როცა გაისმა ეკლესიის სამრეკლოდან ზარის ხმა, მათ დაინახეს სამი ნათელსხივოსანი რკალი,
რომელიც იდგა ღირსი თეოდოსის სხეულის თავზე და გადავიდა წმინდა ეკლესიის მხარეს, სადაც უნდა გადაესვენებინათ წმინდა მამა.
პეჩორის ლავრის ბერული ცხოვრების დამაარსებლები წმინდა ანტონი და ღირის თეოდოსი გახლდათ.
ღირსი თეოდოსი თავისსავე სენაკში იყო დასაფლავებული. შორეული მღვიმედან, რომელიც ცნობილია წმინდანის სახელით, მისი უხრწნელი ნეშტი 1091 წელს გადაიტანეს მიძინების ტაძარში.
ღირსი ნეტორ მემატიანე, რომელიც თვით იყო მონაწილე წმინდანის უხრწნელი ნეშტის მოპოვებისა, ასე აღწერს ამ ამბავს: "გიამბობთ დანამდვილებით და უტყუარად იმაზე, რისი მონაწილეც ვიყავი. მივედი იღუმენთან, რომელმაც მითხრა, წავიდეთ შვილო ჩემო ღირს თეოდოსისთან. ჩვენ სხვებისგან დაფარულად მივედით მღვიმეში, მოვნიშნეთ ადგილი გასათხრელად, გვიან საღამოს კი ორი ძმის თანხლებით მივედით იქ, ვილოცეთ, ფსალმუნებს ვგალობდით, შემდეგ შევუდექით საქმეს. ჩვენ შუაღამემდე ვთხრიდით, მაგრამ ამაოდ, მწუხარებამ შეგვიპყრო. ისევ დავიწყე მიწის გათხრა და მოულოდნელად გაისმა ეკლესიის სამრეკელოდან ზარის ხმა, ცისკრის ლოცვის ნიშანი.
განვაგრძობდით მიწის თხრას, როცა კუბომდე მივედი დიდმა შიშმა შემიპყო, შევთხოვე ღმერთს პატიება ღირსი თეოდოსის გამო და იღუმენთან მორჩილი გავგზავნე. მოვიდა ორი ძმის თანხლებით, ავხსენით თავი და დავინახეთ წმინდა მამის უხრწნელი წმინდა ნაწილები. სახე ნათელი ჰქონდა, თვალები დახუჭული, ბაგენი მდუმარე, თმები შუბლზე ჰქონდა შემორჩენილი. წმინდანი სარეცელზე დავასვენეთ და მღვიმიდან გამოვიტანეთ.
წმინდა პეჩორის მონასტერში ორი ძმა ფხიზლობდა, ელოდნენ იღუმენის დაბრუნებას და დაჟინებით უყურებდნენ. როცა გაისმა ეკლესიის სამრეკლოდან ზარის ხმა, მათ დაინახეს სამი ნათელსხივოსანი რკალი, რომელიც იდგა ღირსი თეოდოსის სხეულის თავზე და გადავიდა წმინდა ეკლესიის მხარეს, სადაც უნდა გადაესვენებინათ წმინდა მამა.. ეს დაინახეს მორჩილებმაც, რომლებიც მიდიოდნენ ეკლესიაში ცისკრის ლოცვაზე. მეორე დღეს-პატიოსანი ნეშთის მოპოვებისას, ღვთის განგებით შეიკრიბნენ ეპისკოპოსი ეფრემ პერეიასლავრლი, სტეფანე ვლადიმერელი, იოანე ჩერნიგოველი და სხვა მონასტრის იღუმენები.
მრავალი შავოსანი და ღვთის ერთგული ადამიანი ერთად შეიკრიბა და სანთლებით და გუნდრუკით გადაიტანეს წმინდანის ნეშტი ღვთით დაარსებულ ეკლესიაში. ყველა ემთხვეოდა წმინდანს, ღმერთს დიდებას უგალობდნენ და მიაგებდნენ წმინდანს სამადლობელ ხოტბას. წმინდანი მარჯვენა მხარეს დაასვენეს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. 1240 წელს ბათუყაენის შემოსევისას რომ არ შეებილწათ წმინდანი, მისი ნეშტი გადამალეს და შესაძლოა დროთა გნმავლობაში დავიწყებას მიეცა ის ადგილი. არსებობს ორი მოსაზრება: ის, რომ ღირსი თეოდოსი დამარხულია ღვთისმშობლი მიძინების ტაძარში, მეორე კი - შორეულ მღვიმეში. ამის დადასტურება უაღრესად რთულია, რადგან შორეული მღვიმე ამ დრომდე არქეოლოგიურად შეუსწავლილია.
ავტორის ფოტოები
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი