თქვენ განმიგმირავთ სხეულს, დაანთხევთ ჩემს სისხლს, მაგრამ უფალი შეიწყნარებს ჩემს სულს ცათა შინა
თქვენ განმიგმირავთ სხეულს, დაანთხევთ ჩემს სისხლს, მაგრამ უფალი შეიწყნარებს ჩემს სულს ცათა შინა
წმინდა ზაქარია წინასწარმეტყველი და მისი ცოლი ელისაბედი აარონის შთამომავლები იყვნენ. უფლის ანგელოზთა დარად ცხოვრობდნენ - ვიდოდენ უბიწოდ და ღვთის ყოველ მცნებას აღასრულებდნენ, მაგრამ ერთი რამ უკლავდათ გულს: შვილი არ ჰყავდათ. ამის გამო ხალხი დასცინოდა და საყვედურობდა წმინდა ზაქარიას - მღვდელი ხარ, ერისთვის წყალობას რომ ევედრები ღმერთს, რატომ შენთვის არ გამოითხოვ შვილსო. განა არ ლოცულობდა წმინდა ზაქარია შვილიერებისთვის, მაგრამ ასეთი იყო ნება ღვთისა: სიბერის ჟამს უნდა შობილიყო მათი ძე, ყველა კაცზე აღმატებული - წმინდა იოანე ნათლისმცემელი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამ დროს თითქმის უვნებო იქნებოდა ხანდაზმული ცოლ-ქმრის შეერთება, მეორეც, როცა ხალხი იხილავდა ამ სასწაულს - მოხუცებულისა და ბერწის მიერ ძის შობას, აღარც ქალწულისაგან უფლის შობა გაუკვირდებოდა. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: "ხოლო უკეთუ დასაბამი იგი წმიდა არს და თბეცა; და უკეთუ ძირი იგი წმიდა არს და რტონიცა მისნი" (რომ. 11:16).

ზაქარია, როგორც ვთქვით, უფალი საბაოთის მღვდელი იყო. ღვთისმსახურებას მაშინ აღასრულებდა, როცა აბიას რიგი მოიწეოდა. ალბათ, ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას მღვდლობის ამ რიგზეც: როცა აარონის მოდგმა ძალზე გამრავლდა და ტაძარში აღარ ეტეოდა, დავით წინასწარმეტყველმა აარონის შთამომავალნი ოცდაოთხ რიგად დაყო, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით, თავ-თავიანთ შვიდეულში მსახურებდნენ ტაძარში. თითოეული რიგიდან მეფემ პატიოსანი, უფლის მოშიში კაცი გამოარჩია და მღვდელმთავრად დაადგინა. წმინდა ზაქარია მღვდელ აბიას შთამომავალი გახლდათ და წილისყრის მიხედვით, მერვე კვირას მსახურობდა.

იდგა კარვის აღმართების დღესასწაული. სწორედ იმ დღეს ზაქარიას მსახურების რიგმა მოაწია. მღვდელი წმიდათაწმიდაში შევიდა და საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე ანგელოზი დაინახა. შეძრწუნდა ზაქარია, "შიში დაეცა მას ზედა". "ნუ გეშინია, - უთხრა ანგელოზმა, - რამეთუ ღმერთმა შეისმინა შენი ვედრება. ცოლი შენი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდე მას სახელად იოანე. და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება და მრავალთა შობითა მისითა განიხარონ, რამეთუ დიდი იქნება ის ღვთის წინაშე. ღვინოსა და თაფლუჭს არ დალევს, დედის მუცლითგანვე სულიწმიდით აღივსება. იგი იქნება წინამორბედი, ძეთა ისრაელისათა ჭეშმარიტი ღვთისკენ მოაქცევს და განამზადებს ერს უფლის მისაღებად". განკვირდა მღვდელი, უცნაურად ეჩვენა ანგელოზის ნათქვამი, რადგან ელისაბედი მოხუცებული და ბერწი იყო. "როგორ დავიჯერო შენი სიტყვები? - ჰკითხა ანგელოზს, - მე და ჩემი ცოლი უკვე მოვხუცდით, ცალი ფეხი სამარეში გვიდგას. რაღა დროს ჩემი შვილია? ტკბილია შენი აღთქმა, მაგრამ ძნელად სარწმუნო. სიჭაბუკის ჟამი უნაყოფოდ წარვვლე და ახლა, როცა სიბერისგან წელში გამართვაც მიჭირს, მაიძულებ ნაყოფის გამოღებას? ვერ დავიჯერებ, ანგელოზო უფლისაო, რამეთუ "ჰასაკი უჟამოებს, ბუნებაი უხმარობს".

"მე გაბრიელი ვარ, - უთხრა მაშინ ანგელოზმა, - უფლის წინაშე მდგომარე. და მომავლინეს შენდა ხარებად. რაკი არ გჯერა ჩემი, დადუმდი. სიტყვასაც ვერ წარმოთქვამ, სანამ ყოველივე არ აღსრულდება. ვინაიდან არად შერაცხე ჩემი სიტყვა, შეგიკრავ ენას, უწესოდ სიტყვისგებად აღძრულს. რითაც სცოდე, აწ მითვე განისწავლე. თუ შენი სიბერწის გახსნა შეუძლებელი გგონია, ქალწულის საიდუმლო როგორ გაუწყო, ზეცის სიტყვა როგორ გარწმუნო? ჰოი, ზაქარია, იცოდე, რომ დაიბადება ყრმა, წინამორბედი უფლისა, და იყავ მდუმარე, ვიდრე სიტყვა დაამტკიცოს საქმემან".

დიდხანს დარჩა წმიდათაწმიდაში ზაქარია. ხოლო როცა გამოვიდა, სიტყვა ვეღარ წარმოთქვა. ყველა მიხვდა, რომ წმიდათაწმიდაში ჩვენება იხილა მღვდელმა.

როგორც წმინდა ანდრეა კრიტელი ბრძანებს, წმინდა ზაქარიას დადუმება სიმბოლოა "საიდუმლოისა სჯულისა წერილისა, რამეთუ მოვიდა რა მადლი, დადუმდა მოსე, ვითარმედ ჯერ იყო ყოველთა დადუმებად გამოჩინებასა ზედა სიბრძნისა". ამრიგად, წმინდა ანდრიას მიხედვით, ზაქარიას დადუმება ნიშანი იყო ძველი სჯულის დადუმებისა, ენის ხელახლა ამოდგმამ კი, რაც იოანეს შობას მოჰყვა, "მადლი სულისა მიუთხრა ყოვლად დიდებულად". წმინდა იოანე დამასკელი ბერწ ელისაბედსაც ძველი სჯულის სახედ მიიჩნევს. წმინდა იოანე ბერწის წიაღიდან (ძველი სჯულიდან) აღმოცენდა და მადლმოსილის (ქრისტიანული ეკლესიის) წინამორბედად იქცა. თვით სახელი "იოანე" ებრაულად საღმრთო მადლსა და ნიჭს ნიშნავს.

ზაქარიამ მსახურების კვირა დაასრულა და ქებრონში, თავის ქალაქში, დაბრუნდა. ქებრონი იუდეის მთებში იყო გაშენებული და ღვთისმსახურთა საცხოვრებლად გახლდათ განკუთვნილი.

მალე, მთავარანგელოზის სიტყვისაებრ, ელისაბედი დაორსულდა. სიხარულით ფრთაშესხმული ქალი ხუთი თვე მალავდა ორსულობას, მისი მუცლადღების მეექვსე თვეს კი გაბრიელ მთავარანგელოზი ყოვლადწმინდა ქალწულს გამოეცხადა და ახარა, რომ სულიწმინდა გარდამოვიდოდა მასზე და მისგან იშვებოდა მხსნელი სოფლისა. ხოლო დასტურად იმისა, რომ ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარანგელოზმა დასძინა: აი, ელისაბედიც, შენი ნათესავი, ბერწს რომ ეძახდნენ, ფეხმძიმედ არისო. ესმა თუ არა ეს წმინდა ქალწულს, მაშინვე ელისაბედის მოსაკითხად წავიდა. მიეგება ნათესავი და სიყვარულით მოიკითხა. როგორც კი მარიამის ხმა გაიგო, შეკრთა ყრმა ელისაბედის მუცელში. ბუნების საზღვარი მისთვის ჯერ არ იყო გახსნილი და სიტყვის თქმა არ შეეძლო, ამიტომ "ხლდომით ეტყოდა და ქადაგებდა ღმერთსა". ვეღარ დაითმინა ელისაბედმა და, სულიწმინდით აღვსებულმა, წარმოთქვა ცნობილი სიტყვები, რომლებიც ქრისტიანთა ლოცვად იქცა: "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა!"

მარიამი სამი თვე დარჩა ელისაბედთან. მისი წასვლის შემდეგ სულ მალე ზაქარია მღვდლის ცოლმა ძე შვა. ესმათ ეს სასწაული ზაქარიასა და ელისაბედის ნათესავებს, უამრავი ხალხი შეიკრიბა მათ სახლში, რათა ეს დიდი სიხარული გაეზიარებინათ. მერვე დღეს მოვიდნენ მღვდელნი და ნათესავნი, რომ წინადაეცვითათ ყრმა ზაქარიასი. სურდათ, ყრმისთვის მამის სახელი - ზაქარია ეწოდებინათ, მაგრამ ელისაბედი არ დათანხმდა. წინასწარმეტყველის ცოლი და წინასწარმეტყველის დედა თვითონაც წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: "უწოდონ იოანე!" "კი მაგრამ, შენს სანათესაოში ხომ არავის ჰქვია ეგ სახელი!" - გაოცდნენ მოკეთენი. წმინდა ზაქარიას, რომელიც ჯერ კიდევ დუმდა, ფიცარი მიუტანეს და სთხოვეს, სასურველი სახელი დაეწერა. მანაც დაწერა: "იოანე". და თითქოს ეს სახელი გასაღებად იქცა მის დახშულ ბაგეთათვის - მეყსეულად "აღეღო პირი მისი და ენაი და იტყოდა და აკურთხებდა ღმერთსა". ღვთის სულით ავსებული წმინდა ზაქარია თავის მხოლოდშობილ ძესა და მის საღმრთო მისიაზე წინასწარმეტყველებდა. ყოველივე ამის შემსწრე მრევლი განცვიფრდა. ეს ამბავი მთელ იუდეას მოედო. ბევრმა იფიქრა კიდეც, ნეტავ ეს ყრმა ხომ არ არისო ჩვენი მესია...

და აი, დადგა ის სანატრელი ჟამიც, როცა ქვეყნიერებას იესო ქრისტე მოევლინა. აღმოსავლეთიდან მოსულმა მოგვებმა აუწყეს მეფე ჰეროდეს ისრაელის მეუფის დაბადება. ჰეროდემ ბეთლემს ჯარისკაცები გაგზავნა და უბრძანა, ამ ქალაქსა და მის შემოგარენში ორი წლის ასაკამდე ყოველი ყრმა მოეწყვიტათ, მათ შორის - ზაქარია მღვდლის ძეც. ბევრი სმენოდა იმ სასწაულებრივ მოვლენებზე, რაც ამ ყრმის დაბადებას სდევდა თან და ეგონა, სწორედ იგი იყო "ისრაელის მომავალი მეუფე", ამიტომ ზაქარიას სახლში ცალკე მიავლინა რაზმი.

ელისაბედმა, რომელმაც უკვე იცოდა ბეთლემში ყრმათა მოწყვეტის ამბავი, შეამჩნია მათი სახლისკენ მიმავალი მხედრები, შეშინებულმა ხელში აიყვანა ჩვილი და მთებს მიაშურა. მხედრებმაც შეამჩნიეს იგი და ცხენები მისკენ გააჭენეს. სადაც იყო, დაეწეოდნენ. წმინდა ელისაბედი ერთ მთას მიადგა და ღონემიხდილმა შეჰღაღადა: "მთაო ღვთისაო, დაიფარე დედა შვილითურთ, რომელი ესე უსამართლოდ ვიდევნები". უფლის ნებით, მთა გაიღო და დედა-შვილმა მღვიმეს შეაფარა თავი. მთა იმწამსვე დაიხურა. მხედრები დიდხანს ეძებდნენ ელისაბედს და მის ჩვილს, მაგრამ ამაოდ. წავიდნენ და ჰეროდეს მოახსენეს - ვერ ვიპოვეთო. განრისხებულმა მტარვალმა ჯარისკაცები ახლა წმინდა ზაქარიასთან გაგზავნა. მღვდელი ამ დროს ტაძარში მსახურობდა. "სად არის შენი ძე?" - ჰკითხეს ჯარისკაცებმა. "მე ახლა ჩემს უფალს, ისრაელის ღმერთს ვემსახურები, - უპასუხა წმინდა ზაქარიამ, - და არ ვიცი, სად არის ძე ჩემი, იოანე". მღვდლის პასუხი ჰეროდეს გადასცეს. "ეტყობა, მართლაც თავისი ძის გამეფება სურს, - გამოსცრა გაბრაზებულმა მეფემ, - უკან გაბრუნდით და თუ შვილს არ მოგცემთ, მოკალითო". ჯარისკაცები წმინდა ზაქარიასთან დაბრუნდნენ და ჰეროდეს სიტყვები გადასცეს. მან ხელები ზეცად აღაპყრო და თქვა: "თქვენ განმიგმირავთ სხეულს, დაანთხევთ ჩემს სისხლს, მაგრამ უფალი შეიწყნარებს ჩემს სულს ცათა შინა".

მღვდელს ტაძარშივე აძგერეს მახვილი. წმინდა ზაქარიამ საკურთხევლამდე მიაღწია, ჩაიმუხლა და ასე დალია სული, მისი დათხეული სისხლი კი "იქმნა ვითარცა ქვაი საწამებელად და დასარჩელად ჰეროდესა".

შვიდი დღე იგლოვა ისრაელმა წმინდა ზაქარია. ელისაბედი პატარა იოანესთან ერთად მღვიმეში დარჩა. უფალმა იქვე წყარო აღმოაცენა. მღვიმის მახლობლად კი ფინიკის ხე ამოვიდა. როცა დედა-შვილი მისი ნაყოფის ჭამას მოისურვებდა, ხე იდრიკებოდა და ტოტებს უწვდიდა.

წმინდა ზაქარიას გარდაცვალების მეორმოცე დღეს, უფლის ნებით, წმინდა ელისაბედიც განეშორა ამა სოფელს და აბრაამის წიაღში დამკვიდრდა. იოანე ანგელოზებმა გამოზარდეს. "და აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებამდე მისა ისრაელისა მიმართ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat