პოჩაევოს ლავრაში მოღვაწობდა წმინდა ამფილოხა პოჩაევოელი, რომელიც სნეულთა კურნების მადლით გამოირჩევა და რომლის უხრწნელი სხეული ასევე მღვიმის ტაძარშია დაბრძანებული.
წმინდა ამფილოხა პოჩაევოელი ცხოვრობდა 1894-1971 წლებში. ის ცხოვრობდა ღარიბულად, მის მშობლებს 10 შვლი ჰყავდა.
წმინდანი იხსენებდა, რომ რწმენის პირველი გაკვეთილები მშობლებისაგან მიიღო, რომლებიც იყვნენ ღრმადმორწმუნენი და ღვთისმოშიშნი. წმინდანს უფლისაგან მიმადლებული ჰქონდა კურნების ნიჭი, ის ასევე კურნავდა ისეთ სნეულებს, რომლებიც სიკვდილის პირას იყვნენ მისული და ექიმებს გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. წმინდა ამფილოხა უანგაროდ კურნავდა სნეულთ. ამის გარდა წმინდანს შეემატა კიდევ ერთი ნიჭი: მისი ლოცვით განიდევნებოდა არაწმინდა სულები ადამიანებისაგან.
წმინდა ამფილოხა ყოველთვის ამბობდა: " დღე-მორჩილება; ღამე-ლოცვა!".
ის მძიმედ მარხულობდა და ღამეებს ლოცვაში ატარებდა, ტაძარში პარაკლისებს კითხულობდა. მისი კელიიდან ყოველთვის კანდელის შუქი გამოდიოდა.
წმინდა ამფილოხას მძიმე დროში მოუწია მოღვაწეობა. დევნიდნენ ქრისტიანებს; გეგმავდნენ ლავრის ათეისტურ მუზეუმად გადაკეთებას; აკონტროლებდნენ ყველა მონაზონს, მომლოცველს და მორწმუნეს. მიუხედავად მძიმე ჟამისა ის მტკიცედ იდგა და ამბობდა: " არ გეშინოდეთ კრიტიკული წუთების, არ გეშინოდეთ არაფრის და არავის, გარდა უფლისა!".
1962 წლის შემოდგომა იდგა, მას თხოვეს დახმარება გოგონასი, რომელმაც მოიტეხა ხელი. წმინდანი მიდიოდა დასახმარებლად, რომ უეცრად იგრძნო მოახლოებული საშიშროება, მობრუნდა და მორჩილს შეხვდა რომელმაც აცნობა, რომ ლავრის წმინდა სამების გასაღები მილიციამ აიღო, მოხუცი მივიდა ტაძარში, სადაც ხალხის სიმრავლე იყო, ის მივიდა მილიციელთან და ხელის ჩქარი მოძრაობით გამოართვა მილიციას ყველა ტაძრის გასაღები. მილიციელმა ვერაფერი უპასუხა. წმინდა ამფილოხა მივიდა მორჩილთან გადასცა გასაღებები და უთხრა : "დაიჭირე, და არავის არ მისცე!" ეს ყველაფერი დაუჯერებელი იყო.
წმინდა ამფილოხა მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. წმინდანის მდგომარეობა ძალიან რთული იყო საავადმყოფოში ყოფნისას, მაგრამ ის ყველაფერს ითმენდა.
გავიდა 3 თვე მისი საავადმყოფოში ყოფნისა, პალატაში შევიდა ექთანი, რომელმაც მიუტანა ხალათი და ჩუსტები და შეიყვანა მთავარი ექიმის კაბინეტში. ოთახში ისხდნენ სხვა ექიმებიც, მას საკვების მიღება შესთავაზეს, რის შემდეგაც ჰკითხეს: – " შეგიძლიათ თქვენ განკურნოთ სულიერად დაავადებული ავადმყოფები?"
– მოხუცმა უპასუხა, "შემიძლია".
– "მაშინ განკურნეთ ისინი", – უსასუხა ექიმმა.
– "კეთილი", მიუგო წმინდანმა, და ითხოვა გაეშვათ ის მონასტერში ან გამოეგზავნათ ვინმე, რათა მოეტანათ წმინდა სახარება, ჯვარი და ოლარი, რომ მას შეძლებოდა წყლის კურთხევვის საიდუმლოს აღესრულებინა და უწმინდური სულები გავიდოდნენ. დაამატა რომ ორ კვირაში აქ არცერთი ავადმყოფი აღარ იქნებოდა. ( ამ დროს სნეულთა რიცხვი საავადმყოფოში შეადგენდა 500-ზე მეტს).
–"არა," - მიიღო პასუხად. "ლოცვის გარეშე განკურნეთ ისინი!".
– "ასე არ შეიძლება განკურნება"- მიუგო წმინდანმა.
–"რატომ"?
– ამ კითხავზე წმინდანმა ასე უპასუხა: –"როცა ჯარისკაცი მიდის ომში, მას აძლევენ იარაღს, ასევე ჩვენი იარაღი არის წმინდა ჯვარი, წმინდა სახარება და წმინდა წყალი!"
წმინდანი დააბრუნეს პალატაში, სადაც მან განაგრძო მისი ჯვრის ტვირთვა.
წმინდანი უამრავ სასწაულს აღასრულებდა თავისი ცხოვრების განმავლობაში. ბრმებს თვალებს უხელდა, ყრუ-მუნჯები ლაპარაკს იწყებდა, განგრენით დაავადებულ კიდურს ამრთელებდა თავისსაზე დამზადებული წამლით.
1971 წლის 1 იანვარს წმინდანი მიიცვალა. როგორც მისი ცხოვრების მანძილზე, ასევე მას შემდეგაც მის წმინდა სხეულთან მიახლებისას აღესრულება მრავლი სასწაული.
2002 წლის აღდგომას, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მისი უხრწნელი სხეული ამოაბრძანეს საფლავიდან. ის დააბრძანეს პოჩაევოს ლავრის მღვიმეში. სქემიღუმენი ამფილოხა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2002 წლის 12 მაისს შერაცხა წმინდანად. დღესასწაულის დროს პოჩაევოს ცაზეთეთრი ჯვარი გამოისახა. მას შემდეგ მის საფლავთან სასწაულები არ წყდება.
***
გავიხსენებ ერთ-ერთ სასწაულს, რომელიც მოახდინა წმინდა ამფილოხამ, თუმცა მას მრავალი სასწაული აქვს მოხდენილი.
ერთ ქართველ ქალს ძილში გამოეცხადა წმინდა იოსიფი,( ასე ერქვა წმინდა ამფილოხას იღუმენად კურთხევამდე), რომელიც მას არასოდეს ეხილა და არც გაგონილი ჰქონდა მის შესახებ . წმინდანმა ურჩია წაეყვანა მისი სნეული შვილიშვილი მის საფლავზე.
ქალმა გაიკითხა და დარწმუნდა რა მართლაც არსებობდა ასეთი წმინდა მამა, უკრაინაში წაიყვანა მისი შვილიშვილი, რის შემდეგაც ბავშვი განიკურნა. ქალმა შეუკვეთა ლოცვა ლავრაში, გადაუხადა პანაშვიდი სქემიღუმენს, (მაშინ წმინდანად ჯერ კიდევ არ იყო შერაცხილი) და წირვის შემდეგ შეუკვეთა ტრაპეზი ყველა მომლოცველზე.
წმინდა მამაო ამფილოხა ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი