ვინც წმინდა ლუკას (ვოინო-იასენეცკი) სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსს მთელი გულით შეევედრება, ყველს ეხმარება და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
მას ბერვი სასწაულები მოუხდენია, სხვადასხვა სნეულებებისგან ბევრი ადამიანი განუკურნებია. წმინდა ლუკას მიმართეთ დახმარებისთვის და აუცილებლად შეგეწევათ.
ნ. ფ. 14 წლის ყმაწვილი. მას ლიმფური ჯირკვლების კიბო ჰქონდა, გაიარა ქიმიოთერაპიული მკურნალობა მთელი თავისი კლასიკური შედეგებით და მკურნალობის დასრულების სტადიაში იყო, რომ ავადმყოფობამ ახალი ძალით იფეთქა. მკურნალმა ექიმებმა პარასკევს კონსილიურმი მოიწვიეს და გადაწყვიტეს, ორშაბათიდან სასწრაფოდ განეახლებინათ ქიმიოთერაპია. მდგომარეობა გამოუვალი იყო. მშობლები მთლიანად ღვთის წინაშე ლოცვაში ჩაეფლნენ; ჩვენი სავანის დედებს სთხოვდნენ, ელოცათ მათი ერთადერთი ვაჟიშვილის გამოჯანმრთელებისათვის. დედები, რომლებიც განსაკუთრებით დიდ პატივს მიაგებდნენ წმინდა მკურნალ ლუკას, შუამდგომლობას სთხოვდნენ მას ღვთის წინაშე და გატანჯულ მშობლებს მცირეოდენი ნუგეში გაუგზავნე-წმდანის ხატი და ცოტაოდენი მიწა მისი საფლავიდან.
ორშაბათ დილით ხელახალი ანალიზები აუღეს, რომელიც მოულოდნელად დიამეტრალურად საწინააღმდეგო აღმოჩნდა. ავადმყოფობის არც ერთი ნიშანი არ გამოვლენილა, სიმსივნე გაქრა. მკურნალი ექიმები თავიანთ გაოცებას არ მალავდნენ; მათ დაამოწმეს ახალი მონაცემები და იძულებულნი იყვნენ, შეეცვალათ ავადმყოფობის დასკვნა და ნ. ფ. სრულიად ჯანმრთელი გამოეწერათ საავადმყოფოდან.
***
70 წლის პ. პ საავადმყოფოში სტაციონალურ მკურნალობაზე იმყოფებოდა. ექიმების გაუფრთხილებლობით მას ინფექცია შეეყარა. დაუყოვნებლივ განვითარდა ახალი ავადმყოფობა და ძალიან სწრაფად დადგა ერთადერთი თირკმლის დაკარგვის საშიშროება. ავადმყოფის მდგომარეობა ძალზე მძიმე იყო. წმინდა ლუკასადმი აღვლენილმა ლოცვამ და წმინდა მკურნალის მადლმა ხელი შეუშალა მოვლენების ბუნებრივ განვითარებას და პ პ, ღვთის წყალობითა და წმინდა ლუკას ლოცვით დღეს სრულიად ჯანმრთელია.
დასასრულს კიდევ ერთხელ გვსურს გადმოგვცეთ, პატივცემულო მამა იღუმენო, ჩვენთვის ცნობილი გახდა ღვთის დიდი წმნდანის, წმინდა ლუკას შესახებ და მისი მადლმოსილი ცოცხალი მყოფობა გვაჩუქეთ.
ღრმა პატივისცემით მონაზონი თეოლოღია და მისი ქრისტესმიერი დები.
***
ჩემთან დაკვირვებას გადიოდა ქალბატონი ე. კ,-წერს ბეტი პერისტეროპულუ, ქირურგი-გინეკოლოგი (ქ. ათენი, 2002 წელი), რომელსაც ტყუპი უნდა გაეჩინა. ფეხმძიმობის 34-ე კვირას (მერვე თვე) ქალმა უეცრად დამირეკა და ძლიერი მღელვარებით მაცნობა, რომ მუცელი გაუქვავდა. იგი სახლში გავსინჯე და მივხვდი, რომ მშობიარობა იწყებოდა. მაშინვე გავუკეთე საჭირო პრეპარატი-დექსამეტაზონი, რათა ჩვილების ფილტვები ნაადრევი მშობიარობისათვის მოემხადებინა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს წამალი მხოლოდ 24 საათის შემდეგ იწყებს მოქმედებას, გავთვალე, რომ იგი აუცილებელი იყო, რამდენადაც მხოლოდ უფალმა უწყის, როდის დაიწყება მშობიარობა.
წმინდანის გულის სულ მცირე ნაწილი მქონდა. მისით ჯვარი გადავსახე ფეხმძიმე ქალის მუცელს და ეს ნაწილი მოვათავსე ცარიელ კოლოფში, საიდანაც ის-ის იყო, ავადმყოფს წამალი მივეცი. ცოტა ხნის შემდეგ ჩემი პირადი კაბინეტისკენ გავემართე. ხუთი საათიც არ იყო, როდესაც შეშინებულმა ქალმა კვლავ დამირეკა და მაცნობა, რომ სისხლდენა დაეწყო. ავადმყოფს ვუბრძანე, დაუყოვნებლივ წამოსულიყო სამშობიარო სახლში. მას პლაცენტას განშრევება დაემართა-ეს არის ერთი ყველაზე საშიში გართულებათაგანი იმ სამიდან, რაც, შესაძლოა, ფეხმძიმობისას მოხდეს. ასეთ შემთხვევაში საფრთხე ემუქრებოდა როგორც დედის, ისე ჩვილის სიცოცხლეს.
საოპერაციო სასწრაფოდ მომზადდა საკეისრო კვეთისათვის. მაგრამ რამდენადაც ეს ოპერაცია არაგეგმიური იყო, საერთოდ არ გაგვაჩნდა გადასასხმელი სისხლი. მოცდის დროც არ იყო, რადგან სისხლისდენა ძლიერდებოდა და ქალს საშინელი ტკივილები ტანჯავდა. გარდა ამისა, კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა: მშობიარემ სამი საათის წინ ჭამა და მისთვის საშიში იყო საერთო ნარკოზის გაკეთება, ეპიდერალური ანესთეზიისთვის კი მზად არ იყო ტექნიკა, რადგან ანესთეზიოლოგს მოსამზადებელად 40 წუთი სჭირდებოდა.
მომხდარის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი და გულში წმინდა ლუკას ვთხოვდი შემწეობას და განმტკიცებას მოსალოდნელი ოპერაციის წინ. ლოცვამ გამამხნევა და აქამდე შუცნობელი ძალა ვიგრძენი. მტკიცე ხელით გავკვეთე მუცელი. საშვილოსნოში უამრავი სისხლი აღმოჩნდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დედის მდგომარეობა მთელი ოპერაციის მანძილზე სტაბილური იყო და ნარკოზიდანაც საკმაოდ ადვილად გამოვიდა. წმინდანის ჩარევის წყალობით ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა.
კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ღვთის მოსაგრეს იმისათვის, რომ მან არა მხოლოდ იხსნა დედისა და ორი ბავშვის სიცოცხლე, არამედ მეც განმამტკიცა, იმ წუთებში ჩემთვის შეუცვლელი დამხმარე და თანამებრძოლი გახდა ქირურგიულ პალატაში-ესოდენ ფაქიზ და საშიშ ადგილას.
წმინდა ლუკამ ამ შემთხვევაშიც სასწაული აღასრულა.
წმინდა ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის! მთელი გულით ვმადლობთ მას.
აღნიშნული ხატი დაბრძანებულია ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში. ხატი დაწერა ჯვირს მამის დედათა მონასტრის მონაზონმა, დედა მარიამმა (ავაზაშვილი). ხატში ჩაბრძანებულია წმინდა ლუკას წმინდა ნაწილი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი