წმინდა ნიკოლოზი სერბეთის მეფის წმინდა სტეფანეს ცხოვრებაში.
წმინდა ნიკოლოზი სერბეთის მეფის წმინდა სტეფანეს ცხოვრებაში.
წმინდა სტეფანე გახლდათ შვილთაშვილი სერბეთის მთავარეპისკოპოსის, წმინდა საბას ძის, სერბთა პირველი მეფის, წმინდა სტეფანესი.
მამამისი იყო სტეფანე უროშ II მილუტინი, დედა, მილუტინის პირველი ცოლი - უნგრეთის მეფის ასული ელისაბედი. წმინდა სტეფანე ქრისტიანულ გარემოში აღიზარდა. მის თვალწინ ბევრი ცუდიც ხდებოდა: სამეფო გვარის შვილებს შორის დაპირისპირება, დიდებულთა განდგომა, ღალატი, ცალკე კი ბრძოლები გარეშე მტრებთან - ბულგარელებთან, ბერძნებთან, თათრებთან. თათრებს დაეპყროთ რუსეთი, დაემონებინათ სხვა სლავური მართლმადიდებლური სახელმწიფოები და სერბეთსა და ბულგარეთს ემუქრებოდნენ. ყირიმელმა ხანმა ნოღაიმ ბულგარეთი და მაკედონია იავარყო და სერბეთში შეიჭრა. მეფე სტეფანემ მოლაპარაკება გამართა მტერთან და მძევლად თავისი უფროსი ვაჟი დაუტოვა. მაგრამ მალე თათრები ერთმანეთს დაერივნენ, მოკლეს ნოღაი ხანი. სტეფანემ ისარგებლა ამით და სამშობლოში დაბრუნდა. ბულგარელებმა და სერბებმა გადაწყვიტეს, ერთად შებრძოლებოდნენ თათრებს. მეფეები დამოყვრდნენ კიდეც - უფლისწულმა სტეფანემ ცოლად შეირთო ბულგართა მეფის ასული. ქორწინების შემდეგ მეფემ სტეფანეს სამართავად დიოკლია ანუ დღევანდელი სამხრეთ ჩერნიგორია უბოძა.

მალე დედინაცვალმა, ბიზანტიის იმპერატორის, ანდრონიკეს ასულმა სიმონიდამ, დედამისის რჩევით, განიზრახა სერბთა მეფედ სტეფანე კი არა, თავისი ძე, კონსტანტინე დაესვათ. მეფე დაარწმუნეს, სტეფანე ტახტიდან ჩამოგდებას გიპირებსო. მან ვაჟი შეაპყრობინა, თვალები დასთხარა და დილეგში ჩააგდო. იმ მხარეში, სადაც ეს მოხდა, იდგა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. თვალებდათხრილი სტეფანე საშინელ ტკივილებს ლოცვითღა იქარვებდა. ერთხელ მწუხარებით გათანგულმა ძილ-ღვიძილში წმინდა ნიკოლოზი იხილა. წმინდანს ხელთ სტეფანეს ამოთხრილი თვალები ეპყრა. მან ის ანუგეშა: ნუ წუხხარ, სტეფანე, აი, ხელისგულზე შენი თვალები მიწყვიაო. სტეფანემ ვერ იცნო წმინდანი და ჰკითხა: ბატონო ჩემო, ვინა ხარ, რომ ასე ზრუნავ ჩემზეო. მე მირონ-ლუკიის ეპისკოპოსი ვარ, ნიკოლოზიო, - უპასუხა წმინდანმა. გაეღვიძა სტეფანეს. მცირედი ნუგეში იგრძნო და მადლიერებით ადიდა ღმერთი.

მილუტინმა გადაწყვიტა, სტეფანე სამშობლოდან გაეძევებინა. სტეფანე ჯერ კონსტანტინოპოლში, ერთ სახლში ჩაამწყვდიეს, შემდეგ კი შვილებთან ერთად პანტოკრატორის მონასტერში გადაიყვანეს. იღუმენი მკაცრად ადევნებდა თვალყურს. მას არ ჰქონდა უფლება, ვინმე სტუმრად მიეღო და ესაუბრა. სტეფანე დამორჩილდა მწარე ხვედრს. ხშირად იმეორებდა: `მოითმინე, სტეფანე, უფალმა ხომ თქვა, მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენიო~. ხშირად მოიდრეკდა მუხლს, მასთან ერთად მოიდრეკდა გულსაც და ლოცვას აღავლენდა ღვთის მიმართ. როცა მონასტრის ძმობა ღვთისმსახურებისას იკრიბებოდა, ის პირველი მიდიოდა და ლოცვის დასრულებამდე გაუნძრევლად იდგა. წინამძღვარი და ბერები ჰკვირობდნენ მის საღმრთო მოშურნეობას. მოლბნენ, ხშირად მიდიოდნენ სტეფანესთან სულიერი რჩევისთვის. ბიზანტიის მეფემაც შეიტყო, თუ რარიგ სანაქებოდ ცხოვრობდა ექსორიაქმნილი. ისიც იწვევდა სასაუბროდ და მასთან ერთად ტრაპეზს იყოფდა.

ერთხელ მათი საუბარი ვარლაამის ერესსაც შეეხო - ის არასწორად ასწავლიდა ხელთუქმნელ ნათელზე, რომლითაც გაბრწყინდა და ფერი იცვალა იესო ქრისტემ თაბორის მთაზე. სტეფანემ ასეთი რამ უთხრა: - არასწორია და მიუღებელია, მეფემ, რომელიც მწყემსავს იესოს ცხვრებს, თავის ფარაში მგლები გააჩეროს. ისინი უნდა გააძევოს, ვითარცა სულთა განმხრწნელნიო. ღვთის სათნო ცხოვრებით, გონიერებით სტეფანემ საყოველთაო სიყვარული მოიპოვა. არა მარტო მონასტრის ბერები და მეფე, არამედ დიდებულები და თვით პატრიარქიც კი დიდად აფასებდა ტყვე უფლისწულს. იმპერატორის მიერ გამოყოფილი ფულიდან სტეფანე თავისთვის მცირეოდენს იტოვებდა, დანარჩენს იღუმენსა და ძმებს ურიგებდა. ერთხელ ერთმა ძველმა ნაცნობმა მისი მდგომარეობის შემსუბუქება მოისურვა და სტეფანეს ერთგული მსახურის ხელით უამრავი ფული გაუგზავნა. მან კი მთლიანად იღუმენს გადასცა. ის უარობდა, სთხოვდა, ცოტაოდენი მაინც დაიტოვეო. სტეფანემ კი უთხრა: - ღმერთმა უცხოეთში ყოფნა მარგუნა და პურიც უცხოელთა უნდა ვჭამოო. ამდენი სიკეთის გამო, ღმერთი წყალობას არ აკლებდა სტეფანეს. მიილია გადასახლების ხუთი წელი და უფალმა მას დიდი სასწაული მოუხდინა.

ერთხელ, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, სტეფანე, ჩვეულებისამებრ, ღვთისმსახურებას ესწრებოდა. წმინდანთა ცხოვრების კითხვისას მიჯდა სკამზე და გადაღლილს მიეძინა. და აი, ხედავს ისევ იმ კაცს, ადრე რომ ნახა. გახსოვს, რა გითხარი ადრე, როცა გამოგეცხადე? - ჰკითხა ღმრთივმოვლინებულმა. სტეფანე მიწაზე დაემხო და უთხრა: - გიცანი, შენ დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზი ხარ, მაგრამ შენი ნათქვამი არ მახსოვსო. წმინდანმა ბრძანა, - გითხარი, რომ არ დამწუხრებულიყავი. მაშინ შენი თვალები ხელთ მეპყრა და განახე კიდეც. სტეფანეს გაახსენდა წმინდანის მაშინდელი ნათქვამი, კვლავ მუხლებში ჩაუვარდა და შეწყალება სთხოვა. წმინდა ნიკოლოზმა უთხრა: - რასაც მაშინ დაგპირდი, მის აღსასრულებლად მოვედი. წამოაყენა ფეხზე, ჯვარი გამოსახა და თქვა: - უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც შობითგან ბრმა განკურნა, ძველებურ თვალისჩინს გჩუქნისო. თქვა და წმინდა მღვდელმთავარი გაქრა. შეძრწუნდა უფლისწული - ღვთის დიდი მოწყალებით ძველებურად ხედავდა. აიღო კვერთხი, ტაძრიდან გამოვიდა და თავის კელიაში ჩაიკეტა. დიდი ხნის გულმხურვალე ლოცვის შემდეგ თვალებზე კვლავ ჩვარი აიფარა და ტაძარში დაბრუნდა. თავისი სასწაულებრივი განკურნება კი ყველასგან იმ დღემდე დაფარა, ვიდრე ღმერთმა თავისი ქვეყნის კანონიერ ხელმწიფედ არ დაადგინა.

განკურნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სტეფანეს უმცროსი ვაჟი, დუშიცა ავად გახდა და გარდაიცვალა. მამამ უდრტვინველად გადაიტანა ეს მწუხარება. მხოლოდ ამას იმეორებდა: - ღმერთმა მომცა და ღმერთმა წაიყვანაო.

სტეფანე კიდევ ორი წელი მოთმინებით ატარებდა ღვთის განგებით მასზე დადებულ ჯვარს, მაგრამ მაინც სამშობლოში დაბრუნება სურდა. და აი, ცრემლიან ბარათს უგზავნის ათონის მთაზე ხილანდარის ლავრას, სადაც იმყოფებოდა მღვდელმთავარი დანიელი, შემდგომში სერბეთის მთავარეპისკოპოსი. აღუწერდა თავის მდგომარეობას, განსაცდელებს, რაც თავს დაატყდა და ღირს მამებს სთხოვდა, ეშუამდგომლათ მეფე მილუტინთან, მისთვის სამშობლოში დაბრუნების ნება მიეცა. სრულიად ათონის მამებმა გადაწყვიტეს, ეპისტოლე მიეწერათ სერბეთის მთავარეპისკოპოს ნიკოდიმოსისთვის და სხვა წმინდა მამებთან ერთად მიეგზავნათ მეფესთან. ნიკოდიმოსის ენაწყლიანობამ და ღირს მამათა ეპისტოლემ შეძრა მეფის გული. ამას დაემთხვა ისიც, რომ ამ დროს სერბეთში სტუმრად იმყოფებოდა იმ მონასტრის წინამძღვარი, სადაც სტეფანე და მისი ვაჟი იმყოფებოდნენ. ეს ღირსი მამა ბიზანტიის იმპერატორს, ანდრონიკე პალეოლოგოსს გამოეგზავნა მილუტინთან სამხედრო დახმარების სათხოვნელად. მეფემ იღუმენს გამოჰკითხა თავისი ვაჟის ამბავი. წინამძღვარმა დაწვრილებით მოუთხრო უფლისწულის სათნოებებზე, განსაცდელების დათმენაზე და დაუმატა, - ის ისეთი მარგალიტია, რომ სამეფოს მთელ საგანძურს აღემატებაო.
უკვე გარდაცვლილიყო მისი სიდედრი ირინე, რომელიც მთავარი დამნაშავე იყო სტეფანეს სამშობლოდან გაძევებაში. მეფემ შვილის დაბრუნება გადაწყვიტა. ელჩობა გაუგზავნა ანდრონიკეს - სტეფანე და მისი ვაჟი სამშობლოში გამოგზავნეო. ანდრონიკემ იცოდა სტეფანეს სასწაულებრივი განკურნების ამბავი, მაგრამ არ გაამჟღავნა, რათა წამებულ უფლისწულზე კვლავ ეჭვი არ აღძვროდა მეფეს და ისევ არ განედევნა.

რვა წლის გადასახლების მერე სტეფანე სამშობლოში დაბრუნდა. გულის შემძვრელი იყო მამა-შვილის შეხვედრა. მეფემ ვაჟს სამართავად მისცა პატარა ოლქი დიოკლიაში. სტეფანეს ვაჟი დუშანი თავისთან დაიტოვა აღსაზრდელად, შესაძლოა მძევლადაც, რადგან ბოლომდე არ ენდობოდა შვილს. სამი წლის შემდეგ (1320წ.) მეფე მილუტინი გარდაიცვალა. სიმონიდას მომხრეებმა ჯანყი მოაწყვეს მისი ვაჟის, კონსტანტინეს გასამეფებლად. სერბ მთავართა უმრავლესობა ტახტზე კანონიერი მემკვიდრის, სტეფანეს გამეფების მომხრე იყო და 1321 წლის იანვარში პრიზრენში, სერბეთის მაშინდელ დედაქალაქში, აიყვანეს კიდეც ტახტზე.

სტეფანეს მეფობა მშვიდობიანი არ ყოფილა: ჯერ ნახევარძმა აუჯანყდა, მერე - მეფობის მოსურნე ბიძაშვილი ვლადისლავი. კონსტანტინე ამ ომში დაიღუპა, დამარცხდა და სტეფანეს დამორჩილდა ვლადისლავიც.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სტეფანემ ცოლად შეირთო აქაის ჰერცოგის ასული, მისი სიკვდილის შემდეგ კი თესალონიკის მმართველის ქალიშვილი მარიამი. მშვიდობიან დროს მეფე სტეფანე ტაძრებს განამშვენებდა, ნივთიერად შეეწეოდა ეკლესიას, სამეფოდან განდევნა ყველა ერეტიკოსი. ერთმა მისმა თანამედროვემ სახარებაზე წააწერა: `ღმერთმა აირჩია ის და განადიდა ჩვენი სამშობლოსთვის, ვითარცა ბრწყინვალე და მოკაშკაშე ვარსკვლავი. მან განამტკიცა სამშობლო, დაიპყრო მრავალი ქალაქი და სამთავრო, დაამარცხა მტრები~. ამ მტრებში იგულისხმება ბულგართა მეფე მიხაილ ბდინელი. სტეფანემ ეპისტოლეთი მიმართა მასზე გამოლაშქრებულ მიხაილს: `რა გვაქვს სერბებსა და ბულგარებს გასაყოფი. დასჯერდი იმას, რაც ღმერთმა მოგცა. თუ შეგიძლია, შეებრძოლე უსჯულოებს და არა ქრისტეს ხალხს, რომლის მწყემსიც, ღვთის მადლით, მე ვარ. დაფიქრდი! რამდენი სისხლი დაიღვრება, რამდენის გვამი გარეულ მხეცთა და ფრინველთა შესაჭმელი გახდება. დაბრუნდი უკან, თორემ სხვისი ქონების მიმტაცებელს თავისიც წაერთმევაო~. მართლაც ასე მოხდა. ამ ომში მიხაილი დაიღუპა და სტეფანემ ბულგართა ტახტზე თავისი დისწული აიყვანა.

გარეშე მტრებთან ბრძოლებში გამარჯვებულმა სტეფანემ მრავალი შესაწირი გაგზავნა წმინდა მიწაზე, ეგვიპტესა და ალექსანდრიაში, ასევე კონსტანტინოპოლში, შეეწია ათონის მთის სავანეებს და განსაკუთრებით ხილანდარის მონასტერს.

მეფე სტეფანემ ღვთის სადიდებლად დეჩანში დიდებული ჯვარგუმბათოვანი ტაძარი ააშენა და მის წინამძღვრად სულიერებით გამორჩეული ღირსი მამა არსენი დაადგინა. სტეფანე გლახაკთა და სნეულთა მიმართ დიდად გულმოწყალე გახლდათ. მათთვის დეჩანის ოლქში მონასტერი ააშენა, სადაც ძმები სნეულებსა და საპყარებს უვლიდნენ. მეფეც ხშირად მოიხილავდა მათ, განამხნევებდა.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მეფე სტეფანეს წმინდა ნიკოლოზი გამოეცხადა: მოემზადე, სტეფანე, მალე უნდა წარსდგე ღვთის წინაშეო. ასეც მოხდა, ბოიარებმა მის წინააღმდეგ უფროსი ვაჟი, სტეფანე დუშანი აღძრეს - შენც მამაშენის ბედი გელის, უსათუოდ დაგაბრმავებსო. ვაჟს სამშობლოდან გაქცევა სურდა, მაგრამ ბოიარებმა დაიჭირეს და აიძულეს, მამას განდგომოდა. მეფე სტეფანეს სასახლეს თითქმის არავინ იცავდა. დუშანს და ბოიარებს არ გასჭირვებიათ მისი შეპყრობა. მეფე ზვეჩანის ციხეში ჩაამწყვდიეს და მოკლეს. ხალხს კი უთხრეს, თავისი სიკვდილით მოკვდაო. მაგრამ მალე ყველამ შეიტყო სინამდვილე. წამებული მეფის სხეული დეჩანში, მის მიერვე აგებულ ამაღლების სახელობის ეკლესიაში დაკრძალეს. შვიდი წლის შემდეგ დეჩანის ოლქის ეკლესიარქს ორჯერ გამოეცხადა ძილში ვიღაც კაცი და მეფე სტეფანეს საფლავის გათხრა უბრძანა. რომ არ დაუჯერა, მესამედ უკვე იღუმენს გამოეცხადა და მასაც იგივე მოსთხოვა. იღუმენმა ეს მთავარეპისკოპოსს მოახსენა. ლოცვის შემდეგ გათხარეს სტეფანეს საფლავი. მეფის სხეული უხრწნელი იხილეს. იქვე რამდენიმე სასწაულიც მოხდა, მეფის წმინდა სხეულს ვინმე ბრმა ეამბორა და თვალის ჩინი დაუბრუნდა, მრავალი ავადმყოფი განიკურნა.

მეფე სტეფანე შემდგომშიც მრავალჯერ ცხადად შესწევია თავის სავანეს და მშობლიურ სერბეთს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat