დაუწერა კიდეც შენდობის ფურცელი, ცრემლით დაალტო თავისი ნაწერი და საუკუნოდ დაემშვიდობა ქმარს. მანაც დიდხანს აღარ დააყოვნა და თბილისში ჩამოვიდა. თან ორი უფროსი ძე იახლა. საბერო შესამოსელი შეაკერინა, გაშორდა თბილისს და დაემშვიდობა ვაჟებს. უკანასკნელად ამბორუყვეს ერთურთს. "შვილნო ჩემნო საყვარელნო, - უთხრა ძეებს ოთარმა - დღეს ჩემი აღსასრულის დღეა, დღეს ვკვდები ამა სოფლისთვის. მიიღეთ მამისგან უკანასკნელი ამბორი და იყავით მშვიდობით უფლის მიმართ".

ვაჟები ცხარე ცრემლით ატირდნენ და შეჰღაღადეს მამას: "რატომ არ გვეუბნებოდი, რატომ არ გვიმჟღავნებდი ამ საიდუმლოს აქამდე, მამაო პატიოსანო? ჩვენც შენს ფერხთა ქვეშ დავიხოცებით და არ განგეშორებით. გევედრებით, ნუ დაგვტოვებ ობლად". ოთარმა გაამხნევა, უთხრა: "მამა თქვენი ღმერთია, შვილებო. მსახურებდეთ მას სიმართლით, ერთმანეთი გიყვარდეთ, პატივი ეცით მშობელ დედას, რათა დღეგრძელნი იყოთ ქვეყანასა ზედა და პატივცემულნი შვილთა თქვენთაგან".

განშორდნენ ვაჟნი ცრემლთა დენით მოხუც მამას, ოთარი კი გზას დაადგა და წმინდა დავით გარეჯელის მონასტერს მიაღწია. იმხანად მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გერმანე გახლდათ. მან კეთილად შეიწყნარა მოხუცი მორჩილი, განჭვრიტა მისი შინაგანი კაცი და უთხრა მონასტრის კრებულს: "ოთარი დიდ საზომს მიაღწევს, რამეთუ აწვე სოფლიდან ამოსვლით აღასრულა სახარების სიტყვები: "რომელმან დაუტეოს სახლი ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკი სახელისა ჩემისათვის, ასწილად მიეზღოს და საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდროსო". ნუ გაფიქრებთ მისი მოხუცებულობა - განა უფალმა არ ბრძანა, მრავალნი უკანანი იქნებიან წინ და მრავალნი პირველნი უკან მოექცევიანო?!"

მცირე ხნის შემდეგ ოთარი ბერადაც აღიკვეცა. სახელად, ონოფრე დიდის პატივსაცემად, ონოფრე უწოდეს. ახალაღკვეცილი ყველაფერში მორჩილ ექმნა თავის მოძღვარს, ჰქონდა ფრიადი სიმდაბლე და შრომა დაუტევებელი მოღვაწებისა. ბრძენი არქიმანდრიტი, ხედავდა რა მის გულმოდგინებას და მონაზონების წესის წადიერებით აღსრულებას, იხსენებდა წმინდა იოანე კიბისაღმწერლის სიტყვას: ვალად ადევსო მწყემსს, თავის მოწაფეებს მიზეზი მოუძებნოს გვირგვინოსნებისა. ამიტომ ხან ეკლესიიდან გააგდებდა, ხან მშიერს დაატოვებინებდა ტაბლას, ხშირად მონასტრიდანაც კი გაუშვებდა უმიზეზოდ. ასე ცდიდა და მოთმინების გვირგვინს უთხზავდა. ონოფრეც, ქრისტესა და წინამძღვრის სიყვარულისთვის, უდრტვინველად იღებდა ყოველ სასჯელს, მოიდრეკდა მუხლს მამა გერმანეს წინაშე და მხურვალე ცრემლით სთხოვდა ცოდვათა მიტევებას.

მამა ონოფრე მშვიდი იყო, მყუდროების მოყვარული, სალოცავად მონასტრიდან მოშორებით, ერთ ხევში წავიდოდა, სადაც სენაკი ედგა, და იქ გაატარებდა ღამის ნაწილს, ცისკრის გალობის შემდეგ კი ისევ ეწვეოდა ხოლმე თავისი განმარტოების ადგილს. არც კაცისა და არც ფრინველის ხმა არ ესმოდა, იჯდა და კითხულობდა ფსალმუნს, იგლოვდა და ტიროდა წარსულის გამო. მრავალგზის მუხლსაც მოიდრეკდა და ისედაც უძლურ სხეულს მოიუძლურებდა. მონასტერში მწუხრის ზარის დარეკვისას დაბრუნდებოდა და შემუსვრილი გულით ილოცებდა ეკლესიაში. საზრდელს დღეში ერთხელ იღებდა, ისიც - მხოლოდ პურსა და წყალს. მრავალგზის ორი-სამი დღე მშიერსაც გაუტარებია, დიდმარხვისას კი ხუთი დღე გარდავლო უჭმელად. როცა ესევითარითა სათნოებით აღიჭურვა, "განვიდა სტადიონად ბრძოლად სულთა მათ უკეთურთა", მონასტრიდან ხუთასი მეტრის მოშორებით ჯურღმულში ჩაიკეტა და იქ გაატარა ორმოცი დღე და ღამე "ფიცხელითა მოღვაწებითა". მრავალგზის გამოიცადა ეშმაკისგან, მაგრამ ქრისტეს ახოვანი "მხედარი გამარჯვებული დაუბრუნდა მონასტერს.

წმინდა დავითის საფლავის შესასვლელთან ერთი ბნელი სენაკი იყო. ონოფრემ წინამძღვარს ნებართვა სთხოვა და ახლა იქ დაეყუდა ორმოცი დღე-ღამე, მერე კი ძლევაშემოსილი დაუბრუნდა თავის სენაკს. "ძალი-ძალად აღსვლითა ზესთა ექმნა ნივთთა საწუთროსთა", რამეთუ მოიძაგა სოფელი, აღვირი ახსნა თვისთა ხორცთა და სძლია გუნდსა ეშმაკთასა.

1775 წლის ერთ ღამეს მონასტერში ურჯულო ლეკნი შეიპარნენ, მოაოხრეს სავანე, სიმდიდრე იავარჰყვეს და რამდენიმე ბერი გაიტაცეს. მათ შორის იყვნენ მღვდელ-მონაზონნი მაქსიმე და იოაკიმე და ბერი ონოფრე. რაკი ონოფრე ყველაზე მოხუცი იყო, ურჯულოთ მისი მოკვლა სურდათ - ფიქრობდნენ, რომ არც მონად გამოადგებოდათ და ვერც გაყიდიდნენ. მაგრამ მოწყალე ღმერთმა არ ინება მისი სიკვდილი, თუმცა ბევრი კი ტანჯეს ქრისტეს სარწმუნოებისთვის. როგორც ჰყვებოდნენ შემდგომ მღვდელმონაზონნი, რომ არა უფლის შეწევნა, ვერა კაცი ვერ დაითმენდა იმ ხორციელ ტანჯვას, მოხუცმა მონაზონმა რომ გაუძლოო.

გამოხდა ხანი და ქართველებმა ბერები გამოისყიდეს.

ლეკების თავდასხმამ მოაუძლურა მონასტერი, საკვების მარაგიც გამოელიათ. მამა გერმანემ ბერი ონოფრე თავისთან მოიხმო და უთხრა: "ჩემო სულიერო შვილო, ძმათა სიყვარულისთვის შენ ქართლში წადი, მე სხვა მხარეს გავემგზავრები, მონასტრისთვის მოწყალება ვითხოვოთ და საკვები შევაგროვოთო. გაუჭირდა მონასტრის დატოვება მამა ონოფრეს, მაგრამ დაემორჩილა სულიერ მოძღვარს. მამა გერმანე კახეთში წავიდა საროჭიკოდ, ონოფრემ კი მთელი ქართლი მოიარა და საკმაოდაც შეაგროვა მოწყალება. ბევრი მას ერისკაცობაშივე იცნობდა და ახლა, პურის მთხოვნელს რომ ხედავდნენ, შემუსვრილი გულით იტყოდნენ: "უთუოდ დაიმკვიდრებსო სასუფეველს, ღმერთმა თავის მოყვარეებს რომ განუმზადა".

მეროჭიკე ბერი ქალაქ ცხინვალშიც შევიდა. ერთგან უამრავი ხალხი შეკრებილიყო. ვინმე ეშმაკეული ყმაწვილი ახლობლებს შეეკრათ და განსაკურნებლად ჰურიებთან მიჰყავდათ. მამა ონოფრემ უთხრა: "შვილებო, ეგ რა ქრისტიანული წესია, ჰურიებთან რომ მიგყავთ?! აქ მომგვარეთო". მოითხოვა ჭიქით წყალი, ჩაყარა წმინდა დავით გარეჯელის საფლავის მიწა, თან რომ ჰქონდა წამოღებული, თვალნი ზე აღაპყრო, ილოცა და წყალი ჭაბუკს დაალევინა. მყისვე განვიდა მისგან ეშმაკი. ამ სასწაულის მხილველებმა ადიდეს ღმერთი და მონა მისი ონოფრე. თვითონ ბერი კი, "ლტოლვილი კაცთა დიდებისგან", მონასტრისკენ გაეშურა. თან თავისი უმცროსი ძე იოანე წაიყოლა, რათა მსხვერპლად შეეწირა ღვთისთვის. მონასტერში იმდენი საზრდო მიიტანა, ძმებს სამ-ოთხ წელიწადს ეყოფოდათ, თვითონ კი სენაკში განმარტოვდა და თავი განიქიქა: "უბადრუკო, ამ ცხოვრებაში კეთილი არაფერი გიქმნია, ახლა მაინც აღასრულე კეთილი საქმეებიო!"

ერთ დღეს მონასტერში ერთი სპარსი მოვიდა, მისი ენა ონოფრეს გარდა არავინ იცოდა. სტუმარს თვალი ჰქონდა ნატკენი, ქუთუთო ღაწვამდე ჩამოშვებოდა და შიგნით წითელი ხორცი უსიამოვნოდ მოუჩანდა. ღირსმა მამამ სპარსი წმინდა დავითის წყაროსთან წაიყვანა, თითები დაისველა და მტკივან თვალზე სცხო. მეორე დღეს თათარი საღ-სალამათი მივიდა მონასტერში.

წმინდა ონოფრე ყველა სასწაულის მიზეზად ღირსი მამა დავითის მადლს მიიჩნევდა და არა საკუთარ ძალმოსილებას.

უდიდესი სიმდაბლე ჰქონდა ღირს მამას - ყოველდღე წმენდდა მონასტრის ფეხსალაგს და მაგალითს აძლევდა თავის სულიერ ძმებს. ამის შემდგომ მამა გერმანეს სთხოვა, დიდი სქემით შეემოსა. "დიდია შენი სათხოვარი და მაღალი საზომისა, - უთხრა მან, - მოდი, ჯერ ღვთისაგან მივიღოთ მინიშნება და მერე აღგკვეცო. მამა გერმანემ ორი სავარაუდო პასუხი დაწერა და წმინდა დავითის საფლავთან წმინდა ტრაპეზზე, ოდიკის ქვეშ ამოდო, მამა ონოფრეს კი უთხრა: აქ დარჩი ოცი ან ოცდაათი დღე, ევედრე ღმერთს, რათა მან უმჯობესი გამოაჩინოსო.

დადგა ონოფრე წმინდა დავითის საფლავზე და დღედაღამ შეჰღაღადებდა უფალს. ოცდაათი დღის შემდეგ წინამძღვარმა მღვდელს წირვა ჩაატარებინა, ერის განტევების ლოცვის შემდეგ კი გამოიღო ერთი ქარტა და წაიკითხა. ქარტაზე ეწერა, "ონოფრე დიდი საქმის კურთხევას ღირს ჰყავითო". 1782 წელს, წმინდა მარხვის დღეებში, ონოფრე დიდი სქემით შემოსეს და სახელად ონისიფორე უწოდეს. ისე ბრწყინავდა მისი სპეტაკი პირისახე ამ შავ სამოსში, რომ ვინმე წარჩინებული გეგონებოდათ.

დიდსქემოსანმა ღვაწლიც დიდი იტვირთა. მხოლოდ ფსალმუნნი დაიტოვა თავისთვის, დანარჩენი წიგნები იკონომოსს ჩააბარა, დაიდო სხეულზე რკინის ჯაჭვი, სენაკში ჩაიკეტა და მდუმარების ღვაწლი იდო თავს. რამე რომ სურდა, ქაღალდზე დაუწერდა ხოლმე და ისე მიაწვდიდა ძმებს. სენაკიდან მხოლოდ ლოცვის ჟამს თუ გავიდოდა ეკლესიაში, მისი დასრულებისთანავე კი კვლავ სენაკს უბრუნდებოდა. იგლოვდა თავს და დასტიროდა, ვითარცა მკვდარს.

ასე გავიდა ორი წელი.

ამასობაში გერმანე მღვდელმთავრის ხარისხში აღამაღლეს და წინამძღვრად მის მაგივრად თეოდოსი (თომა) გარსევანიშვილი გამოარჩიეს. ნეტარი ონისიფორე უზომო მოღვაწებამ ისე დაასნეულა, წამოდგომაც აღარ შეეძლო. ევედრებოდნენ ძმები: მცირედ მაინც შეიწყალე თავი და ლოგინი დაიგეო, მაშინღა აღაღო პირი და უთხრა ძმებს: აღთქმა დავდე, ამ ჭილოფზე აღვესრულოო, მაგრამ გაუძლიერდა სენი და იძულებული გახდა, ძირს მცირე რამ საფენი დაეგო. მადლობით დაითმენდა ტკივილებს და არ წყვეტდა ლოცვას, ჩამარცვლავდა ხოლმე სკვნილს და იესოს ლოცვას ამოიტყოდა. მიდიოდნენ მონასტრის ძმები, მოიდრეკდნენ მუხლს მის წინაშე და დალოცვას სთხოვდნენ. მამა ონისიფორე კი სიმდაბლით ეტყოდა: ცოდვილი ვარ და უღირსი, მომეცით თქვენი სამოსელის კალთა, რათა ამბორი ვუყო, მომეცით ფერხნი, რათა ცრემლით განვბანოო. მის მსახურად მისივე ძე, ბერ-დიაკონი იოანე განაწესეს (ის 1804 წელს აღესრულა წილკნელი მთავარეპისკოპოსის ხარისხში. დაკრძალეს თბილისის კვირაცხოვლის ეკლესიაში).

სათნოებათა საუნჯეს, მამა ონისიფორეს, ფრიადი გულმოდგინება ჰქონდა წმინდა ზიარებისთვის. ერთ დღეს იხმო თავისი მოძღვარი და სთხოვა, მეორე დღეს ეზიარებინა. ამ მარხვაში უკვე სამჯერ გაზიარე, - მიუგო მამა მაქსიმემ, - ოთხი დღის შემდეგ შობაა და მაშინ გაზიარებო. მაშინ მამა ონისიფორემ გაუმხილა: მამაო, ისეთი ჩვენება ვნახე, ვეჭვობ, ქრისტეშობამდე მივაღწიოო. ეს რომ გაიგო, მამა მაქსიმე დათანხმდა.

დაღამდა ის დღე, მწუხრმა მოიცვა გარეჯის უდაბნო. "აღარა ეგო ონისიფორე გონებასა თვისსა". შეატყობინეს მამა თეოდორეს. შეიკრიბნენ მამანი და ძმანი, უკითხავდნენ სულთაბრძოლის ლოცვას. ცრემლთა ნაკადულით ირწყვებოდა იატაკი. ამბორს უყოფდნენ ბერის თბილ სხეულს და ეტყოდნენ: "ლოცვა ჰყავ ჩვენთვის, ღმერთშემოსილო მამაო, და მეოხ გვეყავ". თუმცა ჯერ არ დამდგარიყო მისი აღსასრულის ჟამი, ღირსი მამა გონებით უკვე ღვთის სანახებში გადასახლებულიყო. არც სიტყვა უთქვამს და არც საზრდელი მიუღია, მხოლოდ თვალით გამოსახავდა ჯვრის ნიშს. ისე მილეულიყო მისი სხეული, "ბროლის შუშაში ჩაწყობილი ლერწამივით იხილვებოდა მისი პირისახე და მკლავნი". კანქვეშ უჩანდა განსპეტაკებულნი ძვალნი და მხილველთ განაცვიფრებდა. ასე გონმიღებულმა განვლო თვრამეტი დღე. უფლის ნათლისღებას, წირვის შემდგომ, ძმებმა იხილეს, რომ სხეულიც უცივდებოდა. კიდევ ერთხელ შემოიკრიბნენ მის გარშემო და დაიტირეს საკუთარი ობლობა, მამა ონისიფორემ კი უკანასკნელად აღმოიფშვინა და მიიძინა მართალთა ძილით. ძმებმა შემოსეს მოღვაწებით განლეული მისი გვამი და სქემოსანთა წესით შემურეს, აანთეს ლამპრები და მთელი ღამე ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში გაატარეს, დილით კი ნეშტი ეკლესიაში წაასვენეს, აღასრულეს საღმრთო ლიტურგია და ანდერძაგებული ჩაასვენეს საფლავში, რომელიც თვითვე შეემზადებინა. მამა ონისიფორეს საფლავი წმინდა დავითის საფლავის გარეთ, მამათა სასაფლაოზეა, საკურთხევლის სარკმლის სამხრეთით.

ამა სოფლიდან ღირსი მამა 1786 წლის 6 იანვარს (ძვ. სტილით) განვიდა, ღვთის განცხადების დღესასწაულზე, სამშაბათს, ჟამსა მეცხრესა. მან ორგზის დაუტევა ეს სოფელი: ერთხელ - ნებსით, მეორედ - უნებლიეთ. სამოცდასამი წლისა მივიდა ღვთის კალოზე სალეწად და თექვსმეტი წლის მოღვაწებით მოიპოვა სასუფეველი ღვთისა. სათავე კი თავის მოღვაწებას ერში დაუდო.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა ონისიფორე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 12 ოქტომბერი (ახ. სტილით) დააწესა. გვაცხონოს ღმერთმა წმინდა მამის ლოცვითა და მეოხებით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat